12.25.2013

რომელი მარილი უნდა მივიღოთ?

ფეისბუქის გვერდზე ბოლო დროის ფაქტმა ტექნიკური მარილის გამოყენების თაობაზე მომცა საბაბი, რომ გამეშუქებინა მარილის თემატიკა.
არავის უნდა ქონდეს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებიდან მოგების მიღების საშუალება, მაგრამ თემა უფრო ღრმა და ფართოა.

მარილი ადამიანისთვის აუცილებელია, რადგანაც შეიცავს მისთვის საჭირო ნივთიერებას NaCl-ს.
ოდითგან მარილი  ფუფუნების საგანი იყო და ზოგიერთ ქვეყანაში რამოდენიმე ნატეხ მარილად შესაძლებელი იყო მონის ყიდვაც კი. მარილი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ორგანიზმის სასიცოცხლო ბიოქიმიური პროცესებისთვის, ისე ფართოდ გამოიყენება წარმოებისთვისაც: მისგან აწარმოებენ ქლორს და კაუსტიკურ სოდას, მას იყენებენ პლასტმასის, ალუმინის, ქაღალდის, საპნის, შუშის და  სხვ. წარმოებებში. სპეციალისტების დათვლით პირდაპირ ან ირიბად მარილს აქვს  14 000-ზე მეტი გამოყენების სფერო.


ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება 10-15 გრ მარილის მიღება, რაც დაახლოებით 7 კგ-ია წელიწადში ზომიერი ჰავის ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის.  ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში ადამიანს გაცილებით მეტი მარილის მიღება უწევს, რადგანაც ოფლიანობა და, შესაბამისად, მისი ხარჯიც იქ მეტია, ხოლო ჩრდილოეთის ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის არსებობა სულ უმარილოდაც არის შესაძლებელი.

 მეტი მარილის მიღებაა საჭირო ორგანიზმის გაუწყლოვანებისას, უბრალო გაფილტრული ან დისტილირებული წყალი ვერ დააკმაყოფილებს ორგანიზმს ასეთ შემთხვევაში.
ფეხმძიმობისას, დედის ორგანიზმს  გაცილებით მეტი სისხლი და სითხე სჭირდება უჯრედებში, რასაც მარილის მიღების ზრდა უწყობს ხელს, ამიტომაც ფეხმძიმე ქალებში მარილიანის სიყვარული შემთხვევითი არ არის.

მარილის დამატება საჭმელში აუცილებელია ორგანიზმში მისი რაოდენობის მოსაწესრიგებლად, რადგანაც სხვა გზა მასზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა არ არის. საკვებში მარილის რაოდენობა განსხვავებულია: ყველაზე მეტია პურში, ხორცში და ხორცის პროდუქტებში, მცენარეებში მარილის რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგის შემადგენლობაზე, რომელზეც აწარმოეს ესა თუ ის მცენარე.

ჩვენ საბჭოთა დროიდან მოყოლებული საკვებად ვიყენებთ ეგრეთწოდებულ ქვა- მარილს, რომელიც ჩვენი  ქვეყნის ნიადაგებში იოდის ნაკლებობის გამო ე.წ. იოდიზირებული მოგვეწოდებოდა.


ქვა-მარილის ანუ სუფრის მარილის შემადგენლობა: 99% NaCl, აქედან 39,4% Na, 60% - Cl, დანარჩენი - ნაცარი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა სულ - 0,6%. მარილის იოდიზირებას ახდენენ, როდესაც მას ამატებენ  კალიუმის იოდიდს ან იოდატს რაოდენობით 20-40 გრ - 1 ტონა მარილზე.

იოდიდი ნაკლებად მყარი ნივთიერებაა, იგი იოლად ორთქლდება ტემპერატურის და მზის სხივების ზემოქმედებით. მისი აორთქლება ან დაჟანგვა განსაკუთრებით სწრაფად ნესტიან გარემოში ხდება. იოდატი მეტი სტაბილურობით გამოირჩევა.

ამიტომ, როდესაც ყიდულობთ მარილს დააკვირდით მის შემადგენლობას, გარდა იმისა, რომ მას სხვა მინარევები არ უნდა ქონდეს, იოდის დეფიციტის აღმოსაფხვრელად იგი იოდატით უნდა იყოს გამდიდრებული და არა იოდიდით, დაცული უნდა იყოს გამოყენების ვადები და შენახვის პირობები და სხვა. ვფიქრობ ყოველივე ამის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ვითარებას თუ გავითვალისწინებთ საკვები პროდუქტების ხარისხიანობის შემოწმების კუთხით.

ბოლო წლებში, როდესაც  პროდუქციის ასორტიმენტი მეტ-ნაკლებად გამრავალფეროვნდა, ზოგიერთ მაღაზიაში და აფთიაქში გაჩნდა კიდევ ერთი ამგვარი პროდუქტი - See Salt ანუ ზღვის მარილი.

ზღვის მარილის შემადგენლობა:  ქლორიდი (CL-) - 55,3%, ნატრიუმი(Na+) - 30,59%, სულფატი - 7,68%, მაგნიუმი (Mg2+) - 3,68%, კალციუმი(Ca2+) - 1,18%, კალიუმი (K+) - 1,11%, ბიკარბონატი - 0,41%, ბრომიდი (BR-) - 0,19%, ბორატი - 0,08%, სტრონციუმი (Sr2+) - 0,04%, დანარჩენი დანამატები - 0,01%. ესეთი შემადგენლობა არის აღწერილი ვიკიპედიაში, მაგრამ ზღვის მარილი შეიცავს გაცილებით მეტ მინერალს, დაახლოებით 80-მდე, მასში არის პრაქტიკულად ყველა ელემენტი, რომელიც შედის მენდელეევის სისტემაში, მათ შორის იოდიც.  ზღვის მარილი ნაკლებ NaCl-ს და დამატებით კი ბევრ მიკროელემენტებს შეიცავს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.
მაგრამ იოდის რაოდენობა ზღვის მარილში მერყეობს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზით  და საიდან არის იგი მოპოვებული, არჩევისას ჩვენ უპირატესობა ეკოლოგიურად უფრო სუფთა წყაროს უნდა მივანიჭოთ.

გარდა შემადგენლობისა, ზღვის მარილი  სუფრის მარილისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ორგანიზმზე ნაკლები დამაზიანებელი მოქმედება გააჩნია. ნაკლებად იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, ნაკლებად მოქმედებს წნევასა და თირკმელებზე.

ზღვის მარილი გამოიყენება ასევე სხვადასხვა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პროცედურების ჩასატარებლად: მაგალითად ცხვირის, ყელის სავლებად (ხსნარი 1ჩ.კ. ერთ ჩაის ჭიქა წყალზე) სურდოს ან გაციების შემთხვევაში, კარგია როგორც სკრაბი სახის გასაწმენდად, სახსრების სამკურნალოდ, ასევე ცელულიტის შესამცირებლად (შეურიეთ დუშის გელს) და სტრესების მოსახსნელად აბაზანებში, საკვებად, ორგანიზმის მინერალებით შესავსებად.

რადგანაც ზღვის მარილში იოდის კონცენტრაცია გაურკვეველია, სჯობს მასთან ერთად მიიღოთ იოდის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა ზღვის კომბოსტო, ზღვის ან ოკეანის თევზი და სხვა.
გთავაზობთ მარტივ რეცეპტს: მსხვილი ზღვის მარილი დაფქვით და დაამატეთ წინასწარ მომზადებული გამხმარი მწვანილები თქვენი გემოვნებით: ოხრახუში, კამა, ქინძი, გამხმარი ხახვი, ნიორი და სხვა და ბოლოს აუცილებლად დაამატეთ იოდის წყარო - გამხმარი ზღვის კომბოსტო, რომელსაც ხელით დააქუცმაცებთ. მიიღებთ თქვენი გემოვნებისთვის სასიამოვნო ნაზავს, რომელიც გამოიყენეთ ცივი კერძებისთვის, ხოლო ცხელ კერძებში დაამატებთ დუღილის შემდეგ. შეგიძლიათ მრავალი კომპოზიცია შექმნათ თქვენი გემოვნების მიხედვით! ასეთი საშუალებით თქვენ თავად შექმნით ჯანსაღ პროდუქტს, დაიცავთ თქვენს ოჯახს მინერალების და იოდის დეფიციტისგან, რომელიც, სამწუხაროდ, ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში. ჩემი პაციენტების მდგომარეობას თუ განვაზოგადებ საქართველოს მთელ მოსახლეობაზე, შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობის სულ ცოტა 90%-ს აქვს ფარული იოდის ნაკლებობა ისე, რომ მათ ეს არც კი იციან!

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას! 
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий