2.19.2014

5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე

ცხოველები და მათ შორის ადამიანი მრავალი, მათ შორის ყველაზე განსხვავებული მიკროორგანიზმების და ბაქტერიების თავშესაფარია. ამ ნამცეცა არსებებიდან ზოგი გარკვეულ ფუნქციებს განაპირობებს, მაგალითად, მონელებას, ხოლო ზოგი შესაძლოა სასიკვდილოდ საშიში დაავადების მიზეზი გახდეს.


ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიკრობილოგი მარტინ ბლეიზერი განსაზღვრავს მცნებას "მიკრობიომი", როგორც "ადამიანის სხეულში მცხოვრები მიკროორგანიზმების ერთიანობას, რომლებიც ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან". ადამიანის სხეულის ზოგიერთი ბინადარი, რომელთა რიცხვში ბაქტერიები, სოკოები და სხვადასხვა ერთუჯრედიანი უმარტივესი ორგანიზმია, საკვირველ თვისებებს ავლენენ. აი  ჩვენ შიგნით ცხოვრების 5 ფაქტი.

1. ორგანიზმში არსებული მიკრობების და ბაქტერიების რიცხვი აღემატება ადამიანის უჯრედების რიცხვს.

ადამიანის ორგანიზმი სავსეა მიკრობებით: ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ჩვენს შიგნით ბაქტერიების უჯრედების რაოდენობა 10-ჯერ აღემატება სხეულის უჯრედების რაოდენობას. როგორც მარტინ ბლეიზერმა "Live Science"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "რა თქმა უნდა, არავინ დაიწყებს იმის თვლას, რამდენი ბაქტერია ბინადრობს ადამიანის სხეულში, ზუსტ რიცხვს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ერთი ცხადია -  ბაქტერიების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე იმ უჯრედებისა, რომლისგანაც ჩვენ შევდგებით".

ჩვენი "შინაგანი სამყაროს" ბაქტერიების განვითარება დაიწყო ადამიანის ევოლუციასთან ერთად და  დღესაც გრძელდება. მოსალოდნელია, რომ 2013 წელს დასრულდება ადამიანის მიკრობიომის კატალოგიზაციის და კლასიფიკაციის 5-წლიანი პროექტი - მასზე  ასეულობით მეცნიერი მუშაობდა მთელ მსოფლიოში.

2. ადამიანები ბაქტერიების გარეშე იბადებიან.

ცოდნამ, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მიკროორგანიზმები ცხოველქმედებაში, შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ ბაქტერიები ადამიანთან ერთად ჩნდებიან. მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს ასე არ არის: ბლეიზერის მიხედვით, ადამიანები ბაქტერიების გარეშე იბადებიან და  ცხოვრების პირველ წლებში იღებენ მათ. ჩვილი ბაქტერიების პირველ "პორციას" ღებულობს სამშობიარო გზებში გავლისას, თუკი ბავშვი საკეისრო კვეთით არის გაჩენილი, იგი არ იღებს მიკროორგანიზმების ამ წილს, რის გამოც მას რამოდენიმე სახის ალერგიის და სიმსუქნის განვითარების რისკი ეზრდება.
ბავშვის მიკრობიომის დიდი ნაწილი სამი წლისთვის ყალიბდება - ეს ორგანიზმის ყველა სისტემის ინტენსიური განვითარების პერიოდია.

3. ერთ ბაქტერიას შეუძლია როგორც სარგებლის, ისე ზიანის მოტანა.

ზოგ მიკრობს შეუძლია გამოიწვიოს დაავადება, ზოგს კი მათგან დაცვა შეუძლია, ზოგჯერ კი ერთი და იგივე ბაქტერიას შეუძლია ზიანიც მოიტანოს და დადებითი ზემოქმედებაც მოახდინოს. მაგალითად, Helicobacter Pylori - როდესღაც ეს ბაქტერიები ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი, ისინი პრაქტიკულად ყველა ადამიანში ბინადრობდნენ, მაგრამ ეხლა ისინი მხოლოდ კაცობრიობის ნახევარს აქვს. ამ ბაქტერიების უმეტესობას თავისი "პატრონებისთვის" არავითარი უსიამოვნება არ მოაქვთ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ხელი შეუწყონ მომნელებელ ტრაქტში მტკივნეული წყლულების წარმოქმნას (2005 წელს მარშალ ბარი-მ  ნობელის პრემია მიიღო გასტრიტის და კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის წარმოქმნაში Helicobacter Pilori-ის ზემოქმედების შესწავლისთვის).

ბაქტერიის ნეგატიური ზემოქმედების დათრგუნვა შესაძლებელია ანტიბიოტიკების გამოყენებით, მაგრამ ბლეიზერმა და მისმა კოლეგებმა აღმოჩინეს, რომ ამ მიკროორგანიზმის არარსებობამ შესაძლოა რეფლუქს-ეზოფაგიტი (ლორწოვანი გარსის დაზიანება) და საყლაპავის კიბოც კი გამოიწვიოს.
ასე რომ ზოგი ბაქტერია შესაძლებელია სასარგებლოც იყოს და ასევე სასიკვდილოდ საშიშიც.

4. ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შესაძლოა ასთმის და სიმსუქნის პროვოცირება მოახდინოს.


1928 წელს ალექსანდრე ფლემინგმა პენიცილინი აღმოაჩინა და ეს იყო გრანდიოზული გარღვევა მედიცინაში. მთელ მსოფლიოში ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვბა დაავადებებთან საბრძოლველად, მაგრამ ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება იწვევს ასთმის, ნაწლავების ანთებითი დაავადებების და სიმსუქნის განვითარების რისკის მატებას.

ამას გარდა, მიკრობებმა ისწავლეს ანტიბიოტიკებთან შეგუება: მაგალითად, მეტიცილინ-რეზისტენტულ სტაფილოკოკს შეუძლია გამოიწვიოს პნევმონიის და სეფსისის მსგავსი მძიმე დაავადებები.
რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა აუცილებელია, მაგრამ, როგორც მარტინ ბლეიზერმა განაცხადა, ხანდახან ღირს მათგან თავშეკავება: მაგალითად, ზოგიერთი ბავშვთა ყურის და ყელის ინფექციური დაავადებისას.

5. პრობიოტიკები არც ისე კარგია, როგორც ჰგონიათ.

ბოლო დროს მთელ მსოფლიოში აღინიშნება პრობიოტიკებით (მიკროორგანიზმების შემცველი) დანამატებით მასობრივი გატაცება: ბევრი მათ ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ ღებულობს იმ იმედად, რომ ეს ჯანმრთელობას დაუბრუნებს. რამდენად გამართლებულია მათი გამოყენება?

"ანტიბიოტიკების შემდგომი მიკროფლორის აღდგენის კონცეფცია თავად კარგია, - თვლის ბლეიზერი. - მაგრამ გულუბრყვილოა ჩავთვალოთ, რომ პრობიოტიკების მიღებით, რომლების შეიცავენ ერთ ან რამოდენიმე სახის მიკროორგანიზმს, შესაძლებელია შთამბეჭდავი შედეგების მიღება - ჩვენ ორგანიზმში ათასობით სახეობაა!"

მეცნიერი თვლის, რომ პრობიოტიკებით მოვაჭრეები აჭარბებენ ამ პრეპარატების დადებით ეფექტს. "შესაძლოა მომავალში ჩვენთან გაჩნდება პრობიოტიკები, რომელთაც შესწევთ უნარი დაამარცხონ დაავადებები, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ შორია - ეს სფერო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა", - ასკვნის მიკრობიოლოგი.



გამოყენებული მასალა: http://www.factroom.ru/facts/38011

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ასევე ნახეთ:
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი ამ ბლოგზე









Комментариев нет:

Отправить комментарий