3.13.2014

მწვანე წვენების 10 არაჩვეულებრივი რეცეპტი. 1.

უკვე რამოდენიმე სტატია მივუძღვენი საკვების თემას და, ვფიქრობ, არც ეს იქნება ბოლო. თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც დიდ წილად საკვებზე არის დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა. ჩვენ ჩვევაში ღრმად არის შესული გარკვეული   კვებითი პროირიტეტები, რომელსაც  ვერ გავექცევით. ჩემ სტატიებში - ჯანსაღი კვება - სტერეოტიპების რღვევაა და დაბალანსებული კვების აუცილებლობა, ზუსტად ამაზე ვისაუბრე, თუმცა საუბარი მხოლოდ პრობლემის ჩარჩოებს მიგვანიშნებს, ხოლო რეალური ცვლილებები კი ქმედებებმა უნდა გამოიწვიონ. ბევრისთვის ძნელია ერთი ხელის მოსმით დიამეტრალურად შეიცვალოს თავისი სტერეოტიპული დამოკიდებიბულება საკვების მიმართ და ეს გასაგებია. მაგრამ, ცვლილებების გარეშე ჯანმრთელობის გაუმჯობესება ვერ მოხდება, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი იმისგან შენდება, რასაც ვჭამთ, ხოლო რასაც ვჭამთ ის ძირითადად გვვნებს ან, უკეთეს შემთხვევაში,  ვერაფერში გამოგვადგება.

ვფიქრობ, პირველ ნაბიჯად შესაძლებელია თქვენთვის  მწვანე წვენების გამოყენება იქცეს. მართალია, შესაძლებელია სხვადასხვა ახლადგამოწურული წვენების მომზადება, მაგრამ მწვანე წვენები განსაკუთრებულია, რადგან მათ ორგანიზმის გაწმენდის და კვების ძალიან დიდი ძალა გააჩნიათ. მიიღეთ მწვანე წვენები კვირაში ერთხელ ან ორჯერ - ეს საგრძნობ შედეგებს მოგცემთ თუნდაც ჩვეული კვების პირობებში, რომელსაც ვერაფერს უხერხებთ.
ქვემოთ გთავაზობთ გვერდი Prevention-ის მიერ მოწოდებულ მასალას მწვანე წვენების და მათი სარგებელის შესახებ. რეცეპტების სიმრავლის გამო სტატიას ორ ნაწილად გავყოფ.

მწვანე წვენები არის ნამდვილი ოქრო, როგორც ენერგიის, საკვები ნივთიერებების და აღდგენის წყარო. ისეთი სასარგებლო და ღრმა მოქმედება აქვ, რომ შესაძლოა მწვანე წვენებმა გაგიტაცონ კიდეც. ვერც დამალავთ - თქვენი მოელვარე კანი შეუმჩნეველი ვერ დარჩება. 
თუკი თქვენ ორჭოფობთ მწვანე კოქტეილების გამო, თქვენ მარტონი არ ხართ: Jumba Juice-ის მიერ გაკეთებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ  ადამიანების 28% თვლის, რომ მწვანე წვენები შემაშინებლად გამოიყურება. მაგრამ  საშიში არაფერია! ეს გამოცდილი მწვანე რეცეპტები იმდენად არაჩვეულებრივი მოქმედებისაა, რომ ისინი სულ  უფრო მეტად მოგინდებათ!

 ქინძის და ვაშლის მწვანე წვენი


ეს მწვანე მონსტრი აღჭურვილია კალცით, რკინით და K ვიტამინით (კომბოსტოს წყალობით). ციტრუსები ამატებენ ასევე C ვიტამინს. არ დაგავიწყდეთ ქინძი, რომლის ფოთლებს ბაქტერიების საწინააღმდეგო და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვთ.
პორცია: 1
2 მწვანე ვაშლი
2 ცალი მსხვილი ნიახურის ღერო
2 კომბოსტოს ფოთოლი
1 ცალი საშუალო კიტრი
1/4 ჭიქა ახალი ქინძი
1/2 გაფრცქვნილი ლიმონი
ყველაფერი გაატარეთ წვენსაწურში. მოურიეთ და დაუყოვნებლივ მიირთვით.

საკვები ნივთერებები (პორციულად):   175 კალორია, 5 გ ცილა, 51 გრ ნახშირწყლები, 1 გ ბოჭკო, 32 გრ შაქარი, 1,5 გრ ცხიმი, 0 გრ ნაჯერი ცხიმები, 82 გრ ნატრიუმი.


კიტრისა და რეჰანის წვენი

აი ნაკლებ ცნობილი ფაქტი: რეჰანის მკვეთრად მწვანე ფერის ფოთლებს რბილი დამამშვიდებელი მოქმედება აქვთ. რეჰანი დიდი ხანია გამოიყენება მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ, ხოლო ფოთლები ანთებისსაწინააღმდეგო ზეთებს შეიცავენ, რომლებიც  ხსნიან ტკივილს ართრიტების და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს.

დაამატეთ  იგი კიტრის ჰიდრატაციის ძალას - 95% წყალი - და თქვენ მიხვდებით, რომ იბუპროფენი აღარ გჭირდებათ. 

 პორცია: 1
1 ჭიქა რეჰანის ფოთლები
1 ცალი კიტრი
1 ლაიმი, გაფრცქვილი
1 მწვანე ვაშლი

ყველაფერი გაატარეთ წვენსაწურში. მოურიეთ და დაუყოვნებლივ მიირთვით.

საკვები ნივთერებები (პორციულად):   93 კალორია, 2 გ ცილა,30 გრ ნახშირწყლები, 0,5 გ ბოჭკო, 17 გრ შაქარი, 0,5 გრ ცხიმი, 0 გრ ნაჯერი ცხიმები, 7 გრ ნატრიუმი.


 კიტრისა და ოხრახუშის წვენი

ეს მწვანე წვენი არის წმენდის ელექტროსადგური. მეგობრული მსხლის ბოჭკოები კარგად მიდის ისპანახთან, რომელიც ამაგრებს ძვლებს და იცავს ტვინს ასაკთან დაკავშირებული გონებრივი სისუსტისგან. გაინტერესებთ სწრაფი სარგებელი? გადაყლაპეთ რომელიმე მათგანი როგორც დილის სუნთქვის ანტიდოტი, მადლობა ოხრახუშს და დამამშვიდებელ პიტნას. და თუ თავს ცოტა შეშუპებულად გრძნობთ, დაამატეთ კიტრი. კიტრი ელექტროლიტებით ამარაგებს უჯრედებს  და ამცირებს წყლის შეკავებას.

 პორცია: 1
1 კიტრი
1 საშუალო მსხალი
1/4 ჭიქა ახალი პიტნა
1ჭიქა ახალი ოხრახუში
1 ცალი გაფრცქვნილი ლიმონი
2 ჭიქა ქორფა ისპანახი

ყველაფერი გაატარეთ წვენსაწურში. მოურიეთ და დაუყოვნებლივ მიირთვით.

საკვები ნივთერებები (პორციულად):   125 კალორია, 6 გ ცილა, 39 გრ ნახშირწყლები, 1,5 გ ბოჭკო, 18 გრ შაქარი, 1,5 გრ ცხიმი, 0 გრ ნაჯერი ცხიმები, 100 გრ ნატრიუმი.

ცერეცოსა და ვაშლის წვენი

ახალი ცერეცოს თავთავები მდიდარია ანთების დასამარცხებელი ანტიოქსიდანტებით. ის ასევე ბოჭკოს და ფოლატების კარგი წყაროა, კალიუმის მაღალი დოზა მას შარდმდენ თვისებებს სძენს, რაც სითხის გამოდევნას უწყობს ხელს. ცერეცოს დამამშვიდებელი და - კამა, კი ეხმარება მონელებას.

 პორცია: 1

2 ცერეცოს საშუალო თავთავი
1 ჭიქა ქორფა ისპანახი
1/4 ჭიქა ახალი კამა
2 ცალი მწვანე ვაშლი
1 ცალი კიტრი
1/2 ცალი გაფრცქვნილი ლიმონი


ყველაფერი გაატარეთ წვენსაწურში. მოურიეთ და დაუყოვნებლივ მიირთვით.

საკვები ნივთერებები (პორციულად):   210 კალორია, 7 გ ცილა, 68 გრ ნახშირწყლები, 2,5 გ ბოჭკო, 30 გრ შაქარი, 1,5 გრ ცხიმი, 0 გრ ნაჯერი ცხიმები, 195 გრ ნატრიუმი.


ფორთოხლისა და ისპანახის წვენი 



ფორთოხალი კარგად ესადაგება მწვანილს. იგი არა მხოლოდ ტკბილი და გემრიელი სფეროებია. ფორთოხალი ერთ-ერთია იმ ხილთა შორის, რომელთაც დაბალი გლიკემიური ინდექსი გააჩნიათ, ასე რომ ფორთოხალი არ ზრდის შაქარს სისხლში. თუ მას ეძებთ, ეცადეთ გამოიყენოთ წითელი ფორთოხალი, რადგანაც მის წვენში ანტოციანების მაღალი დოზებია, ისინი კი კიბოს პროფილაქტიკას ახორციელებენ.


პორცია: 1

3/2 ჭიქა ქორფა ისპანახი

1 ცალი მწვანე ვაშლი
1 ცალი გაფრცქვნილი ლაიმი
2 ცალი გაფრცქვნილი ლიმონი
2 ცალი  საშუალო გაფრცქვნილი ფორთოხალი
1 მსხვილი ნიახურის ღერო
ახალი კოჭას პატარა ნაჭერი 

ყველაფერი გაატარეთ წვენსაწურში. მოურიეთ და დაუყოვნებლივ მიირთვით.

საკვები ნივთერებები (პორციულად):   162 კალორია, 4 გ ცილა, 54 გრ ნახშირწყლები, 1,5 გ ბოჭკოები, 33 გრ შაქარი, 0,5 გრ ცხიმი, 0 გრ ნაჯერი ცხიმები, 39 გრ ნატრიუმი.
გამოყენებული მასალა:
 http://www.prevention.com/food/healthy-eating-tips/green-juice-recipes?s=1?cm_mmc=Facebook-_-Prevention-_-food-healthyeatingtips-_-greenjuicerecipes

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!



ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ჯანსაღი კვება - სტერეოტიპების რღვევაა!
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში





Комментариев нет:

Отправить комментарий