იმ თვისებებიდან, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ სითხის მიღებისას არის მისი სიხისტეც. თქვენ თუ იცით როგორი სიხისტის წყალი მოდის თქვენი ონაკებიდან და რა ზემოქმედება აქვს ამ მახასიათებელს ადამიანის ჯანმრთელობაზე? არადა წყლის მომატებული ან შემცირებული სიხისტის გამო შესაძლებელია ისეთი დაავადებების წარმოქმნა, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თირკმელების პათოლოგია, კენჭოვანი დაავადებები და სხვა.
სიხისტე წყალში გახსნილი კალციუმის და მაგნიუმის მარილებზეა დამოკიდებული, რომელთაც "სიხისტის მარილებს" უწოდებენ. ზოგადი სიხისტე შედგება დროებითი (კარბონატული) და მუდმივი სიხისტისგან (არაკარბონატული). დროებითი სიხისტის მოშორება შესაძლებელია წყლის ადუღებით, რის შედეგადაც ჩნდება ნადები. არაკარბონატული სიხისტე იქმნება კალციუმის და მაგნიუმის სულფატებით, ქლორიდებით, ნიტრატებით, სილიკატებით, ფოსფატებით, მისი მოშორება ადუღებით შეუძლებელია. დროებითი სიხისტის შემცირებით მცირდება წყლის საერთო სიხისტეც, ამიტომ ეს მაჩვენებელი ისეთივე არამდგრადია, როგორც წყლის სხვა მახასიათებლები.
სიხისტის მაჩვენებელი სხვადასხვაგვარია სხვადასხვა ადგილებში, ზოგან იგი უფრო ხისტია, ზოგან უფრო რბილი, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შემადგენლობის ქანებს გაივლის წყალი თავის გზაზე.
ძირითადი ფაქტორი, რომელიც წყლის სიხისტეს განაპიორბებს - მასში კალციუმის და მაგნიუმის შემცველი მთის ქანების გახსნაა. ზედაპირული წყლები უფრო რბილია, ვიდრე მიწისქვეშა. ზედაპირული წყლების სიხისტე სეზონზეა დამოკიდებული, რომელიც მაქსიმუმს ზამთარში აღწევს. სიხისტის მინიმალური მაჩვენებელი წყალდიდობების და თოვლის დნობის პერიოდშია, როდესაც ნიადაგში დიდი რაოდენობის წვიმის ან დამდნარი თოვლის გამო მომატებული წყალი ხვდება.
ზღვები და ოკეანეები ყველაზე ხისტ წყალს შეიცავენ, ხოლო ყველაზე რბილი წვიმის და განაყინი წყლებია.
მაგალითად, შავი ზღვის საერთო სიხისტე 65,5 მმოლ/ლ, ხოლო მსოფლიო ოკეანის 130,5 მმოლ/ლ, მათ შორის Ca2+ მოდის 22,5 მმოლ/ლ, ხოლო Mg2+ - 108 მმოლ/ლ.
ასე გამოიყურება ნადები მიკროსკპში |
ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასურველია გარკვეული სიხისტის წყალი. ჩვეულებრივად, თუკი წყალი ხისტია იყენებენ დამარბილებლებს. ეს უკვე კარგად არის ნაცნობი ადამიანებისთვის, რადგანაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა ვერ იტანს ხისტ წყალს და ამისთვის საჭიროებს დარბილებას სხვადასხვა საშუალებებით.
რბილ წყალს აქვს ბევრი დადებითი თვისება, მაგალითად რბილი წყალი კარგია სახის და თმის მოსავლელად, მასში გარეცხვა იოლდება, გამოიყენება უფრო ნაკლები სარეცხი საშუალებები და სხვა. მაგრამ გარკვეული უარყოფითი მხარეც აქვს რბილი წყლის გამოყენებას, მართალია, იგი არ წარმოქმნის ნადებს, როგორც ეს ხისტი წყლის შემთხვევაში ხდება, სამაგიეროდ ხელს უწყობს კოროზიის განვითარებას. ასე რომ დასალევი და საყოფაცხოვრებო წყლის სიხისტე გარკვეულ ჩარჩოებში უნდა იყოს, რომ არ დააზიანოს არც ადამიანის ჯნმრთელობა და არც საყოფაცხოვრებო თუ გასათბობი სისტემები.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია არ იძლევა წყლის სიხისტის გარკვეულ ნიშნულს ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების მიხედვით, მაგრამ დადგენილია უკუკავშირი წყლის სიხისტესა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის (რაც ნაკლებია სიხისტე, მით მეტია გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები). ასევე არის მინიშნებები, რომ რბილი წყალი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმში მინერალურ ბალანსზე და შესაძლოა ისევე გამოიწვიოს მარილების დაგროვება, როგორც ეს მაღალი სიხისტის წყლის გამოყენების პირობებშია შესაძლებელი.
წყლის საერთო სიხისტე უნდა იყოს 1,5 მმოლ/ლ ფარგლებში.
ორგანიზმში მოხვედრილ კალციუმს უნარი აქვს გაამკვრივოს უჯრედოვანი და უჯრედშორისი კოლოიდები, ასევე იმოქმედოს უჯრედის მემბრანაზე. აღმოჩენილია კალციუმის იონების თვისება უჯრედების გარსების გამკვრივებასთან დაკავშირებით, ხოლო კალციუმის იონების არასაკმარისი კონცენტრაციისას ხდება უჯრედშორისი ბმულების დაშლა, კაპილარების კედლების გამტარიანობის გაზრდა, რაც წნევის მატებას იწვევს. ცნობილია კალციუმის დადებითი როლი სისხლის შედედების პროცესში.
მაგნიუმი ასევე საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის, იგი ყოველი უჯრედის შემადგენლობაშია და მუდმივად შედის ორგანიზმში საკვების და წყლის მეშვეობით. მაგნიუმის მარილები ყოველგვარ ნიადაგშია (გავრცელების თვალსაზრისით იგი ქიმიურ ელემენტებს შორის მერვე ადგილზეა) და აუცილებელია მცენარეებისთვის, რადგანაც იგი ქლოროფილის შემადგენლობაში შედის.
მაგნიუმის მომატებული რაოდენობა მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის, რადგანაც იწვევს ნერვული სისტემის დათრგუნვას, ე.წ. მაგნიუმის ნარკოზი. თუკი წყალში მაგნიუმის დიდი დოზითაა, იგი აზიანებს მამოძრავებელი ნერვების დაბოლოებებს, ხოლო კიდევ უფრო მეტი კონცენტრაციებისას მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მაგნიუმის მარილების ნარკოტიკული ზემოქმედება ითრგუნება კალციუმის იონებით. ორგანიზმის უჯრედებში მაგნიუმის იონების დიდი ნაწილი პლაზმის ცილებთან არის შეკავშირებული.
ამრიგად, არ შეიძლება სასმელი წყლის სიხისტის შემცირება 1,5 მმოლ/ლ-ზე ნაკლებად (თანაც კალციუმის რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 მგ/ლ, მაგნიუმისა კი არანაკლებ 10 მგ/ლ). სიხისტის მარილების ასეთი შემადგენლობა გაამაგრებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას და არ დააზიანებს წყლის მომარაგების სისტემას.
მარილების ნალექის წარმოქმნის უნარით გამო არის შესაძლებელი ასეთი უნიკალური ბუნებრივი საოცრებების ნახვა! |
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ასევე ნახეთ:
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
Комментариев нет:
Отправить комментарий