12.10.2013

არ მიიღოთ! 3. პროზაკი (ფლუოქსეტინი).

1980 წლების დასასრულს და 1990 წლების დასაწყისში ევროპაზე გადაიარა უცნაურმა არამოტივირებულმა მკვლელობების ტალღამ, რომლებსაც წესიერი, მათ შორის ხანშიშესული ადამიანები სჩადიოდნენ. რამოდენიმე წლის განმავლობაში ისინი, ვისაც ეს საქმე ევალებოდა, ეძებდნენ მკვლელობების ჩადენის "საერთო მნიშვნელს" და ბოლოს გამოარკვიეს, რომ ყველა მკვლელი რეგულარულად ღებულობდა ანტიდეპრესანტ - პროზაკს, სინთეზირებულს ამერიკული ლაბორატორიის -  Eli Lilly-ს მიერ. 

ბაზარზე ამ პრეპარატის სულ რაღაც 6 წლის გამოჩენის შემდეგ (1993 წლისთვის), მის ანგარიშზე იყო 26 623 არასასურველი გვერდითი ეფექტი, 1885 თვითმკვლელობა. Eli Lilly-ს ლაბორატორიის მიმართ აღძრულ იქნა 170 სარჩელი ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით.

პროზაკის რეგულარულად მიმღები ადამიანების მიერ ჩადენილ ყველაზე გახმაურებულ დანაშაულთა შორის, განსაკუთრებით ხმაურიანი იყო წყნარი და კანონმორჩილი შვეიცარიელი მოქალაქის - ჯოზეფ ვეკბეკერის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობა, რომელმაც მოკლა 8  და დაჭრა 12 თავისი კოლეგა.

ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე პროზაკის გაყიდვას დაეთანხმა რვიდან ხუთი "ჯანმრთელობის ექსპერტი", რომლებსაც Eli Lilly-სთან საქმიანი ურთიერთობები გააჩნდათ. კიდევ უფრო ადრე შეერთებულ შტატებში პროზაკი  მასობრივ წარმოებაში იმის წყალობით გავიდა, რომ ექს-პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უფროსი, ჯერ კიდევ თეთრ სახლში გადარჩევამდე, შედიოდა ამ ლაბორატორიის ადმინისტრაციულ საბჭოში, ხოლო ინდიანას შტატის სენატორის - ექს-ვიცე- პრეზიდენტ დან კვაილის საარჩევნო კომპანია ფინანსდებოდა იგივე ლაბორატორიის მიერ, რომელსაც ბიურო ინდიანაპოლისში ქონდა.
ევროპაში მიმდინარე ფართოდ გახმაურებული სკანდალების წყალობით ანტიდეპრესანტ პროზაკისთვის მძიმე დრო დადგა, ზოგ ქვეყნებში იგი აკრძალეს და ამოიღეს ხმარებიდან. რეალური ტრაგიკული შემთხვევბის საფუძველზე გადაღებული და დასავლეთში ნაჩვენები იქნა ახალგაზრდული აუდიტორიისთვის განკუთვნილი მხატვრული ფილმი-გაფრთხილება "პროზაკის თაობა".
რუსეთში ანტიდეპრესანტი-პრეპარატის გავრცელებას თანხმობა მისცეს. იგი გაჩნდა ყველა ცნობარში და პრაისში, არის ასევე რეესტრში და აფთიაქებში. ამის გარდა ეს პრეპარატი არა მხოლოდ თავისი სახელით - "პროზაკი" არის შემოსული, არამედ გამოშვებულია ასევე ადგილობრივი კომპანიების მიერაც. უნგრეთიდან შემოვიდა იგივე პრეპარატი სახელწოდებით ფრამენქსი ფლოქსეტი, ნორვეგიული ფლუოქსეტინ ნიკომედი, ჩეხური დეპრექსი, ფინური ფლუქსონილი, სლოვენური პორტალი და ფლუვალი, ინდური პროდელი და ფლუდაკი...

ეხლა ჩემი გამოძიების შედეგები: საქართველოში გაყიდვაშია პრეპარატი, როგორც დასახელებით პროზაკი, ისე ფლუოქსეტინი, ასევე ფლუოქსეტინ ნიკომედი, დეპრექსი, ფლუქსონილი, ფლუვალი, ფლუდაკი. ეს პრეპარატები იყიდება ყველა დიდი აფთიაქების ქსელში, ალბათ ასევე სხვა უფრო მცირე აფთიაქებშიც. 

საჭიროა დავსვათ კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ იყიდება ეს პრეპარატები საქართველოში მაშინ, როდესაც ბევრმა ქვეყანამ მასზე უარი განაცხადა? ასევე ვინ უნდა ზრუნავდეს ადამიანებისთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო  პრეპარატების არსებობაზე და "ცნობილი" გამოცდილების მქონე პრეპარატების აკრძალვაზე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მსურველები ცხადია არ გამოჩნდებიან, მანამდე კი იცოდეთ რას იღებთ, კარგად წაიკითხეთ უკუჩვენებები. სასურველია ასეთ პრეპარატებზე საერთოდ თქვათ უარი!  










ფილმი მოგვითხრობს იმ გვერდით მოვლენებზე, რომელიც აქვთ პაციენტებს ამ პრეპარატის მიღებისას. 

იყავით გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში


1 комментарий:

  1. Анонимный13/3/22 12:45

    Alter-Native : არ მიიღოთ! 3. პროზაკი (ფლუოქსეტინი). >>>>> Download Now

    >>>>> Download Full

    Alter-Native : არ მიიღოთ! 3. პროზაკი (ფლუოქსეტინი). >>>>> Download LINK

    >>>>> Download Now

    Alter-Native : არ მიიღოთ! 3. პროზაკი (ფლუოქსეტინი). >>>>> Download Full

    >>>>> Download LINK

    ОтветитьУдалить