1.16.2014

წყლის მინერალიზაცია


ზოგადი მინერალიზაცია - ეს არის წყალში გახსნილი ნივთიერებების ჯამური რიცხობრივი მნიშვნელობა. ზოგად მინერალიზაციას შეადგენს წყალში გახსნილი ნივთიერებები  ან ზოგადი მარილშემცველობა, რადგან ეს ნივთიერებები ძირითადად მარილებია. ყველაზე ხშირია არაორგანული მარილები (ძირითადად  კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის და ნატრიუმის  ბიკარბონატები, ქლორიდები და სულფატები) და წყალში ხსნადი ორგანული ნივთიერებების მცირე რეოდენობა.

სასმელ წყალში მარილების შემცველობა განპირობებულია ბუნებრივ წყაროებში მის რაოდენობაზე, რომლებიც ძალზედ ცვალებადია სხვადასხვა გეოლოგიურ რეგიონებში მინერალების განსხვავებული ხსნადობის გამო. 

მინერალიზაციის მიხედვით (მგ/ლ) ბუნებრივი წყლები შესაძლებელია დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:

ულტრამტკნარი < 0,2
მტკნარი 0.2 - 0,5
წყლები შედარებით მაღალი მინერალიზაციით 0,5 - 1,0
მსუბუქი სიმლაშის წყლები 1,0 - 3,0
მლაშე 3 - 10
მაღალი სიმლაშის წყლები 10 - 35
მარილწყალი >35

ულტრამტკნარი წყლები იმ წყაროებშია, რომელთა სათავე მყინვარებიდან მომდინარეობს, ასევე იმ მდინარეებში, რომლებიც გზად წვიმიან ეკვატორიულ ტყეებს გადიან. დედამიწაზე ტბების და მდინარეების უმეტესობა  მტკნარია. უდაბნო და მშრალ მიდამოებში ზედაპირული წყალსაცავების წყალი მომატებული მინერალიზაციის ან მსუბუქად მლაშეა. ზღვის წყალი - მომატებული სიმლაშის წყლის მაგალითია, ღია ოკეანეში იგი 35‰ სხვადასხვა მარილს შეიცავს, მაგრამ უპირატესობა ნატრიუმის ქლორიდს (NaCl) აქვს. შიდა ზღვების მინერალიზაცია შესაძლოა უფრო დაბალი იყოს მასში შამავალი მდინარეებით გამოწვეული გამტკნარების გამო. წყლები, რომლებიც მარილწყალს წარმოადგენენ განლაგებულნი არიან მიწის სიღრმეში, მაგრამ არსებობენ მლაშე ტბებიც, მაგალითად მკვდარი ზღვა.
ბუნებრივი ფაქტორების გარდა, წყლის ზოგად მინერალიზაციაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ საწარმოო, ქალაქების ნალექების შედეგად წარმოქმნილი სანიაღვრე წყლები (როდესაც გამოიყენება მარილი გზების გაყინვისთან საბრძოლველად) და ასე შემდეგ.

სასმელი წყალი კარგია, როდესაც მასში მარილების ზოგადი შემცველობა 600 მგ/ლ. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩვენებით რეკომენდირებულია წყლის მინერალიზაციის ზედა ზღვარი შეადგენდეს 1000 მგ/ლ. 

გარკვეული რაოდენობის მარილების შემცველი მინერალური წყალი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მათი გამოყენება უნდა ხდებოდეს შეზღუდული რაოდენობით. მეორეს მხრივ, ულტრამტკნარი, დისტილირებული წყალი, რომელსაც წყლის გაწმენდის შედეგად ღებულობენ, ასევე არ არის ძალიან სასარგებლო ჯანმრთელობისთვის - ზოგი ექიმი თვლის, რომ მისი მუდმივი მოხმარება იწვევს მარილოვანი ბალანსის დარღვევას და ორგანიზმიდან აუცილებელი ქიმიური ნივთიერებების გამორეცხვას.

მინერალიზაციის მიხედვით ყველა მინერალური წყალი შესაძლოა დავყოთ სამ კატეგორიად:
სამკურნალო,
სუფრის სამკურნალო
სუფრის.

სამკურნალო წყლები - ეს მინერალური წყლებია, რომელთა მინერალიზაცია 8 გრ/ლ-ზე მეტია. ასეთი წყლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით. ამიტომ, თუ ეტიკეტზე მითითებულია მინერალიზაცია 8 გ/ლ-ზე მეტი არ იჩქაროთ მისი ბრმად მიღება

სუფრის სამკურნალო წყლების მინერალიზაცია 2-8 გ/ლ. ასეთი წყლების სამკურნალო თვისებები გამოვლინდება მხოლოდ მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში, რაც ასევე ექიმმა უნდა განგიმარტოთ.

სუფრის წყლის მინერალიზაცია 2 გ/ლ-მდეა. ასეთი წყლების მიღება თავისუფლად არის შესაძლებელი.

ტექნიკური წყლის მინერალიზაციის ნორმები უფრო მკაცრია, რადგან სულ მცირე მარილების კონცენტრაციებსაც კი შეუძლიათ დააზიანონ მოწყობილობები. მარილები ილექებიან მილების კედლებზე და ახდენენ მათი გამტარობის შეფერხებას, წარმოქმნიან ნადებებს.

გამოყენებული მასალა:
http://sistemaozdorovleniya.ru/pit-ili-ne-pit-mineralizaciya-vody-klassifikaciya/
http://www.water.ru/bz/param/common_mineral.shtml

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ:

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში


Комментариев нет:

Отправить комментарий