შიდა ყურის ანთება ყველაზე ხშირია ბავშვებში, მას თან ახლავს ყურის ტკივილი, სიცხე და გაღიზიანება. იმის მიუხედავად, რომ ოტიტების
80% თავისთავად იკურნება, სტანდარტული სამედიცინო მიდგომა გულისხმობს ანტიბიოტიკებისა
და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნას.
Cochrane Collaboration-ის დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ აშშ-სა და ავსტრალიაში მწვავე
ოტიტის შემთხვევათა 98%-ში დაინიშნა ანტიბიოტიკები, მაგრამ ნიდერლანდებში კი შემთხვევათა
38%-ში.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის უახლესი გაიდლაინების მიხედვით, პირველად ინიშნება
საბაზისო ან საშუალო ან ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ამოქსიცილინი და ციპროფლოქსაცინი,
შემდეგ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები და პარაცეტამოლი ტკივილის მოსახსნელად.
მაგრამ, ეს სამედიცინო მტკიცებულებები პრობლემატურია
არა მხოლოდ ანტიბიოტიკების გამოყენების კუთხით, არამედ ინფექციის და ყურის ტკივილის
შესამცირებლად სინთეთიკური პრეპარატების გამოყენების კუთხითაც.
2012 წლის ჟურნალ Microbiology, Immunology and Infection კვლევებში გადახედეს მწვავე ოტიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად მცენარეული პრეპარატის ეფექტურობას,
რომელიც შეიცავს მიხაკის, ლავანდის და გერანის
ესენციურ ზეთებს. შედარებულ იქნა მცენარეული
პრეპარატის ეფექტი 0,3% -იანი ციპროფლოქსაცინის წვეთების ეფექტთან. პაციენტები ღებულობდნენ
3 წვეთს მცენარეულ პრეპარატს ან ანტიბიოტიკს ყოველ 12 საათში ერთხელ. ორივე მკურნალობამ
მოიტანა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ტკივილის, შეშუპების ხარისხის და მიკროორგანიზმების
რაოდენობის კუთხით.
სხვა
საინტერესო კვლევა გამოქვეყნებულ იქნა ჟურნალ Pediatrics-ში, რომელმაც აჩვენა, რომ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამოქსაცილინის გამოყენება
არ არის აუცილებელი ყურის ტკივილის სამკურნალოდ. ამ მკაცრი ორმაგი-ბრმა კვლევისას ყველა
პაციენტი ღებულობდა ნატუროპატიური მცენარეული ექსტრაქტის ყურის წვეთებს 5 ჯერ დღეში
ყოველგვარი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელის გარეშე, მაგრამ პაციენტთა ნახევარს დამატებით
ეძლეოდა ამოქსიცილინი.
მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა
იმ პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ანტიბიოტიკს, რაც ადასტურებს, რომ ანტიბიოტიკის
მიღებას ან მისი კომბინაცია სხვა ეფექტურ წამლებთან
არ იძლევა თერაპიულ სარგებელს. ყველა პაციენტი, რომელიც მცენარეულ წვეთებს ღებულობდა
უფრო სწრაფად გამოკეთდა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის პაციენტი. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ თავისით
განკურნებული ოტიტის შემთხვევაშიც ბუნებრივი თერაპიული წამალი უფრო აჩქარებს ინფექციასთან
ბრძოლას და ამსუბუქებს ყურის ტკივილს.
კვლევის
ავტორები აცხადაბენ:" ... ამ მცენარეების ექსტრაქტს აქვს უნარი დააკმაყოფილოს
მკურნალობის ყველა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც არსებობს პედიატრიულ პაციენტებში".
არსებული
სამეცნიერო ლიტერატურა არა მხოლოდ ადასტურებს მცენარეული თერაპიის ანტიბიოტიკურ ეფექტურობას
სპეციფიკურ კლინიკურ კონტექსტში, არამედ საეჭვოს ხდის უპირველესად სინთეთიკური ანტიბიოტიკების
გამოყენებას. ბუნებრივ თერაპიას არ გააჩნდა გვერდითი ეფექტები, რომელიც აქვს ორივეს
- ამოქსაცილინს და ციპროფლოქსაცინსაც, რაც ყველასთვის კარგად არის ნაცნობი: ზომიერი
გულისრევა, კუჭის აშლილობა, გულისრევა, გამონაყარი და პაციენტების 1%-ში ზემოქმედება
ღვიძლზე.
Cochrane Collaboration-ს დამოუკიდებელმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ 14 პაციენტიდან, ვინც სტანდარტულად
ანტიბიოტიკებით მკურნალობდა, ერთს აღენიშნა გულისრევა, კუჭის აშლილობა და გამონაყარი.
ამ კვლევებისგან დამოუკიდებლად არსებობს კიდევ გაფრთხილებები ციპროფლოქსიცინის (და
მთელი ამ ჯგუფის - ფლუოროქინოლონების) გვერდით ეფექტებზე - ის ზრდის მყესის სპონტანურ
გაგლეჯას (1,9-ჯერ) და აუარესებს "მიასტენია გრავის"-ის (ნეირო-კუნთოვანი
დაზიანება) სიმპტომებს, რამაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მოიტანოს.
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ასევე ნახეთ:
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
Комментариев нет:
Отправить комментарий