12.21.2013

სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

"სიცოცხლე - გასულიერებული წყალია", - დ.რაიმონი, გერმანელი ფიზიოლოგი.



საუბარი ისევ წყალს შეეხება, უფრო სწორად სითხეებს, რომელთაც ხშირად ვსვამთ: ონკანის წყალი, ბოთლის წყალი, ტკბილი გაზიანი სასმელები, როგორიცაა კოკა-კოლა, მინერალური წყლები და სხვა.
მოკლედ, დღეს მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა და რა ზემოქმედება აქვს იმ სითხეებს რომელთაც ასე ხშირად და დაუფიქრებლად ვღებულობთ.
ალბათ არც ის გაგიკვირდებათ, რომ დავიწყებ ჩვეულებრივი წყლით, რომელიც ჩვენს ონკანებში მოედინება და ბოთლებში არის ჩამოსხმული. თანაც თავი რომ არ შეგაწყინოთ ამჯერად მხოლოდ ერთი მახასიათებლით შემოვიფარგლები - ჟანგვა-აღდგენის ანუ რედოქს-პოტენციალით.

რედოქს-პოტენციალი - ანუ ელექტრონების აქტივობის პოტენციალი. ეს პოტენციალი მილივოლტებში გაიზომება სპეციალური ხელსაწყოთი.

ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენითი პროცესების დროს გამოიყოფა ენერგია, რომელიც ორგანიზმში ხმარდება სასიცოცხლო პროცესებს : ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად და უჯრედების აღსადგენად.

რატომ არის ეს პოტენციალი ასეთი მნიშვნელოვანი: ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი პირდაპირ მოქმედებს ორგანიზმის ყველა სისტემაზე, რომელიც განაპირობებს ენერგიის კუმულაციას და ხარჯვას, მემკვიდრული თვისებების რეპლიკაციას და გადაცემას. ორგანიზმის ყველა ფერმენტული სისტემა შეიცავს გაყოფილმუხტიან მოლეკულურ სტრუქტურებს, რომლებიც ზემოქმედებენ ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობაზე.

ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ ზუსტად ეს ველები მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ მუხტის გადატანას ბიოლოგიურ სისტემებში და რთული ბიოქიმიური პროცესების ცალკეული სტადიების სელექტიურობას და თვითკონტროლს, და რომ ელექტრონების აქტივობის მაჩვენებელი დიდ ზეგავლენას ახდენს ბიოლოგიური სისტემების ელექტროაქტიური კომპონენტების  ფუნქციონალურ თვისებებზე. ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირების მექანიზმების დისბალანსი მეცნიერების მიერ განიხილება, როგორც მრავალი დაავადების მიზეზი.

ნორმაში ორგანიზმის ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი შეადგენს -100-200 მილივოლტს ანუ ორგანიზმის შიდა გარემო არის აღდგენილ მდგომარეობაში. თუკი ჩვენ ამავე მახასიათებელს გავზომავთ ონკანის ან ბოთლის წყალში, აღმოჩნდება, რომ მისი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი +200-300 მილივოლტია. ესეთი სხვაობა მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმის შიდა გარემოში ელექტრონების აქტივობა უფრო დიდია, ვიდრე სასმელ წყალში. თუკი ჩვენ დავლევთ წყალს, რომელსაც ეს მაჩვენებელი ორგანიზმის მსგავსი ექნება, მაშინ ეს წყალი იოლად შეითვისება და ორგანიზმი მისი კორექტირებისთვის არ დახარჯავს საკუთარ ენერგიას.


როდესაც უბრალო სასმელი წყალი ხვდება ადამიანის ქსოვილებში, იგი ელექტრონებს ართმევს უჯრედებს და ქსოვილებს, რომლებიც 70-80%-ით წყლისგან შედგებიან. ამის შედეგად ორგანიზმის ბიოლოგიური სტრუქტურები (უჯრედების მემბრანები, უჯრედების ორგანოიდები, ნუკლეინის მჟავები და სხვა) ექვემდებარებიან ჟანგვით დაშლას. ასე ცვდება, ბერდება ორგანიზმი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები კარგავენ თავის ფუნქციას. იმისთვის, რომ ეს პროცესები შენელდეს ან შეჩერდეს, აუცილებელია მივიღოთ წყალი, რომელიც იქნება ისეთივე პოტენციალის მატარებელი, როგორიც ჩვენს ორგანიზმში არსებული წყალია.


ჩვენი არტერიული სისხლის რედოქს-პოტენციალია - 7mB,  ვენური სისხლის - 75 mB.

წარმოდგენა რომ გვქონდეს დანარჩენი პროდუქტების რედოქს-პოტენციალზე იხილეთ სხვადასხვა პროდუქტების რედოქს-პოტენციალები:
ვაშლის წვენი - +112 mB
ყურძნის წვენი - +150mB
ყავა "ნესკაფე" - +50 mB
ტომატის წვენი - +36 mB
შავი ჩაი - +65 mB
მწვანე ჩაი - +50 mB
კოკა-კოლა - +300 mB
5%-იანი ძმარმჟავა - +400 mB
წითელი ღვინო - +50 mB

ასე რომ სასმელებს გააჩნიათ რედოქს-პოტენციალი, რომელიც მეტყველებს დამჟანგველი თუ აღმდგენელი ჭარბობს მასში და ასევე ნათლად ჩანს, რომ ისეთი სასმელები, როგორიცაა მწვანე ჩაი და წითელი ღვინო (მცირე რაოდენობებით) ზუსტად იმიტომ გამოირჩევიან ანტიოქსიდანტური (ჟანგვის საწინააღმდეგო) თვისებებით, რომ დაბალი რედოქს-პოტენციალი გააჩნიათ. ტომატებს ყველაზე დაბალი პოტენციალი აქვთ და მათი ზემოქმედება შეიცავს როგორც დაჟანგვის საწინააღმდეგო, ისე სიმსივნისსაწინააღმდეგო თვისებებს.

ყველაზე ოპტიმალური რედოქს-პოტენციალი გააჩნია "ცოცხალ" წყალს და წყაროს წყალს, ისიც 24-საათიან პერიოდში. არსებობს წყლის იონიზაციის მრავალი საშუალება, რომელიც სასურველია გამოიყენოთ წყლის რედოქს-პოტენციალის გასაუმჯობესებლად. სითხეების დანარჩენი მახასიათებლების შესახებ, რომლის გათვალისწინება აუცილებელია შემდეგში გაგაცნობთ.



იყავით გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!




ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий