11.12.2013

გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი.

რადგანაც საკვები - თანაც ჯანსაღი საკვები აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვეცდები პერიოდულად მოგაწოდოთ ჯანსაღი რეცეპტები, რისი ნაკლებობაც არის ჩვენს ინტერნეტ-სივრცეში. იმედია ეს კერძები გაამრავალფეროვნებს თქვენს სამზარეულოს და თქვენი ოჯახის წევრების გაჯანსაღებაშიც მოგეხმარებათ.

ეს რეცეპტი მომაწოდა ჩემმა მეუღლემ, რესტორან "სულიკოს" შეფ-მზარეულმა გიორგი ბუხრაშვილმა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ მას. იმედია კვლავაც გაგვანებივრებს საინტერესო რეცეპტებით.

მინდა მოგიწოდოთ თქვენც, ვინც გატაცებული ხართ ჯანსაღი კვებით, გამომიგზავნეთ თქვენს მიერ აპრობირებული კერძები, რომელსაც ასევე დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებ ამ გვერდზე.



მაშ, ასე,  გოგრის სუპი.
თქვენ დაგჭირდებათ:
·         1 კგ გაფრცქვნილი და კუბიკებად დაჭრილი გოგრა;
·         1/2 თავი დაჭრილი ხახვი;
·         1ლ ქათმის ბულიონი;
·         1 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი;
·         2 ს.კ. მაწონი;
·         ლიმონის წვენი;
·         მარილი გემოვნებით;
·         დაფქვილი პაპრიკა.


მომზადების წესი: ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი გოგრა, დაასხით ბულიონი, რომ დაიფაროს. მოხარშვის შემდეგ გადაიტანეთ ბლენდერში. მიიღებთ თხელ პიურეს. გადაიტანეთ ისევ ქვაბში და დაამატეთ 1 .. გახეხილი ჯანჯაფილი, 2 .. მაწონი, აურიეთ სათქვეფითდაბალ ცეცხლზე რომ წამოდუღდება, დაამატებთ ლიმონის წვენს და მარილს. უნდა შესქელდეს, ბოლოს დაამატეთ დაფქვილი პაპრიკა


კვახი, გოგრა - არაჩვეულებრივი სასარგებლო პროდუქტია. იგი არ გამოირჩევა მაღალი კალორიულობით, ხოლო ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობა ისეთი აქვს, რომ მშვენივრად გამოდგება დიეტური კვებისთვის.
გოგრა მდიდარია კალიუმით, რის გამო იგი რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის. იგი მშვენივრად ხსნის შეშუპებებს, აუმჯობესებს ქსოვილოვანი სითხეების ცირკულაციას, შეუცვლელია თირკმელების პათოლოგიებისას. გოგრა ააქტიურებს ღვიძლის მუშაობას და მონელების პროცესებს, თანაც ამას ისე რბილად ახორციელებს, რომ მას რთავენ კუჭ-ნაწლავის და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალო დიეტაში, იგი აწესრიგებს წნევას,  სასრგებლოა ნერვული სისტემისთვის და სხვა.


გოგრა შეიცავს კაროტინს, პექტინებს, რის მეშვეობითაც გამოყავთ ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინი, მინერალებს, იშვიათ Т და К ვიტამინებს, ასევე С, В1, В2, В5, В6, Е, РР ვიტამინებს და ა.შ.
ხშირად გამოიყენეთ გოგრა თქვენს მენიუში და იგი თქვენ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. 

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში



Комментариев нет:

Отправить комментарий