8.01.2014

8 ჩვევა, რომელიც თირკმელებს აზიანებს

თირკმელები მნიშვნელოვანი ორგანოებია, ისინი წარმართავენ შარდვის პროცესს, ორგანიზმიდან ფილტრავენ ნარჩენებს და ზედმეტ სითხეს. მიუხედევად იმისა, რომ თირკმელები ჩვენი სხეულის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მილიონობით ადამიანი არ უფრთხილდება მათ და თირკმლის დაავადებით იღუპება.  ჩვენ გვახასიათებს ბევრი  ჩვევა, რომელიც მავნეა თირკმელებისთვის. ჩამოგითვლით რამოდენიმეს, რომელსაც უნდა ვერიდოთ თირკმელების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად:

1. მცირე რაოდენობის წყლის მიღება
თუ ჩვენ წყლის საკმარის რაოდენობას არ ვღებულობთ  - ეს ყოველდღიურად აზიანებს თირკმლის ქსოვილს. თირკმელების მთავარი ფუნქცია - მეტაბოლური ნარჩენებისგან ორგანიზმის გაწმენდა და ერტითროციტების ბალანსის რეგულირებაა. როდესაც ჩვენ  არ ვღებულობთ საკმარისი რაოდენობის წყალს, თირკმლის სისხლის მიმოქცევა მცირდება, და, შედეგად, სისხლში  ტოქსინების რაოდენობა იზრდება.

2. დიდი ხნით გადავსებული შარდის ბუშტი
ერთ-ერთი  ჩვენი მავნე ჩვევა - მოშარდვის გადადებაა. თუ დიდი ხნის განმავლობაში არ დავცლით გადავსებულ შარდის ბუშტს,  საშარდე ტრაქტში შესაძლოა გაჩნდეს დამატებითი გართულებები: კუნთის - დეტრუზორის ჰიპერტროფია ამის გართულებების ერთ-ერთი მაგალითია და იგი შეიძლება გახდეს დივერტიკულის წარმოქმის მიზეზი. ჰიპერნეფროზი (შარდის წნევის მატება თირკმელებზე) - ეს შესაძლო გართულებების მეორე მაგალითია, იგი იწვევს  წნევის ქრონიკულ ზემოქმედებას თირკმელებზე, რასაც შედეგად თირკმლის უკმარისობა და დიალიზის აუცილებლობა მოყვება. შარდვის შეუკავებლობა ასევე ხანგრძლივი შარდვის შეკავების სერიოზული გართულებაა.


3. ნატრიუმის ჭარბი მოხმარება
მოხმარებული ნატრიუმის ათვისება - ჩვენი თირკმელების კიდევ ერთი ფუნქციაა. მოხმარებული მარილი - ნატრიუმის პირველი წყაროა, ხოლო  მიღებული ნატრიუმის უმეტესობა უნდა გამოიყოს. თუ ჩვენ ბევრ მარილს მივირთმევთ, თირკმელები იტვირთება ნატრიუმის გამოყოფით, რამაც, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების ხანგრძლივი სტრესი. ამერიკელების 90% ძალიან ბევრ მარილს მოიხმარს, საჭიროა მოხმარებული მარილის რაოდენობის მართვა.

4. კოფეინის ჭარბი მოხმარება
როდესაც წყურვილს ვგრძნობთ, ჩვენ ხშირად წყლის ნაცვლად ვირჩევთ უალკოჰოლო  და გაზიან სასმელებს. უალკოჰოლო სასმელების უმეტესობა კოფეინს შეიცავს. კოფეინმა შეიძლება გაზარდოს წნევა, ხოლო მაღალი წნევა აზიანებს თირკმელებს. გამოკვლევების თანახმად, ჯანმრთელი ზრდასრული  ადამიანების უმეტესობა დღეში მოიხმარს  დაახლოებით ორ ან ოთხ ჭიქა თურქულ ყავას და ამით თავს აღწევს კოფეინის დამაზიანებელ ზემოქმედებას.


5. ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება
ტკივილგამაყუჩებლების მიღება მცირე ტკივილის დროს - ეს არის ის მავნე ჩვევა, რომელიც ბევრ ადამიანს აქვს. ტკივილგამაყუჩებლებს აქვთ მძიმე გვერდითი მოვლენები და შეუძლიათ დააზიანონ სხვადასხვა ორგანოები, როგორიცაა თირკმელები. კვლევებმა აჩვენა, რომ  ტკივილგამაყუჩებლების მიღება დიდი ხნით ამცირებს სისხლის მიმოქცევას და აუარესებს თირკმელების ფუნქციას.

6. ზედმეტი ცილა რაციონში
წითელი ხორცის ან სხვა ცილებით მდიდარი საკვების ზედმეტ მიღებას შეუძლია დააზიანოს თირკმელების ფუნქციონირების პირობები. ცილებით მდიდარი დიეტა სასრგებლოა, თუკი თქვენ არ იტანჯებით თირკმელების დაავადებით და თქვენი ექიმი არ გინიშნავთ ცილის შემზღუდველ დიეტას. ზედმეტი ცილა ზრდის მეტაბოლურ დატვირთვას თქვენს თირკმელებზე.


7. გაციების და გრიპის იგნორირება
ზოგადი გაციებისა და გრიპის იგნორირებამ შესაძლოა თირკმელების დაზიანება გამოიწვიოს. კვლევენბა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ავადმყოფობის ისტორიაში თირკმელების დაავადება აღენიშნებოდათ,  გაურბოდნენ წოლას ავადმყოფობის დროს.  ასევე კვლევებიდან ჩანს, რომ თირკმელების დაავადების მქონე ადამიანები ამინდის ცვლილებების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან.


8. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
ალკოჰოლის მიღებისას ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას მის რაოდენობას, მან საფრთხე არ უნდა შეუქმნას ჩვენ ჯანმრთელობას. ალკოჰოლის ზედმეტი რაოდენობის მიღება თირკმელების დამაზიანებელი ჩვევაა. ალკოჰოლი შეიცავს ტოქსინებს, რომელიც თირკმელების სტრესს იწვევს და აზიანებს მათ.

თირკმელებს არ აქვთ შვებულება!

ისინი  დღეში 24 საათს მუშაობენ და კვირაში 7 დღე ფილტრავენ სისხლს.
ყოველდღიურად  180 ლიტრი სისხლი 225 კილომეტრის სიგრძის თირკმლის მილებსა და ფილტრებში ცირკულირებს, რაც ნებისმიერი სხვა ორგანოს სისხლმომარაგებაზე 4-ჯერ მეტია. 
 სისხლის მთლიანი მოცულობა  საათში 12-ჯერ გადის თირკმელებს
თირკმელები ახორციელებენ სისხლის მოცულობის 99%-ის რეაბსორბციას და გადანაწილებას. 
გაფილტრული სისხლის მხოლოდ 0,1% (1-2ლ) გარდაიქმნება შარდად. 





მასალა მომზადებულია შემდეგი სტატიის გამოყენებით: http://positivemed.com/2013/12/01/8-common-habits-may-damage-kidneys/

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!



ასევე ნახეთ:


და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში


1 комментарий:

  1. Анонимный13/3/22 12:45

    Alter-Native : 8 ჩვევა, რომელიც თირკმელებს აზიანებს >>>>> Download Now

    >>>>> Download Full

    Alter-Native : 8 ჩვევა, რომელიც თირკმელებს აზიანებს >>>>> Download LINK

    >>>>> Download Now

    Alter-Native : 8 ჩვევა, რომელიც თირკმელებს აზიანებს >>>>> Download Full

    >>>>> Download LINK

    ОтветитьУдалить