1.13.2014

არტერიული ჰიპერტენზია - წარმატებული მკურნალობა


არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია, პლანეტის მოსახლეობის უმეტესობისთვის კი კარგად ნაცნობი, რადგანაც ისინი ყველაზე გავრცელებული დაავადებისთვის არის დამახასიათებელი. მე შევეცდები ავღწერო ამ მდგომარეობის განვითარების გზები და ვაჩვენო საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ გართულებები, არამედ მუდმივად მომატებული არეტიული წნევაც კი აირიდოთ.

თავიდან გამოვყოთ ორი ტერმინი - ჰიპერტონია და არტერიული ჰიპერტენზია. ჰიპერტონია - ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება არტერიული ტონუსის (ტონია - ტონუსი) მატებით, ხოლო არტერიული ჰიპტერტენზია - ეს არის არტერიული წნევის (ტენზია - წნევა) მატება არტერიულ ქსელში. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტების მიხედვით ტერმინი არტერიული ჰიპერტონია იცვლება ტერმინით არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს ვითარებას.
არტერიული ჰიპერტენზიის თანამედროვე კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:
ნორმალური წნევა <120/80 მმ ჰდ.სვ.
პრეჰიპერტენზია 121-139/90 მმ ჰდ.სვ.
1 ხარისხი (რბილი ჰიპერტენზია) - 140-159/90-99 მმ ჰდ.სვ.
2 ხარისხი (მოსაზღვრე ჰიპერტენზია) - 160-179/100-109 მმ ჰდ.სვ.
3 ხარისხი (მძიმე ჰიპერტენზია) - 180 და მეტი/110 და მეტი მმ ჰდ.სვ.
იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია - 140 და მეტი/90-ზე ნაკლები მმ ჰდ.სვ.

"ჰიპერტენზიის სტადიები"
 I სტადია გულისხმობს სამიზნე ორგანოებში ცვლილებების არარსებობას.
 II სტადია დგინდება ერთ ან რამოდენიმე სამიზნე ორგანოში ცვლილებების არსებობით.
ჰიპერტენზიისონული დაავადების   III სტადია დგინდება ასოცირებული კლინიკური
მდგომარეობების არსებობისას.

ეს  საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომელსაც კრიზული მიმდინარეობა და შემდგომში წნევის მუდმივად მომატებული ხასიათი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა არ ღირს ხელების ჩამოშვება. არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლა მხოლოდ შესაძლებელი კი არა, აუცილებელია.
დავიწყოთ დაავადების ჩამოყალიბების ეტაპიდან, როდესაც არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომები ძალიან უმნიშვნელოა და გამოვლინდება მხოლოდ არტერიული წნევის ხანმოკლე მატებით.

 იცოდეთ, წნევის მატება უკვე მოწმობს თქვენ ორგანიზმში პროცესის საკმაო ხანგრძლივობაზე და მდგომარეობა უსწრაფეს კორექციას საჭიროებს!

ჩემს წინა სტატიებში მე მუდმივად ვახსენებ ჯანსაღი ცხოვრების სტილის აუცილებლობას, რომელსაც შეუძლია დაგიცვათ მრავალი დაავადებისგან, რომელთა შორის პირველ ადგილზე არტერიული ჰიპერტენზია დგას. მე არტერიულ ჰიპერტენზიას  დაავადებას კი არა, ორგანიზმის სისხლის მომარაგების ოპტიმალობის დარღვევას დავარქმევდი. ორგანიზმი ხომ თვითრეგულირებადი და თვითგანახლებადი სისტემაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლისუნარიანობა. სისხლის მიმოქცევის ოპტიმალობის დარღვევების არსებობისას გარეგანი თუ შინაგანი მიზეზების გამო სისხლმომარაგების სისტემა (გულ-სისხლძარღვთა სისტემა) ცდილობს  არსებული დარღვევის კომპენსირებას სხვადასხვა დონეზე და ეს დიდი ხნის მანძილზე შეუმჩნეველია როგორც თავად პაციენტისთვის, ისე მისი ექიმისთვის (წნევის მატება პერიოდულია).

დარღვეული სისხლმიმოქცევის კომპენსირება ჯერ ადგილობრივ დონეზე მიმდინარეობს, შემდეგ იგი იფიტება, თუ არ მოხდა გამომწვევი მიზეზ(ებ)ის ნიველირება. თუ ეს ფაქტორი ქრება, სისხლის მიმოქცევა აღდგება, წნევა ქვეითდება, თუ არა, კომპენსაცია გადადის ახალ დონეზე, ჰიპერტენზიული რეჟიმი ნარჩუნდება.

