12.29.2013

ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს


შიდა ყურის ანთება ყველაზე ხშირია ბავშვებში, მას თან ახლავს ყურის ტკივილი, სიცხე და გაღიზიანება. იმის მიუხედავად, რომ ოტიტების 80% თავისთავად იკურნება, სტანდარტული სამედიცინო მიდგომა გულისხმობს ანტიბიოტიკებისა და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნას.

Cochrane Collaboration-ის დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ აშშ-სა და ავსტრალიაში მწვავე ოტიტის შემთხვევათა 98%-ში დაინიშნა ანტიბიოტიკები, მაგრამ ნიდერლანდებში კი შემთხვევათა 38%-ში. 

ამერიკის პედიატრთა აკადემიის უახლესი გაიდლაინების მიხედვით, პირველად ინიშნება საბაზისო ან საშუალო ან ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ამოქსიცილინი და ციპროფლოქსაცინი, შემდეგ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები და პარაცეტამოლი ტკივილის მოსახსნელად. 

მაგრამ, ეს სამედიცინო მტკიცებულებები პრობლემატურია არა მხოლოდ ანტიბიოტიკების გამოყენების კუთხით, არამედ ინფექციის და ყურის ტკივილის შესამცირებლად სინთეთიკური პრეპარატების გამოყენების კუთხითაც.

2012 წლის ჟურნალ Microbiology, Immunology and Infection კვლევებში გადახედეს მწვავე ოტიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად მცენარეული პრეპარატის ეფექტურობას, რომელიც შეიცავს  მიხაკის, ლავანდის და გერანის ესენციურ ზეთებს. შედარებულ იქნა მცენარეული პრეპარატის ეფექტი 0,3% -იანი ციპროფლოქსაცინის წვეთების ეფექტთან. პაციენტები ღებულობდნენ 3 წვეთს მცენარეულ პრეპარატს ან ანტიბიოტიკს ყოველ 12 საათში ერთხელ. ორივე მკურნალობამ მოიტანა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ტკივილის, შეშუპების ხარისხის და მიკროორგანიზმების რაოდენობის კუთხით.

სხვა საინტერესო კვლევა გამოქვეყნებულ იქნა ჟურნალ Pediatrics-ში, რომელმაც აჩვენა, რომ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამოქსაცილინის გამოყენება არ არის აუცილებელი ყურის ტკივილის სამკურნალოდ. ამ მკაცრი ორმაგი-ბრმა კვლევისას ყველა პაციენტი ღებულობდა ნატუროპატიური მცენარეული ექსტრაქტის ყურის წვეთებს 5 ჯერ დღეში ყოველგვარი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელის გარეშე, მაგრამ პაციენტთა ნახევარს დამატებით ეძლეოდა ამოქსიცილინი.

მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა იმ პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ანტიბიოტიკს, რაც ადასტურებს, რომ ანტიბიოტიკის მიღებას  ან მისი კომბინაცია სხვა ეფექტურ წამლებთან არ იძლევა თერაპიულ სარგებელს. ყველა პაციენტი, რომელიც მცენარეულ წვეთებს ღებულობდა უფრო სწრაფად გამოკეთდა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის პაციენტი. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ თავისით განკურნებული ოტიტის შემთხვევაშიც ბუნებრივი თერაპიული წამალი უფრო აჩქარებს ინფექციასთან ბრძოლას და ამსუბუქებს ყურის ტკივილს.
კვლევის ავტორები აცხადაბენ:" ... ამ მცენარეების ექსტრაქტს აქვს უნარი დააკმაყოფილოს  მკურნალობის ყველა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც არსებობს პედიატრიულ პაციენტებში". 



არსებული სამეცნიერო ლიტერატურა არა მხოლოდ ადასტურებს მცენარეული თერაპიის ანტიბიოტიკურ ეფექტურობას სპეციფიკურ კლინიკურ კონტექსტში, არამედ საეჭვოს ხდის უპირველესად სინთეთიკური ანტიბიოტიკების გამოყენებას. ბუნებრივ თერაპიას არ გააჩნდა გვერდითი ეფექტები, რომელიც აქვს ორივეს - ამოქსაცილინს და ციპროფლოქსაცინსაც, რაც ყველასთვის კარგად არის ნაცნობი: ზომიერი გულისრევა, კუჭის აშლილობა, გულისრევა, გამონაყარი და პაციენტების 1%-ში ზემოქმედება ღვიძლზე.  

Cochrane Collaboration-ს დამოუკიდებელმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ 14 პაციენტიდან, ვინც სტანდარტულად ანტიბიოტიკებით მკურნალობდა, ერთს აღენიშნა გულისრევა, კუჭის აშლილობა და გამონაყარი. ამ კვლევებისგან დამოუკიდებლად არსებობს კიდევ გაფრთხილებები ციპროფლოქსიცინის (და მთელი ამ ჯგუფის - ფლუოროქინოლონების) გვერდით ეფექტებზე - ის ზრდის მყესის სპონტანურ გაგლეჯას (1,9-ჯერ) და აუარესებს "მიასტენია გრავის"-ის (ნეირო-კუნთოვანი დაზიანება) სიმპტომებს, რამაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მოიტანოს.



იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

12.25.2013

რომელი მარილი უნდა მივიღოთ?

ფეისბუქის გვერდზე ბოლო დროის ფაქტმა ტექნიკური მარილის გამოყენების თაობაზე მომცა საბაბი, რომ გამეშუქებინა მარილის თემატიკა.
არავის უნდა ქონდეს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებიდან მოგების მიღების საშუალება, მაგრამ თემა უფრო ღრმა და ფართოა.

მარილი ადამიანისთვის აუცილებელია, რადგანაც შეიცავს მისთვის საჭირო ნივთიერებას NaCl-ს.
ოდითგან მარილი  ფუფუნების საგანი იყო და ზოგიერთ ქვეყანაში რამოდენიმე ნატეხ მარილად შესაძლებელი იყო მონის ყიდვაც კი. მარილი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ორგანიზმის სასიცოცხლო ბიოქიმიური პროცესებისთვის, ისე ფართოდ გამოიყენება წარმოებისთვისაც: მისგან აწარმოებენ ქლორს და კაუსტიკურ სოდას, მას იყენებენ პლასტმასის, ალუმინის, ქაღალდის, საპნის, შუშის და  სხვ. წარმოებებში. სპეციალისტების დათვლით პირდაპირ ან ირიბად მარილს აქვს  14 000-ზე მეტი გამოყენების სფერო.


ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება 10-15 გრ მარილის მიღება, რაც დაახლოებით 7 კგ-ია წელიწადში ზომიერი ჰავის ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის.  ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში ადამიანს გაცილებით მეტი მარილის მიღება უწევს, რადგანაც ოფლიანობა და, შესაბამისად, მისი ხარჯიც იქ მეტია, ხოლო ჩრდილოეთის ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის არსებობა სულ უმარილოდაც არის შესაძლებელი.

 მეტი მარილის მიღებაა საჭირო ორგანიზმის გაუწყლოვანებისას, უბრალო გაფილტრული ან დისტილირებული წყალი ვერ დააკმაყოფილებს ორგანიზმს ასეთ შემთხვევაში.
ფეხმძიმობისას, დედის ორგანიზმს  გაცილებით მეტი სისხლი და სითხე სჭირდება უჯრედებში, რასაც მარილის მიღების ზრდა უწყობს ხელს, ამიტომაც ფეხმძიმე ქალებში მარილიანის სიყვარული შემთხვევითი არ არის.

მარილის დამატება საჭმელში აუცილებელია ორგანიზმში მისი რაოდენობის მოსაწესრიგებლად, რადგანაც სხვა გზა მასზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა არ არის. საკვებში მარილის რაოდენობა განსხვავებულია: ყველაზე მეტია პურში, ხორცში და ხორცის პროდუქტებში, მცენარეებში მარილის რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგის შემადგენლობაზე, რომელზეც აწარმოეს ესა თუ ის მცენარე.

ჩვენ საბჭოთა დროიდან მოყოლებული საკვებად ვიყენებთ ეგრეთწოდებულ ქვა- მარილს, რომელიც ჩვენი  ქვეყნის ნიადაგებში იოდის ნაკლებობის გამო ე.წ. იოდიზირებული მოგვეწოდებოდა.


ქვა-მარილის ანუ სუფრის მარილის შემადგენლობა: 99% NaCl, აქედან 39,4% Na, 60% - Cl, დანარჩენი - ნაცარი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა სულ - 0,6%. მარილის იოდიზირებას ახდენენ, როდესაც მას ამატებენ  კალიუმის იოდიდს ან იოდატს რაოდენობით 20-40 გრ - 1 ტონა მარილზე.

იოდიდი ნაკლებად მყარი ნივთიერებაა, იგი იოლად ორთქლდება ტემპერატურის და მზის სხივების ზემოქმედებით. მისი აორთქლება ან დაჟანგვა განსაკუთრებით სწრაფად ნესტიან გარემოში ხდება. იოდატი მეტი სტაბილურობით გამოირჩევა.

ამიტომ, როდესაც ყიდულობთ მარილს დააკვირდით მის შემადგენლობას, გარდა იმისა, რომ მას სხვა მინარევები არ უნდა ქონდეს, იოდის დეფიციტის აღმოსაფხვრელად იგი იოდატით უნდა იყოს გამდიდრებული და არა იოდიდით, დაცული უნდა იყოს გამოყენების ვადები და შენახვის პირობები და სხვა. ვფიქრობ ყოველივე ამის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ვითარებას თუ გავითვალისწინებთ საკვები პროდუქტების ხარისხიანობის შემოწმების კუთხით.

ბოლო წლებში, როდესაც  პროდუქციის ასორტიმენტი მეტ-ნაკლებად გამრავალფეროვნდა, ზოგიერთ მაღაზიაში და აფთიაქში გაჩნდა კიდევ ერთი ამგვარი პროდუქტი - See Salt ანუ ზღვის მარილი.

ზღვის მარილის შემადგენლობა:  ქლორიდი (CL-) - 55,3%, ნატრიუმი(Na+) - 30,59%, სულფატი - 7,68%, მაგნიუმი (Mg2+) - 3,68%, კალციუმი(Ca2+) - 1,18%, კალიუმი (K+) - 1,11%, ბიკარბონატი - 0,41%, ბრომიდი (BR-) - 0,19%, ბორატი - 0,08%, სტრონციუმი (Sr2+) - 0,04%, დანარჩენი დანამატები - 0,01%. ესეთი შემადგენლობა არის აღწერილი ვიკიპედიაში, მაგრამ ზღვის მარილი შეიცავს გაცილებით მეტ მინერალს, დაახლოებით 80-მდე, მასში არის პრაქტიკულად ყველა ელემენტი, რომელიც შედის მენდელეევის სისტემაში, მათ შორის იოდიც.  ზღვის მარილი ნაკლებ NaCl-ს და დამატებით კი ბევრ მიკროელემენტებს შეიცავს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.
მაგრამ იოდის რაოდენობა ზღვის მარილში მერყეობს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზით  და საიდან არის იგი მოპოვებული, არჩევისას ჩვენ უპირატესობა ეკოლოგიურად უფრო სუფთა წყაროს უნდა მივანიჭოთ.

გარდა შემადგენლობისა, ზღვის მარილი  სუფრის მარილისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ორგანიზმზე ნაკლები დამაზიანებელი მოქმედება გააჩნია. ნაკლებად იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, ნაკლებად მოქმედებს წნევასა და თირკმელებზე.

ზღვის მარილი გამოიყენება ასევე სხვადასხვა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პროცედურების ჩასატარებლად: მაგალითად ცხვირის, ყელის სავლებად (ხსნარი 1ჩ.კ. ერთ ჩაის ჭიქა წყალზე) სურდოს ან გაციების შემთხვევაში, კარგია როგორც სკრაბი სახის გასაწმენდად, სახსრების სამკურნალოდ, ასევე ცელულიტის შესამცირებლად (შეურიეთ დუშის გელს) და სტრესების მოსახსნელად აბაზანებში, საკვებად, ორგანიზმის მინერალებით შესავსებად.

რადგანაც ზღვის მარილში იოდის კონცენტრაცია გაურკვეველია, სჯობს მასთან ერთად მიიღოთ იოდის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა ზღვის კომბოსტო, ზღვის ან ოკეანის თევზი და სხვა.
გთავაზობთ მარტივ რეცეპტს: მსხვილი ზღვის მარილი დაფქვით და დაამატეთ წინასწარ მომზადებული გამხმარი მწვანილები თქვენი გემოვნებით: ოხრახუში, კამა, ქინძი, გამხმარი ხახვი, ნიორი და სხვა და ბოლოს აუცილებლად დაამატეთ იოდის წყარო - გამხმარი ზღვის კომბოსტო, რომელსაც ხელით დააქუცმაცებთ. მიიღებთ თქვენი გემოვნებისთვის სასიამოვნო ნაზავს, რომელიც გამოიყენეთ ცივი კერძებისთვის, ხოლო ცხელ კერძებში დაამატებთ დუღილის შემდეგ. შეგიძლიათ მრავალი კომპოზიცია შექმნათ თქვენი გემოვნების მიხედვით! ასეთი საშუალებით თქვენ თავად შექმნით ჯანსაღ პროდუქტს, დაიცავთ თქვენს ოჯახს მინერალების და იოდის დეფიციტისგან, რომელიც, სამწუხაროდ, ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში. ჩემი პაციენტების მდგომარეობას თუ განვაზოგადებ საქართველოს მთელ მოსახლეობაზე, შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობის სულ ცოტა 90%-ს აქვს ფარული იოდის ნაკლებობა ისე, რომ მათ ეს არც კი იციან!

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას! 
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს!

როგორი სითხე უნდა მივიღოთ, რომ ჩვენი ორგანიზმის უჯრედების ფუნქციონირება და საარსებო გარემო შევინარჩუნოთ ოპტიმალურ დონეზე?
რედოქს-პოტენციალის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ, მაგრამ კიდევ რამოდენიმე თვისებას უნდა აკმაყოფილებდეს სითხე, რომ ის გახდეს მისაღები ჩვენი ორგანიზმისთვის.

ასეთ გასათვალისწინებელ და მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს pH პოტენციალი.  pH პოტენციალი წყალბადის იონების აქტივობის ხარისხის მაჩვენებელია და რაოდენობრივად გამოხატული წყლის მჟავიანობის ან ტუტიანობის კოეფიციენტია.
როგორც ქიმიის გაკვეთილებიდან ვიცით, გარეგანი ზემოქმედებით, მაგალითად სუსტი ელექტროობის ზემოქმედებით, წყლის მოლეკულა დისოცირებს თავისუფალ იონებად (Н+) და ჰიდროქსილურ ჯგუფად (ОН-). თავისუფალი წყალბადის იონების გაზრდილი რაოდენობა წყალს მჟავიანობას მატებს, ხოლო მომატებული ОН  ჯგუფი კი ატუტოვნებს მას.  
ნეიტრალური წყლის  pH პოტენციალი არის 7, ასეთი წყალი შეიცავს თანაბარი რაოდენობის  Н+ და ОН- იონებს ან არ შეიცავს მათ საერთოდ. მჟავა რეაქციის წყლის pH პოტენციალი 7-ის ქვევითაა, ხოლო ტუტე - 7-ის ზევით. ორგანიზმის სითხეები, ძირითადად სუსტი ტუტე რეაქციის მქონენი არიან.


ჯანმრთელი ადამიანის  pH პოტენციალი:
  • კანი (ოფლი) – pH 4,7
  • ნერწყვი – pH 6,4
  • შარდი – pH 5,5-6,0
  • უჯრედები ნორმაში – pH 7,1
  • არტერიული სისხლი pH 7,35-7,45
  • ვენური სისხლი pH 7,26-7,36
  • ლიმფა pH 7,35-7,40
  • უჯრედშორისი სითხე pH 7,26-7,38
  • სახსრისშიდა სითხე pH 7,3
  • კუჭქვეშა ჯირკვალი – pH 8,8
ჩვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, თანამედროვე საკვების უმეტესობას გააჩნია მჟავა რეაქცია, რაც ზრდის დატვირთვას ორგანიზმზე: ასეთი საკვების გადამუშავებისას და შეთვისებისას რჩება უფრო მეტი მჟავა პროდუქტები. თანაც მჟავიანობა არ არის დაკავშირებული საკვების გემოსთან. თითქმის ყველა გაზიანი სასმელი და ლიმონათი, პასტერიზებული წვენი და სასმელი, ლუდი - ყველაფერს მჟავა რეაქცია აქვთ. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი პროდუქტის pH-მაჩვენებელი.
ზოგიერთი სასმელის და პროდუქტის
pH პოტენციალი
გაზიანი სასმელი
3,16
წვენი პაკეტებში
3,92
დისტილირებული წყალი
4,79
შავი ჩაი
4,26
შავი ყავა
5,58
რძე (უმი)
6,19
ონკანის წყალი
6,55
ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი
4,6
ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი
6,68
გაღვივებული ხორბლის წვენი
7,4
კვერცხი (უმი)
6,45
ხორბლის პური
4,89
ბეკონი (მოხარშული)
4,02
ჰამბურგერი (მზა)
3,98
პიცა
4,34
საზამთრო
6,67
ბანანი
7,19
ყველი
5,92
ნაყინი
5,17
შებოლილი ორაგული
4,19

გასათვალისწინებელია ისიც, რომ pH-ის ყოველი ერთეული მჟავა-ზემოქმედებას 10-ჯერ ზრდის. მაგალითად, სასმელის pH-6-ია, მაშინ მჟავა რაექცია გაზრდილია 10-ჯერ ნორმასთან შედარებით, ხოლო თუ 5-ია, მაშინ 100-ჯერ, თუ 4-ია - 1000-ჯერ. ამის ცოდნა საჭიროა, რომ სწორად გაანეიტრალოთ წარმოქმნილი მჟავა რეაქცია.
თანამედროვე საკვები სულ უფრო ურთულებს ორგანიზმს ტუტე გარემოს შენარჩუნების შესაძლებლობას. ორგანიზმი თანდათან იცვლის თავის რეაქციას, იზრდება გამჟავება და საფუძველი ეყრება დაავადებებს, ჩვენი ორგანიზმი სწრაფად ცვდება - ჩვენ სწრაფად ვბერდებით.
იმისთვის, რომ  ორგანიზმმა დაძლიოს ეს პროცესი და შეინარჩუნოს pH საჭირო დონეზე, იგი იწყებს ისეთი ნივთეიერებების გამოყენებას, როგორიცაა ძვლის კალციუმი და მაგნიუმი. ამით pH აღდგება, ხოლო კალციუმის და მაგნიუმის დეფიციტის შედეგად ვითარდება ოსტეოპოროზი და ბევრი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ მიღებული პროდუქტების და სასმელების pH-მაჩვენებელი იყოს ორგანიზმის pH-ის მსგავსი. ეს შეამცირებს მჟავა დატვირთვას ორგანიზმზე და იგი უფრო სიცოცხლისუნარიანი იქნება.
ქვემოთ იხილეთ ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტების ჩამონათვალი:
 pH 9,0 - ლიმონი, ნესვი
pH 8,5 - მანგო, პაპაია, ლაიმი, საზამთრო, ოხრახუში, წითელი წიწაკა, ზღვის კომბოსტო, სატაცური, კივი, ტკბილი ყურძენი, მსხალი, ანანასი, ბოსტნეულის წვენები
pH 7,5-8,0 -  ვაშლი, გარგარი, სტაფილო, ნიახური, ნიორი, მოცხარი, ატამი, ვაშლ-ატამა, ქლიავი, ზღვის მარილი, ისპანახი, მარწყვი, ბროკოლი და სხვა.
pH 7,0 - ნუში, არტიშოკი, ალუბალი, ქოქოსი, ბოლოკი და სხვა.

ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი, მართალია ჩვენ შეიძლება მოვინდომოთ და მივირთვათ ბევრი ტუტე პროდუქტი, მაგრამ მათი ზემოქმედება ორგანიზმის მთლიან მოცულობაზე უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე სითხის მიღებისას, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი სითხის მიღებას, რომელსაც სასურველი  რეაქცია ექნება.  
იმისთვის, რომ უფრო კონკრეტულად გაერკვათ ამა თუ იმ პროდუქტის pH-მახასიათებელში უმჯობესია თავად გაზომოთ შესაბამისი პროდუქტი ან სითხე სპეციალური ხელსაწყოთი pH-მზომით ან ლაკმუსის ქაღალდის მეშვეობით. სპეციალისტები გვირჩევენ ხშირად გავაკეთოთ ეს როგორც პროდუქტებისთვის, ისე ორგანიზმის სითხეებისთვის.
იყავით გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

12.23.2013

აუტიზმის აღმოცენების ვერსიები



აუტიზმი - ფსიქოლოგიური განვითარების პრობლემაა, რომელიც ხასიათდება მეტყველების და მოტორიკის დარღვევით, ქმედებების სტერეოტიპულობით, რომლის შედეგიც სოციალური ურთიერთკავშირების დარღვევებია. სამედიცინო ანალიზები, რომლის მეშვეობითაც დგინდება აუტიზმის დიაგნოზი არ არსებობს. დიაგნოზი დგება ბავშვზე დაკვირვების პროცესში, თუ როგორ იქცევა ის, როგორ ურთიერთობს სხვებთან. გამოვლინებების მიხედვით აუტიზმი შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მძიმე ხარისხის.
ასეთ ბავშვებს მეტყველება ძალიან ნელა უვითარდებათ, ბავშვი სიტყვის ნაცვლად ჟესტებს იყენებს ან სიტყვებს არასწორ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ ურჩევნიათ დრო მარტოობაში გაატარონ, არ თამაშობენ სხვა ბავშვებთან. ადამიანი რამოდენიმეჯერ იმეორებს ერთსა და იგივე მოქმედებებს ან სიტყვებს. ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვებში და დიდებშიც აღინიშნება სხვა დაავადებებიც, როგორიცაა ძილის დარღვევბი, ალერგია, მონელების პროცესების დარღვევა.
ბიჭებში აუტიზმი 3-4 ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში. ამ დაავადებების მიზეზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
არსებობს რამოდენიმე ვერსია:  გარკვეული გენეტიკური განწყობა, რომელიც გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით (სამშობიარო ტრავმა, ვირუსები და ვაქცინები, მძიმე მეტალებით მოწამვლა და სხვა) აყალიბებს ტვინის დისფუნქციას.
როჩესტერის უნივერსიტეტში გამოკვლეული 60 დაავადებულიდან შემთხვევათა ნახევარში გარკვეული გენის მუტაცია იქნა აღმოჩენილი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ემბრიონის თავის ტვინის ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაზე. აუტიზმის ჩამოსაყალიბებლად საკმარისია დეფექტური გენი მხოლოდ ერთი მშობლისგან. როგორც წესი აუტიზმიანი ბავშვების მშობლები ჯანმრთელები არიან ან მათ აუტიზმის მსუბუქი სიმპტომები აქვთ. არსებობს სტატისტიკური კორელაცია სუსტ X-ქრომოსომასა და აუტიზმს შორის.

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აუტიზმის აღმოცენების ერთ-ერთ მიზეზად შესაძლებელია მამაკაცის ჰორმონი - ტესტოსტერონი იყოს. კემბრიჯის უნივერსიტეტში ამ დიაგნოზის მქონე ბავშვთა ჯგუფი იქნა გამოკვლეული. ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან იღებდნენ ანალიზებს ჰორმონებზე, ტესტოსტერონის კონცენტრაცია ყოველთვის მომატებული იყო. როდესაც ბავშვებმა 4 წლის ასაკს მიაღწიეს, მშობლებსაც ჩაუტარდათ სპეციალური ტესტები სრული სურათის დასადგენად. აღმოჩნდა, რომ ბავშვები სისხლში მომატებული ტესტოსტერონის რაოდენობით ხასიათდებიან ნაკლები ყურადღებიანობით და ძნელად ადაპტირდებიან სოციალურ სფეროსთან
ამრიგად მეცნიერები თვლიან, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი აუტიზმსა და ჰორმონალურ ფონს შორის. ამ კავშირის შესახებ მეცნიერები დიდი ხნის წინ ვარაუდობდნენ. ასეთ იდეაზე მიუთითებდა ისეთი აუტიზმიანი ადამიანების არსებობა, რომელთაც ახასიათებდათ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები. მაგალითად, მრავალი ენების, ისტორიული თარიღების და ბევრი სხვა რამეების  ცოდნა. ასევე ცნობილია, რომ ცნობილი მათემატიკოსების და მუსიკოსების ნაწილსაც აღენიშნებოდა ეს დაავადება. ნეირობიოლოგების აზრით, საქმე გვაქვს ტვინის ნახევარსფეროების კომპენსატორულ მოვლენასთან, ანუ თუ მარცხენა ნახევარსფერო არ არის განვითარებული, მარჯვენა ცდილობს დააკომპენსიროს ეს დეფიციტი. ტესტოსტერონის სიჭარბისას ტვინის მარცხენა ნახევარსფერო ნორმალურად ვერ ვითარდება. თუ ადრე ეს მოსაზრება ჰიპოთეზად მიაჩნდათ, ეხლანდელლმა გამოკვლევებმა დაადასტურეს იგი.
ასევე აუტიზმის მიზეზი შესაძლოა იყოს კონფლიქტი გენებს შორის, რომელსაც ნაყოფი დედისგან და მამისგან იღებს. ცნობილია, რომ ძუძუმწოვრების მდედრები "თიშავენ" თავის კვერცხუჯრედში გენებს, რომელიც სასარგებლოა ემბრიონისთვის, მაგრამ არ არის გამოსადეგარი დედისთვის, ასევე მამრები "თიშავენ" თავის სპერმატოზოიდებში გენებს, რომელის არ არის გამოსადეგარი ემბრიონისთვის, მაგრამ გამოსადეგარია დედისთვის. ზოგი ფაქტი ამტკიცებს, რომ გენების აქტივობის ბალანსის გადახრა "მამის" მხარეს იწვევს აუტიზმს, ხოლო "დედის" მხარეს - დეპრესიას, ფსიქოზებს და პარანოიას.
მაშტაბური კვლევების შედეგად, რომელიც აწარმოა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, მიღებულ იქნა აუტიზმის გენეტიკური ბუნების მტკიცებულებები. გაირკვა, რომ ამ დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენი - ნეურექსინ -1, ასევე ჯერ კიდევ დაუდგენელი გენი, რომელიც განლაგებულია მე-11 ქრომოსომაში. პროექტში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 19 ქვეყნის  120 მეცნიერმა. 5 წლის განმავლობაში იკვლევდნენ ოჯახების წევრების დნმ-ის ნიმუშებს, რომელთაც ორი ან მეტი აუტიზმით დაავადებული შვილი ყავდათ. საერთო ჯამში კვლევაში 1200 ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ "ყველაზე სავარაუდო კანდიდატი" არის გენი ნეურექსინ-1, რომელიც ნეირომედიატორ გლუტამატის სინთეზში მონაწილეობს, ნივთიერების, რომელიც განაპირობებს თავის ტვინის უჯრედების ერთმანეთთან კონტაქტს. კვლევები ამ მიმართულებით კიდევ გრძელდება.
მძიმე მეტალები: ასობით გამოკვლეული ბავშვის შარდის ანალიზმა აჩვენა კავშირის არსებობა აუტიზმსა და ორგანიზმზე მძიმე მეტალების ზემოქმედებას შორის. თუ ამ კვლევების დასკვნა სწორია, შესაძლებელი გახდება აუტიზმის მკურნალობა საშუალებებით, რომლებსაც გამოყავთ მძიმე მეტალები ორგანიზმიდან.

ვაქცინები და ვირუსები: აუტიზმით დაავადებულობა მატულობს ვაქცინების რიცხვის ზრდასთან ერთად.

ცილის დეფიციტი: აუტიზმის განვითარების კიდევ ერთ მიზეზად თვლიან ცილა 
Cdk5- (ციკლინ-დამოკიდებული კინაზა) ნაკლებობას. ეს ფერმენტი მონაწილეობს  რიგი უჯრედოვანი პროცესების რეგულირებაში - უჯრედოვანი მოძრაობიდან წამლების მიმართ შეგუებამდე. ეს ფერმენტი ეხმარება სინაფსებს განვითარებაში, რომლებიც აკავშირებენ ნეირონებს და განაპირობებენ ადამიანის უნარს მასალების შესწავლასა და დამახსოვრებაში. ასევე მეცნიერებმა მიიღეს მოლეკულური მტკიცებულება, რომ ამ ფერმენტის ნაკლებობა იწვევს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასაც.
ბიოლოგიური და ქიმიური დისბალანსი: იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ აუტიზმი დაკავშირებულია ეპილეფსიასა და დასწავლის პრობლემებთან, მეცნიერები ამ პათოლოგიის მიზეზს ბიოლოგიურ და ქიმიურ დისბალანსში ეძებენ. ვარაუდობენ აუტიზმის კავშირს გარკვეულ პერინატალურ პათოლოგიასა, თანდაყოლილ წითურასა, ფენილკეტონურიასა და ჩვილობის კრუნჩხვებთან
აუტიზმი დაკავშირებულია ნუშისებრი სხეულის განვითარების დარღვევასთან - ასეთი ვერსია გამოკვეთეს ამერიკელმა მეცნიერებმა. ნუშისერბი სხეული - თავის ტვინის მონაკვეთია, რომელიც არეგულირებს ემოციებს და ადამიანებთან ურთიერთობას. კომპიუტერული ტომოგრაფიისას აუტიზმით დაავადებულებში აღმოჩნდა  ნუშისებრი სხეულის  მორფოლოგიური ცვლილებები
არსებობს კიდევ სხვა ვერსიებიც.



 იყავით გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში