ტრადიციულ მცენარეულ ჩაის
ჭიქას
შეუძლია
აკონტროლოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლა - აცხადებენ მეცნიერები. მცენარის გამონაწველს, რომელიც ცნობილია სახელწოდებით ქალწულის მანტია და რამოდენიმე ქვეყანაში გამოიყენება სამკურნალო ჩაის სახით, შეუძლია გაანადგუროს კიბოს უჯრედები სინჯარაში.
ასეთ ჩაის მიირთმევენ ძუძუს კიბოს მქონე პაკისტანის სოფლებში მცხოვრები ქალები, მაგრამ ეს პრაქტიკა სადღეისოდ განიხილება, როგორც ფოლკლორი.
მეცნიერები ბირმინგემის ასტონის უნივერსიტეტიდან და დუდლის რასელს ჰოლს ჰოსპიტალიდან ვარაუდობენ, რომ ის შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო აგენტს და მოქმედებს მარტო ან კომბინირებულად კიბოს უჯრედების გამრავლების წინააღმდეგ.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა კიბოს უჯრედების ზრდის
შეჩერება 5 საათის ზემოქმედებისას და მათი განადგურება 24 საათის მოქმედების შედეგად.
მცენარის ბოტანიკური სახელწოდებაა - Fagonia cretica, რომელიც ხარობს პაკისტანის, ინდოეთის, აფრიკის და ევროპის მშრალ, უდაბნო რეგიონებში.
პროფესორებმა Helen Griffiths-მა და
Amtul R Carmichael-მა, რომლებიც ხელმძღვანელობენ კვლევებს, აღმოაჩინეს, რომ ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, მცენარის ექსტრაქტის შემცველი ჩაი არ აზიანებს ძუძუს ნორმალურ უჯრედებს და ამცირებს მკურნალობის გვერდით ეფექტებს.
პაკისტანელ დაავადებულებში ექსტრაქტის მიღება არ იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა თმის ცვენა, სისხლის მაჩვენებლების დაქვეითება ან ფაღარათი. სამეცნიერო ჟურნალ PloSOne-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ჩანს, რომ მცენარის ექსტრაქტი აზიანებს კიბოს უჯრედების დნმ-ს, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში ეწინააღმდეგება სიმსივნურ ზრდას. დაზიანებული დნმ-ი არა მხოლოდ აჩერებს სიმსივნის ზრდას, არამედ ხსნის ქიმიოთერაპიის შეზღუდვებს.
პროფესორ კარლმაიკლის თქმით პატარა
ჰოსპიტალი, რომელიც განლაგებულია პაკისტანში ლაჰორიდან 100 მილის მოშორებით, მცენარის ჩაის უკვე 40 წელია იყენებს ძუძუს კიბოიან პაციენტებში. ის ამბობს:
"იგი ეხმარებათ მათ რემისიის შენარჩუნებაში, იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ
არ
შეგვიძლია იგი კვლავ გამოვიყენოთ.
ისინი
დიდ
ხანს
ცხოვრობენ თმის ცვენის, დიდი წონის კლების ან რაიმე სხვა ტოქსიკური გვერდითი მოვლენის გარეშე, რაც ქიმიოთერაპიასთან არის დაკავშირებული, რაც
ამ
ექსტარქტის ზემოქმედებაში გვარწმუნებს. იგი მიუთითებს კვლევების აუცილებლობაზე, რათა ექსტრაქტის ბაზაზე შეიქმნას წამალი. " სადღეისოდ შესწავლილია მცენარეული ჩაის მოქმედება აზიური წარმოშვების პაციენტებზე, მაგრამ ეფექტი თეთრკანიან პაციენტებში შესაძლოა ცოტა განსხვავებული იყოს", -ამატებს იგი.
პროფესორი გრიფიტსიც მიუთითებს კვლევების გაგრძელების აუცილებლობაზე კიბოს მართვაში ექსტრაქტის როლის დასადგენად, რათა გაირკვეს ამ ექსტრაქტის ეფექტურობა ადამიანის სხეულში ისევე, როგორც ეს ლაბორატორიაში მოხდა. შემდეგი ნაბიჯი კი იქნება იმის
დადგენა, თუ რომელი
ელემენტია პასუხისმგებელი კიბოს უჯრედების განადგურებაში.
დოქტორი კეითლინ პალფრემანი, Breakthrough Breast
Cancer-ის პოლიტიკის მენეჯერი ამბობს: "რამოდენიმე მნიშვნელოვანი კიბოსთან მებრძოლი პრეპარატია მცენარეებიდან მიღებული. რადგან კვლევა ადრეულ ეტაპზეა, ჩვენ არ ვიცით თუ იქნება მცენარიდან მიღებული პრეპარატი ეფექტური ძუძუს კიბოსთან საბრძოლველად, მაგრამ ველით ყველა სიახლეს ამ მიმართულებით.
ქალებს, რომელთაც აქვთ ძუძუს კიბო, და განიხილავენ მცენარეული პრეპარატების გამოყენებას, ვურჩევთ ჯერ გაესაუბრონ მკურნალ ექიმს კიბოს მიმდინარე მკურნალობაზე შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებით".
ემა პენერი, Breast Cancer Care-ის კლინიკური დირექტორი ამბობს: "მეტი კვლევაა საჭირო, რომ დავეყრდნოთ ამ ლაბორატორულ სამუშაოს".
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ასევე ნახეთ:
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
Комментариев нет:
Отправить комментарий