артериальная
რა ცვლილებები ხდება პაციენტის მდგომარეობაში ჰიპერტენზიის განვითარების ამ ეტაპზე? ძირითადად ყველა ცვლილება რჩება პაციენტის სუბიექტური შეგრძნებების დონეზე და არ ვლინდება ჩვეული რუტინული ლაბორატორიული კვლებებისას. ესეთი პაციენტები თავს კარგად არ გრძნობენ, მაგრამ საკუთარი მდგომარეობის ზუსტად აღწერა არ შეუძლიათ, რადგან მათი ჩივილები ზოგად ხასიათს ატარებენ და ამის გამო ხშირად ერთი სპეციალობის ექიმიდან მეორესთან გადამისამართდებიან.
მაგრამ დროულად ჩატარებული მკურნალობა - ეს პაციენტის სრული განკურნების გასაღებია, სამწუხაროდ დაავადების ამ ეტაპზე ჰიპერტენზიის გამოცნობა მხოლოდ იმ ექიმს შეუძლია, რომელიც ყურადღებიანია პაციენტის სუბიექტირი ჩივილების მიმართ და რომელიც გააგზავნის მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეტალურ კვლევაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადების განვითარების ამ ეტაპზე კვლევის ფუნქციონალური მეთოდები.

მე თავად ვაწარმოებდი პაციენტების გამოკვლევას ფუნქციონალური მეთოდით -კომპიუტერული იმპედანსომეტრიის გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა ჰიპერტენზიის და არა მხოლოდ მისი ადრეული ეტაპების დროულ გამოვლენას. ეს მეთოდი საბედნიეროდ საქართველოში, თბილისში არსებობს, მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და იგი უნიკალურია, აუცილებელია მისი პოპულარიზაცია და უფრო ფართოდ გამოყენება.

რა ზომების მიღებაა შესაძლებელი დაავადების ამ ეტაპზე? პირველი - ეს არის ორგანიზმის სითხის ბალანსის აღდგენა. ძალიან ხშირია, როდესაც ადამიანები არ ღებულობენ იმ რაოდენობის სითხეს, რაც მათ ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობისთვისაა აუცილებებლი. დარღვევა  ზუსტად ამ მომენტიდან იწყება. თუმცა ყველამ იცის, რომ დღეში 2 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს (სითხის მიღების წესებზე წაიკითხეთ ჩემი წინა სტატიები), მაგრამ რამდენი ადამიანია, ვინც ასრულებს ამ ოქროს წესს? ჩემი პირადი დაკვირვებებით ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა და პაციენტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 5-10% შეადგენს (ესეც მომატებული ციფრია). სითხის უკმარისობა იწვევს სისხლის მომარაგების, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევას, ორგანიზმში ინტოქსიკაციის მატებას და შედეგად პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას.
ბევრი ექიმი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტს სითხის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს, რასაც არ ვთვლი მიზანშეწონილად, განსაკუთრებით შარდმდენების დანიშნვისას, რაც უმეტეს შემთხვევაში გაუმართლებელი, თანაც პაციენტისთვის დამაბნეველი და საზიანოც არის.
სითხის დეფიციტი - ეს ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობას აფერხებს.

ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების გასააქტიურებლად საჭიროა ფიზიკური დატვირთვები, რომლების საშუალებით ჩვენ ვაძლიერებთ სისხლის მიწოდებას იმ რეგიონებთან, სადაც მისი ნაკლებობა არსებობს, ამით ვაუმჯობესებთ ადგილობრივი კომპენსაციის მექანიზმების მუშაობას.
ამრიგად დაავადების ამ ეტაპზე მე ვურჩევდი საჭირო რაოდენობის სითხის (იხილეთ სტატია ორი სიტყვა სითხეზე), დიდი რაოდენობით ხილის და ბოსტნეულის მიღებას, ვიტამინებს და მინერალებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კალციუმი, მაგნიუმი და ვიტამინი С, მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვებს. შესაძლებელია გარკვეული გამოკვლევის ჩატარება რათა ზუსტად დადგინდეს რის დეფიციტს განიცდის ორგანიზმი, ხოლო შემდეგ მოხდეს მისი შევსება. აუცილებელია დადგინდეს სისხლმომარაგების დარღვევის მიზეზ(ებ)ი, რომ მოხდეს მათი ნიველირება, თუ ეს არ მოხდა, არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება არ შეჩერდება, მიუხედავად მიღებული ზომებისა.

თუ არტერიული ჰიპერტენზიის ამ ეტაპზე არ მოხდება ეფექტური ჩარევა, ჰიპერტენზია მუდმივ მოვლენად ყალიბდება.

შემდეგ არტერიული წნევის მატებას რეგულარული ხასიათი ეძლევა და საჭირო ხდება გარკვეული ჯგუფის პრეპარატების რეგულარული მიღება, რომელთა დასახელებებს არ ჩამოვთვლი, რადგანაც ისინი უმეტესობისთვის კარგად ნაცნობია.

 რა ხდება პაციენტის ორგანიზმში დაავადების ამ ეტაპზე? გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადგილობრივი კომპენსატორული შესაძლებლობები ამოწურულია და კომპენსაციას თავის თავზე იღებენ სისხლის მიმოქცევის ცენტრალური მექანიზმები, რომლებიც ორგანიზმში წნევის მატების გზით ცდილობენ სისხლის მომარაგების გაუმჯობესებას მისი დარღვევის ადგილებში. თუ ამ დროს ხელოვნურად დავაქვეითებთ არტერიულ წნევას, მივიღებთ დაზიანებულ რეგიონში სისხლის მიმოქცევის კიდევ უფრო დარღვევას. თუ ეს დაზიანებული რეგიონი თავის ტვინია - ეს გამოიხატება ნევროლოგიური ხასიათის სიმპტომებით, თუ რეგიონი - თირკმელებია - თირკმელების დარღვევებით და ა.შ.

როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია ვიმოქმედოთ დაზიანების რეგიონზე, ასევე აუცილებებლია მივეხმაროთ ორგანიზმს აღადგინოს სისხლმომარაგების კომპენსაციის მექანიზმები. აუცილებელია დაზიანებულ რეგიონს საუკეთესო სისხლმომარაგების პირობები შევუქმნათ, მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს? ეს არის ეტაპი, როდესაც ადგილობრივ ზემოქმედებებთან ერთად აუცილებელია ძალისხმევა მთლიანი ორგანიზმის აღდგენასთან დაკავშირებითაც მივმართოთ, სისხლმომარაგების მთლიანი სისტემისკენ. ასეთ ორგანიზმისეულ ძალისხმევას წარმოადგენს ორგანიზმის სითხის ბალანსის აღდგენა, ცვლის პროცესების აქტივაცია ცხოველქმედების ნარჩენების აქტიური გამოყვანით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ისეთი ნივთიერებების მიწოდებით, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი და სხვა, ერთდროულად დაზიანებული სისხლმომარაგების რეგიონზე (უნდა გამოიკვეთოს) წამლისმიერი ან ფიზიკური ზემოქმედების საშუალებით.

ასეთი მკურნალობა არ იძლევა სწრაფ შედეგებს, რადგანაც ის დროის მონაკვეთი, რომელიც გაიარა დაავადებამ პირველი სიმპტომებიდან მის ჩამოყალიბებამდე არ შეიძლება სრულად აღმოიფხვრას თუნდაც 1 თვის ინტენსიური სწორი მკურნალობით! არა, მოემზადეთ ხანგრძლივი მკურნალობისთვის, რომელიც დადებით შედეგებს მოიტანს, მაგრამ გარკვეულ დროს წაიღებს, რაც დამოკიდებული იქნება თქვენ ორგანიზმში არსებული დარღვევების სიმძიმეზე.


ჰიპერტენზიის განვითარების შემდგომი ეტაპი - ეს გართულებების პერიოდია, როდესაც პირველ პლანზე არა ჰიპერტენზია, არამედ ის ცვლილებები გამოდის, რომელიც სამიზნე ორგანოებში: თვალები, გული, ტვინი, თირკმელები განვითარდა. ეხლა ექიმის წინაშე დგას ურთულესი ამოცანა რამოდენიმე უცნობით - საჭიროა ყველაფრის ერთად და სწრაფად მკურნალობა, რაც არა მხოლოდ რთულია, არამედ თითქმის შეუძლებელია, შეიძლება რამოდენიმე სიმპტომატური ჩარევით შემოიფარგლო, მაგრამ პროცესის შეჩერება ასეთ ქმედებებს არ მოყვება, თუმცა სუბიექტურად შესაძლოა პაციენტმა თავი უფრო კარგად იგრძნოს.
მე კი მხოლოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ბევრჯერ გავიმეორე - არ ჯობია ჯანსაღი ცხოვრების სტილის დაცვა და ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემის აცილება? ეს თქვენი გადასაწყვეტია.

ამრიგად, გამოვიტანოთ დასკვნა, არტერიული ჰიპერტენზიის წარმატებული მკურნალობისთვის პირველ რიგში უნდა დავადგინოთ მისი გამომწვევი მიზეზი, ხოლო შემდეგ ვებრძოლოთ არა ჰიპერტენზიას, არამედ მის მიზეზებს და შედეგებს, ჩვენ შევძლებთ მივეხმაროთ ორგანიზმს წნევის შემცირებაში მხოლოდ მთლიან ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგად და არა თავად წნევაზე ზემოქმედებით. აუცილებელია სითხის ბალანსის აღდგენა და შენარჩუნება, ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით ოპტიმალური მომარაგება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და გულის ფუნქციონირების ხელშეწყობა, რადგან ისინი ასეთ ვითარებაში ექვემდებარებიან დიდ დატვირთვას, სისხლის მდგომარეობის გაკონტროლება და ა.შ., ეს არის ყველაფერი ის, რაც გამოცდილი ექიმის ხელში არტერიულ ჰიპერტენზიასთან ქმედით ბრძოლის იარაღად იქცევა.

შედგენილია ჩემი რუსულენოვანი გვერდის მასალებზე დაყრდნობით:
http://geoka-healthcare.blogspot.com/
http://geoka-healthcare.blogspot.com/2011/02/blog-post_15.html


იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий