1.09.2014

უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა.

უშვილობა დიდი პრობლემაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.
საერთაშორისო გამოკვლევების თანახმად, უშვილობის პრობლემა 15-20% წყვილს აქვს, რაც მთლიანად მილიარდ ადამიანს შეადგენს.
მსოფლიოში ყოველ წელს 3,7 მილიონი ბავშვი იბადება ხელოვნური განაყოფიერების გზით.
აღსანიშნავია, რომ უშვილობის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმში.

ცოტა შორიდან უნდა დავიწყო და ალბათ ისევ უნდა გავიმეორო, რომ არაფერი ახალი არ არის ამ საკითხში ისეთი, რაც არ ვიცით. სამწუხარო ზუსტად არის ის, რომ ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგადაც ვიცით, მაგრამ რატომღაც გაკვირვებული და გაწამებული ადამიანების როლი უფრო მოგვწონს. რატომ? მე პასუხი არ მაქვს. პასუხი არ მაქვს არც იმაზე, რატომ თანხმდება ადამიანი სრულიად არაბუნებრივ გამოსავალს, რომელიც გულისხმობს წარმატებას მხოლოდ 30% შემთხვევაში, აზიანებს საკუთარ ჯანმართელობას, იწვევს სხვა ემბრიონების განადგურებას, იხდის უდიდეს თანხებს ყოველი პროცედურისას და ა.შ., როდესაც  ყურადღება უნდა მივმართოთ სხვა, გაცილებით უფრო მარტივი და ლოგიკური, მაგრამ უფრო შრომატევადი გზებისკენ.

ადამიანი არ არის სტერილური ორგანიზმი. ის, ვინც აცხადებს, რომ ორგანიზმი, სისხლი სტერილურია - ალბათ უყურადღებოდ იჯდა პარაზიტოლოგიის და ბიოლოგიის გაკვეთილებზე, სადაც ხსნიდნენ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევის ორგანიზმში შეღწევის გზებს, რომელიც ძალიან ხშირად სისხლში მათ მოხვედრასაც გულისხმობს, ამრიგად, მგონი საკითხის ეს ასპექტი უდაო უნდა იყოს.

რისთვის ვამბობ ამას, იმისთვის, რომ ჩვენი ორგანიზმი აღჭურვილია იმ შესაძლებლობებითაც, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მიკრო, თუ მაკროპარაზიტებს, თუმცა მათი ბოლომდე მოსპობა წარმოუდგენელია და არც არის ამის საჭიროება, რადგანაც ზოგიერთ ადგილებში, მაგალითად კუჭ-ნაწლავში, მათი არარსებობაც ბევრი მოუგვარებელი პრობლემის საწინდარი იქნება. ამრიგად, ჩვენ ვართ ორგანიზმი, რომელიც შედგება მრავალი საკუთარი უჯრედისგან და ბევრი სხვა ორგანიზმისგან. ჯანმრთელობა არის გარკვეული ბალანსი, როდესაც ურთიერთობები ჩვენს უჯრედებსა და უცხო არსებების ორგანიზმებს შორის კომპენსირებულია.

ამასთან ერთად გარკვეული პარაზიტები ჩვენ ორგანიზმში მემკვიდრულად გვერგება და ზოგი შესაძლოა, მეცნიერის მტკიცებით, ჩართული იყოს ჩვენს გენომშიც.

ბალანსი არ ირღვევა მაშინ, როდესაც ჩვენ გონივრულად ვუდგებით საკუთარ ჯანმრთელობას და არ ვცდილობთ მას ვებრძოლოთ სხვადასხვა არაბუნებრივი საშუალებებით, რაც სამწუხაროდ არ ხდება. როდესაც ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების სტილს მივდევთ ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემები გაცილებით მცირდება და ძალიან ბევრი რამ თავისით ქრება. მაგრამ ეს შესაძლებლობაა, სინამდვილე კი ასეთია.

ჯერ კიდევ ჩვილობაში, დაბადების პირველივე დღეებიდან ორგანიზმში შეგვყავს ვაქცინები, რითაც ვამატებთ უკვე მიზანმიმართულად დაავადებების გამომწვევებს და ვარღვევთ ბუნებრივი ბალანსის მდგომარეობას, ვითარდება დაავადებები, გადაგვყავს ბავშვი არაბუნებრივ კვებაზე, რაც ისედაც სუსტ ჩვილის ორგანიზმს უკარგავს დამატებითი დაცვის და საკვები ნივთიერებების ათვისების საშუალებას, ხოლო იმ პრობლემებს, რაც ბავშვს შემდგომში უვითარდება ვებრძვით ხელოვნური, სინთეთიკური პრეპარატებით, რომლებიც უპირველესად მოქმედებენ მისი უჯრედების და დაცვის მექანიზმების საწინაარმდეგოდ.

ჩვენ ვასუსტებთ ორგანიზმს შეგნებულად, ხოლო დაწყებული დაავადების განკურნებას ასევე არაბუნებრივად სწრაფად მოვითხოვთ: სიცხე, თავის ტკივილი არ უნდა იყოს, დაავადება უნდა იყოს კონტროლირებული. მაგრამ ვივიწყებთ მთავარს - სიცხე, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეაქცია, როგორიც არის ხველა,თავის ტკივილი, წნევა - ეს ჩვენი საკუთარი თავდაცვითი რეაქციებია, რომლის გარეშე ჩვენი ჯანმრთელობა ვერ შედგება. ჩვენ ვებრძვით ისევ საკუთარ ორგანიზმს და რისთვის - რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, ხოლო ეს "კომფორტული" მდგომარეობა არასდროს ქრება უშედეგოდ, რადგანაც მხოლოდ მაღალი სიცხე იძლევა პარაზიტების და ინფექციის მოსპობის საშუალებას, მხოლოდ წნევის მატებით ხდება სისხლის მომარაგების დეფიციტის კომპენსაცია - და ჩვენ ამ ინსტრუმენტებს ვართმევთ ჩვენ ორგანიზმს და ამით ვახანგრძლივებთ ჩვენი დაავადების მიმდინარეობას, თუმცა ჩვენთვის  მეტად "კომფორტულად".

ხოლო ქალის ჯანმრთელობა განსაკუთრებული სიფრთხილის და ზრუნვის საკითხი უნდა იყოს, რადგანაც ქალი დედა უნდა გახდეს და იმის გარდა, რომ თავად უნდა იცოდეს ჯანმრთელობის ფასი და მისი შენარჩუნება, ასევე იგი პასუხისმგებელია საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზეც.

აღარ ჩამოვთვლი მავნე გარემო პირობებს, რომლების ზემოქმედება არნახულად დიდია, პროდუქტებს, რომელიც ჰორმონებით, კონსერვანტებით და ანტიბიოტიკებით არის გაჯერებული, დაზიანებულ ეკოსისტემას და კიდევ უამრავ ჩვენთვის კარგად ცნობილ ფაქტებს, რომლების ზემოქმედება ქმნის პირობებს იმისთვის, რომ ადამიანები უფრო მეტად ექვემდებარებიან დაავადებებს, რადგან ყოველივე მოითხოვს შინაგანი რესურსების რეგულარულ გამოყენებას და ორგანიზმი სუსტდება. მოკლედ აპრიორი შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს არის მდგომარეობა, როდესაც ჯანმრთელობა უნდა ყოველდღიური ბრძოლით და შრომით მოიპოვო.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამედიცინო საზოგადოება იმის მაგივრად, რომ ებრძოლოს ამა თუ იმ პათოლოგიას დასაწყის ეტაპზევე,ზრდის ნორმების ნიშნულებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს დაავადებებთან ბრძოლის შესაძლებლობებს, რადგანაც "ნორმას"  არ ებრძვიან, ხოლო დაავადებასთან ბრძოლა ხორციელდება ორგანიზმის რესურსების ნგრევის ხარჯზე, მისი ეკოლოგიის გაუთვალისწინებლობით, რაც, როგორც ვხედავთ, ზიანის მომტანია.

საბოლოოდ რას ვღებულობთ - ერთის მხრივ არაჯანსაღი ადამიანი (ითვლება, რომ ჯანმრთელი ადამიანი არც არსებობს, მაგრამ ასეთი პირობები კიდევ უფრო ზრდის დაავადებულთა რიცხვს), რომელიც არც კი ინტერესდება საკუთარი ჯანმრთელობით, რადგანაც მისი დაავადებები "კომფორტულ" სიმპტომებს არ სცილდება, ხოლო მეორეს მხრივ მედიცინა, რომლისთვისაც ის პატარა ნიშნები, რაც მას უკვე აქვს, ახალი "ნორმის" ფარგლებშია მოქცეული და რეაგირებას არ საჭიროებს. ასე ხდება დაავადების იგნორირება როგორც პაციენტის, ისე ექიმების მიერ, ამას დავამატოთ ის მავნე ჩვევები, რომლებიც ფაქტიურად მასობრივად არის მოდებული: თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, მოუწესრიგებელი სექსუალური კონტაქტები, ყოველივე ამას კიდევ ემატება ის რეალური კვების დეფიციტი, რომელიც ფაქტიურად ყველა ადამიანს აქვს ამა თუ იმ ხარისხში, სტრესები და ემოციური დატვირთვები, ცხოვრების გადატვირთული რეჟიმი.

როდესაც ქალი შვილოსნობის ასაკს მიაღწევს, მასში უკვე საკმაო დარღვევები არის: დარღვეული აქვს სქესობრივი ორგანოების ფუნქციონირება, აქვს ქრონიკული დაავადებები, მრავალჯერადი ანთებები,  ისევ და ისევ ინფექციებით გამოწვეული, ორგანიზმი ფაქტიურად სუსტია და მას აღარ შესწევს უნარი კიდევ ერთ და თანაც უდიდეს დატვირთვას - ფეხმძიმობას გაუძლოს.  ასე ვითარდება მრავალი პრობლემა ადამიანების ორგანიზმში, რომლის დანახვაც ჩვენ არ გვინდა და თავს ჯანმრთელად ან უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემების მქონედ მივიჩნევთ მაშინ, როდესაც კატასტოფა ხდება ჩვენ ორგანიზმში.

ეს პრობლემები იმდენად გლობალურია, რომ მოითხოვს მრავალი საკითხის რეალურ გადახედვას, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული და კონკრეტულად ქალის ჯანმრთელობასთანაც. რა არის გამოსავალი?

ნუთუ ლოგიკურია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს ყოველივე არ არის გასათვალისწინებელი და მივმართოთ მხოლოდ იმ გზას, რაც ხელოვნური განაყოფიერებაა? ხელოვნური განაყოფიერების ყველა უარყოფითი მხარის გათვალისწინებით, რომელზედაც თვალებს ვხუჭავთ?

ხელოვნური განაყოფიერება არ იწვევს არც დედის, არც ნაყოფის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, პირიქით, ასეთ ბავშვებში მეტია დაავადებების, მათ შორის გენეტიკური დაავადებების რისკი, ასეთი ბავშვები ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ფიზიკურ და ფსიქო-მოტორულ განვითარებაში.
ამასთან ერთად მწვავედ დგას პრობლემა არასასურველი ემბრიონების რედუცირებასთან დაკავშირებით, რაც ემბრიონის სიცოცხლის ხელყოფას გულისხმობს ანუ სიცოცხლის უფლება ეძლევა მხოლოდ ერთს ან ორს, როდესაც ნაყოფიერდება გაცილებით მეტი, ხოლო ცოცხალი ემბრიონების მოსპობა ასევე აზიანებს იმათაც, ვისი გაჩენაც არის სასურველი, აღარ ვსაუბრობ ამ პრობლემის მორალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებზე.

რუსეთის მთავარმა პედიატრმა განაცხადა, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვების 75% ინვალიდია. ამის გარდა, პედიატრი ასევე აღნიშნავს, რომ ხელოვნური განაყოფიერება ქალებს ფაქტიურად "ართმევს ჯანმრთელობას".

 თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი ხელოვნურ განაყოფიერებასა და აუტიზმის საშუალო ფორმებთან. მათ დაითვალეს, რომ   461 ბავშვიდან აუტიზმის დიაგნოზით 10,5%  დაბადებულები იყვნენ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის გამოყენებით. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, რადგანაც აუტიზმის საერთო მაჩვენებელი ისრაელში არის 3,5%.


ცინცინატის და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ხელოვნური განაყოფიერება ცვლის გენების ექსპრესიას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მეტაბოლიზმისთვის და ითხოვენ კვლევების გაგრძელების აუცილებლობას. მედიკოსებს ეშინიათ, რომ ბავშვებს "სინჯარიდან" აქვთ მეტაბოლური პრობლემების მომატებული რისკი, რაც ჰიპერტონიის და გლუკოზის დონის ზრდას განაპირობებს.
ასევე კვლევებმა დაადასტურა სერიოზული მეტაბოლური დარღვევები, პლაცენტაში გენების მუშაობასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში ემბრიონის სწორ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

ამრიგად ვფიქრობ ცხადია, რომ ხელოვნური განაყოფიერება საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ძალიან ბევრ კომპრომისებს მოითხოვს, როგორც მომავალი მშობლებისგან, ასევე მედიკოსებისგან, მაგრამ შედეგიც შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს როგორც ნაყოფის, ისე დედის ორგანიზმისთვის. არა მგონია, რომ ეს არის ის გამოსავალი, რომელიც ყველასთვის მისაღები და სასურველია.

ხოლო რაშია გამოსავალი? თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ზემოთქმულს და კარგად დავფიქრდებით ამ პრობლემაზე, მივხვდებით, რომ აუცილებელია რაიმე ფორმით შევიტანოთ სამედიცინო განათლება საერთო საზოგადოებრივ დაწესებულებებში, გავზარდოთ ინფორმირებულობის დონე ქალთა კონსულტაციებში, გავზარდოთ თერაპიული სამუშაო კონსულტაციებში და არ იყოს იგი შემოფარგლული მხოლოდ ანალიზების აღებით, დაიწყოს საქართველოში პროფილაქტიკური მიმართულების სერიოზული განვითარება და ეკოლოგიური მეთოდების ფართო დანერგვა ყველა მიმართულებით და ბოლოს ვისწავლოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილი არის ის, რაც ჯანმრთელობის ყველა პრობლემას მოხსნის. მაშ რაღას ვუცდით? გვინდა არჩევანი ისევ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთოთ?

წყარო: http://www.domrebenok.ru/blog/75-detej-iz-probirki-imeyut-otkloneniya/
             http://andrologin.spb.ru/reforma_3.htm
             http://newsland.com/news/detail/id/954759/

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში




Комментариев нет:

Отправить комментарий