11.26.2013

არ მიიღოთ!

თემა იმდენად დიდი ჩანს, რომ მინდა შემოგთავაზოთ მეტი ინფორმაცია ამა თუ იმ პრეპარატთან დაკავშირებით. ამიტომ ვაპირებ ამ თემის გაშლას საერთო სათაურით არ მიიღოთ! მართალია, მე ძირითადად წინააღმდეგი ვარ ქიმიური პრეპარატების მიღებისა განსაკუთრებული აუცილებლობის არარსებობის გარეშე, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა ასე არ ფიქრობს, ამიტომ მინდა ის პრეპარატები მაინც წარმოვაჩინო, რომლებსაც სხვა ქვეყნებში აღარ იყენებენ აღმოჩენილი უარყოფითი შედეგების გამო. ამ სიაში ბევრი ისეთი პრეპარატია, რომელსაც დღესაც თავისუფლად ნიშნავენ ექიმები და ალბათ თქვენ ან თქვენს ახლობლებს აქვს ხშირ გამოყენებაში. მაშ ასე: დღევანდელი სტატიის გმირი არის  ფენაცეტინი, პარაცეტამოლი, ციტრამონი.

ფენაცეტინი მედიკოსების არსენალში ათეული წელია არსებობს. მას გააჩნია სიცხისდამწევი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და იწვევს ზომიერ ეიფორიას. იგი ხშირად გამოიყენება კოფეინთან ერთად, მაგალითად თავის ტკივილის ან ნევრალგიების დროს. პაციენტების წრე ძალიან დიდია, მიღების ასაკი - ერთი წლიდან.
დასავლეთ ევროპამ ეს პრეპარატი 30 წლის წინ ამოიღო (იგი შედიოდა 200-ზე მეტი წამლის დასახელებაში), რადგან იწვევდა თირკმელების ფუნქციის დარღვევას ან უეცარ შეჩერებას,  საშარდე გზებში სიმსივნეების წარმოქმნას, სისხლის ჰემოლიზს (ერითროციტების დაშლას) - პათოლოგიებს, რომელთაც  გარკვეული ღონისძიებების ჩატარების გარეშე სიკვდილის გამოწვევა შეუძლიათ.

დღეისთვის იგი ისევ შედის ბევრი წამლის შემადგენლობაში: კოციფილი, ასფენი, ციტრამონი, სედალგინი... არის უფრო ძვირადღირებული საზღვარგარეთ  წარმოებული, ასევე ჩვენს მიერ წარმოებული პრეპარატები, რომლებიც შეზღუდვის გარეშე იყიდება.
ციტრამონი ძალიან იაფია და თითქმის ყველას სახლში მოიძებნება. შეფუთვას თუ დააკვირდებით, მასზე ინფორმაცია  "ფენაცეტინის" ნეფრიტზე ან სხვა "გვერდით ეფექტებზე"  არ არის დატანილი. რატომ? გასაგები მიზეზების გამო, რადგანაც გაყიდვები არ მცირდება და ეს სერიოზული შემოსავლების წყაროა ბევრი მწარმოებლისთვის და გასაგებია, რომ საკუთარი ნებით ამ შემოსავალზე უარს არავინ იტყვის.

პარაცეტამოლი (61 სინონიმი გააჩნია) სინამდვილეში პოპულარულია მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში. დასავლეთში იგი სასიკვდილოდ საშიში პრეპარატების "შავ" სიაშია შეტანილი, რომელსაც ბევრი მცხვერპლი მოყვა, თანაც ძალიან დიდი ხნის წინ. პრეტენზიები მის მიმართ უკვე ნახევარი საუკუნეა გროვდება: აზიანებს თირკმელებს და ღვიძლს, თანაც ლეტალური გამოსავლით, ხოლო ხსნადი აბების და ფხვნილების სახით არის ინსულტის ფაქტორი. 1971 წელს დიდ ბრიტანეთში იგი გახდა 1500 ადამიანის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი. ფარმაკოინდუსტრიამ და სსრკ-ს შესაბამისმა ორგანოებმა დამალეს ეს ფაქტი. დღეს პარაცეტამოლი - ჩვენი ფარმაკოინდუსტრიის საფუძველია და იმპორტის ობიექტია, ხოლო "შუშხუნა" ტაბლეტები - ყველა სარეკლამო კომპანიის ლიდერი.



იყავით გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში




Комментариев нет:

Отправить комментарий