11.13.2013

ახალი ტესტი ძუძუს კიბოს რეციდივის რისკის შესაფასებლად



ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სპეციალისტთა ჯგუფმა შეიმუშავა და დანერგა სადღეისოდ არსებულებიდან ყველაზე ზუსტი მეთოდი, პაციენტების გამოსავლენად, რომლებიც ძუძუს კიბოს რეციდივის მიხედვით რჩებიან რისკის ზონაში თერაპიის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში. სამუშაო, რომელიც მიეძღვნა პროგნოზირების სამი მეთოდის კლინიკური გამოცდის შედარებას, გამოქვეყნდა Lancet Oncology-ში. 


 დაავადების რეციდივის რისკის მინიმალიზაციისთვის, ესტროგენდამოკიდებული მკერდის კიბოს სტანდარტული მკურნალობის ხუთწლიანი კურსი მოიცავს ქალის სასქესო ჰორმონის  ესტროგენის ანტაგონისტის - ტამოქსიფენის  პრე-მენოპაუზაში ან არომატაზის ინჰიბიტორების, მაგალითად ანასტროზოლის პოსტ-მენოპაუზაში მიღებას. მაგრამ პაციენტების გარკვეულ პროცენტს ამის მიუხედავად მაინც ემუქრება დაავადების დაბრუნება მკურნალობის დასრულების შემდეგ. 
ადრე ავტორებმა შეიმუშავეს მკერდის კიბოს ინდექსი (breast cancer index, BCI) - ბიომარკერი, რომელიც დაფუძნებულია შვიდი სიმსივნესპეციფიური გენის ექსპრესიის დონის შეფასებაზე. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ BCI -ის მეშვეობით შესაძლებელია იმ პაციენტების გამოვლენა, რომელთაც ემუქრებათ ჰორმონალური მკურნალობის მიუხედავად მკერდის კიბოს რეციდივი (დიაგნოზის დადგენიდან 5 წლის განმავლობაში).
მიმდინარე კვლევისას, რომელიც ბოსტონში Massachusetts General Hospital-ის კიბოს შემსწავლელი ბაზის ცენტრში ვითარდებოდა, შედარებულ იქნა  როგორც სწრაფი, ისე დროში გადადებული დაავადების დაბრუნების ალბათობის პროგნოსტიკული შესაძლებლობები სამი მეთოდისთვის - BCI  და კიდევ ორის, რომლებიც დაფუძნებულია გენების ექსპრესიის დონის შეფასებაზე და უკვე გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ლაპარაკია დღეს არსებულ "ოქროს სტანდარტზე" ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევისას  არსებულ ტესტზე  Oncotype Dx Recurrence Score, რომელშიც გათვალისწინებულია 21 გენის ექსპრესიის დონე და უფრო ნაკლებ გავრცელებულ ტესტ - ICH4-ზე.
სამივე მეთოდი გამოიყენებოდა 650-ზე მეტი პაციენტის სიმსივნის ქსოვილების ნიმუშების ანალიზისას, რომელიც მიღებული იყო TransATAC-ის ქსოვილების ბანკიდან. შედეგები ედარებოდა მონაწილეებში კიბოს რეციდივების მონაცემებს პირველი ოპერაციიდან 10 წლის განმავლობაში და ჰორმონალური თერაპიის დაწყებიდან.

თუმცა ყველა მეთოდმა კარგად გაართვა თავი პირველი ხუთი წლის განმავლობაში რეციდივების რისკის წინასწარ პროგნოზირებას, მხოლოდ  BCI-მ შეძლო ხანგრძლივვადიანი პროგნოზის გაკეთება - მან აბსოლუტური სიზუსტით გამოავლინა პაციენტების 60%, რომელთაც დაავადების დაბრუნების ალბათობა 10 წლის შემდეგ დაბალი იყო და 40%-ი, ვინც რჩებოდა მაღალი რისკის ზონაში.
ამრიგად, ავტორები აკეთებენ დასკვნას, რომ BCI არის ერთადერთი ტესტი, რომელიც ეფექტურად განაპირობებს ძუძუს კიბოს რეციდივის ალბათობის როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ პროგნოზს. BCI-ს დანერგვა კლინიკურ პრაქტიკაში საშუალებას იძლევა გამოავლინოს პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ ჰორმონალური თერაპიის გახანგრძლივებული კურსი და ისინი, ვისაც იგი არ სჭირდება.
რუსული სამედიცინო პორტალის მონაცემებიდან.
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий