ხვრინვის განვითარების მექანიზმი: ხვრინვას იწვევს შევიწროვებულ სასუნთქ გზებში ხახის და ენის ვიბრაციები ჰაერის ნაკადის მოძრაობისას. სხვადასხვა ჟღერადობის ხმებიც ასეთი ვიბრაციების შედეგია. ხვრინვა პირით სუნთქვისას ვლინდება, რაშიც ენის ვიბრაციული მოძრაობებიც უწყობენ ხელს. ხვრინვა ხშირად რბილი სასის და ენის კუნთების ზედმეტი მოდუნების შედეგია, რაც უფრო მეტად ხანდაზმულებში ვლინდება, თანაც ასაკთან ერთად ხვრინვის სიმძიმე და სიხშირე მატულობს. ასევე ხვრინავენ ბავშვებიც, რაც ხშირად ცხვირ-ხახის რომელიმე პათოლოგიაზე მიუთითებს - ეს არის ანთებითი პროცესები ლორწოვანში, ადენოიდებსა, ნუშურებში თუ სხვა. ზრდასრული ადამიანების ხვრინვა შესაძლოა რაიმე პათოლოგიაზე მიუთითებდეს, რომელიც სასუნთქ გზებში ან ორგანიზმის სხვა სისტემებში არსებობს.
ხვრინვის დროს შესაძლებელია განვითარდეს ე.წ. ღამის აპნოე, ეს არის ღამით ძილის დროს სუნთქვის შეწყვეტა, რაც გამოწვეულია სასუნთქი გზების კედლების გადაკეტვით ან კოლაფსით. ასეთი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, იწვევს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და სხვა სისტემების, ძილის დაღვევებს, გაღიზიანებულობას, სისუსტეს, გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას და ა.შ.
განსაკუთრებით საყურადღებოა ეს მდგომარეობა ბავშვებში, რადგანაც ყველა ზემოთჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად შესაძლოა დაირღვეს ბავშვის ზრდა, მისი ქცევა, გამოვლინდეს ენურეზი, დაქვეითდეს დასწავლის უნარი და სხვა. ბავშვებში ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად ღამის ძილი განაპირობებს ზრდის ჰორმონის - სომატოსტატინის ოპტიმალურად გამოყოფას. ძილის დარღვევისას ირღვევა ამ ჰორმონის გამოყოფა და, შესაბამისად, ბავშვის ზრდაც.
როგორც ავღნიშნე, ხვრინვა უმეტესად მიუთითებს ადამიანის ორგანიზმში გარკვეული პათოლოგიის არსებობას. იგი ისეთივე სიმპტომია, როგორც თავის ტკივილი, წნევა და სხვა. რა დაავადებებზე შეიძლება იყოს საუბარი? რა თქმა უნდა უპირველესად ეს ეხება იმ ორგანოებს, რომლებზეც არის დამოკიდებული ხახის, რბილი სასის და სასუნთქი გზების მდგომარეობა - უპირველესად ეს არის ცხვირ-ხახის, ზედა სასაუნთქი გზების პრობლემები, მაგალითად, სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული შევიწროვება, ძგიდის გამრუდება, ასევე კუჭ-ნაწლავის, განსაკუთრებით ღვიძლის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები.
სტატიაში - კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი - საუბარია იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხვირის ძგიდეს და მის მდგომარეობას ძილის დროს, რისთვისაც აუცილებებლია მაგარი და ვიწრო მუთაქის გამოყენება. ვფიქრობ, რომ ხვრინვის პრობლემის მკურნალობის დაწყება ზუსტად რომ სწორ ზედაპირზე სწორ პოზიციაში სწორ ბალიშზე ძილით უნდა დავიწყოთ. ეს ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ხვრინვასთან წარმატებულ ბრძოლაში.
თუ რაიმე პრობლემები არსებობს ზედა სასუნთქ გზებში, ისინი აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ზომების მიღება უნდა მოხდეს პრობლემის მიხედვით: თუ ეს ანთებითი პროცესებია - საჭიროა ასეთი უბნების სანაცია და სპეციალიზირებული მოვლა, რომლის მიზანი - ანთებითი პროცესების შემცირება და გაქრობაა, თუ ეს პრობლემა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე ორგანოა - ამასაც შესაბამისი ღონისძიებების მიღება სჭირდება. ღვიძლის და ელენთის მოცულობის შესამცირებელ ღონისძიებას ასევე კაცუძო ნიში გვთავაზობს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ხვრინვის სამკურნალოდ გამოიყენება ასევე მცენარეული საშუალებები, აკუპუნქტურა, არომათერაპია, ყელის და ყბის ვარჯიშები. მცენარეებიდან ხვრინვის საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა ჯანჯაფილი, იამსი, ბატატი, არქტიუმის ნაყოფი, გამოიყენება ასევე თაფლი. არომათერაპიისას ასეთი ეფექტის მისაღწევად გამოიყენეთ მაიორანის, ევკალიპტის, ლავანდის, პიტნის და როზმარინის ეთერზეთები.
ყელის და ყბის კუნთების გასამაგრებლად კი კარგია სიმღერა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, სალამურზე დაკვრა (იხილეთ ვიდეო რგოლი).
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ასევე ნახეთ:
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში