10.02.2014

ვარჯიში ჰიპერაქტიული დარღვევის ყურადღების დეფიციტს მკურნალობს.

ფიზიკური მოძრაობა აუმჯობესებს ტვინის ცენტრს, მეხსიერებას და შესწავლის მოქნილობას; ახალი კვლევა აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოსწრებისთვის.

ჯეიმს ჰამბლინსეპი, 20 2014.
სურათზე:
ელექტროფიზიოლოგიური ცვლილებები, რამლებიც წარმოადგენენ ტვინის დამუშავების უნარს და გონებრივ მუშაობას სააზროვნო ამოცანისას, რომელიც მოითხოვს შესრულების კონტროლს საექსპერიმენტო და საკონტროლო ჯგუფებში. წითელი წარმოადგენს უდიდეს ამპლიტუდას, ხოლო ლურჯი, უმცირესს.(Hillman et al, Pediatrics/The Atlantic)


გონებრივმა ვარჯიშებმა ყურადღების ხანგრძლივობის გასაზრდელად (ან მის აღსადგენად) თავი აჩვენეს, როგორც ამფეტამინების დამატება ან ალტერნატივა ჰიპერაქტიული დარღვევის ყურადღების დეფიციტისას  (Attention Deficit Hyperactivity Disorder (ADHD)). შემეცნებითი კონტროლის შექმნა, იმისთვის, რომ ყურადღება მიპყრობილ იქნას მხოლოდ ერთ საგანზე ან ერთ ამოცანაზე, შესაძლოა შემოტანილ იქნას რეგულარულ პრაქტიკაში სპეციალიზებული ვიდეო თამაშის სახით, რომელიც აძლიერებს "დაღმავალ" შემეცნებით მოდულაციას, როგორც პოპულარულ გაზეთ "Nature"   მოხდა შარშან. ცივი, მაგრამ განყენებული. უგემოვნო, მაგრამ ნათლად მიმართული იმისკენ, რასაც ADHD ეპიდემიისკენ მიმართული  ძველი ფიზიკური აქტივობის გეგმა ჰქვია.

ამ დილით სამედიცინო ჟურნალმა Pediatrics-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ბავშვებს, რომლებმაც მინაწილეობა მიიღეს რეგულარული ფიზიკური აქტივობის პროგრამაში მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ გონებრივი მახასიათებლები და ტვინის ფუნქცია. ეს კვლევები, ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორ ჩარლზ ჰილმანის და მისი კოლეგების თქმით, "აჩვენებს ფიზიკური პროგრამის ზემოქმედებას შესრულების კონტროლზე და ეხმარება ბავშვობის შემეცნების გაუმჯობესებასა და ტვინის ჯანმრთელობას". ეს ცოტა უცნაურად ჩანს, რადგანაც ეს არის ის რაღაც, რასაც დახმარება სჭირდება, რადგანაც ეს უცნაურია, დიახ. ფიზიკური აქტივობა ნამდვილად დიდი, მაღალპროდუქტიული ინვესტიციაა ყველა ბავშვისთვის, განსაკუთრებით ყურადღებიანებისთვის ან ჰიპერაქტიულებისთვის. ესეთი კვლევები კიდევ იბეჭდება და მასზე იწერება, როგორც ახალ აღმოჩენაზე, ნაწილობრივ იმის გამო, რომ სავარჯიშო პროგრამები ბავშვებისთვის რჩება დაუფინანსებელი და არაპრიორიტეტული მრავალი სკოლის გეგმაში, მაშინაც, როდესაც ვარჯიშები ნათლად მნიშვნელოვნად ზრდის კლასში გატარებული დროის სარგებლიანობას.

ამ შემთხვევაში ხდება შესრულების კონტროლის გაუმჯოპბესება, რომელიც შედგება აკრძალვის (განყენების შეწინააღმდეგება, ყურადღების მიქცევა), სამუშაო მეხსიერების და შესწავლის მოქნილობისგან (გადართვა ამოცანებს შორის). ზემოთ მოყვანილი სურათი აჩვენებს ტვინის აქტივობას ბავშვების ჯგუფებში, რომელთაც გააკეთეს პროგრამა და რომელთაც არ გაუკეთებიათ. მნიშვნელოვანი განსხვავებაა, მაგრამ ცოტა ამაღელვებელი. კვლევა მხოლოდ 9 თვის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ, როდესაც შენ მხოლოდ 7 წლის ხარ, 9 თვე ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ კლასში  ლურჯი თავით იჯდე.

სასურველია განიხილებოდეს ბავშვებისთვის მეტი სავარჯიშოების ჩართვის შესაძლებლობები.

უფრო ადრე ამ თვეში სხვა კვლევამ აჩვენა, რომ 12 კვირიანი სავარჯოშო პროგრამა აუმჯობესებს მათემატიკის და კითხვის ტესტის ქულებს ყველა ბავშვთან, განსაკუთრებით კი ADHD-ის სიმპტომების მქონე ბავშვებში.  ADHD-ის დროს დაზიანებულია შესრულების ფუნქციონირება, რასაც  მათემატიკასა და კითხვას უკავშირებენ). მთავარი მკვლევარი ალან სმიტი, მიჩიგანის შტატის კინეზიოლოგიის განყოფილების თავმჯდომარე, არაფერი უთქვამს, როდესაც პრესისთვის განაცხადა "ადრეული  კვლევები გვაფიქრებინებს, რომ ფიზიკური აქვივობა დადებით ზემოქმედებას ახდენს ADHD-ის მქონე ბავშვებზე".

შარშან მსგავსი კვლევების შედეგები Journal of Attention Disorders-ში იყო ნაჩვენები, 26 წუთიანი ფიზიკური აქტივობა 8 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად არბილებდა ADHD სიმპტომებს დაწყებითი სკოლის ბავშვებში. კვლევის მოკრძალებული დასკვნა  ასეთი იყო "ფიზიკური აქტივობა ბევრ საიმედოს აძლევს ADHD-ის სიმპტომების მქონე ბავშვებს". მკვლევარები ასევე წერენ, რომ ეს კვლევები  "ფრთხილად გამოსაკვლევია შემდგომში".

"თუ ფიზიკური აქტივობა დადგენილი იქნება, როგორც ADHD ეფექტური ჩარევა",  განაგრძობენ  ისინი, "ასევე მნიშვნელოვანი იქნება - მივმართოთ ფიზიკური აქტივობის დამატებით შესაძლებლობებსა და არსებული მკურნალობის სტრატეგიებს...", რაც არის ფენომენალური ხარისხის  დაყოვნება იმ დაჩქარებასთან შედარებით, რომლითაც მილიონობით ბავშვს ამფეტამინები და სხვა სტიმულატორები წარუდგინეს ADHD-სთან მიმართებით. რეცეპტების რაოდენობა მხოლოდ 2007-დან 2011წლებში მატულობს 34.8-დან 48,4 მილიონამდე. ფარმაცევტული ბაზარი დაავადების ირგვლივ გაიზარდა რამოდენიმე მილიარდი დოლარით ამ წელს, მაშინ, როდესაც სკოლის ვარჯიშების ინიციატივები არ იქნა ასეთივე ენთუზიაზმით აღქმული. მაგრამ, თქვენ იცით, მეტი კვლევა პოტენციურად იძლევა რჩევის საშუალებას ბავშვებისთვის მეტი ვარჯიშების შესაძლებლობების დანერგვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

სურათზე ილინოისის სკოლის შემდგომი ბავშვების ფიზიკური აქტივობის პროგრამა
 (L. Brian Stauffer)

ფიზიკური უმოძრაობის პანდემია, როგორც ჟურნალ Pediatrics-ის დღევანდელ სტატიაში ჰილლმანი და მისი კოლეგები წერენ, არის "გლობალური ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე", რომელიც პასუხისმგებელია დაავადებებისგან ნაადრევი სიკვდილის შემთხვევათა 10%. მაგრამ ეს სიკვდილზე უფრო მეტად სხვა გზით ვლინდება სქოლასტიკური ცვლილებების ჩათვლით, რომლებსაც ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ.
წინა კვირას მე ვესაუბრე პოლ ნისტედს, შვედეთის   ჯონკოპინგის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების ასოცირებულ პროფესორს, რომელმაც ეხლახანს გამოსცა საერთაშორისო კვლევა, სადაც ნაჩვენებია, რომ მსუქანი მოზარდები 18 პროცენტით ნაკლებ ფულს შოულობენ მოზრდილ ასაკში, ვიდრე მათი არამსუქანი თანატოლები და ეს მაშინაც, თუ ისინი მსუქნები აღარ არიან.  მას სჯერა, რომ ამის მიზეზი ის სავალალო სიტუაციაა, როდესაც მსუქანი ბავშვები ზემოქმედებას განიცდიან თანაკლასელებისა და მასწავლებლებისგან, რომელიც იწვევს როგორც შემეცნებით, ისე არა შემეცნებით განსხვავებებს მსუქან და არამსუქან ბავშვებში. რადგან მსუქანი ბავშვები  ნაკლებ შეძლებული ოჯახებიდან არიან, ეს მხოლოდ ზრდის განსხვავებას და ახრჩობს მობილურობას. ნისტედტი და მისი კოლეგები ასკვნიან, "ბავშვობის სიმსუქნეს აქვს ხანგრძლივი ზემოქმედება ერების ეკონომიკურ ზრდასა და პროდუქტულობაზე".

ჯონ რეიტს, ჰარვარდის ფსიქიატრიის ასოცირებულ პროფესორს, სჯერა, რომ ხალხი ფიქრობს, რომ ვარჯიში ADHD-ის მკურნალობაა. ძალიან მსუბუქი ფიზიკური აქტივობაც კი აუმჯობესებს განწყობას და შემეცნების უნარს ტვინზე ზემოქმედებით და დოპამინის და სეროტონინის გამოყოფით, ეს იგივე გზაა, რაც Adderall-ის მსგავსი წამლებით სტიმულირება. 2012 რეიტი ამტკიცებდა, რომ ფიზიკური ვარჯიში "ნამდვილად ჩვენი ტვინისთვისაა". როგორც წესი, მე არავის ვენდობი ვინც TED talk-ში აკეთებს მოხსენებას. მაგრამ, შესაძლოა ამ შემთხვევაში ეს კონსტრუქციული გზაა იმისთვის, რომ ვამოძრაოთ სხეული. მაგრამ არა ინვერსია, სადაც რიტალინის მიღება ვარჯიშად ითვლება.

მასალა ნათარგმნია საიტიდან: http://www.theatlantic.com/health/archive/2014/09/exercise-seems-to-be-beneficial-to-children/380844/

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ასევე ნახეთ:


და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში


8.01.2014

8 ჩვევა, რომელიც თირკმელებს აზიანებს

თირკმელები მნიშვნელოვანი ორგანოებია, ისინი წარმართავენ შარდვის პროცესს, ორგანიზმიდან ფილტრავენ ნარჩენებს და ზედმეტ სითხეს. მიუხედევად იმისა, რომ თირკმელები ჩვენი სხეულის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მილიონობით ადამიანი არ უფრთხილდება მათ და თირკმლის დაავადებით იღუპება.  ჩვენ გვახასიათებს ბევრი  ჩვევა, რომელიც მავნეა თირკმელებისთვის. ჩამოგითვლით რამოდენიმეს, რომელსაც უნდა ვერიდოთ თირკმელების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად:

1. მცირე რაოდენობის წყლის მიღება
თუ ჩვენ წყლის საკმარის რაოდენობას არ ვღებულობთ  - ეს ყოველდღიურად აზიანებს თირკმლის ქსოვილს. თირკმელების მთავარი ფუნქცია - მეტაბოლური ნარჩენებისგან ორგანიზმის გაწმენდა და ერტითროციტების ბალანსის რეგულირებაა. როდესაც ჩვენ  არ ვღებულობთ საკმარისი რაოდენობის წყალს, თირკმლის სისხლის მიმოქცევა მცირდება, და, შედეგად, სისხლში  ტოქსინების რაოდენობა იზრდება.

2. დიდი ხნით გადავსებული შარდის ბუშტი
ერთ-ერთი  ჩვენი მავნე ჩვევა - მოშარდვის გადადებაა. თუ დიდი ხნის განმავლობაში არ დავცლით გადავსებულ შარდის ბუშტს,  საშარდე ტრაქტში შესაძლოა გაჩნდეს დამატებითი გართულებები: კუნთის - დეტრუზორის ჰიპერტროფია ამის გართულებების ერთ-ერთი მაგალითია და იგი შეიძლება გახდეს დივერტიკულის წარმოქმის მიზეზი. ჰიპერნეფროზი (შარდის წნევის მატება თირკმელებზე) - ეს შესაძლო გართულებების მეორე მაგალითია, იგი იწვევს  წნევის ქრონიკულ ზემოქმედებას თირკმელებზე, რასაც შედეგად თირკმლის უკმარისობა და დიალიზის აუცილებლობა მოყვება. შარდვის შეუკავებლობა ასევე ხანგრძლივი შარდვის შეკავების სერიოზული გართულებაა.


3. ნატრიუმის ჭარბი მოხმარება
მოხმარებული ნატრიუმის ათვისება - ჩვენი თირკმელების კიდევ ერთი ფუნქციაა. მოხმარებული მარილი - ნატრიუმის პირველი წყაროა, ხოლო  მიღებული ნატრიუმის უმეტესობა უნდა გამოიყოს. თუ ჩვენ ბევრ მარილს მივირთმევთ, თირკმელები იტვირთება ნატრიუმის გამოყოფით, რამაც, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების ხანგრძლივი სტრესი. ამერიკელების 90% ძალიან ბევრ მარილს მოიხმარს, საჭიროა მოხმარებული მარილის რაოდენობის მართვა.

4. კოფეინის ჭარბი მოხმარება
როდესაც წყურვილს ვგრძნობთ, ჩვენ ხშირად წყლის ნაცვლად ვირჩევთ უალკოჰოლო  და გაზიან სასმელებს. უალკოჰოლო სასმელების უმეტესობა კოფეინს შეიცავს. კოფეინმა შეიძლება გაზარდოს წნევა, ხოლო მაღალი წნევა აზიანებს თირკმელებს. გამოკვლევების თანახმად, ჯანმრთელი ზრდასრული  ადამიანების უმეტესობა დღეში მოიხმარს  დაახლოებით ორ ან ოთხ ჭიქა თურქულ ყავას და ამით თავს აღწევს კოფეინის დამაზიანებელ ზემოქმედებას.


5. ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება
ტკივილგამაყუჩებლების მიღება მცირე ტკივილის დროს - ეს არის ის მავნე ჩვევა, რომელიც ბევრ ადამიანს აქვს. ტკივილგამაყუჩებლებს აქვთ მძიმე გვერდითი მოვლენები და შეუძლიათ დააზიანონ სხვადასხვა ორგანოები, როგორიცაა თირკმელები. კვლევებმა აჩვენა, რომ  ტკივილგამაყუჩებლების მიღება დიდი ხნით ამცირებს სისხლის მიმოქცევას და აუარესებს თირკმელების ფუნქციას.

6. ზედმეტი ცილა რაციონში
წითელი ხორცის ან სხვა ცილებით მდიდარი საკვების ზედმეტ მიღებას შეუძლია დააზიანოს თირკმელების ფუნქციონირების პირობები. ცილებით მდიდარი დიეტა სასრგებლოა, თუკი თქვენ არ იტანჯებით თირკმელების დაავადებით და თქვენი ექიმი არ გინიშნავთ ცილის შემზღუდველ დიეტას. ზედმეტი ცილა ზრდის მეტაბოლურ დატვირთვას თქვენს თირკმელებზე.


7. გაციების და გრიპის იგნორირება
ზოგადი გაციებისა და გრიპის იგნორირებამ შესაძლოა თირკმელების დაზიანება გამოიწვიოს. კვლევენბა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ავადმყოფობის ისტორიაში თირკმელების დაავადება აღენიშნებოდათ,  გაურბოდნენ წოლას ავადმყოფობის დროს.  ასევე კვლევებიდან ჩანს, რომ თირკმელების დაავადების მქონე ადამიანები ამინდის ცვლილებების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან.


8. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
ალკოჰოლის მიღებისას ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას მის რაოდენობას, მან საფრთხე არ უნდა შეუქმნას ჩვენ ჯანმრთელობას. ალკოჰოლის ზედმეტი რაოდენობის მიღება თირკმელების დამაზიანებელი ჩვევაა. ალკოჰოლი შეიცავს ტოქსინებს, რომელიც თირკმელების სტრესს იწვევს და აზიანებს მათ.

თირკმელებს არ აქვთ შვებულება!

ისინი  დღეში 24 საათს მუშაობენ და კვირაში 7 დღე ფილტრავენ სისხლს.
ყოველდღიურად  180 ლიტრი სისხლი 225 კილომეტრის სიგრძის თირკმლის მილებსა და ფილტრებში ცირკულირებს, რაც ნებისმიერი სხვა ორგანოს სისხლმომარაგებაზე 4-ჯერ მეტია. 
 სისხლის მთლიანი მოცულობა  საათში 12-ჯერ გადის თირკმელებს
თირკმელები ახორციელებენ სისხლის მოცულობის 99%-ის რეაბსორბციას და გადანაწილებას. 
გაფილტრული სისხლის მხოლოდ 0,1% (1-2ლ) გარდაიქმნება შარდად. 





მასალა მომზადებულია შემდეგი სტატიის გამოყენებით: http://positivemed.com/2013/12/01/8-common-habits-may-damage-kidneys/

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!



ასევე ნახეთ:


და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში


7.30.2014

ბანანი - ძველებურად აღარასოდეს შეხედავთ მას!

ბანანი შეიცავს სამ ბუნებრივ შაქარს - სუკროზას, ფრუქტოზას და გლუკოზას, ასევე ბოჭკოებს. ჩვენ ვიცით, რომ ბანანი გვაძლევს ენერგიის სწრაფ, მყარ და მნიშვნელოვან  მატებას. მაგრამ, მხოლოდ ენერგია არ არის ის, რაც გვკვებავს და გვაჯანმრთელებს. უკვე დამტკიცებულია, რომ ბანანი  გვეხმარება მრავალი დაავადების და პრობლემის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში, თავისი სარგებლიანობის გამო ის არის უპირველესი პროდუქტი მსოფლიოს წამყვანი ათლეტებისთვის - ამის წაკითხვის შემდეგ თქვენ ალბათ იტყვით - დღეში ერთი ბანანი და აღარავითარი ექიმი აღარ დამჭირდება.
ვნახოთ, როგორ შეუძლია თავმდაბალ ბანანს დაგვეხმაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გააუმჯობესოს ჩვენი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა:
დეპრესია: MIND-ის მორიგმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა დეპრესიის მქონე პირთა ჯგუფზე, აჩვენა, რომ  მხოლოდ ბანანის მირთმევის შემდეგ ისინი თავს გაცილებით უკეთ გრძნობდნენ. ბანანი შეიცავს ტრიპტოფანს, ცილას, რომელიც სეროტონინად გარდაიქმნება და ადუნებს ორგანიზმს, აუმჯობესებს განწყობას და, საერთოდაც,  ბედნიერების შეგრძნება მოაქვს. ეს კვლევა დამატებით ამტკიცებს იმას, რომ დეპრესია შესაძლოა სეროტონინის დისბალანსმა  გამოიწვიოს. ფაქტია, რომ სეროტონინს სხვანაირად  ბედნიერების ჰორმონს ეძახიან.
შეკრულობა: ბოჭკოების მაღალი შემცველობის გამო ბანანის რეგულარული მიღება ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს, რის გამოც  საფაღარათო საშუალებების გამოყენება საჭირო აღარ არის.
წნევა: კალიუმის უჩვეულოდ მაღალი  და მარილის დაბალი შემცველობა ბანანს მაღალი წნევის მკურნალობისას ძლიერ ბუნებრივ საშუალებად ხდის.  ხოლო წნევის შემცირებისა და ინფარქტების რისკის შემცირების გამო აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციაში  ბანანის მთელი ინდუსტრიაა დაშვებული.
ნაბახუსევი:  ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე სწრაფი, მარტივი და ჯანსაღი გზა არის ბანანის კოქტეილის მიღება რძესთან და თაფლთან ერთად. ბანანი ამშვიდებს კუჭის მოქმედებას და თაფლთან ერთად აღადგენს სისხლში შაქრის დონეს, ხოლო რძე ამშვიდებს და ატენიანებს კუჭ-ნაწლავს.

წყლული: ბანანი, მისი ტექსტურისა და სირბილის გამო ხშირად გამოიყენება, როგორც დიეტური პროდუქტი რამოდენიმე ნაწლავური პრობლემის გადასაწყვეტად. იგი ასევე ეხმარება მაღალი მჟავიანობის ნეიტრალიზებაში და ამცირებს კუჭის ლორწოვანის ნებისმიერ ანთებას.

გულძმარვა: დადგენილია ბანანის ანტაციდური მოქმედება. შემდეგში, როდესაც გულძმარვა შეგაწუხებთ , ეცადეთ მიირთვათ ბანანი სწრაფი, ბუნებრივი და რბილი შვებისთვის.

პმს: ქალებისთვის - ტაბლეტების ნაცვლად უბრალოდ მიირთვით ბანანი. ვიტამინ B6 დიდი შემცველობა მოაწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, რაც მნიშვნელოვანია თქვენი განწყობისთვის.

ნერვული სისტემა:   ბანანი შეიცავს ესენციური B ვიტამინების დიდ რაოდენობას, რაც, როგორც ცნობილია, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ავსტრიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ სამსახურში არსებული დაძაბულობა იწვევს ისეთი კომფორტული საკვების სურვილს, როგორიცაა შოკოლადი და ჩიპსები. მათ შეისწავლეს ჰოსპიტალის 5000 პაციენტი და დაადგინეს, რომ ძალიან ბევრ პაციენტს დაძაბული სამსახური ჰქონდა.  შედეგი ასეთ დასკვნას იძლევა - " პანიკით გამოწვეული შიმშილის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სისხლში შაქრის დონის კონტროლი ყოველ 2 საათში ერთხელ მაღალი ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღებით". ასე, რომ აუცილებლად უნდა წაიღოთ ბანანი სამსახურში.

ანემია: ბანანი შეიცავს ბევრ რკინას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისხლში ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად და  ბუნებრივი  იარაღია ანემიის სამკურნალოდ.

მწერების ნაკბენები: გამოიყენეთ ბანანის კანი, როგორც მწერების კბენის საწინააღმდეგო კრემი,  დაკბენის შემთხვევაში - ნაკბენზე უბრალოდ წაისვით ბანანის კანის შიდა მხარე. ეს ხერხი ცნობილია, როგორც შეშუპებისა და ანთების შემცირების ბუნებრივი საშუალება.

ტემპერატურის კონტროლი:  სხვადასხვა კულტურაში ბანანს იყენებენ, როგორც "გამაგრილებელ" ხილს, რომელიც ამცირებს ფიზიკურ და ემოციურ ტემპერატურას ფეხმძიმე ქალებში. ტაილანდში, მაგალითად, ფეხმძიმე ქალები რეგულარულად ღებულობენ ბანანს, რადგანაც მათი ბავშვები გრილი ტემპერატურით გაჩნდნენ.

ცუდად ყოფნა დილაობით: ბანანის მიღება ძირითად ულუფებს შორის ზრდის სისხლში შაქრის დონეს და მნიშვნელოვნად ამცირებს დილაობით ცუდად ყოფნის სიმპტომებს.

ტვინის  კვება: 2013 წელს Twickenham-ის სკოლაში ჩატარდა თანამედროვე კვლევა, რომელშიც  გამოცდების ჩაბარების პერიოდში მყოფი 200 სტუდენტი მონაწილეობდა და ბანანს  საუზმეზე, დილის შესვენებისას და ლანჩზე იღებდა. კვლევის თანახმად ეს მათ მნიშვნელოვნად დაეხმარა კონცენტრაციისა და ენერგიის კუთხით, წინა კვლევებმა კი გამოკვეთეს, რომ კალიუმის მაღალი შემცველობა სწავლის პროცესს უწყობს ხელს, რადგან მოსწავლეები უფრო ყურადღებიანები ხდებიან.  


ასე რომ, ბანანს შეუძლია იყოს ბუნებრივი სამკურნალო საშუალება სხვადასხვა სიტუაციაში. ვაშლს რომ შევადაროთ, იგი 4-ჯერ მეტ ცილას შეიცავს, 2-ჯერ მეტ ნახშირწყლებს, 3-ჯერ მეტ ფოსფორს, 5-ჯერ მეტ Aვიტამინს და რკინას და 2-ჯერ მეტ სხვა ვიტამინს და მინერალს. იგი ძალიან მდიდარია კალიუმით და ჯანმრთელობის ექსპერტებისა და პროფესიონალების მიერ აღიარებულია, როგორც არსებულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ღირებულების მქონე საკვები.
გამოყენებული წყარო:

Source : http://www.karenstan.net
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!



და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში