1.24.2014

ბრონქული ასთმა - კომპლექსური მიდგომა



ბრონქული ასთმა დაავადებაა, რომელსაც სუნთქვის პერიოდული შეფერხება - შეხუთვა ახასიათებს.

გარეგანი სუნთქვა ორ სასუნთქ მოძრაობას - შესუნთქვას და ამოსუნთქვას შეიცავს. ამ პროცესში აქტიური როლი დიაფრაგმას - ორგანიზმის ყველაზე დიდ კუნთს ეკუთვნის. მე უკვე ვისაუბრე დიაფრაგმის შესახებ, იხილეთ აქ, ამიტომ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ბრონქული ასთმის გენეზსა და მკურნალობაში მისი როლის მეტად გათვალისწინებაა საჭირო.

შესუნთქვა - აქტიური პროცესია,  ამ დროს ხდება დიაფრაგმის თაღის დაშვება, ნეკნებშორისი კუნთების შეკუმშვა, რასაც ნეკნების აწევა და გულ-მკერდის გაფართოვება, ალვეოლებში წნევის შემცირება (იგი ატმოსფერულ წნევაზე ნაკლები ხდება) და ჰაერით ფილტვების შევსება მოყვება. დააკვირდით, დიაფრაგმის შეკუმშვა ფილტვებში ჰაერის მოცულობის 2/3 შეღწევას განაპირობებს.

ამოსუნთქვა კი სხვაგვარად ხდება - ზემოთხსენებული კუნთები დუნდება და გულ-მკერდი უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას. ამიტომ ამოსუნთქვა პასიურია და დამოკიდებულია სასაუნთქი სისტემის ელასტიურ თვისებებზე, მის გამტარობასა და ფუნქციურ მდგომარეობაზე.

ბრონქული ასთმის პრობლემაც ზუსტად ესაა - ბრონქების სანათურის შევიწროვება და ამის შესაბამისად ამოსუნთქვის გაძნელება. ადამიანი ცდილობს სუნთქვის დამატებითი კუნთების ამოქმედებას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის სრულფასოვანი სუნთქვისთვის.

სურათზე ჩანს განსხვავება ჯანსაღ და ასთმით
დაზიანებულ ბრონქიალურ სანათურს შორის
სადღეისოდ ბრონქული ასთმის გამომწვევ მიზეზად ალერგია ითვლება, რომლის განვითარების ველად ავადმყოფი ადამიანის ბრონქების ზედაპირია. აქ ვითარდება სპაზმი, შეშუპება, ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფა, რაც ზრდის ბრონქების კედლების სისქეს და ამცირებს ბრონქების სანათურს. შესაბამისად, თუკი ბრონქების გამტარობა მცირდება, ამოსუნთქვა ძნელდება, ჰაერის ნაწილი რჩება ფილტვებში, და ეს ხდება ყოველი შესუნთქვა-ამოსუნთქვისას, რაც, ბუნებრივია, შესუნთქვასაც აფერხებს.

ამგვარი რეაქცია ვლინება სხვადასხვა გარეგან თუ შინაგან გამღიზიანებელზე: იქნება ეს სუნამო, მტვერი, დაძაბულობა, სტრესი, ტენიანობა, ბაქტერიები, ვირუსები თუ სხვა.

მეორე მიზეზი ბრონქული ასთმის აღმოცენებისა - ინფექციაა, რაც ასევე იწვევს ბრონქებში ანთებითი პროცესის განვითარებას და შესაბამის სიმპტომატიკას. არის ჰოპითეზაც, რომელიც ორივე ფაქტორის მოქმედებას გულისხმობს - ალერგიულ-ინფექციური თეორია.

ასთმის  მკურნალობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა ყველა ღონე მიმართულია ბრონქების გაფართოვებისკენ. კლასიკური საშუალებები გულისხმობს ადრენომიმეტიკების, ბეტა-ბლოკატორების, უმეტესად ადგილობრივი მოქმედების (ინჰალატორები), ასევე ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებას (მძიმე შემთხვევებში), სედატიური, ანტიპარაზიტარული პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ანტიალერგიული ღონისძიებები.

ბრონქული ასთმა ვითარდება შეტევების სახით, რომლის კუპირება  შესაბამისი პრეპარატებით ხდება, ხოლო დამძიმება გულისხმობს შეტევების გახშირებას, ხანდახან ე.წ. სტატუსის ჩამოყალიბებას, როდესაც შეტევებს შორის შუალედი აღარ არის და საჭიროა პაციენტის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

რადგან შეტევების კუპირების სქემა არსებობს, მინდა დამატების სახით ჩავრთო მხოლოდ ის, რაზეც არ არის ყურადღება გამახვილებული არსებული სქემების მიხედვით და რაც აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესებისთვის.

უპირველესად მინდა გამოკვეთილად ავღნიშნო, რომ პაციენტის მკურნალობის მიმდინარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული მისი მდგომარეობის სიმძიმეზე.
მართალია, ბევრი რამის გამოყენებაა შესაძლებელი, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს მწყობრი სისტემის სახე და არ იყოს შემოფარგლული რაღაც ერთჯერადი ღონისძიებებით.

რა თქმა უნდა სამკურნალო ღონისძიებების ინტენსივობა უნდა იზრდებოდეს შეტევების შუალედებში, რადგანაც შეტევის დროს მთავარი მიზანია სუნთქვის აღდგენა. ხოლო შემდგომ, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და იგი შედარებით უკეთ იგრძნობს თავს, უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება.

 მკურნალობა ყოველთვის წარმატებულია მაშინ, როდესაც დაცულია მთავარი პრინციპი - სისხლის მიმოქცევის ოპტიმალობა. ბრონქული ასთმის დროს ხდება სითხის დიდი დანაკარგი, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაძაბვას იწვევს, მცირდება მისი რეზერვები, ამიტომ ამ დაავადების დროს (თუმცა ეს პრინციპი ყოველთვის პრიორიტეტულია) უნდა მოხდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვა.

რას გულისხმობს ეს? უპირველესად შესაბამისი სითხითი მოცულობის შექმნას ორგანიზმში იხილეთ აქ  და ასევე გულის, როგორც ამ სისტემის უმთავრესი მალიმიტირებელი საშუალების, საკვები ნივთიერებებით ოპტიმალურ მომარაგებას. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია გულის კუნთის საკვები ნივთიერებებით მომარაგება - ეს არის მინერალები, გლუკოზა, ამინომჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები. ვიმეორებ, ბრონქული ასთმა საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რასაც თან სდევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მკვეთრი დაძაბვა, ამგვარად ეს ღონისძიებები წარმოადგენს საყრდენ მომენტს ასეთი დაავადების სამკურნალოდ.


მკურნალობის შემდეგი და ასევე წამყვანი მომენტი ალერგიასთან ბრძოლაა, რის აღწერასაც შევეცადე  იხ. აქ.  ყველა ჩემს მიერ ამ სტატიაში აღწერილი მომენტი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ამ დაავადების მკურნალობის დროსაც.

მართალია, ზემოთ უკვე ავღნიშნე დიაფრაგმის შესახებ და სტატიაში თქვენ წაიკითხავთ კიდევაც, თუ როგორ უნდა აღადგინოთ ამ მნიშვნელოვანი კუნთის მდგომარეობა, მაგრამ მინდა ამ მომენტს კიდევ უფრო გავუსვა ხაზი და  თქვენი ყურადღება შევაჩერო სუნთქვით ვარჯიშებზე.

მართალია, ყველანი ვსუნთქვათ, თავი ამ საქმის პროფესიონალები გვგონია, მაგრამ სწორი სუნთქვა უმეტესობამ არ იცის, შესაბამისად დიაფრაგმის როლიც მცირდება, იგი დუნდება და შემდეგ ატროფირდება, რაც შესაბამისად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უპირველეს ყოვლისა კი სუნთქვაზე.

მაშ ასე, არსებობს სუნთქვითი ვარჯიშების სხვადასხვა სისტემა, რითაც შეგიძლიათ
დაინტერესდეთ და აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ კიდეც არა მხოლოდ ბრონქული ასთმის
შემთხვევაში, მაგრამ მოდით ეხლა ჩვეულებრივ
სუნთქვაზე ვისაუბროთ.

სუნთქვა არსებობს გულ-მკერდისმიერი, მუცლისმიერი და შერეული. უმეტესობა სუნთქავს გულ-მკერდით, თუმცა ჯანმრთელობისთვის, კერძოდ კი დიაფრაგმის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია მუცლისმიერი სუნთქვა, როდესაც შესუნთქვისას მუცელი იბერება, ხოლო ამოსუნთქვისას ეშვება. ამ თვისების გამოსამუშავებლად დრო, მონდომება და ყურადღებაა საჭირო, ამიტომ ეხლავე თუ დაიწყებთ და ხშირად გაამახვილებთ ამ ფაქტზე ყურადღებას, ეს უკეთესი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.
დიაფრაგმის სისხლმომარაგების აღდგენა, რაც ამ ვარჯიშებს მოყვება მნიშვნელოვნად შეცვლის ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანების მდგომარეობას.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში არის მოყვანილი მუცლით სუნთქვის ტექნიკა, რაც დაგეხმარებათ ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებაში. როგორც ვიდეოდან გაიგებთ, მუცლისმიერი სუნთქვა არა მხოლოდ დიაფრაგმის, არამედ მუცლის კუნთების გამაგრებაში და ბევრი სხვა პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.



იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

.

Комментариев нет:

Отправить комментарий