როგორც ჩემი ბლოგიდან მოგეხსენებათ, მკურნალობის მიმართ მე განსხვავებული მიდგომები გამაჩნია. მიმართულება, რომლის წარმომადგენლად ვთვლი თავს - ჰოლისტური მედიცინაა. რადგანაც საქართველოში ჯერ არ არსებობს ისეთი გაერთიანება, სადაც ამ მიმართულების ექიმებს შეგვიძლია გარკვეული შეხედულებების ჩამოყალიბება, განვითარების გეგმების დასახვა და სხვა, მე ვეცადე ჩემი ბლოგის მეშვეობით გამეკეთებინა ის, რაც არის შესაძლებელი. მკურნალობას ბევრი სტატია მივუძღვენი, ეხლა მინდა შემოგთავაზოთ სხვადასხვა აზრები და შეხედულებები, რაც ჰოლისტური მედიცინის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით.
კრისტოფ ვილჰელმ გუფელანდი - გერმანელი კლინიცისტი-თერაპევტი, მედიცინის დოქტორი (1783 წ). |
სამედიცინო ხელოვნება ერთია, რადგანაც იგი ემყარება ბუნების მარადიულ
კანონებს; მაგრამ სამედიცინო სისტემები ბევრია. სხვაგვარად არ შეიძლება. სისტემები
დამოკიდებულია მცნებების უპირატესობაზე და შემეცნების მდგომარეობაზე, რომელზედაც
ისინი მტკიცდებიან.
გუფელანდი.
გუფელანდი.
მცნებები "ჰოლიზმი"
და "ჰოლისტური" ბერძნული სიტყვა "ჰოლონ"-ისგანაა წარმოქმნილი,
რაც "მთლიანობას", "მთელს" ნიშნავს. შესაბამისად მთელი
სამყარო და ყველაფერი ცოცხალი ჰოლიზმის თვალსაზრისით - ერთი მთლიანობაა. ამ
მოძრაობის კონცეპცია მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი განუყოფელია და ერთ მთლიანს
წარმოადგენს. ამ კონცეპციის თანახმად, ყოველი ინდივიდი
არის სამყაროს ნაწილი და მთლიანად ასახავს მის სტრუქტურას. "მთლიანობის"
მატერიალური მატარებელი არის დნმ-ის ჰოლოგრაფიული სტრუქტურა, რომელშიც
მთლიანობის ალგორითმია რეალიზებული. იგი ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ.-მდე V საუკუნეში ჩამოაყალიბა
ჰერაკლიტემ: "ერთიდან - ყველაფერი, ყველაფრიდან - ერთი".
ჰოლიზმი მონაწილეობდა ევროპელი
მოაზროვნეების სწავლებებში ძველი დროიდან მე-XVII-ე საუკუნის შუამდე. შემდეგ,
მეცნიერების განვითარებასთან ერთად, რომელმაც მას პრაქტიკული ფასეულობის არქონის გამო,
ფილოსოფიური კონცეპციის როლი მიუჩინა, ჰოლიზმი ჩრდილს მიეფარა.
ჰოლიზმის მიმართ მასობრივი ინტერესი
მე-XX საუკუნეში აღორძინდა. თანამედროვე ჰოლისტური
მიდგომის მამამთავარი გახდა სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი იან სმეთსი.
კონცეფციის თანახმად, რომელიც აღწერილია წიგნში "ჰოლიზმი და ევოლუცია"
(1926 წ.), ჰოლიზმი თავის თავში აერთიანებს როგორც იდეალისტურ, ისე მატერიალურ
საწყისებს. იგი მთლიანობის პრინციპის სიმბოლოა, სადაც ნაწილი ექვემდებარება
მთელს. ეს სულის უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელის განსაზღვრავს ობიექტის
შეკავშირებას ერთ მთლიანობად და ზემოქმედებს სხვადასხვა ნაწილების თვისებებზე.
იან სმეთსი |
მე- XX საუკუნის
90-იანი წლების დასაწყისში ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი ევროპაში ჰოლისტური მედიცინა
ფართო განვითარებას აღწევს როგორც ალტერნატიული მიმართულება ტრადიციული სამედიცინო პრაქტიკის ჩარჩოებში.
ჰოლისტური მედიცინა, ინტერგრაციული მედიცინა, სისტემური მედიცინა, არატრადიციული მედიცინა, ტრადიციული მედიცინა, ნატურალური მედიცინა, ალტერნატიული მედიცინა, ბიოლოგიური მედიცინა, სინთეთიკური მედიცინა... ეს სახელწოდებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ასახავს თანამედროვე მედიცინის განვითარებას.
ჰოლისტური მედიცინა - ეს თანამედროვე და ძველი მედიცინის ყველა მიმართულების ინტეგრალური დასახელებაა, რომელთა საფუძველს სისტემური მიდგომა წარმოადგენს.
