12.22.2013

ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ აცრებზე, ის, რომ მათ გარეშე ადამიანი ვერ იქნება ჯანმრთელი და ეპიდემიები წაგვლეკავს - ეს კარგად დამახსოვრებული ამბავია. მაგრამ ბევრი დაფიქრებულა იმაზე, თუ რა შედის ასეთი "პრეპარატების" შემადგენლობაში და რამდენად სიმართლეა ყველაფერი ის, რაშიც აქამდე ეჭვი არ შეგვპარვია? ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით იმას, რასაც გვთავაზობენ და დაუფიქრებლად ვასრულოთ ექიმების რეკომენდაციებს, განსაკუთრებით ეს ეხება სამშობიარო სახლებში ახალდაბადებულების აცრებს. მაგრამ ბოლო დროს დაგროვებულმა კერძო თუ საზოგადო ინფორმაციამ დააფიქრა ადამიანები და ბევრ მათგანს უარი ათქმევინა ამგვარი პროცედურების ჩატარებაზე საკუთარი შვილებისა თუ შვილიშვილებისთვის. ყველას აქვს უფლება იცოდეს, რას შეიცავენ ვაქცინები. გთავაზობთ  მასალებს ამგვარი პრეპარატების შემადგენლობაზე, რომელსაც, შესაძლოა, ადრე ყურადღებას არც აქცევდით.

რა გამოიყენება ვაქცინების წარმოებისას : ჰეპატიტისგან გარდაცვლილი ადამიანების ორგანოები და სისხლი, რაც ჩვეულებრივი ნედლეულია ვაქცინის ვირუსების გამოსაყოფად. როგორც კი ვირუსი გამოყოფილია, მის ზრდას სპეციფიურ კულტურალურ გარემოში იწყებენ, რისთვისაც იყენებენ ცხოველების და ადამიანების სისხლს, ქსოვილებს და ორგანოებს.

გასათვალისწინებელია, რომ ვირუსები ცუდად მრავლდებიან ჯანსაღ უჯრედებში, ამიტომ ვაქცინების წარმოებისთვის იყენებენ დაავადებულ, გენეტიკურად დეფექტურ ცხოველებს - მაგალითად,  სპეციალური "სიმსივნური ხაზის" თაგვებს (AKR), რომლებიც შექმნილია სპეციალურად ონკოლოგიური ექსპერიმენტების ჩასატარებლად. როდესაც ვირუსები გამრავლდებიან, მათ ინაქტივირებას ანუ მოკვლას ახდენენ ფორმალდეჰიდით - უძლიერესი პროტოპლაზმური შხამით, მუტაგენით და კანცეროგენით (მას ბალზამირებისთვის იყენებენ). თანაც ფორმალდეჰიდი არსად არ მიდის, ის რჩება ვაქცინის დოზის მოცულობაში.

რას შეიცავენ აცრისთვის გამოსაყენებელი პრეპარატები საბოლოოდ? ჩამოვთვლი რამოდენიმე კომპონენტს: უპირველეს ყოვლისა ცხოველების მკვდარი ორგანოებისა და ქსოვილების უჯრედებს (მაგ, მაიმუნების და ზღვის გოჭების თირკმელების უჯრედებს); აბორტირებული ადამიანის ნაყოფის უჯრედებს (გამოიყენება კონკრეტულად წითურას ვაქცინისთვის  RA 27/3),  HeLa-ს ხაზის გადანერგვადი სიმსივნური უჯრედებს (ამერიკელი შავკანიანი ქალის - ჰენრიეტა ლექსის უჯრედები, რომელიც გარდაიცვალა 40 წლის წინ საშვილოსნოს კიბოს გამო); გენ-მოდიფიცირებული დროჟის უჯრედებს; ქათმის ცილას - უძლიერესი ალერგენია, ძაღლების, მაიმუნების, ცხვრების, ძროხების სისხლის შრატს, ჰიდროლიზებულ ჟელატინს, ძლიერმომქმედ ანტიბიოტიკებს (ამფოტერიცინი ბ, ნეომიცინი).

ასევე მადეზინფიცირებლები, მაკონსერვებლები, სორბენტები და სხვა დანამატების სახით: ფენოლი, მეთილირებული ვერცხლისწყალი, კიდევ ერთი საშიში უჯრედის შხამი - 6-ფენოქსიეთანოლი (ანტიფრიზი), ალუმინის ჰიდროქსიდი, საღებავები, დეტერგენტები (თვინ-80), ორგანული გამხსნელები, ბორაქსი, გლიცეროლი, სულფიტური და ფოსფატური შემადგენლები, პოლისორბატი 80/20, პროპილოაქტონი და სხვა. 

ვაქცინები ხშირად დაბინძურებულია მიკროორგანიზმებით. ასე მათში ნაპოვნია: სიმსივნისწარმომქმნელი მაიმუნის ვირუსი SV40, მაიმუნების პენისის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ფრინველთა კიბოს ვირუსი, პესტივირუსი, წიწილების ვირუსები, მუტირებული იხვების, ძაღლების და კურდღლების ვირუსები; ნანობაქტერიები, მიკოპლაზმები და უმარტივესი ერთუჯრედიანი ცხოველები, კერძოდ აკანტამება, რომელსაც ასევე ეწოდება "ამება, რომელიც შთანთქავს ტვინს".

ეს ზემოაღნიშნული "შემადგენლობა" შეუშხაპუნდებათ პაციენტებს (მათ შორის ჩვილებს) დასაზიანებლად ყველაზე ეფექტური გზით - პირდაპირ სისხლში, ყველა ბუნებრივი დამცავი ბარიერის გვერდის ავლით. ასევე დადგენილია, რომ ბაქტერიულ და ვირუსულ დნმ-ს, რომელიც შეიყვანება აცრის გზით, აქვთ უნარი ადამიანის გენომში ჩანერგვისა, რაც იწვევს უჯრედოვან მუტაციას (გავიხსენოთ ბოლო წლებში საბავშვო ონკოლოგიის სწრაფი ზრდა).

ყოველივე აქ ჩამოთვლილის  ბუნებრივი და ქიმიური ნარევი წარმოადგენს ვაქცინას, რომელსაც  დიდი რაოდენობით გვთავაზობენ ფარმაკოლოგიური კომპანიები. ეს მათთვის უბრალოდ ბიზნესია, მაგრამ პედიატრები, იმუნოლოგები, ექიმები და ჯანდაცვის წარმომადგენლები, რომელთაც ევალებათ ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომა, წლიდან წლამდე ფანატიკურად აიძულებენ საზოგადოებას მასობრივი განადგურების ასეთი სახეობის იარაღის გამოყენებას, თანაც უწოდებენ მათ "იმუნოპროფილაქტიკის საშუალებებს" და "სამკურნალო პრეპარატებს".

        



 ვაქცინაციის შემდგომი  გართულებების არასრული სია:

·        ანაფილაქსიური შოკი;
·        გენერალიზირებული ალერგიული რეაქციები - კვინკეს შეშუპება,
·        ლაიელის სინდრომი        (ალერგიული დერმატიტის რთული ფორმა), 
·        სტივენ-ჯონსონის სინდრომი (კანის და ლორწოვანი გარსების ალერგიული ტიპის დაზიანება);
·        შრატისმიერი დაავადების სინდრომი;
·        ენცეფალიტი;
·        ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები:
·        ენცეფალიტი, სეროზული მენინგიტი; ნევრიტი;  პოლინევრიტი;  კრუნჩხვები, აუტიზმი.
·        ვაქცინისმიერი პოლიომიელიტი;
·        თრომბოციტოპენიური პურპურა;
·        ართრალგია, ართრიტი;
·        ოსტეიტი;
·        ლიმფადენიტი და სხვა.


იმედია, უფრო გაერკვევით იმაში, თუ რას წარმოადგენს და რას შეიცავს ე.წ. ვაქცინები და რამდენად გააუმჯობესებენ ისინი "ჯანმრთელობას". ეხლა არის დრო, როდესაც ჯანმრთელობის მოსაპოვებლად გარკვეული ძალისხმევაა საჭირო, ასეთ ძალისხმევაში დაფიქრება და საკითხის გაანალიზებაც შედის. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია, იყავით გონიერი პაციენტები.



 იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში















1 комментарий:

  1. Анонимный13/3/22 12:45

    Alter-Native : ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი >>>>> Download Now

    >>>>> Download Full

    Alter-Native : ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი >>>>> Download LINK

    >>>>> Download Now

    Alter-Native : ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი >>>>> Download Full

    >>>>> Download LINK

    ОтветитьУдалить