11.26.2013

არ მიიღოთ!

თემა იმდენად დიდი ჩანს, რომ მინდა შემოგთავაზოთ მეტი ინფორმაცია ამა თუ იმ პრეპარატთან დაკავშირებით. ამიტომ ვაპირებ ამ თემის გაშლას საერთო სათაურით არ მიიღოთ! მართალია, მე ძირითადად წინააღმდეგი ვარ ქიმიური პრეპარატების მიღებისა განსაკუთრებული აუცილებლობის არარსებობის გარეშე, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა ასე არ ფიქრობს, ამიტომ მინდა ის პრეპარატები მაინც წარმოვაჩინო, რომლებსაც სხვა ქვეყნებში აღარ იყენებენ აღმოჩენილი უარყოფითი შედეგების გამო. ამ სიაში ბევრი ისეთი პრეპარატია, რომელსაც დღესაც თავისუფლად ნიშნავენ ექიმები და ალბათ თქვენ ან თქვენს ახლობლებს აქვს ხშირ გამოყენებაში. მაშ ასე: დღევანდელი სტატიის გმირი არის  ფენაცეტინი, პარაცეტამოლი, ციტრამონი.

ფენაცეტინი მედიკოსების არსენალში ათეული წელია არსებობს. მას გააჩნია სიცხისდამწევი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და იწვევს ზომიერ ეიფორიას. იგი ხშირად გამოიყენება კოფეინთან ერთად, მაგალითად თავის ტკივილის ან ნევრალგიების დროს. პაციენტების წრე ძალიან დიდია, მიღების ასაკი - ერთი წლიდან.
დასავლეთ ევროპამ ეს პრეპარატი 30 წლის წინ ამოიღო (იგი შედიოდა 200-ზე მეტი წამლის დასახელებაში), რადგან იწვევდა თირკმელების ფუნქციის დარღვევას ან უეცარ შეჩერებას,  საშარდე გზებში სიმსივნეების წარმოქმნას, სისხლის ჰემოლიზს (ერითროციტების დაშლას) - პათოლოგიებს, რომელთაც  გარკვეული ღონისძიებების ჩატარების გარეშე სიკვდილის გამოწვევა შეუძლიათ.

დღეისთვის იგი ისევ შედის ბევრი წამლის შემადგენლობაში: კოციფილი, ასფენი, ციტრამონი, სედალგინი... არის უფრო ძვირადღირებული საზღვარგარეთ  წარმოებული, ასევე ჩვენს მიერ წარმოებული პრეპარატები, რომლებიც შეზღუდვის გარეშე იყიდება.
ციტრამონი ძალიან იაფია და თითქმის ყველას სახლში მოიძებნება. შეფუთვას თუ დააკვირდებით, მასზე ინფორმაცია  "ფენაცეტინის" ნეფრიტზე ან სხვა "გვერდით ეფექტებზე"  არ არის დატანილი. რატომ? გასაგები მიზეზების გამო, რადგანაც გაყიდვები არ მცირდება და ეს სერიოზული შემოსავლების წყაროა ბევრი მწარმოებლისთვის და გასაგებია, რომ საკუთარი ნებით ამ შემოსავალზე უარს არავინ იტყვის.

პარაცეტამოლი (61 სინონიმი გააჩნია) სინამდვილეში პოპულარულია მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში. დასავლეთში იგი სასიკვდილოდ საშიში პრეპარატების "შავ" სიაშია შეტანილი, რომელსაც ბევრი მცხვერპლი მოყვა, თანაც ძალიან დიდი ხნის წინ. პრეტენზიები მის მიმართ უკვე ნახევარი საუკუნეა გროვდება: აზიანებს თირკმელებს და ღვიძლს, თანაც ლეტალური გამოსავლით, ხოლო ხსნადი აბების და ფხვნილების სახით არის ინსულტის ფაქტორი. 1971 წელს დიდ ბრიტანეთში იგი გახდა 1500 ადამიანის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი. ფარმაკოინდუსტრიამ და სსრკ-ს შესაბამისმა ორგანოებმა დამალეს ეს ფაქტი. დღეს პარაცეტამოლი - ჩვენი ფარმაკოინდუსტრიის საფუძველია და იმპორტის ობიექტია, ხოლო "შუშხუნა" ტაბლეტები - ყველა სარეკლამო კომპანიის ლიდერი.



იყავით გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში




11.25.2013

აცრები

http://www.pro-life.by/bioetika/medicine/zhertvy-vaktsiny-trebuyut-prekrashheniya-programm-vaktsinatsii/
gardasil-foto1-300x225
Девушки, пострадавшие от вакцины против рака шейки матки в Японии добиваются полного прекращения субсидирования государственной программы вакцинации препаратами Церварикс и Гардасил, сообщаетJapantimes.
Восемь девушек вместе с родителями обратились к министру здравоохранения Японии Норихиса Тамура для рассмотрения этого дела.  Школьницы в возрасте от 14 до 18 лет, четыре из которых прикованы к инвалидной коляске, и их родители являются членами Национальной ассоциации жертв вакцинации против рака шейки матки и их родителей.
Позднее Мика Мацуфуджи констатировал, что во время встречи с пострадавшими в Министерстве здравоохранения, труда и социальной защиты населения Тамуре вручили пять петиций. Основным требованием была отмена программы по вакцинации.
nn20130825a1a-870x649
Среди других требований была просьба к правительству принять более решительные меры для выяснения причины побочных эффектов и поиска средств для их лечения. Побочные эффекты варьировались от судорог и эпилептических припадков до головной боли и даже частичного паралича.
В апреле Сейм пересмотрел закон о профилактической вакцинации, в результате чего девочки от 14 до 18 лет могли бесплатно сделать прививку против рака шейки матки. Однако консультативная группа министерства здравоохранения убедила правительство прекратить вакцинацию после вывода о том, что тяжелые симптомы скорее всего были вызваны вакциной.
15 июня министерство дало указание по имеющимся сведениям местным властям прекратить вакцинацию девочек от 12 до 16 лет Цервариксом и Гардасилом в свете сообщений о постоянных побочных реакциях. Местные власти, действуя от лица центрального правительства, давали указание делать прививки.
На встрече с Тамура девочки, родители и ассоциация попросили правительство ещё раз пересмотреть закон по вакцинации, чтобы официально исключить вакцинацию против рака шейки матки из списка субсидируемых центральным правительством.
«Не проходит и мгновения, чтобы я не страдала от боли, и я хочу, чтобы правительство нашло лекарство», – призналась семнадцатилетняя старшеклассница из Йокохамы. «Я не хочу, чтобы правительство продолжало рекомендовать эту вакцину».
Девочка рассказала, что начала испытывать сильную боль по всему телу и головную боль после третьей инъекции Цервариксом в апреле 2011. Процедура состоит из трёх инъекций на протяжении шести месяцев.
Шестнадцатилетняя девушка в инвалидном кресле, чьи руки и ноги тряслись во время пресс-конференции и  встречи с Тамура, призналась, что не может оставаться одна.
«Наверняка существует множество девочек, страдающих от тех же симптомов, что и я, не понимая, что их состояние результат вакцинации».
«Я сделала это (пришла на пресс-конференцию), потому что хочу, чтобы те девочки знали о связи между вакцинацией и их недугами»,  – заявила девушка.
Тосиэ Икеда, член Муниципального собрания Хино, являющийся генеральным секретарём ассоциации, присутствовал на встрече с Тамура и процитировал его слова: «Я в курсе необходимости создать команду для изучения данной проблемы и сбора актуальной информации по количеству вреда здоровью, причинённого населению».
Мацуфуджи, чья дочь находилась среди четырех в инвалидных креслах, процитировал обращение министра: «Решение будет принято после того, как правительство завершит своё расследование».
Согласно Д-ру Сотаро Сато, исследовавшему множество жертв от вакцинации, судороги, неспособность ходить и непроизвольные движения рук и пальцев ног вызваны энцефаломиелитом, воспалением мозга и спинного мозга. «Вакцина против рака шейки матки, которая по своим свойствам относится к вспомогательным лекарственным веществам, часто приводит к энцефаломиелиту», – констатирует доктор.
«Так как во многих случаях вакцины приводят к образованию аутоиммунных антител против нейронных волокон мозга, они приводят к демиелинизирующим заболеваниям», – сказал Сотаро Сато, добавив, что во многих случаях они также приводят к церебральному васкулиту.
«В результате церебрального васкулита иммунная система организма атакует кровяные сосуды в мозгу, что часто ведет к кровотечениям», – отмечает Сато, управляющий  больницы в Осаке, префектуры Мияги.
Использование Церварикса, изготовленного ОАО GlaxoSmithKlein, Британия, было разрешено в 2009 году. За ним в 2011 последовал Гардасил, изготовленный Merck Sharp & Dohme (известный в США как Merck & Co.)
Министерство докладывает о получении в общем 1968 сообщений по побочным реакциям, а также приводит цифру в 3,28 млн девушек, подвергшихся вакцинации до 31 марта. Ассоциация заявляет, что это только верхушка айсберга.
По словам Тосиэ Икеда, доктора зачастую отказывают родителям пациентов в просьбе зарегистрировать случай побочной реакции, что необходимо для получения правительственной компенсации. Это происходит, потому что они боятся привлечения к ответственности за вакцинацию или потому что им неизвестно, что вакцина может вызывать побочные реакции.
Перевод Антона Гусева

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

11.24.2013

როგორი პაციენტი ხართ?

პაციენტის მონაწილეობა მკურნალობის პროცესში განსაკუთრებული საკითხია.

ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში ასირიელი ექიმი აბულ-ფარაჯი ეუბნებოდა თავის პაციენტებს: "ჩვენ სამნი ვართ: მე, შენ და დაავადება. თუ შენ ჩემს მხარეს გადმოხვალ, მაშინ ჩვენ იოლად ვაჯობებთ მას, ხოლო მე ერთი ვერ შევძლებ გაჯობოთ თქვენ ორს". ამრიგად ზუსტად პაციენტი წყვეტს, მას უნდა დაავადების დამარცხება თუ არა.

როგორც პრაქტიკიდან ჩანს, არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის პაციენტები: ერთი ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია შედეგიანი მკურნალობით და ამას საქმითაც ადასტურებს, მეორე ჯგუფი, რომელიც "ტკბება" და "ერთობა" თავისი  დაავადებით, რითაც ხშირად თავსაც იწონებს  და მესამე ჯგუფი, რომელსაც საერთოდ არ სურს განკურნება, შესაძლოა არც ექიმთან მივიდეს.

მართალია, ძალიან ბევრი საუბარია ექიმების როლზე სამკურნალო პროცესში, მაგრამ არანაკლები როლი ამ პროცესში თავად პაციენტს ეკუთვნის. ამიტომ, გთავაზობთ ამონარიდს ტიბეტური მედიცინის ტრაქტატიდან, სადაც მკვეთრად არის განსაზღვრული ორივე მკურნალობაში მონაწილე მხარის როლი და შესაძლებლობები! იქნებ ბევრისთვის დასაფიქრებელი გახდეს.

არსებობს ტიბეტური მედიცინის ტრაქტატი "ჯუდ ში", სადაც ძალიან მკაფიოდ არის განმარტებული, როდის შეიძლება ადამიანის განკურნება და როდის არა. თურმე,  ადამიანის განკურნება მაშინ  არის ადვილი, თუ "ავადმყოფს შეუძლია გაიგოს დაავადების გამომწვევი მიზეზი და გარემოებები".
ელისაბედ ბაზარონი "ტიბეტური მედიცინია". ულან-უდე, 1992 წ.


"ჯუდ შის" ტრაქტატის 26-ე თავში აღწერილია ექიმის სამკურნალო ტაქტიკის პრაქტიკული საფუძვლები. ისტორიული ინტერესის გარდა მათ დღევანდელ დღესაც არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა.
განხილულია ოთხი დებულება:

  •        როდესაც მკურნალობა იოლია;
  •         როდესაც მკურნალობა რთულია;
  •         როდის უნდა უმკურნალო, რომ ოდნავ განკურნო;
  •         როდის უნდა დატოვო მკურნალობის გარეშე.

"...ავადმყოფის მკურნალობა იოლია, თუ ექიმმა სათანადოდ იცის სამედიცინო მეცნიერების ყველა შემადგენელი ნაწილი და გამოირჩევა ზნეობრივი სიწმინდით, როდესაც წამლები მომზადებულია ყველა წესის დაცვით და  მათ გააჩნიათ ყველა სამკურნალო ღირებულება;
- თუ თავად ავადმყოფი გონიერია, გააჩნია საღი აზროვნება, ასრულებს ექიმის ყველა დარიგებას, შესწევს უნარი გაიგოს მიზეზი და დაავადების გამომწვევი გარემოება;
- როდესაც დაავადების მკურნალობა ხორციელდება დასაწყისში და მიმდინარეობს გართულებების გარეშე".

"მკურნალობა რთულია" ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების საწინააღმდეგო მდგომარეობისას, ასევე იმ პირებში, ვინც დაუდევრად უყურებს ექიმებს, ქარაფშუტებში, არასწორი ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანებში, რომლებმაც დაკარგეს გამკურნების რწმენა და ა.შ.

 "ოდნავ სამკურნალო" არის მაშინ, როდესაც ავადმყოფისთვის სამკურნალო რეჟიმს სარგებელი მოაქვს და "კიდევ დარჩა სიცოცხლის დრო, რომელიც ბედმა არგუნა".

"მკურნალობის გარეშე" ავადმყოფი უნდა დატოვო მაშინ, როდესაც მკურნალობას არ მოაქვს დადებითი შედეგები, როდესაც გამოვლინდება სიკვდილის აშკარა ნიშნები, როდესაც ავადმყოფი დასნეულებულია "ცხრა საბოლოო, სიცოცხლის  დამასრულებელი სენით".

"ცხრა საბოლოო სენში" ტიბეტში იგულისხმება: 

  1. "სიცოცხლის ვადის ამოწურვა (ბუნებრივი სიკვდილის დადგომა);
  2. ორგანიზმის მატერიალური სტიქიების ყველა შინაგანი კავშირების დარღვევა;
  3. სამკურნალო ეფექტის სრული არარსებობა (გარდაუვალი სასიკვდილო გამოსავალი ნებისმიერი მკურნალობისას);
  4. სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოების დაზიანება;
  5. სასიცოცხლო ენერგიების მოქმედების შეწყვეტა (დაავადების მიშვების გამო);
  6. სიცხის გადასვლა თავის უმაღლეს ზღვრამდე;
  7. ორგანიზმის სიცივის გადასვლა თავის უმდაბლეს ზღვრამდე;
  8. ორგანიზმის ძირითადი ძალების სრული გამოფიტვა;
  9. ზედმეტი გამოფიტვა (აგონიური მდგომარეობა)»..




იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

11.21.2013

გსურთ დაამარცხოთ ალერგია?

დღევანდელი სტატიის სურვილი გამიჩინა  ალერგიის თაობაზე ჩემს ერთ ძველ პაციენტთან საუბარმა. იმედია, თქვენთვის სარგებლის მომტანი იქნება ის, რასაც ქვემოთ ვწერ.

 ადამიანებს არ სჯერათ, რომ ამ პრობლემისგან თავის დაღწევა შესაძლებელია და, ალბათ, ამით აიხსნება ის, რომ მას თავს ვერ აღწევენ. საქმეს რაც უფრო რთულად წარმოადგენ, მით უფრო რთულდება, ამიტომ სჯობს გავაიოლოთ. მაშ ასე, მართალია, მე ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვი, მაგრამ რასაც ვწერ ჩემმა პროფესიულმა საქმიანობამ დამანახა, რომ ქმედითი და შედეგიანია.

მანქანაში ყოველთვის ჩართული მაქვს რადიო და ერთხელაც ვუსმენდი სამედიცინო გადაცემას, რომელშიაც საუბარი იყო მზის ალერგიაზე.

პაციენტის კითხვა: - რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც აქვს მზის ალერგია?
მოწვეული ექიმის პასუხი: - პირველ რიგში მოერიდოს მზის პირდაპირ სხივებს, ატაროს მზისგან დამცავი სათვალე, დაიხუროს მზისგან დამცავი ქუდი, ჩაიცვას ისე, რომ მზის სხივი არ ეკარებოდეს მის კანს, თანაც ხშირად გამოიყენოს ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები და ჩამოთვლილი იყო შესაბამისი პრეპარატები......

როგორი მოსასმენი და გასაკეთებელია ეს პაციენტისთვის? როგორ ფიქრობთ მარტივი გზაა? მგონი არ გავს შედეგიან ბუნებრივ გამოსავალს, უფრო პრობლემისგან გაქცევას.

 მზის ალერგია - ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც მე, ჯერ კიდევ  პირველი კურსის სტუდენტი,  შვილის გაზრდის პროცესში წავაწყდი. მინდა გითხრათ, რომ მაშინ ჩემთვის სახელმძღვანელოს  კარაბადინი წარმოადგენდა. ძალიან ბევრი რეცეპტი ამოვიკითხე და გამოვიყენე კიდეც, მაგრამ შედეგი... შედეგი მხოლოდ სისტემას მოაქვს....

შედეგი რომ მივიღე, ამას გვიან მივხვდი, როდესაც შვილის სხვა სკოლაში გადაყვანის პროცესში ექიმს გაკვირვება შევატყვე, როცა ვუთხარი, რომ მზის ალერგია ჰქონდა-თქო... ხო, სასიამოვნო იყო ჩემთვის მისი გაოცება და გამოკითხვა, მაგრამ რატომღაც განკურნების მაგალითებითაც ვერ დაარწმუნებ ზოგიერთ ჩემს კოლეგას, რომ ეს გზა უფრო ეფექტურია. ამას ივიწყებენ, როდესაც ტრენიგებზე სტანდარტების გამუდმებით გამეორებას და დასწავლას სთხოვენ. სამწუხაროა!

დავუბრუნდეთ ზემოთ მოყვანილ მაგალითს.. მინდა პასუხი აქედან, ამ ბლოგის ფურცლებიდან გავცე, რომ ზემოთმოყვანილი მკურნალობა - არ გახლავთ ასეთი მდგომარეობების ადეკვატური გამოსავალი, რადგან იგი არანაირად არ ითვალისწინებს ორგანიზმის დახმარებას მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მხოლოდ ხელს უწყობს ასეთი მდგომარეობის დროებით გარკვეულ ჩარჩოში მოქცევას, რომელსაც მრავალი უარყოფითი შედეგები მოყვება.


რომელიღაც მკვლევარი ამბობდა, რომ ალერგია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში არის რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უნდა იყოსო. ჩვენს ენაზე რომ გადმოვიყვანოთ, შეიძლება ავხსნათ ასე: ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების დარღვევის გამო ისეთი შუალედური პროდუქტები წარმოქიმნება, რომელთა დაგროვებაც იწვევს   ალერგიული რეაქციის გამომჟღავნებას. თუ ასე დავინახავთ ალერგიის პროცესს და არა ისე, რომ ორგანიზმი უეცრად იწყებს ერთსა და იგივე, ადრე უვნებელ ნივთიერებაზე განსხვავებული რეაქციის გამოვლენას, მაშინ საქმე გაცილებით უფრო იოლად გამოჩნდება, მკურნალობაც უფრო მარტივი და გასაგები ხდება.

ეხლა დავსვათ იგივე კითხვა, რაც დასვა თავის დროზე რადიომსმენელმა: რა ზომებს უნდა მიმართოს ადამიანმა?

უპირველეს ყოვლისა უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც ორიენტაციას აიღებს არა არსებულ სტანდარტებზე, არამედ ორგანიზმის მოთხოვნილებებზე. ასეთი ექიმების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება და იმედია, საბოლოოდ, როგორც ხშირად ვწერ, ყველა მიმართულების ექიმი ორგანიზმის მხარეს დადგება და არა მის საწინააღმდეგოდ, უბრალოდ ეს თემა კარგად უნდა გადაიხედოს, რაც საგანმანათლებლო პროცესს უკავშირდება.

 ექიმი გამოკითხვის და ანალიზების საფუძველზე დაადგენს, თუ როგორ ფუნქციონირებს ორგანიზმი, როგორია გამომყოფი სისტემების მდგომარეობა, როგორი დაბალანსებულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაში მონაწილე ნივთიერებების რაოდენობა, ხოლო შემდგომ გარკვეულ ზომებს შემოგთავაზებთ, თუ როგორ შეამციროთ მავნე და დააბალანსოთ საჭირო ნივთიერებების რაოდენობა ორგანიზმში.

დიდი მნიშვნელობა ამ დროს, რა თქმა უნდა ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ენიჭება გამწმენდი ღონისძიებების ხარისხს და სახეობებს. მთავარია, მაქსიმალურად ამოქმედდეს ორგანიზმის თვითგაწმენდის მექანიზმები და მოხდეს ეს ყველაზე უსაფრთხოდ პაციენტისთვის.

მკურნალობის შემდეგი ასპექტი მოიცავს იმ ნივთიერებების რაოდენობრივ კომპენსირებას, რომლის ნაკლებობის გამოც მოხდა მეტაბოლური დარღვევები.

 ჩემი პრაქტიკული მუშაობიდან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა, რომ ყველაზე მკვეთრად ვლინდება კალციუმის და იოდის ნაკლებობა, რაც პრაქტიკულად ბევრ შემთხვევაში უგულვებელყოფილია სტანდარტულ მკურნალობაში: კალციუმის დონის განსაზღვრა ხდება მხოლოდ სისხლში მისი შემცველობით, რაც არანაირად არ არის საკმარისი, ხანდახან ხდება დენსიტომეტრიის გამოყენება, რაც უკეთესია, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი დასკვნის გამოსატანად.

შემდეგი პრობლემა კი სისხლში იოდდამოკიდებული ჰორმონების განსაზღვრაა, რაც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ხშირად არ შეესაბამება რეალობას და ეს სერიოზული პრობლემაა, რაც გაუმართლებლად იწვევს იოდდეფიციტის მქონე პირების ჯანმრთელ კატეგორიაში  გადაყვანას. ეს თემა ჩემი სერიოზული დაფიქრების საკითხად იქცა და ყოველთვის ანალიზების გადამოწმების სხვა ხერხებს მივმართავ პაციენტში იოდდეფიციტის უფრო ზუსტად გამოვლენის მიზნით, რადგანაც იოდის მეტაბოლიზმი და იოდდამოკიდებული ჰორმონები - ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მართვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რაც პირდაპირ უკავშირდება ალერგიული პროცესების განვითარებას.

გარდა ამისა, მედიცინაში კარგადაა ცნობილი, რომ კალციუმის პრეპარატები თავისთავად არაჩვეულებრივი ალერგიისსაწინააღმდეგო და ანთებისსწინააღმდეგო საშუალებებია, რომელთა გამოყენება პრაქტიკულად ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, სხვა ანტიალერგიული საშუალებების გამოყენებასთან შედარებით, განსაკუთრებით თუ სწორად არის შერჩეული პრეპარატის შემადგენლობა და ფორმა.


კარგი დამხმარე საშუალებები მოიპოვება ასევე მცენარეულ სამყაროში, მხოლოდ საჭიროა ფრთხილი და ზომიერი დამოკიდებულება, რადგანაც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გვერდითი ეფექტების მიღება, ამიტომ ისევ ექიმის ზედამხედველობაა სასურველი, ხოლო თუ გამოცდილი გაქვთ და იცით, თუ რომელი მცენარე იწვევს თქვენს ორგანიზმში დადებით ზემოქმედებას ალერგიის დროს, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ, როგორც დამხმარე საშუალება.

და კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის მდგომარეობას ალერგიულ პაციენტებში -  ეს არის გაკაჟება. სამწუხაროა, მაგრამ გაკაჟება იშვიათად გამოიყენება, როგორც სამკურნალო საშუალება, განსაკუთრებით ასეთი დაავადებისას, მაგრამ მას აქვს ძალიან ძლიერი ზემოქმედება: იგი იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის ორგანიზმის შინაგან რესურსებს, ზრდის წინააღმდეგობას დაავადებების მიმართ და სხვა.
ნუ უარჰყოფთ ამ  უმარტივეს სამკურნალო საშუალებას პაციენტები, რომლებიც შეწუხებული ხართ ალერგიის შეტევებით! შეიტანეთ იგი თქვენი ცხოვრების აუცილებელ პროცედურად, ისე, როგორც არის იგი მოწოდებული,  და თქვენი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება!

ასეთია ჩემი ალერგიის წარმატებული მკურნალობის კონცეპცია! დაგაინტერესათ აქ მოყვანილმა იდეებმა, შეგიძლიათ განახორციელოთ ისინი პრაქტიკაში! კონცეპცია მუშაობს მხოლოდ ერთი პირობით - ეს არ არის რომელიმე ერთი ღონისძიება, რომელიც თქვენი სურვილით შეირჩევა - ეს არის მწყობრი სისტემა, რომელიც ყოველდღიურ ძალისხმევას მოითხოვს და ამავდროულად მოქმედებს მთლიან ორგანიზმზე, ამიტომაც მოაქვს დადებითი შედეგი!

იცხოვრეთ ალერგიის გარეშე! გისურვებთ ჯანმრთელობას!



ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში




11.15.2013

რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?

მინდა შევეხო  მკურნალობის ალტერნატიულობის საკითხს. ბოლო დროს პოპულარული გახდა ასეთი გამოთქმა - ალტერნატიული მკურნალობა, ალტერნატიული მედიცინა, რაც მთლად მართებულად არ მიმაჩნია. მართალია ამ საკითხს ბევრჯერ შევეხე, იხილეთ ჩემი სტატიები, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო ბევრია მოსაფიქრებელი და სალაპარაკო.

საქმე იმაშია, რომ მკურნალობის მთავარი მიზანი - ადამიანისთვის ჯანმრთელობის დაბრუნება - გაჯანსაღებაა. არსებობს მეთოდები, რომლებიც ამას ახორციელებენ და ეს მეთოდები უამრავია: დაწყებული მასაჟიდან, დამთავრებული უჩვეულო აღმოსავლური პრაქტიკებით, აქ არის სტანდარტულიც, კლასიურიც და "ალტერნატიულიც". მაგრამ თავად მკურნალობა,  არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ვერანაირად ვერ ჯდება რომელიმე პროცედურის ან მეთოდის გამოყენების პერიოდში, იგი კომბინაცია და დინამიკაა.

ჩვენი ორგანიზმი ყოველდღე განიცდის მავნე ზემოქმედებების გავლენას, მას ყოველდღე უწევს გარკვეული სამუშაოს შესრულება, რომელიც ამ ფაქტორების ნეირტალიზებას სჭირდება და ამიტომ პირობითად ჯანმრთელი ადამიანიც კი ავად ხდება, თუ მას არ აქვს ეს გათვალისწინებული თავის ცხოვრებაში რამენაირი გზით, აქაც ბევრი ვარიანტია შესაძლებელი. ამრიგად, ჯანმრთელობა მიიღწევა ყოველდღიური სისტემური ღონისძიებებით, რომელიც მიმართული უნდა იყოს, როგორც მთლიანი ორგანიზმის გაჯანსაღებისა, ისე კონკრეტული არსებული ჯანმრთელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.


ამიტომ, მე მგონი,  უნდა დამთავრდეს ეს დაყოფის პერიოდი მედიცინასა და მკურნალობაში და გამოყენებულ უნდა იქნას ყველაფერი ისე, რომ პაციენტმა მიიღოს საჭირო რეკომენდაციები და დანიშნულება, სადაც ასახული იქნება მისი მდგომარეობის შესაბამისი აუცილებელი მკურნალობა, რომელიც მაქსიმალურად დამზოგველი იქნება მისი ორგანიზმისთვის. უნდა ამუშავდეს ყველა ის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდი, რომლის სარგებელი მეცნიერულად დადასტურებულია და ყოველივე ჩადგეს ადამიანის გაჯანსაღების გამოყენებაში, მხედველობაში მაქვს ის მეთოდები, რომელზედაც "თვალებს ხუჭავენ" და "ვერ ამჩნევენ".

რადგანაც ამ გაყოფის შედეგად ყველაზე მეტად ზარალდება ზუსტად პაციენტი, რომელიც ერთი ექიმიდან მეორესთან გადადის და საბოლოოდ ყოველგვარ სურვილს და იმედს კარგავს ექიმებთან ურთიერთობის და მკურნალობისა, ამას ემატება ბევრი ექიმის დაბალი კვალიფიკაცია და მათი არაკოლეგიალური დამოკიდებულება ერთმანეთთან (რასაკვირველია, ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის ).
მოკლედ, პაციენტზე  და შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა - ეს არის ნამდვილი მკურნალობა, რომელიც თავის არსებობას ამართლებს და ეს მკურნალობა აუცილებლად მოიცავს დაკვირვებას, პაციენტთან მჭიდრო ურთიერთობას და, რაც მთავარია, დროის ძალიან დიდ მონაკვეთს. ექიმისგან კი ყველა იმ საშუალებების ფლობას, რაც არსებობს და თუ იგი რომელიმე ინსტრუმენტს არ ფლობს, მაშინ აუცილებელია ქონდეს ინფორმაცია, თუ სად შეიძლება პაციენტმა მიიღოს კვალიფიციური დახმარება ამ კუთხით, საჭიროა კოოპერაცია, გაცილებით ბევრი ფიზიოლოგიური სამკურნალო მეთოდის ჩართვა  მკურნალობაში და ასე შემდეგ.


მოკლედ, მედიცინა იცვლება, ადამიანის გარემო პირობებიც იცვლება და მკურნალობაც უნდა შეიცვალოს, უნდა გადაიხედოს არსებული მკურნალობის სტანდარტები (არა მგონია ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაეთანხმოს), მაგრამ მთავარია არსებობდეს ასეთი სურვილი და მონდომება, გზა ყოველთვის გამოჩნდება. პაციენტს კი უნდა ქონდეს არჩევანი, რომელ ექიმთან და რა სამკურნალო ღონისძიებებს მიმართოს, რაშიც აუცილებლად სახელმწიფო უნდა დაეხმაროს - ფორმაც უნდა გამოინახოს ამისთვის. მთავარი ხომ საზოგადოების, ამ შემთხვევაში,  საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა, ამიტომ ვიფიქროთ ერთად და ნუღარ გავიყოფით, გავერთიანდეთ, გამაერთიანებელი კი ჩვენი პაციენტის ჯანმრთელობა იქნება.



იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!   

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

11.13.2013

რა იცით ნეგლერიაზზე?

ამა წლის ივნისში არკანზასის შტატის ბავშვთა საავადმყოფოში ექიმები იბრძოდნენ 12 წლის კელი ხარდიგის სიცოცხლისთვის, რომელიც ტბაში ბანაობისას ამებური მენინგოენცეფალიტით დაავადდა. ეს გახლავთ ტბის ამება Naegleria fowleri, რომელიც ტვინის ქსოვილით იკვებება. აქამდე ეს დიაგნოზი ნიშნავდა, რომ ავადმყოფი იცოცხლებდა რამოდენიმე დღეს, საბედნიეროდ კელი გადაურჩა ამ ინფექციას  ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენების გამო.

ამებური მენინგოენცეფალიტის პათოლოგიური ჰისტოლოგია ნეგლერიაზისას. სურ. საიტიდან cdc.gov


გოგონამ სიკვდილის გამომწვევი ინფექცია ივნისის ბოლოს  Willow Springs Water Park-ში ყოფნისას  (ლიტლ როკი, არკანზასის შტატი) შეიძინა, თანაც ამ პარკში ეს ნეგლერიაზის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, წინა შემთხვევა 2010 წელს მოხდა. იმის შემდეგ, რაც  25 ივლისს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის არკანზასის განყოფილებამ დაადასტურა, რომ კელი ნადვილად Naegleria fowleri -ით არის დაინფიცირებული, პარკი დაიკეტა. 

Naegleria fowleri

დედის სიტყვებიდან გამომდინარე, საშიში სიმპტომები მას პარკში ყოფნიდან მეორე დღეს აღენიშნა - მაღალი, დაუმორჩილებელი ტემპერატურა, მუდმივი ღებინება, საშინელი თავის ტკივილი. კელი სწაფად იქნა გადაყვანილი შტატის ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც ზურგის ტვინის სითხეში აღმოჩენილ იქნა ამება. გოგონა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ტვინის ქსოვილის  გასაუმჯობესებლად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში სხეულის ტემპერატურის დაწევის ფონზე. 

 Naegleria fowleri - არის Vahlkampfiidae-ს ოჯახიდან, პირველად აღწერილია ავსტრალიაში 1960-ან წლებში. პარაზიტი ძირითადად ბინადრობს თბილწყლიან ბუნებრივ რეზერვუარებში (ტბები, მდინარეები), სადაც წყალმცენარეებით და ბაქტერიებით იკვებება, ასევე შესაძლოა დაბინძურებულ საცურაო ბასეინებშიც შეგვხვდეს.
Naegleria fowleri-ს თავის ტვინში შეღწევის გზა

 ამებები ადამიანის ორგანიზმში  ბანაობისას ნესტოებში ხვდებიან, შემდეგ ყნოსვითი ნერვის არხში,  თავის გზას ღრღნიან და მოძრაობენ ტვინისკენ, სადაც იწყებენ მისი უჯრედებით კვებას, რაც პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტის სახით არის ცნობილი. 
პირველადი სიმპტომებია - გახევებული კისერი, თავის ტკივილები, ტემპერატურის მატება, ღებინება. შემდეგ ჩნდება თავის ტვინის დაზიანებასთან დაკავშირებული ჰალუცინაციები, ქცევითი ცვლილებები, კრუნჩხვები და კომა. სიკვდილი, როგორც წესი, დგება პირველი სიმპტომების აღმოჩენიდან 3-7 დღის შემდეგ.




CDC -ის მონაცემებით, 1995-2004 წწ. აშშ-ში ტბის ამებამ 23 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო მხოლოდ 2007 წელს Naegleria fowleri-ით ინფიცირების გამო ექვსი ამერიკელი გარდაიცვალა. 2011 წელს ნეგლერიაზის 2 შემთხვევა იქნა დადგენილი ამერიკაში ცხვირის ონკანის წყლით გამორეცხვის შემდეგ, ხოლო ორი დაინფიცირების შემთხვევა ღია წყალსაცავში ბანაობის შემდეგ. ყველა შემთხვევა სიკვდილით დასრულდა.
მსოფლიოში Naegleria fowleri-ის სასიკვდილო თვისებების აღმოჩენის შემდეგ დარეგისტრირებულია რამოდენიმე ასეული შემთხვევა, მათ შორის მხოლოდ სამი - ერთი კალიფორნიაში - 1987 წ., მეორე მექსიკაში - 2003 წელს და მესამე კელის შემთხვევაა, რომელიც გამოჯანმრთელებით დასრულდა. როგორც თვლიან, ამ შემთხვევებში ნაკლებად ვირულენტურ შტამებზეა საუბარი.

 ყურადღება მიაქციეთ წარწერებს.

ჩვეულებრივ, ნეგლერიაზის შემთხვევაში ავადმყოფები წამლებს ღებულობენ იმ პროტოკოლით, რომელიც დაეხმარა კალიფორნიელ პაციენტს გამოჯანმრთელებაში - ამფოტერიცინ B, ფლუკონაზოლის, დექსამეტაზონის, რიფამპიცინის და ცეფტრიაქსონის კომბინაცია, მაგრამ იგი მხოლოდ მექსიკელი პაციენტისთვის აღმოჩნდა გადამრჩენი.

კელი ხარდიგის შემთხვევაში მკურნალმა ექიმებმა CDC-ს მიმართეს  ექსპერიმენტული წამლისთვის, რომლის სახელწოდება არ ხმაურდება.
სავარაუდოდ, საუბარია პრეპარატ მილტეფოზინზე (miltefosine).
როგორც CDC-ის ოფიციალურ საიტზეა მითითებული, ამ ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომელიც პირველად ძუძუს კიბოს და ლეიშმანიოზის სამკურნალოდ იყო მოწოდებული, ჯერ ვერ მიიღო FDA -ს თანხმობა. მაგრამ ლაბორატორიულ პირობებში მილტეფოზინმა, რამოდენიმე ზემოთმოყვანილ პრეპარატთან ერთად კარგი აქტივობა აჩვენა რიგი პარაზიტის მიმართ, მათ შორის  Naegleria fowleri. ამას გარდა მილტეფოზინის გამოყენება უკვე სცადეს ადამიანებში სხვა სასიკვდილო ამებების ინფიცირებისას - Balamuthia mandrillaris და Acanthamoeba, რამაც წარმატება მოიტანა.

კელის მკურნალი ექიმის, სანჯივა პასალა-ს სიტყვებით, ექსპერიმენტული პრეპარატით თერაპიის დაწყების შემდეგ გოგონას ზურგის ტვინის სითხეში აღარ აღინიშნებოდა  Naegleria fowleri -ს არსებობა. "დღითიდღე მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა და ჩვენ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი," -აცხადებდა ექიმი. 
 კელი ხარდიგის სიცოცხლეს ეს საფრთხე უკვე აღარ ემუქრება! 

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში