10.02.2014

ვარჯიში ჰიპერაქტიული დარღვევის ყურადღების დეფიციტს მკურნალობს.

ფიზიკური მოძრაობა აუმჯობესებს ტვინის ცენტრს, მეხსიერებას და შესწავლის მოქნილობას; ახალი კვლევა აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოსწრებისთვის.

ჯეიმს ჰამბლინსეპი, 20 2014.
სურათზე:
ელექტროფიზიოლოგიური ცვლილებები, რამლებიც წარმოადგენენ ტვინის დამუშავების უნარს და გონებრივ მუშაობას სააზროვნო ამოცანისას, რომელიც მოითხოვს შესრულების კონტროლს საექსპერიმენტო და საკონტროლო ჯგუფებში. წითელი წარმოადგენს უდიდეს ამპლიტუდას, ხოლო ლურჯი, უმცირესს.(Hillman et al, Pediatrics/The Atlantic)


გონებრივმა ვარჯიშებმა ყურადღების ხანგრძლივობის გასაზრდელად (ან მის აღსადგენად) თავი აჩვენეს, როგორც ამფეტამინების დამატება ან ალტერნატივა ჰიპერაქტიული დარღვევის ყურადღების დეფიციტისას  (Attention Deficit Hyperactivity Disorder (ADHD)). შემეცნებითი კონტროლის შექმნა, იმისთვის, რომ ყურადღება მიპყრობილ იქნას მხოლოდ ერთ საგანზე ან ერთ ამოცანაზე, შესაძლოა შემოტანილ იქნას რეგულარულ პრაქტიკაში სპეციალიზებული ვიდეო თამაშის სახით, რომელიც აძლიერებს "დაღმავალ" შემეცნებით მოდულაციას, როგორც პოპულარულ გაზეთ "Nature"   მოხდა შარშან. ცივი, მაგრამ განყენებული. უგემოვნო, მაგრამ ნათლად მიმართული იმისკენ, რასაც ADHD ეპიდემიისკენ მიმართული  ძველი ფიზიკური აქტივობის გეგმა ჰქვია.

ამ დილით სამედიცინო ჟურნალმა Pediatrics-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ბავშვებს, რომლებმაც მინაწილეობა მიიღეს რეგულარული ფიზიკური აქტივობის პროგრამაში მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ გონებრივი მახასიათებლები და ტვინის ფუნქცია. ეს კვლევები, ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორ ჩარლზ ჰილმანის და მისი კოლეგების თქმით, "აჩვენებს ფიზიკური პროგრამის ზემოქმედებას შესრულების კონტროლზე და ეხმარება ბავშვობის შემეცნების გაუმჯობესებასა და ტვინის ჯანმრთელობას". ეს ცოტა უცნაურად ჩანს, რადგანაც ეს არის ის რაღაც, რასაც დახმარება სჭირდება, რადგანაც ეს უცნაურია, დიახ. ფიზიკური აქტივობა ნამდვილად დიდი, მაღალპროდუქტიული ინვესტიციაა ყველა ბავშვისთვის, განსაკუთრებით ყურადღებიანებისთვის ან ჰიპერაქტიულებისთვის. ესეთი კვლევები კიდევ იბეჭდება და მასზე იწერება, როგორც ახალ აღმოჩენაზე, ნაწილობრივ იმის გამო, რომ სავარჯიშო პროგრამები ბავშვებისთვის რჩება დაუფინანსებელი და არაპრიორიტეტული მრავალი სკოლის გეგმაში, მაშინაც, როდესაც ვარჯიშები ნათლად მნიშვნელოვნად ზრდის კლასში გატარებული დროის სარგებლიანობას.

ამ შემთხვევაში ხდება შესრულების კონტროლის გაუმჯოპბესება, რომელიც შედგება აკრძალვის (განყენების შეწინააღმდეგება, ყურადღების მიქცევა), სამუშაო მეხსიერების და შესწავლის მოქნილობისგან (გადართვა ამოცანებს შორის). ზემოთ მოყვანილი სურათი აჩვენებს ტვინის აქტივობას ბავშვების ჯგუფებში, რომელთაც გააკეთეს პროგრამა და რომელთაც არ გაუკეთებიათ. მნიშვნელოვანი განსხვავებაა, მაგრამ ცოტა ამაღელვებელი. კვლევა მხოლოდ 9 თვის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ, როდესაც შენ მხოლოდ 7 წლის ხარ, 9 თვე ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ კლასში  ლურჯი თავით იჯდე.

სასურველია განიხილებოდეს ბავშვებისთვის მეტი სავარჯიშოების ჩართვის შესაძლებლობები.

უფრო ადრე ამ თვეში სხვა კვლევამ აჩვენა, რომ 12 კვირიანი სავარჯოშო პროგრამა აუმჯობესებს მათემატიკის და კითხვის ტესტის ქულებს ყველა ბავშვთან, განსაკუთრებით კი ADHD-ის სიმპტომების მქონე ბავშვებში.  ADHD-ის დროს დაზიანებულია შესრულების ფუნქციონირება, რასაც  მათემატიკასა და კითხვას უკავშირებენ). მთავარი მკვლევარი ალან სმიტი, მიჩიგანის შტატის კინეზიოლოგიის განყოფილების თავმჯდომარე, არაფერი უთქვამს, როდესაც პრესისთვის განაცხადა "ადრეული  კვლევები გვაფიქრებინებს, რომ ფიზიკური აქვივობა დადებით ზემოქმედებას ახდენს ADHD-ის მქონე ბავშვებზე".

შარშან მსგავსი კვლევების შედეგები Journal of Attention Disorders-ში იყო ნაჩვენები, 26 წუთიანი ფიზიკური აქტივობა 8 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად არბილებდა ADHD სიმპტომებს დაწყებითი სკოლის ბავშვებში. კვლევის მოკრძალებული დასკვნა  ასეთი იყო "ფიზიკური აქტივობა ბევრ საიმედოს აძლევს ADHD-ის სიმპტომების მქონე ბავშვებს". მკვლევარები ასევე წერენ, რომ ეს კვლევები  "ფრთხილად გამოსაკვლევია შემდგომში".

"თუ ფიზიკური აქტივობა დადგენილი იქნება, როგორც ADHD ეფექტური ჩარევა",  განაგრძობენ  ისინი, "ასევე მნიშვნელოვანი იქნება - მივმართოთ ფიზიკური აქტივობის დამატებით შესაძლებლობებსა და არსებული მკურნალობის სტრატეგიებს...", რაც არის ფენომენალური ხარისხის  დაყოვნება იმ დაჩქარებასთან შედარებით, რომლითაც მილიონობით ბავშვს ამფეტამინები და სხვა სტიმულატორები წარუდგინეს ADHD-სთან მიმართებით. რეცეპტების რაოდენობა მხოლოდ 2007-დან 2011წლებში მატულობს 34.8-დან 48,4 მილიონამდე. ფარმაცევტული ბაზარი დაავადების ირგვლივ გაიზარდა რამოდენიმე მილიარდი დოლარით ამ წელს, მაშინ, როდესაც სკოლის ვარჯიშების ინიციატივები არ იქნა ასეთივე ენთუზიაზმით აღქმული. მაგრამ, თქვენ იცით, მეტი კვლევა პოტენციურად იძლევა რჩევის საშუალებას ბავშვებისთვის მეტი ვარჯიშების შესაძლებლობების დანერგვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

სურათზე ილინოისის სკოლის შემდგომი ბავშვების ფიზიკური აქტივობის პროგრამა
 (L. Brian Stauffer)

ფიზიკური უმოძრაობის პანდემია, როგორც ჟურნალ Pediatrics-ის დღევანდელ სტატიაში ჰილლმანი და მისი კოლეგები წერენ, არის "გლობალური ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე", რომელიც პასუხისმგებელია დაავადებებისგან ნაადრევი სიკვდილის შემთხვევათა 10%. მაგრამ ეს სიკვდილზე უფრო მეტად სხვა გზით ვლინდება სქოლასტიკური ცვლილებების ჩათვლით, რომლებსაც ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ.
წინა კვირას მე ვესაუბრე პოლ ნისტედს, შვედეთის   ჯონკოპინგის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების ასოცირებულ პროფესორს, რომელმაც ეხლახანს გამოსცა საერთაშორისო კვლევა, სადაც ნაჩვენებია, რომ მსუქანი მოზარდები 18 პროცენტით ნაკლებ ფულს შოულობენ მოზრდილ ასაკში, ვიდრე მათი არამსუქანი თანატოლები და ეს მაშინაც, თუ ისინი მსუქნები აღარ არიან.  მას სჯერა, რომ ამის მიზეზი ის სავალალო სიტუაციაა, როდესაც მსუქანი ბავშვები ზემოქმედებას განიცდიან თანაკლასელებისა და მასწავლებლებისგან, რომელიც იწვევს როგორც შემეცნებით, ისე არა შემეცნებით განსხვავებებს მსუქან და არამსუქან ბავშვებში. რადგან მსუქანი ბავშვები  ნაკლებ შეძლებული ოჯახებიდან არიან, ეს მხოლოდ ზრდის განსხვავებას და ახრჩობს მობილურობას. ნისტედტი და მისი კოლეგები ასკვნიან, "ბავშვობის სიმსუქნეს აქვს ხანგრძლივი ზემოქმედება ერების ეკონომიკურ ზრდასა და პროდუქტულობაზე".

ჯონ რეიტს, ჰარვარდის ფსიქიატრიის ასოცირებულ პროფესორს, სჯერა, რომ ხალხი ფიქრობს, რომ ვარჯიში ADHD-ის მკურნალობაა. ძალიან მსუბუქი ფიზიკური აქტივობაც კი აუმჯობესებს განწყობას და შემეცნების უნარს ტვინზე ზემოქმედებით და დოპამინის და სეროტონინის გამოყოფით, ეს იგივე გზაა, რაც Adderall-ის მსგავსი წამლებით სტიმულირება. 2012 რეიტი ამტკიცებდა, რომ ფიზიკური ვარჯიში "ნამდვილად ჩვენი ტვინისთვისაა". როგორც წესი, მე არავის ვენდობი ვინც TED talk-ში აკეთებს მოხსენებას. მაგრამ, შესაძლოა ამ შემთხვევაში ეს კონსტრუქციული გზაა იმისთვის, რომ ვამოძრაოთ სხეული. მაგრამ არა ინვერსია, სადაც რიტალინის მიღება ვარჯიშად ითვლება.

მასალა ნათარგმნია საიტიდან: http://www.theatlantic.com/health/archive/2014/09/exercise-seems-to-be-beneficial-to-children/380844/

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ასევე ნახეთ:


და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში