აი ეს სურათიც!
მართალია, შეიძლება სხვა ზღვების ან ოკეანეების პლაჟებზე დასასვენებლად წასვლა, მაგრამ ამით შავი ზღვის დაბინძურების პრობლემა არ გადადის მეორე პლანზე: ჯერ ერთი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ზუსტადაც ამ ზღვაზე ისვენებს, თანაც იგი ჩვენს ტერიტორიაზეა ანუ ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება იმას, რომ როგორც არ უნდა ჩაყო თავი ქვიშაში და ვერ დაინახო ეს პრობლემა, ამით პრობლემა არ ქრება. ასევე დამაფიქრებელია, რომ სულ უფრო მატულობს დამსვენებელთა დაავადებების რიცხვი დასვენების პერიოდში, რაც ამ პრობლემისადმი არავის უნდა ტოვებდეს გულგრილს და განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, რადგანაც ზღვის დაბინძურებასთან ერთად აქ ბევრი სხვა პრობლემაც არსებობს. თანაც ცოდოა ადამიანი, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში მოაგროვა დასვენებისთვის განკუთვნილი ფული და შედეგად კი საავადმყოფოში მოხვედრა უწევს, რაღა დასვენებაზე და ძალების აღდგენაზეა საუბარი, პირიქით.
ბოლო დროს სანაპიროზე დალაგებული სანაგვე ურნები მეტ-ნაკლებად უკეთეს გარემოს ქმნის, მაგრამ აქ მთავარია მიდგომა და ჩვენი ყოველის შინაგანი კულტურა, რომელიც არავის აღუზრდია ჩვენში (განათლების სფეროს ნაკლია) და რომელიც მისახედია სერიოზული სახელმწიფოებრივი ღონისძიებების მეშვეობით (თუ ვინმე არ მეთანხმება ამაში მოიტანოს დამადასტურებელი ფაქტები, რადგანაც ეს პრობლემა რომ არ არსებობდეს, ეს თემა აქთუალური არ გახდებოდა). დაკარგულია მიბმა ადამიანისა გარემოზე, არ არის საკმარისი გაცნობიერება ადამიანის და გარემოს ურთიერთკავშირის შესახებ.
მე შავი ზღვით დავიწყე, თორემ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიაც არასახარბიელო დღეშია. უფრო ცუდი სიტუაცია ბუნებაშია, სადაც ადამიანები თავს არ თვლიან ვალდებულად, რათა თავისი ყოფნის შემდეგ ბუნება ისე დატოვონ, რომ მათი კვალი არ ეტყობოდეს არემარეს. აღარ ჩამოვთვლი იმ ნარჩენებს, რასაც ტოვებენ, მაგრამ ერთ-ერთი საფრთხე როგორც წყალში, ისე ხმელეთზე, პოლიეთილენის პარკებია, რომლებსაც არაფერი ემართებათ წლების განმავლობაში და საშიშია ცხოველებისთვის, ამიტომაც აუცილებელია მათი შეცვლა ქაღალდის პარკებით, რომლებიც ჩვეულებრივად უტილიზდება ბუნებაში, თუმცა არც მათი დაყრაა სასურველი, რა თქმა უნდა.
რისთვის ვისაუბრე ამდენი ჩვენი ქვეყნის სავალალო ეკოლოგიურ მდგომარეობაზე?
როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელსაც უნდა იყოს ჯანმრთელი მიაღწევს ამას ასეთი დაბინძურებული გარემოს პირობებში? შესაძლებელია მისი განკურნება, როდესაც მისი აზროვნება თავად არის დაბინძურებული და მოწამლული, რადგანაც ჩვენ ის ვართ, რაც ჩვენს გარშემოა, რადგანაც ჩვენ თავად ვქმნით გარემოს ასეთად.
კიდევ ერთი რამის თქმა მინდა - დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ ჩვენი შვილები ნაგავში იზრდებიან? მაგალითად ეზოში თამაშისას მათ ირგვლივ სულ ნაგავი ყრია, ნაგავია ქუჩებში, ხეებზე, სკოლის ეზოში და ა.შ. - ჩვენ ვინ მიგვაჩვევს ნაგვის სანაგვეში ჩაყრას? გაიყვან ბუნებაში და ... ანალოგიებს ვერსად წაუხვალ....
რისი თქმა მინდა - ადამიანი ბავშვობიდანვე ეჩვევა იმას, რომ მის ირგვლივ ნაგავი ყრია. ეს მას შემგუებელს ხდის ამ ფაქტის მიმართ, მას ვეღარ მიაჩვევ ნაგვის ჩაყრას სანაგვეში და არც ჩათვლის, რომ ეს რაღაც პრობლემაა, რადგანაც თუ რაიმე გინდა ასწავლო ბავშვს - ჯერ შენ თავად უნდა აკეთებდე ამას.
როგორ მოქმედებს დაბინძურებული გარემო მის ფსიქიკაზე ან მის ჯანმრთელობაზე? აღარაფერს ვამბობ იმ დაავადებებზე, რომელიც მას ემუქრება ნაგავთან ურთიერთობისას, ვირთხების და თაგვების, ზაფხულში კი გველების არსებობისას ნაგავსაყრელებთან (არაერთი შემთხვევა თბილისშიც), თანაც მაშინ, როდესაც ნაგვის გატანის საკითხი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულად ითვლება. აქ ყურადღებას ვამახვილებ თავად ფაქტზე და არა იმაზე, ნაგვის გატანა გაუმჯობესდა თუ არა.
არ არის გასაკვირი, რომ ჩვენთან უამრავი დაავადება მძვინვარებს - გარემოს ხომ ჩვენ თავად ვქმნით. გამოდის, რომ ის, რაც ჩვენშია იგივე არის გარემოშიც, აბა როგორ არ უნდა ესმოდეს 21-ე საუკუნის ადამიანს, რომ გარემოს დაცვა ყოველი ადამიანიდან იწყება და უპირველეს ყოვლისა პირადად მას ეხება, ხოლო დაბინძურებულ გარემოში ჯანსაღი ადამიანი ფიზიკურად ვერ იარსებებს.
ისედაც ბევრი საუბარია უამრავ დამაბინძურებელზე, რაც დრომ და ტექნიკურმა "პროგრესმა" მოიტანა: რადიაცია, ელექტრო-მაგნიტური დაბინძურება, მჟავე წვიმები, მიწის ეროზიები, თანაც ეს ხდება მწვანე საფარის კატასტროფული სისწრაფით განადგურებისას და სხვა., რატომ ვერ ვხვდებით და არ ვაუმჯობესებთ გარემოში იმას, რისი გაუმჯობესებაც დღეს, ყოველივე ტექნიკური ან რაიმე სხვა აღჭურვილობის გარეშე ჩვენ თავად შეგვიძლია?
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის დასუფთავების აქცია |
იყავით გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
იხილეთ ასევე:
არ მიიღოთ!
არ მიიღოთ!2
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
წნევის შემცირების 13 ბუნებრივი გზა
განკურნება შედევრია
ახალი ტესტი ძუძუს კიბოს რეციდივის რისკის შესაფასებლად
Комментариев нет:
Отправить комментарий