12.23.2013

აუტიზმის აღმოცენების ვერსიები



აუტიზმი - ფსიქოლოგიური განვითარების პრობლემაა, რომელიც ხასიათდება მეტყველების და მოტორიკის დარღვევით, ქმედებების სტერეოტიპულობით, რომლის შედეგიც სოციალური ურთიერთკავშირების დარღვევებია. სამედიცინო ანალიზები, რომლის მეშვეობითაც დგინდება აუტიზმის დიაგნოზი არ არსებობს. დიაგნოზი დგება ბავშვზე დაკვირვების პროცესში, თუ როგორ იქცევა ის, როგორ ურთიერთობს სხვებთან. გამოვლინებების მიხედვით აუტიზმი შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მძიმე ხარისხის.
ასეთ ბავშვებს მეტყველება ძალიან ნელა უვითარდებათ, ბავშვი სიტყვის ნაცვლად ჟესტებს იყენებს ან სიტყვებს არასწორ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ ურჩევნიათ დრო მარტოობაში გაატარონ, არ თამაშობენ სხვა ბავშვებთან. ადამიანი რამოდენიმეჯერ იმეორებს ერთსა და იგივე მოქმედებებს ან სიტყვებს. ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვებში და დიდებშიც აღინიშნება სხვა დაავადებებიც, როგორიცაა ძილის დარღვევბი, ალერგია, მონელების პროცესების დარღვევა.
ბიჭებში აუტიზმი 3-4 ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში. ამ დაავადებების მიზეზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
არსებობს რამოდენიმე ვერსია:  გარკვეული გენეტიკური განწყობა, რომელიც გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით (სამშობიარო ტრავმა, ვირუსები და ვაქცინები, მძიმე მეტალებით მოწამვლა და სხვა) აყალიბებს ტვინის დისფუნქციას.
როჩესტერის უნივერსიტეტში გამოკვლეული 60 დაავადებულიდან შემთხვევათა ნახევარში გარკვეული გენის მუტაცია იქნა აღმოჩენილი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ემბრიონის თავის ტვინის ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაზე. აუტიზმის ჩამოსაყალიბებლად საკმარისია დეფექტური გენი მხოლოდ ერთი მშობლისგან. როგორც წესი აუტიზმიანი ბავშვების მშობლები ჯანმრთელები არიან ან მათ აუტიზმის მსუბუქი სიმპტომები აქვთ. არსებობს სტატისტიკური კორელაცია სუსტ X-ქრომოსომასა და აუტიზმს შორის.

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აუტიზმის აღმოცენების ერთ-ერთ მიზეზად შესაძლებელია მამაკაცის ჰორმონი - ტესტოსტერონი იყოს. კემბრიჯის უნივერსიტეტში ამ დიაგნოზის მქონე ბავშვთა ჯგუფი იქნა გამოკვლეული. ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან იღებდნენ ანალიზებს ჰორმონებზე, ტესტოსტერონის კონცენტრაცია ყოველთვის მომატებული იყო. როდესაც ბავშვებმა 4 წლის ასაკს მიაღწიეს, მშობლებსაც ჩაუტარდათ სპეციალური ტესტები სრული სურათის დასადგენად. აღმოჩნდა, რომ ბავშვები სისხლში მომატებული ტესტოსტერონის რაოდენობით ხასიათდებიან ნაკლები ყურადღებიანობით და ძნელად ადაპტირდებიან სოციალურ სფეროსთან
ამრიგად მეცნიერები თვლიან, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი აუტიზმსა და ჰორმონალურ ფონს შორის. ამ კავშირის შესახებ მეცნიერები დიდი ხნის წინ ვარაუდობდნენ. ასეთ იდეაზე მიუთითებდა ისეთი აუტიზმიანი ადამიანების არსებობა, რომელთაც ახასიათებდათ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები. მაგალითად, მრავალი ენების, ისტორიული თარიღების და ბევრი სხვა რამეების  ცოდნა. ასევე ცნობილია, რომ ცნობილი მათემატიკოსების და მუსიკოსების ნაწილსაც აღენიშნებოდა ეს დაავადება. ნეირობიოლოგების აზრით, საქმე გვაქვს ტვინის ნახევარსფეროების კომპენსატორულ მოვლენასთან, ანუ თუ მარცხენა ნახევარსფერო არ არის განვითარებული, მარჯვენა ცდილობს დააკომპენსიროს ეს დეფიციტი. ტესტოსტერონის სიჭარბისას ტვინის მარცხენა ნახევარსფერო ნორმალურად ვერ ვითარდება. თუ ადრე ეს მოსაზრება ჰიპოთეზად მიაჩნდათ, ეხლანდელლმა გამოკვლევებმა დაადასტურეს იგი.
ასევე აუტიზმის მიზეზი შესაძლოა იყოს კონფლიქტი გენებს შორის, რომელსაც ნაყოფი დედისგან და მამისგან იღებს. ცნობილია, რომ ძუძუმწოვრების მდედრები "თიშავენ" თავის კვერცხუჯრედში გენებს, რომელიც სასარგებლოა ემბრიონისთვის, მაგრამ არ არის გამოსადეგარი დედისთვის, ასევე მამრები "თიშავენ" თავის სპერმატოზოიდებში გენებს, რომელის არ არის გამოსადეგარი ემბრიონისთვის, მაგრამ გამოსადეგარია დედისთვის. ზოგი ფაქტი ამტკიცებს, რომ გენების აქტივობის ბალანსის გადახრა "მამის" მხარეს იწვევს აუტიზმს, ხოლო "დედის" მხარეს - დეპრესიას, ფსიქოზებს და პარანოიას.
მაშტაბური კვლევების შედეგად, რომელიც აწარმოა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, მიღებულ იქნა აუტიზმის გენეტიკური ბუნების მტკიცებულებები. გაირკვა, რომ ამ დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენი - ნეურექსინ -1, ასევე ჯერ კიდევ დაუდგენელი გენი, რომელიც განლაგებულია მე-11 ქრომოსომაში. პროექტში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 19 ქვეყნის  120 მეცნიერმა. 5 წლის განმავლობაში იკვლევდნენ ოჯახების წევრების დნმ-ის ნიმუშებს, რომელთაც ორი ან მეტი აუტიზმით დაავადებული შვილი ყავდათ. საერთო ჯამში კვლევაში 1200 ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ "ყველაზე სავარაუდო კანდიდატი" არის გენი ნეურექსინ-1, რომელიც ნეირომედიატორ გლუტამატის სინთეზში მონაწილეობს, ნივთიერების, რომელიც განაპირობებს თავის ტვინის უჯრედების ერთმანეთთან კონტაქტს. კვლევები ამ მიმართულებით კიდევ გრძელდება.
მძიმე მეტალები: ასობით გამოკვლეული ბავშვის შარდის ანალიზმა აჩვენა კავშირის არსებობა აუტიზმსა და ორგანიზმზე მძიმე მეტალების ზემოქმედებას შორის. თუ ამ კვლევების დასკვნა სწორია, შესაძლებელი გახდება აუტიზმის მკურნალობა საშუალებებით, რომლებსაც გამოყავთ მძიმე მეტალები ორგანიზმიდან.

ვაქცინები და ვირუსები: აუტიზმით დაავადებულობა მატულობს ვაქცინების რიცხვის ზრდასთან ერთად.

ცილის დეფიციტი: აუტიზმის განვითარების კიდევ ერთ მიზეზად თვლიან ცილა 
Cdk5- (ციკლინ-დამოკიდებული კინაზა) ნაკლებობას. ეს ფერმენტი მონაწილეობს  რიგი უჯრედოვანი პროცესების რეგულირებაში - უჯრედოვანი მოძრაობიდან წამლების მიმართ შეგუებამდე. ეს ფერმენტი ეხმარება სინაფსებს განვითარებაში, რომლებიც აკავშირებენ ნეირონებს და განაპირობებენ ადამიანის უნარს მასალების შესწავლასა და დამახსოვრებაში. ასევე მეცნიერებმა მიიღეს მოლეკულური მტკიცებულება, რომ ამ ფერმენტის ნაკლებობა იწვევს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასაც.
ბიოლოგიური და ქიმიური დისბალანსი: იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ აუტიზმი დაკავშირებულია ეპილეფსიასა და დასწავლის პრობლემებთან, მეცნიერები ამ პათოლოგიის მიზეზს ბიოლოგიურ და ქიმიურ დისბალანსში ეძებენ. ვარაუდობენ აუტიზმის კავშირს გარკვეულ პერინატალურ პათოლოგიასა, თანდაყოლილ წითურასა, ფენილკეტონურიასა და ჩვილობის კრუნჩხვებთან
აუტიზმი დაკავშირებულია ნუშისებრი სხეულის განვითარების დარღვევასთან - ასეთი ვერსია გამოკვეთეს ამერიკელმა მეცნიერებმა. ნუშისერბი სხეული - თავის ტვინის მონაკვეთია, რომელიც არეგულირებს ემოციებს და ადამიანებთან ურთიერთობას. კომპიუტერული ტომოგრაფიისას აუტიზმით დაავადებულებში აღმოჩნდა  ნუშისებრი სხეულის  მორფოლოგიური ცვლილებები
არსებობს კიდევ სხვა ვერსიებიც.



 იყავით გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий