11.13.2013

რა იცით ნეგლერიაზზე?

ამა წლის ივნისში არკანზასის შტატის ბავშვთა საავადმყოფოში ექიმები იბრძოდნენ 12 წლის კელი ხარდიგის სიცოცხლისთვის, რომელიც ტბაში ბანაობისას ამებური მენინგოენცეფალიტით დაავადდა. ეს გახლავთ ტბის ამება Naegleria fowleri, რომელიც ტვინის ქსოვილით იკვებება. აქამდე ეს დიაგნოზი ნიშნავდა, რომ ავადმყოფი იცოცხლებდა რამოდენიმე დღეს, საბედნიეროდ კელი გადაურჩა ამ ინფექციას  ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენების გამო.

ამებური მენინგოენცეფალიტის პათოლოგიური ჰისტოლოგია ნეგლერიაზისას. სურ. საიტიდან cdc.gov


გოგონამ სიკვდილის გამომწვევი ინფექცია ივნისის ბოლოს  Willow Springs Water Park-ში ყოფნისას  (ლიტლ როკი, არკანზასის შტატი) შეიძინა, თანაც ამ პარკში ეს ნეგლერიაზის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, წინა შემთხვევა 2010 წელს მოხდა. იმის შემდეგ, რაც  25 ივლისს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის არკანზასის განყოფილებამ დაადასტურა, რომ კელი ნადვილად Naegleria fowleri -ით არის დაინფიცირებული, პარკი დაიკეტა. 

Naegleria fowleri

დედის სიტყვებიდან გამომდინარე, საშიში სიმპტომები მას პარკში ყოფნიდან მეორე დღეს აღენიშნა - მაღალი, დაუმორჩილებელი ტემპერატურა, მუდმივი ღებინება, საშინელი თავის ტკივილი. კელი სწაფად იქნა გადაყვანილი შტატის ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც ზურგის ტვინის სითხეში აღმოჩენილ იქნა ამება. გოგონა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ტვინის ქსოვილის  გასაუმჯობესებლად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში სხეულის ტემპერატურის დაწევის ფონზე. 

 Naegleria fowleri - არის Vahlkampfiidae-ს ოჯახიდან, პირველად აღწერილია ავსტრალიაში 1960-ან წლებში. პარაზიტი ძირითადად ბინადრობს თბილწყლიან ბუნებრივ რეზერვუარებში (ტბები, მდინარეები), სადაც წყალმცენარეებით და ბაქტერიებით იკვებება, ასევე შესაძლოა დაბინძურებულ საცურაო ბასეინებშიც შეგვხვდეს.
Naegleria fowleri-ს თავის ტვინში შეღწევის გზა

 ამებები ადამიანის ორგანიზმში  ბანაობისას ნესტოებში ხვდებიან, შემდეგ ყნოსვითი ნერვის არხში,  თავის გზას ღრღნიან და მოძრაობენ ტვინისკენ, სადაც იწყებენ მისი უჯრედებით კვებას, რაც პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტის სახით არის ცნობილი. 
პირველადი სიმპტომებია - გახევებული კისერი, თავის ტკივილები, ტემპერატურის მატება, ღებინება. შემდეგ ჩნდება თავის ტვინის დაზიანებასთან დაკავშირებული ჰალუცინაციები, ქცევითი ცვლილებები, კრუნჩხვები და კომა. სიკვდილი, როგორც წესი, დგება პირველი სიმპტომების აღმოჩენიდან 3-7 დღის შემდეგ.




CDC -ის მონაცემებით, 1995-2004 წწ. აშშ-ში ტბის ამებამ 23 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო მხოლოდ 2007 წელს Naegleria fowleri-ით ინფიცირების გამო ექვსი ამერიკელი გარდაიცვალა. 2011 წელს ნეგლერიაზის 2 შემთხვევა იქნა დადგენილი ამერიკაში ცხვირის ონკანის წყლით გამორეცხვის შემდეგ, ხოლო ორი დაინფიცირების შემთხვევა ღია წყალსაცავში ბანაობის შემდეგ. ყველა შემთხვევა სიკვდილით დასრულდა.
მსოფლიოში Naegleria fowleri-ის სასიკვდილო თვისებების აღმოჩენის შემდეგ დარეგისტრირებულია რამოდენიმე ასეული შემთხვევა, მათ შორის მხოლოდ სამი - ერთი კალიფორნიაში - 1987 წ., მეორე მექსიკაში - 2003 წელს და მესამე კელის შემთხვევაა, რომელიც გამოჯანმრთელებით დასრულდა. როგორც თვლიან, ამ შემთხვევებში ნაკლებად ვირულენტურ შტამებზეა საუბარი.

 ყურადღება მიაქციეთ წარწერებს.

ჩვეულებრივ, ნეგლერიაზის შემთხვევაში ავადმყოფები წამლებს ღებულობენ იმ პროტოკოლით, რომელიც დაეხმარა კალიფორნიელ პაციენტს გამოჯანმრთელებაში - ამფოტერიცინ B, ფლუკონაზოლის, დექსამეტაზონის, რიფამპიცინის და ცეფტრიაქსონის კომბინაცია, მაგრამ იგი მხოლოდ მექსიკელი პაციენტისთვის აღმოჩნდა გადამრჩენი.

კელი ხარდიგის შემთხვევაში მკურნალმა ექიმებმა CDC-ს მიმართეს  ექსპერიმენტული წამლისთვის, რომლის სახელწოდება არ ხმაურდება.
სავარაუდოდ, საუბარია პრეპარატ მილტეფოზინზე (miltefosine).
როგორც CDC-ის ოფიციალურ საიტზეა მითითებული, ამ ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომელიც პირველად ძუძუს კიბოს და ლეიშმანიოზის სამკურნალოდ იყო მოწოდებული, ჯერ ვერ მიიღო FDA -ს თანხმობა. მაგრამ ლაბორატორიულ პირობებში მილტეფოზინმა, რამოდენიმე ზემოთმოყვანილ პრეპარატთან ერთად კარგი აქტივობა აჩვენა რიგი პარაზიტის მიმართ, მათ შორის  Naegleria fowleri. ამას გარდა მილტეფოზინის გამოყენება უკვე სცადეს ადამიანებში სხვა სასიკვდილო ამებების ინფიცირებისას - Balamuthia mandrillaris და Acanthamoeba, რამაც წარმატება მოიტანა.

კელის მკურნალი ექიმის, სანჯივა პასალა-ს სიტყვებით, ექსპერიმენტული პრეპარატით თერაპიის დაწყების შემდეგ გოგონას ზურგის ტვინის სითხეში აღარ აღინიშნებოდა  Naegleria fowleri -ს არსებობა. "დღითიდღე მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა და ჩვენ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი," -აცხადებდა ექიმი. 
 კელი ხარდიგის სიცოცხლეს ეს საფრთხე უკვე აღარ ემუქრება! 

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий