პაციენტის მონაწილეობა მკურნალობის პროცესში განსაკუთრებული საკითხია.
ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში ასირიელი ექიმი აბულ-ფარაჯი ეუბნებოდა თავის
პაციენტებს: "ჩვენ სამნი ვართ: მე, შენ და დაავადება. თუ შენ ჩემს მხარეს გადმოხვალ,
მაშინ ჩვენ იოლად ვაჯობებთ მას, ხოლო მე ერთი ვერ შევძლებ გაჯობოთ თქვენ ორს".
ამრიგად ზუსტად პაციენტი წყვეტს, მას უნდა დაავადების დამარცხება თუ არა.
როგორც პრაქტიკიდან ჩანს, არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის პაციენტები: ერთი ჯგუფი, რომელიც
დაინტერესებულია შედეგიანი მკურნალობით და ამას საქმითაც ადასტურებს, მეორე ჯგუფი, რომელიც "ტკბება" და "ერთობა" თავისი
დაავადებით, რითაც ხშირად თავსაც იწონებს და მესამე ჯგუფი, რომელსაც საერთოდ არ სურს განკურნება, შესაძლოა არც ექიმთან მივიდეს.
მართალია, ძალიან ბევრი საუბარია ექიმების როლზე სამკურნალო პროცესში,
მაგრამ არანაკლები როლი ამ პროცესში თავად პაციენტს ეკუთვნის. ამიტომ, გთავაზობთ ამონარიდს
ტიბეტური მედიცინის ტრაქტატიდან, სადაც მკვეთრად არის განსაზღვრული ორივე მკურნალობაში
მონაწილე მხარის როლი და შესაძლებლობები! იქნებ ბევრისთვის დასაფიქრებელი გახდეს.
არსებობს ტიბეტური მედიცინის ტრაქტატი "ჯუდ ში", სადაც ძალიან
მკაფიოდ არის განმარტებული, როდის შეიძლება ადამიანის განკურნება და როდის არა. თურმე,
ადამიანის განკურნება მაშინ არის ადვილი, თუ "ავადმყოფს შეუძლია გაიგოს
დაავადების გამომწვევი მიზეზი და გარემოებები".
ელისაბედ ბაზარონი "ტიბეტური მედიცინია". ულან-უდე, 1992 წ.
"ჯუდ შის" ტრაქტატის 26-ე თავში აღწერილია ექიმის სამკურნალო
ტაქტიკის პრაქტიკული საფუძვლები. ისტორიული ინტერესის გარდა მათ დღევანდელ დღესაც არ
დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა.
განხილულია ოთხი დებულება:
- როდესაც მკურნალობა იოლია;
- როდესაც მკურნალობა რთულია;
- როდის უნდა უმკურნალო, რომ ოდნავ განკურნო;
- როდის უნდა დატოვო მკურნალობის გარეშე.
"...ავადმყოფის მკურნალობა
იოლია, თუ ექიმმა სათანადოდ იცის
სამედიცინო მეცნიერების ყველა შემადგენელი ნაწილი და გამოირჩევა ზნეობრივი სიწმინდით,
როდესაც წამლები მომზადებულია ყველა წესის დაცვით და მათ გააჩნიათ ყველა სამკურნალო
ღირებულება;
- თუ თავად ავადმყოფი გონიერია, გააჩნია საღი
აზროვნება, ასრულებს ექიმის ყველა დარიგებას, შესწევს უნარი გაიგოს მიზეზი და დაავადების
გამომწვევი გარემოება;
- როდესაც დაავადების მკურნალობა ხორციელდება
დასაწყისში და მიმდინარეობს გართულებების გარეშე".
"მკურნალობა რთულია" ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების
საწინააღმდეგო მდგომარეობისას, ასევე იმ პირებში, ვინც დაუდევრად უყურებს ექიმებს,
ქარაფშუტებში, არასწორი ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანებში, რომლებმაც დაკარგეს
გამკურნების რწმენა და ა.შ.
"ოდნავ
სამკურნალო"
არის მაშინ, როდესაც ავადმყოფისთვის სამკურნალო რეჟიმს სარგებელი მოაქვს და
"კიდევ დარჩა სიცოცხლის დრო, რომელიც ბედმა არგუნა".
"მკურნალობის გარეშე" ავადმყოფი უნდა დატოვო მაშინ,
როდესაც მკურნალობას არ მოაქვს დადებითი შედეგები, როდესაც გამოვლინდება სიკვდილის
აშკარა ნიშნები, როდესაც ავადმყოფი დასნეულებულია "ცხრა საბოლოო, სიცოცხლის დამასრულებელი სენით".
"ცხრა საბოლოო სენში" ტიბეტში იგულისხმება:
- "სიცოცხლის ვადის ამოწურვა (ბუნებრივი
სიკვდილის დადგომა);
- ორგანიზმის მატერიალური სტიქიების ყველა შინაგანი კავშირების დარღვევა;
- სამკურნალო ეფექტის სრული არარსებობა (გარდაუვალი სასიკვდილო გამოსავალი ნებისმიერი მკურნალობისას);
- სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოების დაზიანება;
- სასიცოცხლო ენერგიების მოქმედების შეწყვეტა (დაავადების მიშვების გამო);
- სიცხის გადასვლა თავის უმაღლეს ზღვრამდე;
- ორგანიზმის სიცივის გადასვლა თავის უმდაბლეს ზღვრამდე;
- ორგანიზმის ძირითადი ძალების სრული გამოფიტვა;
- ზედმეტი გამოფიტვა (აგონიური მდგომარეობა)»..
იყავი გონიერი
პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ასევე ნახეთ:
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
Комментариев нет:
Отправить комментарий