12.23.2013

ვაქცინების სახეობები

ჰეპატიტი B: გენური ინჟინერიით მიღებული ვაქცინა. შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს, თიმეროსალს ან მერტიოლატს;
დიფტერია: ადსორბირებული ანატოქსინი. კონსერვანტები - მერტიოლატი ან 2-ფენოქსიეთანოლი. ანატოქსინი სორბირებულია ალუმინის ჰიდროქსიდზე, აქტივირებულია ფორმალდეჰიდით. შედის ადსორბირებული ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინაში;
ყივანახველა: ყივანახველას კომპონენტი შედის ადსორბირებული ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინაში;
ტეტანუსი: ტეტანუსის ანატოქსინი შედგება გასუფთავებული ანატოქსინისგან, რომელიც ადსორბირებულია ალუმინის ჰიდროქსიდის გელზე. კონსერვანტი - მერტიოლატი (შედის ადსორბირებული ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინაში);
პოლიომიელიტი: ვაქცინის შემადგენლობაშია პოლიომიელიტის ცოცხალი ვირუსი (შედის ადსორბირებული ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინაში);
პოლიომიელიტი: ინაქტივირებული ვაქცინა, შეიცავს ვირუსებს, გაზრდილს MRC-5-ის ხაზის უჯრედებზე, რომელიც აბორტირებული ნაყოფებისგანაა მიღებული, ასევე ფენოქსიეთანოლი, ფორმალდეჰიდი, თვინ-80, ალბუმინი, ხარის შრატი, პოლიმიქსინის ან ნეომიცინის კვალი.
წითელა: წითელას ცოცხალი ვირუსი, კანამიცინის მონოსულფატი ან ნეომიცინი. ვირუსი გაზრდილია მწყრის ემბრიონებზე;
წითურა: შეიცავს დასუსტებულ ცოცხალ წითურას ვირუსებს, რომლებიც გაზრდილია 1960 წლებში აბორტირებული ნაყოფების ხაზების უჯრედებზე.
ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა): ვაქცინაშია ცოცხალი ვირუსი. ვირუსი წარმოებულია მწყერის ემბრიონების უჯრედების კულტურაზე. ვაქცინა შეიცავს მსხვილფეხა საქონლის შრატის ცილის კვალს, მწყერის კვერცხის ცილას, მონომიცინს ან კანამიცინის მონოსულფატს. სტაბილიზატორები - სორბიტი და ჟელატოზა ან ლს-18 და ჟელატოზა.
მანტუს სინჯი: ძირითადი კომპონენტი - ადამიანის M. tuberculosis შტამისგან მიღებული გაწმენდილი ცილოვანი ფრაქცია, წარმოებული ცილის გარეშე არსებულ სინთეთიკურ არეზე და შემდეგ ინაქტივირებული. მზა პრეპარატი წარმოადგენს იზოტონიურ ბუფერირებულ ხსნარს, რომელშიც დამატებულია თვინ-80, როგორც სტაბილიზატორი და ფენოლი, როგორც კონსერვანტი.
გრიპი: ვირუსი იწარმოება ქათმის ემბრიონებზე. ზოგიერთი შეიცავს მერტიოლატს და ანტიბიოტიკებს:კანამიცინს ან გენტამიცინს. 


ცოტაოდენი კომპონენტების შესახებ:

მერტიოლატი ან თიმეროსალი - ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთი (ვერცხლისწყლის მარილი), განეკუთვნება პესტიციდებს. გამოკვლევები, რომლებიც განსაზღვრავდა ბავშვებზე მერტიოლატის ზემოქმედებას  არავის და არასდროს ჩაუტარებია!
ფორმალინი - ძლიერმომქმედი მუტაგენი და ალერგენია. ალერგენულ თვისებებს მიეკუთვნება: ჭინჭრის ცხელება, კვინკეს შეშუპება, რინოპათია (ქრონიკული სურდო), ბრონქული ასთმა, ასთმატიური ბრონქიტები, ალერგიული გასტრიტები, ქოლეცისტიტები, კოლიტები, ერითემები, კანის ნახეთქები და სხვა. გამოკვლევები, რომლებიც განსაზღვრავდა ბავშვის ორგანიზმში ფორმალინის შეყვანის შედეგებს  არასოდეს და არავის ჩაუტარებია!
ფენოლი - იგივე კარბოლის მჟავა, ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს უჯრედოვან შხამად. ცნობილია ფენოლის უნარი დათრგუნოს იმუნური რეაქციები ფაგოციტარული პასუხის დაბლოკვის ხარჯზე. ტოქსიკურ დოზებში იწვევს კონვულსიებს, გულის და თირკმელების უკმარისობას. გამოკვლევები, რომლებიც განსაზღვრავდა ფენოლის შეყვანის შედეგებს ბავშვების ორგანიზმზე არასოდეს და არავის ჩაუტარებია!
თვინ-80 - იგივე პოლისორბატ-80, იგივე პოლიოქსიეთილენსორბიტის მონოოლეატი. ერთ-ერთ გამოკვლევაში იტყობინებიან, რომ მას გააჩნია ესტროგენული მოქმედება, კონკრეტულად მისი შეყვანა ახალშობილი მდედრი ვირთაგვებისთვის მუცლის ღრუში ინექციების სახით მე-4-7 დღეს იწვევდა ესტოგენულ ეფექტებს, რომლებიც  მათ პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აღენიშნებოდათ. გამოკვლევები, რომლებიც განსაზღვრავდა ბავშვებში თვინ-80-ის შეყვანის შედეგებს  არასოდეს და არავის ჩაუტარებია!
ალუმინის ჰიდროქსიდი. წარსულში მის გამოყენებას დღეს კატასტროფად აფასებენ. რაც ალუმინის ტოქსიკურობა თვალნათელი გახდა, უკვე რამოდენიმე ათწლეულია ამ ადიუვანტის გამოყენება ბავშვების ვაქცინაციისთვის არ არის რეკომენდირებული. გამოკვლევები, რომლებიც განსაზღვრავდა ალუმინის ჰიდროქსიდის შეყვანის შედეგებს ბავშვებში არასოდეს და არავის ჩაუტარებია!


იყავით გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში




Комментариев нет:

Отправить комментарий