12.26.2018


 ავცრათ თუ არ ავცრათ?

     ვაგრძელებ ციკლს, რომელიც მიმართულია აცრების საკითხის გასარკვევად. მინდა გავცე პასუხი შემდეგ კითხვებს: რა განსხვავებაა აცრილი და აუცრელი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაში? არიან თუ არა აცრილი ბავშვები უფრო ჯანმრთელები, ვიდრე აუცრელები? რა დამოკიდებულება აქვთ მშობლებს ბავშვების აცრასთან ანუ ვაქცინაციასთან დაკავშირებით?
 აცრების გეგმა, რომელიც სავალდებულოა საქართველოში ჩასატარებლად.
1 წლამდე - ბცჟ, ჰეპატიტი B, დყტ+Bჰეპ+ჰიb+იპვ, პნევმო, როტა
2 წლიდან 15 წლამდე - ოპვ, წწყ.
რევაქცინაცია:
ასაკი -18-24 თვის - დყტ-რ, ოპვ-რ1, დტ, ოპვ-რ2, წწყ
     ისმის კითხვა - რა აუცილებლობას წარმოადგენს ამდენი ინფექციური აგენტის შეყვანა ასეთი პატარა ასაკის მქონე ბავშვებში, როდესაც ცნობილია, რომ იმუნიტეტი ჯერ არ არის სრულად ჩამოყალიბებული?  რატომ მატულობს ისეთი დაავადებები, რომლებიც ადრე ნაკლებად გვხვდებოდა? მიუძღვით თუ არა ამ მძიმე სტატისტიკაში რაიმე როლი აცრებს?  რატომ არ მიმდინარეობს ვაქცინების მწარმოებელი ფარმაკოლოგიური კომპანიებისგან დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევები ვაქცინების ზემოქმედებაზე?
     მოკლედ არსებობს უამრავი ობიექტური კითხვა, რომელიც პასხუგაუცემელია და ითხოვს სასწრაფო პასუხებს თუ არა, მსჯელობას მაინც აუცილებლად. რადგან პასუხის გაცემის საშუალება მე პირდაპირ არ მაქვს, ისე, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი ასეთ კვლევებში ან დავაკვირდებოდი ასეთი კვლევების შედეგებს, მაგრამ ამ შესაძლებლობის არქონის პირობებში ვეცადე მომეძიებინა ინფორმაცია მსგავსი კვლევების შესახებ მსოფლიოში. წარმოგიდგენთ ასეთი კვლევების შედეგებს და დანარჩენი თავად განსაჯეთ.

     გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც მოვიძიე ინტერნეტ-სივრცეში: 2010 წლის 29 დეკემბერს დაიწყო აუცრელი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა. შევსებულ იქნა 10072 ანკეტა. მონაწილეთა უმრავლესობა აშშ-დან იყო, ასევე ბრიტანეთიდან, კანადიდან და ავსტარლიიდან.



ვაქცინაციიდან თავის არიდების მიზეზები:
 ბავშვების აუცრებლობის  ძირითადი მიზეზები იყო ის, რომ მშობლებს აწუხებდათ ვაქცინებში შემავალი ინგრედიენტების უსაფრთხოების საკითხი და გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ვაქცინები ეფექტური არ არის. 50% განაცხადა, რომ მათ გვერდითი ეფექტების შიში აქვთ.
25%-ი აცხადებს, რომ მათ ჰქონდათ გართულებები ან  რეაქციები ვაცქინებზე ოჯახში ან მეგობრებთან და გადაწყვიტეს მეტი არ აეცრათ შვილები.
აი რამოდენიმე ციტატა აუცრელობის მიზეზებზე:
"შიში მაქვს ვაქცინების მოქმედების ხანგრძლივი კვლევების არ არსებობის გამო. ამას გარდა, რამოდენიმე ვაქცინის ზემოქმედების კვლევა საერთოდ არ არის."
"როგორც ლოგოპედი პედიატრიაში, მე ვნახე ბევრი შემთხვევა, როდესაც   ვაქცინაციის შემდეგ 36-72 საათის განმავლობაში ბავშვებს აქვთ კრუნჩხვები ტვინის, ენის და საერთო განვითარების  ტრავმული რეგრესიით. მე ვგრძნობ, რომ ეს ვაქცინებთან არის დაკავშირებული და არ მინდა რომელიმე ჩემი შვილი ამ ზემოქმედებას დავუქვემდებარო."  

"დარწმუნებული ვარ, რომ არასაკმარისი ცოდნაა იმუნური სისტემის ფორმირებასა და მის განვითარებაზე. მაშფოთებს ის, რომ ასეთ ჩვილ ასაკში ჩარევამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას იმუნურ სისტემას. არსობრივად ბავშვების ვაქცინაციის რისკები არსებულ მომენტში უცნობია".
" მინდა, რომ მან ბუნებრივი იმუნიტეტი შეიძინოს".
"მჯერა ბუნებრივი ჯანმრთელობის და იმუნიტეტის განვითარების".
"მე თვლი, რომ ბავშვის აცრიდან თავის არიდება - ჩემი არჩევანია, და არა მთავრობის. მე მაოცებს ის, რომ ყოველი ადამიანი მუდმივად მეუბნება: "როგორ ივლის სკოლაში თუკი ის არ არის აცრილი?" მე ვფიქრობ, როგორც ყოველთვის, უცოდინრობა ნეტარებაა. მე კარგად ვარ განათლებული და მაქვს უმაღლესი განათლება, ასე რომ მე თავად შემიძლია დამოუკიდებლად შევისწავლო საკითხი ვაქცინაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე და აუცრელობაზე. ეს გადაწყვეტილებაა, რომლის მისაღებად მე  არა ერთი ღამე დამჭირდა!"

"
უსაფრთხოების გრძელვადიანი კვლევების არ არსებობა, ვაქცინებზე, მათ ეფექტურობასა და გვერდით ეფექტებზე, უსაფრთხოებასა და ტესტირების შედეგებზე სიმართლის სრული ან ნაწილობრივი დამალვა".
"უნდა ადგე და თქვა - ჩემს ბავშვში მე არ შევიყვან ნივთიერებებს, რომელთა უსაფრთხოებაზე ჯერ კიდევ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები"
"ის მხოლოდ ძუძუთი კვებაზეა - ის იღებს იმუნიტეტს ჩემგან, ყველაფერს, რაც სჭირდება. ამ "დაავადებების აცილებისთვის განკუთვნილი ვაქცინების" უმეტესობა კარგად არ არის შემოწმებული, ჩვენ უბრალოდ გვაიძულებენ დავიჯეროთ, რომ ისინი საქმის კურსში არიან, ექიმები და ფარმაცევტები ფულს აკეთებენ ვაქცინების შემოღებისთვის!"

" არ არსებობს არანაირი კლინიკური კვლევა, რომელიც შეადარებს აცრილი და აუცრელი ბავშვების მონაცემებს. რატომ არის, რომ ყველა სხვა პრეპარატი გადის კვლევას, ზოგი საკონტროლო ჯგუფით, ხოლო ვაქცინები არა? ორ უფროს შვილს გაკეთებული აქვთ რამოდენიმე აცრა, მაგრამ მე გავჩერდი, როგორც კი დავიწყე ლიტერატურის საკუთარი კვლევა. იმის გაგება, რომ მონაცემები ვაქცინების სასარგებლოდ მცირეა და საერთოდ არ არსებობს კვლევები ხარისხის გასაკონტროლებლად, ამან მიმიყვანა ასეთი გადაწყვეტილებისკენ. წარსულში, სანამ ბავშვები მეყოლებოდა, მე ვმუშაობდი ფარმაცევტულ წარმოებაში და კარგად ვარ გარკვეული კვლევების სახეობებზე, რომლებიც უნდა ჩატარდეს პრეპარატის დამტკიცებამდე. მე ძალიან მადარდებს ის, რომ ვაქცინები არ მიიყვანება უფრო მაღალ სტანდარტებამდე".

 ეს არის იმ მშობელთა არგუმენტები, რომლებმაც არ აცრეს ბავშვები.  2010 წლის 29 დეკემბერს დაიწყო აუცრელი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა. ბავშვების უმეტესობა იყო მამრობითი სქესის,  ასაკობრივი ჯგუფები დაიყო შემდეგნაირად: 0-2, 3-4, 5-6 წწ.

რა განსხვავება არის აცრილი და აუცრელი ბავშვების ჯანმრთელობაში? არიან თუ არა აცრილი ბავშვები უფრო ჯანმრთელები, ვიდრე აუცრელები?
გთავაზობთ თარგმანს სტატიისა, რომელიც გამოქვეყნდა ბლოგზე anvictori.org 2012 წელს, რომლის სათაურია "ვაქცინირებული ბავშვები უფრო ხშირად ავადონებ, ვიდრე არავაქცინირებულები".


 გამართლდა მათი ეჭვი, ვისაც თავისი ბავშვების ვაქცინაციას საეჭვოდ აფასებდნენ. 2011 წელს გამოქვეყნდა პირველი მონაცემები კვლევისა, რომელიც ინიცირებული იყო გერმანელი კლასიკური ჰომეოპათის ანდრეას ბახმაირის (Andreas Bachmair) მიერ, რომელშიც იმ მომენტისთვის მონაწილეობა მიიღო 19 წლამდე ასაკის 8000 აუცრელმა ბავშვმა. კვლევამ, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, დაადასტურა სხვა დამოუკიდებელი დაკვირვებების შედეგები, სადაც შედარებული იყო აცრილი და აუცრელი ბავშვები.
კვლევის შედეგები, რომლის დიაგრამა ქვემოთ არის მოყვანილი, აჩვენა, რომ ვაქცინირებული ბავშვები 2-5 -ჯერ უფრო ხშირად ავადობენ, ვიდრე არავაქცინირებულები. 



     თავიდან ანდრეას ბახმაირი ადარებდა არავაქცინირებული ბავშვების ჯანმრთელობის მაჩვენებლებს გერმანულ ნაციონალურ კვლევასთან ჯანდაცვის სფეროში, რომელიც ჩაატარა KiGGS -მა და მოიცვა 19 წლამდე ასაკის 17 000 ბავშვი.
     ამასთან ერთად, ბახმაირის კვლევის ამერიკული განყოფილების ინფორმაცია შეიძლება ნახოთ საიტზე  VaccineInjury.info, რომელიც იწვევს ვაქცინირებული ბავშვების მშონბლებს მონაწილეობა მიიღონ დაკვირვებაში. დღევანდელ დღეს უკვე 11 000 რესპონდენტი გამოეხმაურა, მხოლოდ აშშ-ში. სხვა კვლევები აკვირდებოდნენ ოჯახების უფრო მცირე ჯგუფებს.
მაგრამ შედეგები ყოველთვის ერთნაირი იყო. რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი არ იყო გაშუქებული ძირითადი მედიის საშუალებებით. ბოლო 50 წლის განმავლობაში არც ერთი კვლევა არ იქნა ჩატარებული ან დაფინანსებული არც ამერიკული კონტროლის და დაავადებების პროფილაქტიკის ცენტრების მიერ, არც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, არც სხვა რომელიმე ნაციონალური ან ინტერნაციონალური ჯანდაცვის ორგანიზაციის ან სამედიცინო გჯუფის მიერ. ამიტომ ანდრეას ბახმაიარის კვლევა მხოლოდ  Google -ის რეკლამისა და შემოწირულობებით ფინანსდება.



     ოფიციალური მედიცინა ვერ ბედავს ობიექტურად შეადაროს არავაქცინირებული ბავშვების ჯანმრთელობა მათსას, ვინც იქნა აცრილი, და რისკის ქვეშ დააყენოს თავისი ვაქცინაციის მანია. ყველა ოფიციალური კვლევა ფოკუსირდებოდა ძირითადად ბავშვთა დაავადებებზე, რომლებიც ბავშვების გაზრდისას  ვითარდებოდა. არ განიხილებოდა აცრები, რომლებიც სიკვდილის ან ჯანმრთელობის დასუსტების მიზეზი გახდა. შედეგად, აცრებზე ყველაზე საშინელი რეაქციების აღიარებაც კი  ცოტა რაოდენობით ხდება და ყოველგვარი სურვილის გარეშე, ხოლო ვაქცინირებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები არც კი განიხილება, რადგანაც ითვლება, რომ ისინი არანაირ კავშირში არ არიან. თუმცა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციის გეგმა შეიცვალა მკვეთრად, და ვაქცინების რაოდენობა გაიზარდა: დღეს ბავშვები იღებენ 14 სხვადასხვა ვაქცინის 50-ზე მეტ დოზას, ვიდრე წავლენ საბავშვო ბაღში, მათ შორის 26 დოზას ბავშვი პირველი წლის განმავლობაში იღებს.

სხვადასხვა კვლევების მოკლე მიმოხილვა:


     ძირითადი ბავშვთა დაავადებები, შემოთავაზებული რესპონდენტებისათვის   დამოუკიდებელი კვლევების  მიერ: ასთმა, განმეორებადი ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, სინუსიტი, ალერგიები, ეკზემა, ყურის ინფექციები, დიაბეტი, ძილის დაღვევები, ენურეზი, დისლექსია, შაკიკი, ჰიპერაქტიულობა, ყურადღების დეფიციტი სინდრომი, ეპილეფსია, დეპრესია და მეტყველების და მოტორული უნარების შენელებული განვითარება.
1992 წელს ახალზელანდიური ჯგუფმა სახელად  Immunization Awareness Society (IAS)  გამოიკვლია 245 ოჯახი, სადაც ბავშვთა რაოდენობამ შეადგინა 495. ბავშვები  ორ ჯგუფად დაყვეს: ვაქცინირებულები (226) და არავაქცინირებულები (269). 81 ოჯახში იყვნენ როგორც აცრილი, ისე აუცრელი ბავშვები. მათ შორის განსხვავება იყო კარდინალური, არავაქცინირებულ ბავშვებში ჩვეულებრივი საბავშვო დაავადებებით ავადობის დონე გაცილებით უფრო დაბალი იყო, ვიდრე ვაქცინირებულ ბავშვებში.

      სხვა კვლევის შედეგად, რომელიც ახალზელანდიურ ქალაქ კრაისტჩერჩში ჩატარდა 1977 წელს და მოგვიანებით დაბადებულ ბავშვებს შორის, არც ერთ არავაქცინირებულ ბავშვს არ ჰქონდა ასთმის შემთხვევა, იმ დროს, როდესაც ვაქცინირებულ ბავშვების 25% 10 წლის ასაკისთვის უკვე მკურნალობდნენ ამ დაავადებას.

      ბახმაირის მიმდინარე კვლევის ჩარჩოში VaccineInjury.info  მშობლების კომენტარებში, რომლებსაც არ გაუკეთებიათ თავისი შვილებისთვის აცრა, აღნიშნავენ ვაქცინაციის სახიფათოობას და გამოხატავენ სურვილს ბუნებრივი გზით განავითარონ ნამდვილი იმუნიტეტი.
     იმუნოლოგიის დოქტორი ტატიანა ობუხანიჩი ავტორი წიგნისა VaccineIllusion  გამოდის განათლებით და გარემოცვით განპირობებული დოგმების წინააღმდეგ. იგი ამტკიცებს, რომ ვაქცინები არ იძლევიან ნამდვილ იმუნიტეტს ნებისმიერი დაავადების საწინააღმდეგოდ. მას იძლევა თავად დაავადების რისკი, არ აქვს მნიშვნელობა გადაიტანეთ ის დაავადება თუ არა.
      ყველაზე მასობრივი არაოფიციალური კვლევა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ორგანიზებულია ტიმ ო'შის მიერ (Tim O’Shea),  კოლუმბიის ოლქიდან, რომელიც Vaccination is Not Immunization  ავტორია. არავაქცინირებული ბავშვების მშობლები მას ელექტრონულ წერილებს უგზავნიან, სადაც შედარებულია მათი შვილების