3.05.2014

ფტორი, წყალი და კბილის პასტა

ბავშვებში აუტიზმის და ADHD-ს ანუ ყურადღების ნაკლებობის ჰიპერაქტიული დეფიციტი-ს მთავარი მიზეზი არის საკვებში, რომელსაც ვღებულობთ,  წყალში, რომელსაც ვსვამთ და პროდუქტებში, რომელსაც გამოვიყენებთ, ამბობს ახალი კვლევა, რომელიც ეხლახანს The Lancet-ში გამოქვეყნდა. The Harvard School of Public Health (HSPH) და the Icahn School of Medicine at Mount Sinai (ISMMS)-ის მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ სხვადასხვა ნივთიერებებს შორის ფლუორიდი, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნებით არის დამატებული სამხრეთ ამერიკის წყლის ბევრ სისტემაში, ბავშვებში  გონებრივ და  ქცევით დარღვევებს იწვევს.

ადრეულ კვლევებში, რომლებიც გამოცემულია 2006 წელს ფლუორიდი აღწერილია, როგორც "განვითარებასთან დაკავშირებული ნეიროტოქსიკანტი", ახალი რევიუ შეიცავს ფლუორიდის შემსწავლელ 27 დამატებით კვლევას, რომლის უმეტესობაც ჩინეთიდანაა, რომლებიც  ფლუორიდს IQ-ს დაბალ მაჩვენებელთან აკავშირებენ. სრული ანალიზის შედეგად განისაზღვრა, რომ ფლუორიდი აფერხებს გონებრივ განვითარებას და შეუძლია აუტიზმის სპექტრის დარღვევების გამოწვევა, როგორიცაა დისლექსია, ADHD და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების "ჩუმი ეპიდემია", რომლის იგნორირებასაც განაგრძობენ ჯანდაცვის მმართველები.

ორი მთავარი მკვლევარის თანახმად, Philippe Grandjean-ის  HSPH-დან და Philip Landrigan-ის  ISMMS-დან, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ქიმიურად დაკავშირებული ნეირო-განვითარების დარღვევები გაორმაგდა ექვსიდან თორმეტამდე. ამის მიზეზი - ყოველი გამოკვლევების გარეშე ბევრი ქიმიკატების გამოსაყენებლად დაშვებაა, როდესაც საზოგადოება არ არის ინფორმირებული, თუ რა და რა რაოდენობით ქიმიკატებს იყენებენ.  

"2006 წლიდან ქიმიური ნივთიერებების რიცხვმა, რომლებმაც, როგორც ცნობილია, უფრო ზოგადად დააზიანეს ადამიანის ტვინი, მაგრამ არ რეგულირდებიან, რომ დაიცვან ბავშვთა ჯანმრთელობა,  202-დან 214-მდე  გაიზარდა",- წერს Julia Medew The Sydney Morning Herald-ში. "ეს შესაძლებელია იყოს აისბერგის წვერი, რადგან 80 000-ზე მეტი ქიმიკატებიდან უმეტესობა, რომელიც აშშ-ში ფართოდ გამოიყენება არასოდეს გამოკვლეულა ნაყოფზე ან ბავშვზე ტოქსიკური ზემოქმედების კუთხით.

ბავშვების უსაფრთხოებისთვის ფლუორიდი სასწრაფოდ უნდა იქნას ამოღებული  საყოფაცხოვრებო გამოყენების წყლებიდან!


იმ დროს, როდესაც ყველაზე დამანგრევლად და გავრცელებულად პესტიციდები ითვლებოდა, რომელთა არსებობასაც საზოგადოება არ  აცნობიერებდა, ფტორიდი, რომელიც საყოფაცხოვრებო წყალს არის დამატებული, როგორც კბილის ემალის დაზიანების დამცველი, ასევე უაღრესად პრობლემურია. ის ასევე იგნორირებულია ჯანმრთელობის მართვის მესვეურებისგან, როგორც ბავშვების განვითარების პრობლემების შესაძლო ფაქტორი, თუმცა მეცნიერება  ამ ხიფათს ეთანხმება.

როგორც სხვა ძირითადი ინდუსტიული და მოსავლის ქიმიკატები, ფლუორიდი, როგორც ცნობილია, აკუმულირდება სისხლში და შედის ძვლებსა და სხვა ქსოვილებში. ფეხმძიმე ქალებში ასევე შედის პლაცენტაში, საიდანაც  ნაყოფის ძვლებსა და ტვინის ქსოვილში გროვდება. ეფექტები, რა თქმა უნდა დამანგრეველია, რაც მეტ სერიოზულობას მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის რეგულირებისას.

"პრობლემა საერთაშორისოა თავისი მოცულობით, და გამოსავალიც საერთაშორისო უნდა იყოს", - პრეს-რელიზში განაცხადა Grandjean-მა, და მოუწოდა ზოგადი ქიმიკატებისთვის სარეგულაციო სტანდარტების გაუმჯობესებისკენ. "ჩვენ გვაქვს მეთოდები, რომ გამოვიკვლიოთ ინდუსტრიული ქიმიკატების დამაზიანებელი ზემოქმედება ბავშვების ტვინის განვითარებაზე - ეხლა მოვიდა დრო ეს ტესტები აუცილებელი გავხადოთ".

ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა არ ამატებს ფლუორიდს წყალში: მაგალითად აღმოსავლეთ ევროპა მოსახლეობის მხოლოდ 3% იყენებს ფტორირებულ წყალს.
25 ქვეყანაში არის ფტორირების პროგრამები, 11 მათგანის მოსახლეობის 20%-ზე ნაკლები სარგებლობს ასეთი წყლით: არგენტინა - 19%, გვატემალა - 13%, პანამა - 15%, პაპუა ახალი გვინეა - 6%, პერუ - 2%, სერბია - 3%, ესპანეთი - 11%, სამხრეთ კორეა - 6%, დიდი ბრიტანეთი - 11%, ვიეტნამი - 4%.

მსოფლიოს მხოლოდ 11 ქვეყანაში  მისი მოსახლეობის 50%-ზე მეტი ღებულობს ფტორირებულ წყალს: ავსტრალია - 80%, ბრუნეი - 95%, ჩილე - 70%, განა - 62%, ჰონგ კონგ - 100%, ირლანდია - 73%, ისრაელი - 70%, მალაიზია - 75%, ახალი ზელანდია - 62%, სინგაპური - 100%, აშშ - 64%.

მთლიანობაში 369 655 000 მილიონი ადამიანი იღებს ფტორირებულ წყალს. ეს არის მოსახლეობის 5%.  

არავითარი განსხვავებები კბილების დაზიანების კუთხით ფტორირებული და ჩვეულებრივი წყლის მომხმარებლებში არ არის!

ფლუორიდი არის ინტელექტის მთავარი სუპრესანტი, რომელიც სასმელ წყალში და კბილის პასტებში ემატება. ნატრიუმის ფტორიდი არის ვირთხების და ტარაკნების შხამის, ანასთეზიური, ჰიპნოტური, ფსიქიატრიული საშუალებების და ნერვულ სისტემაზე მომქმედი სამხედრო გაზის შემადგენელი ჩეულებრივი ინგრედიენტი. იგი პროზაკის და ზარინის საბაზო ინგრედიენტია, რომელიც გამოყენებულ იქნა იაპონიის მეტროში. 

სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუორიდი იწვევს გონებრივ დარღვევებს, აჩლუნგებს და დამჯერებს ხდის  ადამიანებს. სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასა და ძვლოვანი სტრუქტურების დაშლაზე რომ არაფერი ვთქვათ. 

პირველად სასმელი წყლის ფლუორიდით დამუშავებას გერმანიის ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ჰქონდა ადგილი ილუმინატის სავალალოდ ცნობილი ფარმაცევტული გიგანტის "ი.გ. ფარბენ"-ის წყალობით. ეს იყო კომპანია, რომელიც ინახავდა ოსვენციმისნაირ საკონცენტრაციო ბანაკებს და დღემდე არსებობს თავის შემადგენელ ნაწილებთან ერთად, რომელთა რიცხვში შედის "ბაიერი". ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ნაცისტები ამას პატიმრების კბილებზე ზრუნვით აკეთებდნენ?  ნატრიუმის ფლუორიდიანი წყალმომარაგებით ეს მასობრივი მკურნალობა გამიზნული იყო პატიმრების სტერილიზაციისა და მათი უტყვი მორჩილების იძულებისთვის.

 ჩარლზ პერკინსი ამ მეთოდს "მოსახერხებელ მსუბუქ ლობოექტომიას" ეძახდა. "მე ვაცხადებ პირდაპირ და გულახდილად, როგორც მეცნიერი, რომელმაც თითქმის 20 წელი დაუთმო კვლევებს ფლუორინის ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში და პათოლოგიაში: ნებისმიერი, ვინც ხელოვნურად ფლუორიზებულ წყალს ერთი წლის განმავლობაში ან მეტი  მიიღებს - იგი ვერასოდეს დაუბრუნდება თავის საწყის მენტალურ ან ფიზიკურ მდგომარეობას".

ფლუორიდი "ცვლის ადამიანის ძვლების არქიტექტონიკას". უმეტესობა სტომატოლოგებისა ეყრდნობიან მცდარ კვლევებს, რომლებიც "ასაბუთებენ" ფლუორიდის დადებით ზემოქმედებას კბილებზე. ეს ტყუილი იმდენად მისაღები გახდა, რომ როდესაც სიმართლე ამოტივტივდება ხოლმე, მას სასაცილოდ მიიჩნევენ. "ახალი კვლევები ამტკიცებენ", რომ ფლუორიდი "ამცირებს ძვლების დაშლას და მოტეხილობების რისკს". ეს პრესინგისთვის გამოიყენება.

კბილის პასტაში ფტორის შეყვანამ გამოიწვია მისი ფასების ზრდა და რეკომნდირებული იყო ბავშვებისთვის, როგორც "კომპონენტი, აუცილებელი მუდმივი კბილების განვითარებისთვის". და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1977 წელს ამერიკის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მიერ ნაჩვენები იყო კიბოს და ფტორიდის ურთიერთკავშირი.

ფტორი, მართალია, არის კბილების ბუნებრივი კომპონენტი, მაგრამ არ უნდა შედიოდეს ორგანიზმში ფტორიდის (ფლუორიდის) სახით. ფტორი საჭიროა მცირე რაოდენობით და იგი ორგანული ფორმით შეითვისება საკვებიდან. ფტორის მეტობა არა თუ აუმჯობესებს კბილების მდგომარეობას, შეუძლია ემალის დაშლაც.

როგორც ვიცი, საქართველოში არ ხდება წყლის ფტორირება, ამგვარად ჩვენთან ფტორირების  ზემოქმედება კბილის პასტებისგან გამომდინარეობს. კარგად დააკვირდით შეფუთვას და აირჩიეთ ისეთი პასტები, რომელშიც ფტორი არ შედის.


 იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

   გამოყენებული მასალა:
http://www.naturalnews.com/044057_fluoridated_water_ADHD_mental_disorders.html#
http://fluoridealert.org/content/bfs-2012/
http://www.e-reading.bz/chapter.php/1023392/176/Ayk_-_Deti_Matricy.html#n_539 

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий