11.21.2013

გსურთ დაამარცხოთ ალერგია?

დღევანდელი სტატიის სურვილი გამიჩინა  ალერგიის თაობაზე ჩემს ერთ ძველ პაციენტთან საუბარმა. იმედია, თქვენთვის სარგებლის მომტანი იქნება ის, რასაც ქვემოთ ვწერ.

 ადამიანებს არ სჯერათ, რომ ამ პრობლემისგან თავის დაღწევა შესაძლებელია და, ალბათ, ამით აიხსნება ის, რომ მას თავს ვერ აღწევენ. საქმეს რაც უფრო რთულად წარმოადგენ, მით უფრო რთულდება, ამიტომ სჯობს გავაიოლოთ. მაშ ასე, მართალია, მე ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვი, მაგრამ რასაც ვწერ ჩემმა პროფესიულმა საქმიანობამ დამანახა, რომ ქმედითი და შედეგიანია.

მანქანაში ყოველთვის ჩართული მაქვს რადიო და ერთხელაც ვუსმენდი სამედიცინო გადაცემას, რომელშიაც საუბარი იყო მზის ალერგიაზე.

პაციენტის კითხვა: - რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც აქვს მზის ალერგია?
მოწვეული ექიმის პასუხი: - პირველ რიგში მოერიდოს მზის პირდაპირ სხივებს, ატაროს მზისგან დამცავი სათვალე, დაიხუროს მზისგან დამცავი ქუდი, ჩაიცვას ისე, რომ მზის სხივი არ ეკარებოდეს მის კანს, თანაც ხშირად გამოიყენოს ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები და ჩამოთვლილი იყო შესაბამისი პრეპარატები......

როგორი მოსასმენი და გასაკეთებელია ეს პაციენტისთვის? როგორ ფიქრობთ მარტივი გზაა? მგონი არ გავს შედეგიან ბუნებრივ გამოსავალს, უფრო პრობლემისგან გაქცევას.

 მზის ალერგია - ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც მე, ჯერ კიდევ  პირველი კურსის სტუდენტი,  შვილის გაზრდის პროცესში წავაწყდი. მინდა გითხრათ, რომ მაშინ ჩემთვის სახელმძღვანელოს  კარაბადინი წარმოადგენდა. ძალიან ბევრი რეცეპტი ამოვიკითხე და გამოვიყენე კიდეც, მაგრამ შედეგი... შედეგი მხოლოდ სისტემას მოაქვს....

შედეგი რომ მივიღე, ამას გვიან მივხვდი, როდესაც შვილის სხვა სკოლაში გადაყვანის პროცესში ექიმს გაკვირვება შევატყვე, როცა ვუთხარი, რომ მზის ალერგია ჰქონდა-თქო... ხო, სასიამოვნო იყო ჩემთვის მისი გაოცება და გამოკითხვა, მაგრამ რატომღაც განკურნების მაგალითებითაც ვერ დაარწმუნებ ზოგიერთ ჩემს კოლეგას, რომ ეს გზა უფრო ეფექტურია. ამას ივიწყებენ, როდესაც ტრენიგებზე სტანდარტების გამუდმებით გამეორებას და დასწავლას სთხოვენ. სამწუხაროა!

დავუბრუნდეთ ზემოთ მოყვანილ მაგალითს.. მინდა პასუხი აქედან, ამ ბლოგის ფურცლებიდან გავცე, რომ ზემოთმოყვანილი მკურნალობა - არ გახლავთ ასეთი მდგომარეობების ადეკვატური გამოსავალი, რადგან იგი არანაირად არ ითვალისწინებს ორგანიზმის დახმარებას მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მხოლოდ ხელს უწყობს ასეთი მდგომარეობის დროებით გარკვეულ ჩარჩოში მოქცევას, რომელსაც მრავალი უარყოფითი შედეგები მოყვება.


რომელიღაც მკვლევარი ამბობდა, რომ ალერგია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში არის რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უნდა იყოსო. ჩვენს ენაზე რომ გადმოვიყვანოთ, შეიძლება ავხსნათ ასე: ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების დარღვევის გამო ისეთი შუალედური პროდუქტები წარმოქიმნება, რომელთა დაგროვებაც იწვევს   ალერგიული რეაქციის გამომჟღავნებას. თუ ასე დავინახავთ ალერგიის პროცესს და არა ისე, რომ ორგანიზმი უეცრად იწყებს ერთსა და იგივე, ადრე უვნებელ ნივთიერებაზე განსხვავებული რეაქციის გამოვლენას, მაშინ საქმე გაცილებით უფრო იოლად გამოჩნდება, მკურნალობაც უფრო მარტივი და გასაგები ხდება.

ეხლა დავსვათ იგივე კითხვა, რაც დასვა თავის დროზე რადიომსმენელმა: რა ზომებს უნდა მიმართოს ადამიანმა?

უპირველეს ყოვლისა უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც ორიენტაციას აიღებს არა არსებულ სტანდარტებზე, არამედ ორგანიზმის მოთხოვნილებებზე. ასეთი ექიმების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება და იმედია, საბოლოოდ, როგორც ხშირად ვწერ, ყველა მიმართულების ექიმი ორგანიზმის მხარეს დადგება და არა მის საწინააღმდეგოდ, უბრალოდ ეს თემა კარგად უნდა გადაიხედოს, რაც საგანმანათლებლო პროცესს უკავშირდება.

 ექიმი გამოკითხვის და ანალიზების საფუძველზე დაადგენს, თუ როგორ ფუნქციონირებს ორგანიზმი, როგორია გამომყოფი სისტემების მდგომარეობა, როგორი დაბალანსებულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაში მონაწილე ნივთიერებების რაოდენობა, ხოლო შემდგომ გარკვეულ ზომებს შემოგთავაზებთ, თუ როგორ შეამციროთ მავნე და დააბალანსოთ საჭირო ნივთიერებების რაოდენობა ორგანიზმში.

დიდი მნიშვნელობა ამ დროს, რა თქმა უნდა ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ენიჭება გამწმენდი ღონისძიებების ხარისხს და სახეობებს. მთავარია, მაქსიმალურად ამოქმედდეს ორგანიზმის თვითგაწმენდის მექანიზმები და მოხდეს ეს ყველაზე უსაფრთხოდ პაციენტისთვის.

მკურნალობის შემდეგი ასპექტი მოიცავს იმ ნივთიერებების რაოდენობრივ კომპენსირებას, რომლის ნაკლებობის გამოც მოხდა მეტაბოლური დარღვევები.

 ჩემი პრაქტიკული მუშაობიდან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა, რომ ყველაზე მკვეთრად ვლინდება კალციუმის და იოდის ნაკლებობა, რაც პრაქტიკულად ბევრ შემთხვევაში უგულვებელყოფილია სტანდარტულ მკურნალობაში: კალციუმის დონის განსაზღვრა ხდება მხოლოდ სისხლში მისი შემცველობით, რაც არანაირად არ არის საკმარისი, ხანდახან ხდება დენსიტომეტრიის გამოყენება, რაც უკეთესია, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი დასკვნის გამოსატანად.

შემდეგი პრობლემა კი სისხლში იოდდამოკიდებული ჰორმონების განსაზღვრაა, რაც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ხშირად არ შეესაბამება რეალობას და ეს სერიოზული პრობლემაა, რაც გაუმართლებლად იწვევს იოდდეფიციტის მქონე პირების ჯანმრთელ კატეგორიაში  გადაყვანას. ეს თემა ჩემი სერიოზული დაფიქრების საკითხად იქცა და ყოველთვის ანალიზების გადამოწმების სხვა ხერხებს მივმართავ პაციენტში იოდდეფიციტის უფრო ზუსტად გამოვლენის მიზნით, რადგანაც იოდის მეტაბოლიზმი და იოდდამოკიდებული ჰორმონები - ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მართვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რაც პირდაპირ უკავშირდება ალერგიული პროცესების განვითარებას.

გარდა ამისა, მედიცინაში კარგადაა ცნობილი, რომ კალციუმის პრეპარატები თავისთავად არაჩვეულებრივი ალერგიისსაწინააღმდეგო და ანთებისსწინააღმდეგო საშუალებებია, რომელთა გამოყენება პრაქტიკულად ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, სხვა ანტიალერგიული საშუალებების გამოყენებასთან შედარებით, განსაკუთრებით თუ სწორად არის შერჩეული პრეპარატის შემადგენლობა და ფორმა.


კარგი დამხმარე საშუალებები მოიპოვება ასევე მცენარეულ სამყაროში, მხოლოდ საჭიროა ფრთხილი და ზომიერი დამოკიდებულება, რადგანაც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გვერდითი ეფექტების მიღება, ამიტომ ისევ ექიმის ზედამხედველობაა სასურველი, ხოლო თუ გამოცდილი გაქვთ და იცით, თუ რომელი მცენარე იწვევს თქვენს ორგანიზმში დადებით ზემოქმედებას ალერგიის დროს, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ, როგორც დამხმარე საშუალება.

და კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის მდგომარეობას ალერგიულ პაციენტებში -  ეს არის გაკაჟება. სამწუხაროა, მაგრამ გაკაჟება იშვიათად გამოიყენება, როგორც სამკურნალო საშუალება, განსაკუთრებით ასეთი დაავადებისას, მაგრამ მას აქვს ძალიან ძლიერი ზემოქმედება: იგი იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის ორგანიზმის შინაგან რესურსებს, ზრდის წინააღმდეგობას დაავადებების მიმართ და სხვა.
ნუ უარჰყოფთ ამ  უმარტივეს სამკურნალო საშუალებას პაციენტები, რომლებიც შეწუხებული ხართ ალერგიის შეტევებით! შეიტანეთ იგი თქვენი ცხოვრების აუცილებელ პროცედურად, ისე, როგორც არის იგი მოწოდებული,  და თქვენი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება!

ასეთია ჩემი ალერგიის წარმატებული მკურნალობის კონცეპცია! დაგაინტერესათ აქ მოყვანილმა იდეებმა, შეგიძლიათ განახორციელოთ ისინი პრაქტიკაში! კონცეპცია მუშაობს მხოლოდ ერთი პირობით - ეს არ არის რომელიმე ერთი ღონისძიება, რომელიც თქვენი სურვილით შეირჩევა - ეს არის მწყობრი სისტემა, რომელიც ყოველდღიურ ძალისხმევას მოითხოვს და ამავდროულად მოქმედებს მთლიან ორგანიზმზე, ამიტომაც მოაქვს დადებითი შედეგი!

იცხოვრეთ ალერგიის გარეშე! გისურვებთ ჯანმრთელობას!



ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში




Комментариев нет:

Отправить комментарий