6.25.2022

შეიყვარე თავი შენი

 ალბათ იცით, რომ დედამიწაზე ჯანმრთელი ადამიანის მოძიება ძალიან ძნელია - აბსოლუტურ ჯანმრთელობას ვგულისხმობ. არ ვიტყვი, რომ ისინი არ არსებობენ, არსებობენ, მაგრამ მათი როადენობა მცირეა იმ 7 მილიარდთან შედარებით, რომელიც დედამიწაზე ბინადრობს.

თუ გაინტერესებთ მიეკუთვნებით თუ არა ამ კატეგორიას ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე - პოსტის კომენტარებში ჩაწერეთ სიტყვა "კანსულატცია".👇

უმეტესობიდან კი ბევრი  პერიოდულად ჭარბ წინას ებრძვის. ფიქრობთ იმისთვის, რომ ჯანმთელი იყოს? 

სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობას მხოლოდ გარეგნული სილამაზე ადარდებს, განსაკუთრებით საზაფხულო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, როდესაც საჭიროა, რომ  საცურაო კოსტუმში კარგად გამოიყურებოდნენ, საკუთარი პერსონისადმი საზოგადოებრივი აზრის დადებითი განწყობისთვის. წონის ხარვეზებთან საბრძოლველად კი ხშირად დიეტას მიმართავენ, რომელიც ხშირად უშედეგოა, რადგან სხვა შემთხვევაში სიმსუქნე საყოველთაო პრობლემა არ იქნებოდა.  ხომ მეთანხმებით?

რატომ  ხდება ასე?

 შეგახსენებთ, რომ ორგანიზმი რთული მრავალდონიანი თვითგანახლებადი და თვითრეგულირებადი ღია სისტემაა, რომლის მართვა ხანმოკლე და მკვეთრი ზემოქმედებებით არავითარ შედეგებს არ იძლევა.

ამიტომაა, რომ დიეტების უმეტესობას არ აქვს ხანგრძლივი ეფექტი. საჭიროა არა დიეტის დაცვა, არამედ ცხოვრების წესის -  ორგანიზმთან ურთიერთობის შეცვლა.

ეს მდგომარეობა  კარგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლს მაგონებს, სადაც შიგნით მაცხოვრებელი მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს აკეთებს და იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგადაა და მომავალში პრობლემები არ შეიქმნება. მაგრამ ეს ასეა?

ორგანიზმი მართლა სულელი გგონიათ? მას ხომ ევოლუციური გამოცდილება აქვს, მრავალი თაობის გამოცდილება. გსურთ მასთან კატა-თაგვობანას თამაში? დამიჯერეთ, ეს წამგებიანი პოზიციაა.  🙎

ჩვენ გვსურს, რომ მან შეასრულოს  ჩვენს მიერ მისთვის შეთავაზებული ამოცანები - განახორციელოს ჟანგბადის და ნახშირორჟანგის იდეალური მიმოცვლა გაჭვარტლული ფილტვების პირობებში! ან - გადაამუშაოს უამრავი შაქარი, თანაც ისე, რომ წონაში არ მოიმატოთ! ან - შეინარჩუნოს წნევა ისე, რომ ამისთვის არავითარი პირობა არ შეუქმნათ! - მოკლედ ამოხსნას სასიცოცხლო ამოცანები ისე, რომ არც ერთი პირობა არ ჰქონდეს საამისოდ! 

თქვენი აზრით ეს შესაძლებელია? 

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამას რომელიმე მტერი კი არა, თავად ჩვენ ვუწყობთ ჩვენს ორგანიზმს, თანაც თითქმის ყოველდღიურად -   რა გამოდის?

რას იზამდით, თუკი გაიგებდით, რომ ვინმე რეგულარულად და სასიკვდილოდ გწამლავთ? რა გრძნობები გაგიჩნდებათ ამ პიროვნების მიმართ? ასოციაციის შექმნა სირთულეს არ წარმოადგენს, ხომ? ის ხომ მტერია, მკვლელია - მოკლედ ეპითეტებს და განრისხებას არ დაიშურებდით.

მაგრამ თუ თავად თქვენ ხართ ის, ვინც ამას აკეთებს? მაშინ შეიცვლება რამე? დასაფიქრებელია… და სამოქმედო, თანაც სასწრაფოდ.

მინდა შეგარიგოთ  თქვენ და თქვენი ორგანიზმი, მინდა გაგაგებინოთ, რომ უჯრედების იმ სიმრავლეს, რომელიც თქვენშია აქვს უფლება, რომ ვინმე მათ  გაუფრთხილდეს, გაითვალისწინოს მისი საჭიროება, მისი მოთხოვნები -  მას თქვენს მეტი არავინ ყავს. დაფიქრდით ამაზე.

მოქმედება კი ცხოვრების წესის მკვეთრი შეცვლაა, რადგან აღარ გამოგივათ ექიმებზე და გარემოებებზე ან გენეტიკაზე ჩივილი. უკვე ცნობილია, რომ გენეტიკას მხოლოდ 25%-ის შეცვლა შეუძლია, დანარჩენს თავად ადამიანი ქმნის. ადამიანი ქმნის დაავადებების იმ ფართო სპექტრს, რომელზედაც თავადვე ასე გულმხურვალედ წუხს.

სამაგიეროდ ორგანიზმი მყისვე გიპასუხებთ პატრონობაზე, სიყვარულზე, გაფრთხილებასა და ზრუნვაზე - არ გექნებათ არც წონის, არც წნევის, არც სხვა რაიმე პრობლემა, რომელზედაც შესაძლოა დღეს ასე ნერვიულობთ, განიცდით და უამრავ მედიკამენტს და სახსრებს ახარჯავთ.

არ არსებობს თქვენთვის ასეთი თავგამოდებული სხვა, რომელიც ასეთ რთულ ამოცანებს აგვარებს თქვენთვის, თქვენს გადასარჩენად და სასიცოცხლოდ! ეს  მხოლოდ თქვენი ორგანიზმია!

შეიყვარე თავი შენი - აი რას გვეუბნება უფალი, აი რა უნდა გავაკეთოთ უპირველესად.💓

ამის შემდეგ კი…ისურვე რაც გინდა…

უფასო კონსულტაციის მისაღებად ჩაწერეთ პოსტის კომენტარებში სიტყვა "კონსულტაცია", ხოლო პირველი 5 ადამიანი, რომელიც მომწერს, გახდება "ერთთვიანი გახდომის კურსის" მფლობელი.


ავტორის საიტები: Alter-Native
                                            Siberian Wellness  

პოპულარული 
პოსტები: