მინდა შევეხო მკურნალობის ალტერნატიულობის საკითხს. ბოლო დროს
პოპულარული გახდა ასეთი გამოთქმა - ალტერნატიული მკურნალობა, ალტერნატიული მედიცინა,
რაც მთლად მართებულად არ მიმაჩნია. მართალია ამ საკითხს ბევრჯერ შევეხე, იხილეთ ჩემი
სტატიები, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო ბევრია მოსაფიქრებელი და სალაპარაკო.
საქმე იმაშია, რომ მკურნალობის მთავარი მიზანი - ადამიანისთვის
ჯანმრთელობის დაბრუნება - გაჯანსაღებაა. არსებობს მეთოდები, რომლებიც ამას ახორციელებენ
და ეს მეთოდები უამრავია: დაწყებული მასაჟიდან, დამთავრებული უჩვეულო აღმოსავლური პრაქტიკებით,
აქ არის სტანდარტულიც, კლასიურიც და "ალტერნატიულიც". მაგრამ თავად მკურნალობა,
არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ვერანაირად
ვერ ჯდება რომელიმე პროცედურის ან მეთოდის გამოყენების პერიოდში, იგი კომბინაცია და
დინამიკაა.
ჩვენი ორგანიზმი ყოველდღე განიცდის მავნე ზემოქმედებების
გავლენას, მას ყოველდღე უწევს გარკვეული სამუშაოს შესრულება, რომელიც ამ ფაქტორების
ნეირტალიზებას სჭირდება და ამიტომ პირობითად ჯანმრთელი ადამიანიც კი ავად ხდება, თუ
მას არ აქვს ეს გათვალისწინებული თავის ცხოვრებაში რამენაირი გზით, აქაც ბევრი ვარიანტია
შესაძლებელი. ამრიგად, ჯანმრთელობა მიიღწევა ყოველდღიური სისტემური ღონისძიებებით, რომელიც
მიმართული უნდა იყოს, როგორც მთლიანი ორგანიზმის გაჯანსაღებისა, ისე კონკრეტული არსებული
ჯანმრთელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ამიტომ, მე მგონი, უნდა დამთავრდეს ეს დაყოფის პერიოდი მედიცინასა და
მკურნალობაში და გამოყენებულ უნდა იქნას ყველაფერი ისე, რომ პაციენტმა მიიღოს საჭირო
რეკომენდაციები და დანიშნულება, სადაც ასახული იქნება მისი მდგომარეობის შესაბამისი
აუცილებელი მკურნალობა, რომელიც მაქსიმალურად დამზოგველი იქნება მისი ორგანიზმისთვის.
უნდა ამუშავდეს ყველა ის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდი, რომლის სარგებელი მეცნიერულად
დადასტურებულია და ყოველივე ჩადგეს ადამიანის გაჯანსაღების გამოყენებაში, მხედველობაში
მაქვს ის მეთოდები, რომელზედაც "თვალებს ხუჭავენ" და "ვერ ამჩნევენ".
რადგანაც ამ გაყოფის შედეგად ყველაზე მეტად ზარალდება
ზუსტად პაციენტი, რომელიც ერთი ექიმიდან მეორესთან გადადის და საბოლოოდ ყოველგვარ სურვილს
და იმედს კარგავს ექიმებთან ურთიერთობის და მკურნალობისა, ამას ემატება ბევრი ექიმის
დაბალი კვალიფიკაცია და მათი არაკოლეგიალური დამოკიდებულება ერთმანეთთან (რასაკვირველია,
ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის ).
მოკლედ, პაციენტზე და შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა - ეს არის
ნამდვილი მკურნალობა, რომელიც თავის არსებობას ამართლებს და ეს მკურნალობა აუცილებლად
მოიცავს დაკვირვებას, პაციენტთან მჭიდრო ურთიერთობას და, რაც მთავარია, დროის ძალიან
დიდ მონაკვეთს. ექიმისგან კი ყველა იმ საშუალებების ფლობას, რაც არსებობს და თუ იგი
რომელიმე ინსტრუმენტს არ ფლობს, მაშინ აუცილებელია ქონდეს ინფორმაცია, თუ სად შეიძლება
პაციენტმა მიიღოს კვალიფიციური დახმარება ამ კუთხით, საჭიროა კოოპერაცია, გაცილებით
ბევრი ფიზიოლოგიური სამკურნალო მეთოდის ჩართვა მკურნალობაში და ასე შემდეგ.
მოკლედ, მედიცინა იცვლება, ადამიანის გარემო პირობებიც
იცვლება და მკურნალობაც უნდა შეიცვალოს, უნდა გადაიხედოს არსებული მკურნალობის სტანდარტები
(არა მგონია ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაეთანხმოს), მაგრამ მთავარია არსებობდეს
ასეთი სურვილი და მონდომება, გზა ყოველთვის გამოჩნდება. პაციენტს კი უნდა ქონდეს არჩევანი,
რომელ ექიმთან და რა სამკურნალო ღონისძიებებს მიმართოს, რაშიც აუცილებლად სახელმწიფო
უნდა დაეხმაროს - ფორმაც უნდა გამოინახოს ამისთვის. მთავარი ხომ საზოგადოების, ამ შემთხვევაში,
საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა,
ამიტომ ვიფიქროთ ერთად და ნუღარ გავიყოფით, გავერთიანდეთ, გამაერთიანებელი კი ჩვენი
პაციენტის ჯანმრთელობა იქნება.
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ასევე ნახეთ:
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
Комментариев нет:
Отправить комментарий