![]() |
ქრისტიან ნორტრუფი - მედიცინის დოქტორი, ქალის და საერთოდ ჯანმრთელობის წამყვანი სპეციალისტი მსოფლიოში. იგი აღიარებს გონების, სხეულის, ემოციების და სულის ერთიანობას. |
ცხიმი არ არის მტერი, როდესაც საქმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, წონის მატებას, ტვინის ჯანმრთელობას და კიდევ ბევრ სხვა პრობლემას ეხება.
გამოდის, რომ თქვენ სიმსუქნეში დამნაშავე შაქარია - ყველა თავისი ნირსახეობით. შაქარი იწვევს ანთებით პროცესებს მთელ ორგანიზმში, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიდევ ბევრ სხვას რისკს!
ჩვენ ყველანი გაგვყიდა ე.წ. ჯანმრთელმა პროდუქციამ ცხიმის დაბალი შემცველობით, როგორიცაა ნამცხვრები თუ სხვა. თუ დაიწყებთ ეტიკეტების კითხვას, სწრაფად შეამჩნევთ, რამდენი შაქარია დამატებული ყველაფერში, განსაკუთრებით დაბალცხიმიან პროდუქტებში.
როდესაც ჩვენ ამოვიღეთ ცხიმი, გემოც ამოვიღეთ. უფრო მისაღები რომ გამხდარიყო, ჩვენ იგი ჩავანაცვლეთ შაქრით, შაქრის შემცვლელებით და მარილით. და თუ განაგრძობთ ეტიკეტის კითხვას, გაგიკვირდებათ, თუ რამდენ შაქარს შეიცავს ე. წ. ჯანმრთელი საკვები, როგორიცაა იოგურტი, ტომატი, ხილის წვენები - ასევე სალათების შესაზავებლები.
ყოველგვარი ეჭვის გარეშე გეტყვით, რომ ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ შაქარია და არა ცხიმი.
დავფიქრდეთ, ბურგერი ყველით და ბეკონით - არ არის პრობლემა, პრობლემაა კეტჩუპი, ფუნთუშა და შემწვარი რაღაცეები. ეს ყველაფერი ნახშირწყლებია, რაც მყისიერად ზრდის სისხლში შაქრის რაოდენობას, რადგან უფრო მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს ვიდრე უბრალო შაქარს. აი რას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი შაქრის მრავალ ნაირსახეობაზე.
საკვები, რომელშიც ცოტა ცხიმია და დამატებული აქვს შაქარი, ვერ დაგანაყრებთ - ყოველ შემთხვევაში არც ისე დიდი ხნით. დასანაყრებლად ჩვენ ცხიმი გვჭირდება.მის გარეშე, ჩვენ უფრო მეტი ტკბილი საკვები გვინდება - სანამ არ ვისწავლით გადართვას და უკეთესი საკვები პროდუქტების შერჩევას.
ეს სისხლში შაქრის ატრაქციონ "ამერიკულ მთებს" გავს. ორგანიზმში შაქარი სისხლში მაქსიმუმსა და მინიმუმზე იმერყევებს და თქვენ ნამდვილად დაგჭირდებათ შაქარი, რომ კარგად იგრძნოთ თავი სისხლში შაქრის ვარდნებისას.
მოდით ამას სერიოზულად შევხედოთ და დავინახოთ, თუ რა იწვევს სიმსუქნეს.
შაქარი დღეს არის მთავარი დამნაშავე ანთებების წარმოქმნაში.
ეხლა მოგიყვანთ რამოდენიმე ამონარიდს სპეციფიკური სტატიიდან, რომელიც დაიბეჭდა 2014 წლის თებერვალში ჟურნალში American Medical Association [JAMA], რომლის გაზიარებაც ღირს:
·შაქარი კავშირშია გულის შეტევების რისკის მატებასთან და დემენციასთან, ასევე სხვა ანთებით დაავადებებთან, როგორიცაა ინსულინრეზისტენტობა და მეორე ტიპის დიაბეტი, სიმსუქნე, ღვიძლის პრობლემები, ართრიტები, მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის შემცირება, ტრიგლიცერიდების მატება და კიბო.
· შაქრის ჭარბი რაოდენობით მომხმარებლებს გულის შეტევების განვითარების რისკი 400% -ით ეზრდებათ, მათთან შედარებით, ვინც ცოტა შაქარს ღებულობს.
მოინიშნეთ ამერიკის გულის ასოციაციის მიმდინარე რეკომენდაცია: დღეში მიღებულმა შაქარმა უნდა შეადგინოს მთლიანად მიღებული კალორიების 5-7,5%.
·
20
უნცია (580 გრ) სოდა (გაზიანი
სასმელი)
ზრდის გულის შეტევის რისკს 30% -ით.
·
თუკი თქვენ კალორიების 20%-ს შაქრიდან მიიღებთ, გულის შეტევების რისკი 2-ჯერ გაგეზრდებათ.
გულის შეტევების დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორების შეჯერებისას იგივე სტატისტიკა გამოვლინდა ისეთ რისკ ფაქტორებთან, როგორიცაა მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა. ზუსტად შაქარი, და არა ცხიმი ქმნის აბდომინალურ (მუცლის) ცხიმს.
იცით თუ არა, რომ საშუალო ამერიკელი წელიწადში 138 ფუნტ (62652 გრ)
შაქარს მოიხმარს? ხოლო შაქრის მიღების ზრდა ბოლო წლებში მთავარ როლს თამაშობს უჯრედოვანი ანთებების მატებაში - რაც დიაბეტის და სიმუქნის სიხშირეს ზრდის.
სწორი სახის დიეტა თქვენი გულის დასახმარებლად (ასევე ტვინის და ნებისმიერი სხვა ორგანოსი) არის შემდეგი: ბევრი ჯანსაღი ბოსტნეული და ხილი, ცილები და მაღალი ხარისხის დაუმუშავებელი, გლუტენისგან თავისუფალი ნახშირწყლები. კინვა ან კვინოა - ამ შემთხვევაში ძალიან კარგი არჩევანია.
![]() |
კვინოა - სამხრეთ ამერიკის ერთწლიანი ფსევდომარცვლოვანი მცენარე. კარტოფილთან და სიმინდთან ერთად ინკების ძირითად საკვებს წარმოადგენდა. |
ასევე ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ცხიმი, როგორიცაა ქოქოსის, ავოკადოს, თხილის და სხვადასხვა თესლის ზეთი და, დიახ -
ცხოველური ნაჯერი ცხიმები. ცხიმების ყველაზე კარგი წყაროა კვერცხი, ბალახზე და ორგანულ
საკვებზე გაზრდილი წიწილა და
ხორცი, საქონლის ხორცი და ველურ პირობებში გაზრდილი თევზი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვეგეტარიანელებიც ვიყოთ, მაგრამ დარწმუნდით, რომ არ იკვებებით "დაბალი-ცხიმების
პოლიციის" ზეგავლენით. რადგანაც დანაყრება დაბალცხიმიანი პროდუქტებით სადღაც
მომავალში
ყოველთვის შაქრად გარდაიქმნება.
ასიმ
მალჰოტრა, კარდიოლოგი და წამყვანი მკვლევარი British Medical Journal-ის სტატიაში: "დაკვირვება
გულზე: ნაჯერი ცხიმები არ არის მთავარი პრობლემა" წერს - "ჩვენ გვაქვს
სამეცნიერო დასაბუთება, რომ ნაჯერი
ცხიმების შემცირება "პარადოქსალურად ზრდის გულ-სისხლძარღვთა
დაავადებების რისკს". მიხარია, რომ ხალხი გებულობს სიმართლეს შაქარზე და დაბალცხიმიან
დიეტაზე.
შეგიძლიათ
მოიძიოთ მისი სტატიები:
[1] Aseem Malhotra, et al. Observations from the
heart: saturated fat is not the major issue, BMJ, October
2013;347:f6340.
[2] Quanhe Yang, PhD,
et al. Added Sugar Intake and Cardiovascular Diseases Mortality Among US
Adults, JAMA Intern Med, published online February 03, 2014.
doi:10.1001/jamainternmed.2013.13563.
მასალა ითარგმნა დოქტორ ქრისტიან ნორტრუფის
ბლოგიდან:
http://www.drnorthrup.com/blog/2014/02/newsflash-saturated-fat-is-good-for-your-heart
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
Комментариев нет:
Отправить комментарий