ისტორიის შესწავლა დაგვეხმარებოდა მოგვეშორებინა არსწორი წარმოდგენები, რომ მედიცინა მხოლოდ ХХ საუკუნეში დაიწყო, ხოლო ძველი მკურნალები და მღვდელი-ექიმები იყვნენ საწყალი ბრიყვები.
გერხარდ კიოლერი
ცნობილი და ავტორიტეტული ჰოლისტური მედიცინის დოქტორი,
რომელმაც თავის დროზე ქირურგია მიატოვა, როი მარტინა ერთ საუბარში ასე
ხსნის:"ჰოლისტური მიდგომის საფუძველს წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობის პოტენციალის
გაზრდა. ეს განკურნების ყველაზე ეფექტური
მეთოდია. დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში ალტერნატიული მედიცინა მთლიანად, კერძოდ
კი ჰოლისტური მედიცინა, უდიდესი ტემპებით ვითარდება. აშშ-ში მოსახლეობის 50%
არატრადიციულ საშუალებებს იყენებს და სამკურნალოდ ჰოლისტური მედიცინის სპეციალისტებს
მიმართავს. ძალიან მოთხოვნადია პროფესიონალების მომსახურება ქიროპრაქტიკის და
აკუპუნქტურის დარგში იმის გამო, რომ ეს მეთოდიკები საშუალებას იძლევა გართულებების გარეშე, რომელიც შესაძლოა ფარმაცევტულმა პრეპარატებმა გამოიწვიოს, განიკურნოს
ბევრი სერიოზული დაავადება. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, გერმანია, ჰოლანდია
და სხვა ჰომეოპათიის საშუალებები დიდი ხანია აფთიაქებში იყიდება, ხოლო
არატრადიციული მედიცინის კლინიკებში მკურნალობა სადაზღვევო კომპანიების მიერ
ანაზღაურდება.
აშშ-ში წარმოებულია მრავალი დამოუკიდებელი კვლევა, რომელთა
შედეგებიც აშფოთებს მოსახლეობას: ტრადიციული
მედიცინის მეთოდებით მკურნალობა იკავებს მესამე ადგილს იმ ფაქტორებს შორის,
რომლებიც ავადმყოფთა სიკვდილს იწვევს.
ყოველ წელს, წამლების მიღების
შედეგად 220 000 ადამიანი კვდება, და შემთხვევათა ნახევარში წამლები ექიმების მიერ
არის დანიშნული. დამეთანხმეთ, ამ ფაქტორებმა არ შეიძლება ყურადღება არ
მიგაქცევინოს ჰოლისტურ მედიცინაზე და სხვა ალტერნატიულ პრაქტიკებზე."
თანამედროვე მედიცინა
არც ცდილობს ჩაწვდეს და გაიგოს მთლიანი მაღალორგანიზებული ერთიანი ორგანიზმის
სისტემის ბუნება, რომლის თვისებები პრინციპულად განსხვავდება მისი ცალკეული
ელემენტების უბრალო ჯამისგან. ჰოლისტური თვისებები შესაძლოა ეცადო გაიგო სისტემის ცალკეული
რგოლების შესწავლისას: ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, მომნელებელი, გამომყოფი და
სხვა. მაგრამ ეს ცოდნა მოკლებული იქნება მთლიანობის ანუ გამაერთიანებელ პრინციპს, რომელიც არსებობს ცალკეული ნაწილების თვისებების მიღმა.
მედიცინის
მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექს - მთავარი რეანიმატოლოგის ედუარდ სიროვსკის აზრით,
"მედიცინა, რომელსაც საფუძვლად სიმპტომატური თერაპია უდევს, მთლიანად უარყოფს
მკურნალობისადმი ჰოლისტური მიდგომის მნიშვნელობას".
ბ-ნი სიროვსკი
აღნიშნავს:"ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ყველა პროფილაქტიკურ პროგრამებში,
რომელიც სიმპტომატურ მკურნალობაზეა აგებული. ჰოლისტური, თვითრეგულირებადი
ორგანიზმის სისტემა, მძაფრი ზემოქმედებების მიმართ ადაპტაციისას, შასაძლოა
გარეგანად მრავალი სიმპტომით გამოვლინდეს: ტემპერატურის, არტერიული წნევის,
ქოლესტერინის, შეშუპებების მატებით და სხვა. ამ სიმპტომებთან ბრძოლის გზაზე დგება
ექიმი, რომელის ორგანიზმის მთლიანობის და მიზნის ფუნდამენტური პრინციპებისგან შორსაა. ექიმი,
რომელსაც არ ესმის ადამიანის ორგანიზმის მთლიანობის არსი, ეცდება ყველა გზით
შენიშნული ცვლილებები ნორმაში მოიყვანოს. თუ ექიმი თავის სამკურნალო პრაქტიკაში უარყოფს
ჰოლიზმის თეორიას - არ არის გამორიცხული უარყოფითი შედეგები წარმატებულად
ჩატარებული თერაპიის შედეგად."
ამრიგად,
ექიმი დღეს ჩვეულად ადგენს მკურნალობის თავის ტაქტიკას არა ორგანიზმის
განსაკურნებლად, არამედ სიმპტომის გასაქრობად, უფრო სწორედ მოვლენისა, რომლითაც
დაავადება მჟღავნდება. აზრს დაკარგულია სიმპტომის დათრგუნვა, რომელიც პრობლემაზე
მიუთითებს. სიმპტომის მედიკამენტოზური მოსპობა არ არის განკურნების მაჩვენებელი.
ამას გარდა, ამას შეუძლია ორაგიზმის უფრო სერიოზული პრობლემების პროვოცირება.
სწორი იქნება სტრატეგია, სადაც სხვადასხვა სიმპტომები აღიქმება როგორც sos-სიგნალები,
რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, მაგრამ არა გაქრობა, რადგანაც
სიმპტომი თავად გაქრება, როდესაც მიზეზი აღმოჩენილი და მოშორებული იქნება.
ფიზიოლოგიური
და ბიოქიმიური პარამეტრების ნორმალიზაციის მაგარანტირებელი სიმპტომატური თერაპია,
ხილული კეთილდღეობის მხოლოდ ილუზიას ქმნის. ასეთი თერაპია ექიმს აფერხებს, რომელიც
სიმპტომის გაქრობას მკურნალობის აბსოლუტურ წარმატებად აფასებს. ექიმისთვის,
რომელსაც არ ესმის სიმპტომების ენა და პრობლემის მთლიანობის ხედვა არ
გააჩნია, ცვლილებების მედიკამენტოზური
ნორმალიზება ხშირად თვითმიზანი ხდება.
ჰოლისტურ მედიცინის შემადგენელ ნაწილებს უდიდესი, ათასწლეულების ისტორია გააჩნია. როდესღაც ისინი კლასიკურად,
ტრადიციულად ითვლებოდნენ, მაგრამ, მეცნიერების განვითარებამ მათ ალტერნატიული ან
დანატებითი პრაქტიკების ადგილი მიუჩინა.
აკუპუნქტურა, ჰომეოპათია, ქიროპრაქტიკა და ოსტეოპათია, ფიტოთერაპია, აიურვედა, არომათერაპია, აპითერაპია და კიდევ ბევრი სხვა მეთოდი, რომელიც ასეთივე პრინციპებს ეყრდნობა ჰოლისტური მედიცინის შემადგენლობაშია.
დღეს, მესამე ათასწლეულის დასაწყისში,
მედიცინაში მიმდინარეობს კარდინალური ცვლილებები, რომლებიც ხასიათდებიან სამედიცინო
მეცნიერების და პრაქტიკის ყველა
მიმართულების სინთეზით და ერთიანი (ჰოლისტური) მედიცინის შექმნით, რომელიც
ყურადღებას აქცევს ინდივიდუალურ მიდგომას დიაგნოსტიკაში, მკურნალობასა და
დაავადებების პროფილაქტიკაში.
დღეს ჩვენ
გვაქვს უსაზღვრო სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომლის საფუძველზე შენდება ჰოლისტური
მედიცინის ორგანიზმი. ასეთი ორგანიზმის აგება შეუძლებელია ყველა სამედიცინო სკოლის
და სისტემის, ძველის და თანამედროვეს გაუთვალისწინებლად. ძველი ეგვიპტური, ინდური,
ჩინური, ტიბეტური, ბერძნული, ქართული, ტაჯიკური, არაბული სამედიცინო სკოლები და
სისტემები, ჰომეოპათიური მედიცინა, თანამედროვე მედიცინა
მისი მიღწევებით და პრობლემებით - ყველაფერი უნდა იქნას გათვალისწინებული მესამე
ათასწლეულის მედიცინის - ჰოლისტური
მედიცინის შექმნისას.
" ჰოლისტური აზროვნების და გაგების მეთოდი სრულიად ბუნებრივია, ბუნებრივია ავტომატიზმამდე ჯანმრთელი, თვითაქტუალიზებული
ადამიანებისთვის და, პირიქით, ძალიან რთული ნაკლებ განვითარებული,
ნაკლებად მომწიფებული, ნაკლებად ჯანმრთელი კაცობრიობის
წარმომადგენლებისთვის". აბრაჰამ ჰაროლდ მასლოუ.
გამოყენებული მასალა: http://ezoterik.org/Xol_medizina.php http://holimed.lviv.ua/rus/
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში