ქართველი
მომხმარებელი ნაკლებად ინფორმირებულია საკვებში შემავალ ამა თუ იმ დანამატის
თაობაზე. მართლაც და რა დაიმახსოვრებს რომელი დანამატი რა ზიანს აყენებს ორგანიზმს, ისინი ხომ ასე მრავალნაირია! მაგრამ გაფრთხილდით, ეხლა ძნელად თუ მოიძებნება პროდუქტი, რომელიც შეიძლება თამამად გამოიყენო
საკვებად, ეს ეხება როგორც "ცოცხალ", ისე "შექმნილ" პროდუქციას.
დიახ, ძალიან ბევრს ცდილობენ, რომ პროდუქტი უფრო მიმზიდველი
გახდეს მომხმარებლისთვის, თუნდაც ეს მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. ასეთი არის
დღევანდელი რეალური ვითარება, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
ჯანსაღი პროდუქციის შექმნა უფრო რთული და
შრომატევადია, ამიტომ იგი თანდათან ქრება მაღაზიის დახლებიდან. რაღა დაგვრჩენია ჩვენ,
ჩვეულებრივ მომხმარებლებს? გგონიათ არაფერი არ შეგვიძლია? ცდებით. ეს პროდუქცია
ხომ ჩვენთვის იქმნება და მოწოდება ყოველთვის განპირობებულია მოთხოვნით, ამიტომ თუ
ჩვენი ორიენტირი შეიცვლება და არჩევანს გონივრულად ჯანსაღ პროდუქტზე შევაჩერებთ ჩვენ
შევცვლით არსებულ ვითარებას, რაც ჩვენს ეკონომიკასაც შეეტყობა, რადგანაც ჩვენთან წარმოებული პროდუქტი ჯერ არ არის ისე გაჯერებული მავნე ნივთიერებებით, როგორც ეს უცხოურ უფრო "გამოცდილი" მეწარმეების
პროდუქციაში გვხვდება. მაგრამ აშკარაა, რომ ეს მიმართულება უფრო მეტად გაძლიერდება და ჩვენი რეაქცია დროულად უნდა განხორციელდეს. არ დავუშვათ, რომ ჩვენი მოტყუების და ჯანმრთელობის ხარჯზე მოხდეს
არაკეთილსინდისიერი მწარმოებლის წახალისება და მისი შემოსავლების ზრდა.
ეს მოკლედ,
რაც მინდოდა მეთქვა, ეხლა კი გაგაცნობთ ერთ-ერთ დანამატს, რომელიც ძალიან
გავრცელებულია იმ პროდუქციაში, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს და რომელიც სხვადასხვა
დასახელებითაა ცნობილი:
- E 621,
- ნატრიუმის გლუტამატი,
- ნატრიუმის გლუტამინატი,
- მონონატრიუმის გლუტამატი,
- მონოსოდიუმ გლუტამატი,
- გლუტამინის მჟავის მონონატრიუმის მარილი,
- გემოს გამაძლიერებელი,
- L-გლუტამინის მჟავის ნატრიუმის მარილი,
- HVP (hydrolyzed vegetable proteins),
- უმამი,
- ადზი ნო მოტო,
- ვეიცზინი,
- სავორი,
- MSG (monosodium glutamate),
- ჰიდროლიზებული მცენარეული (სოიოს) პროტეინი (hydrolyzed vegetable proteins, hydrolyzed soy protein, hydrolyzed pea protein),
- სოიოს ექსტრაქტი (soy extracts),
- პროტეინის იზოლატი (protein isolate),
- სხვადასხვა სახის საფუარი (autolyzed yeast, hydrolyzed yeast, yeast extract),
- კარაგინანი (carrageenan),
- Sodium caseinate.
შესაძლებელია ეტიკეტზე არ იყოს მითითებული არც
ერთი ზემოთჩამოთვლილი დასახელება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ E261 არ არის მის შემადგენლობაში.
ხშირად მწარმოებლები ასეთ ფრაზებს აწერენ " ნატურალურის იდენტური გემო",
"საკმაზი" ან "ნატურალური არომატიზატორი". ყველა ასეთი პროდუქტი
შეიცავს გლუტამინის მჟავას, თანაც ჩვეულებრივ გლუტამატთან disodium inosinate და disodium guanylate-სთან ერთად. ამის გარდა, თუ პროდუქტში
გლუტამატის რაოდენობა არ აღემატება 50% მწარმოებელს შეუძლია იგი არც მიუთითოს.
შექმნის
ისტორია: პირველად E 261 წარმოებულ იქნა იაპონიაში წყალმცენარეების გამოშრობით და მათგან
გლუტამინის მჟავის გამოყოფით. 1907 წელს იაპონელმა მეცნიერმა კიკუნაე იკედამ ახალი ქიმიური ქვეტიპი - გლუტამინის მჟავის მარილი შეიმუშავა. 1947 წელს კი
მსოფლიომ შეიტყო, რომ მისგან ნებისმიერი არომატის შექმნაა შესაძლებელი.
თავიდან იგი აზიურ სამზარეულოში გამოიყენებოდა.
ბუნებრივად მას წყალმცენარეები, სოიოს პროდუქტები, ჭარხალი, ალაო, ხორცი,
პომიდორი, სოკო, ყველი, ხაჭო, სიმინდი, ბარდა შეიცავენ. სამხრეთ - აღმოსავლეთ
აზიაში ნატრიუმის გლუტამატს თევზის შიგნეულობის ან კრევეტების ფერმენტირებით ღებულობენ.
მისი ქიმიური
წარმოების დაწყების შემდეგ E 261-ის სასარგებლო თვისებები ეჭვის ქვეშ დადგა.
იგი თეთრი
კრისტალური ხსნადი ფხვნილია, რომელიც ფართოდ გამოიყენება იაპონიაში, ჩინეთში,
ვიეტნამში და შემდეგ მთელ მსოფლიოში. ნატრიუმის გლუტამატი პროდუქტების გემოს აუმჯობესებს
ენის რეცეპტორების მგრძნობელობის გაზრდის ხარჯზე, იგი "ატყუებს" ტვინს
და საკვებს უფრო "გემრიელად" წარმოაჩენს.
რა პროდუქციაში გვხვდება ნატრიუმის გლუტამატი: თითქმის ყველა წარმოებულ
პროდუქციაში - საკმაზები, ძეხვი, სუპები, ბულიონის კუბიკები, მაკარონი, ბეკონი, ჩიფსები,
ორცხობილა, პელმენები, კონსერვები, სოუსები, ასევე პურ-ფუნთუშეული, გაყინული ბოსტნეულის
ნახევარფაბრიკატები, სოიოს პროდუქტები, სასმელები და სხვა. მისი მეშვეობით შესაძლებელია
პროდუქტისთვის ნებისმიერი გემოს მიცემა - "შაშხის გემო", "ბეკონის გემო"
და სხვა.
გლუტამატის ყველაზე დიდი საფრთხე - დამოკიდებულებაა. ამიტომაა იგი დიდი
რაოდენობით სწრაფი კვების პროდუქციაში, თანაც
იგი ჭარბი საკვების მიღების მიზეზიც არის. ამ დანამატის მეშვეობით ნიღბავენ ძველ და
გაფუჭებულ ნედლეულსაც.
დანამატთან დაკავშირებით ექიმების აზრი ორად არის გაყოფილი: ერთნი მას სამკურნალო
საშუალებად თვლიან - ჰიპოაციდური გასტრიტის სამკურნალოდ და იმუნიტეტის
ასამაღლებლადაც იყენებენ, მეორენი კი -
"თეთრ სიკვდილს" უწოდებენ.
მართალია ეს
დანამატი დაშვებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტები:
- იგი ნერვული სისტემის აღმგზნები მოქმედების ტოქსინია: იწვევს ნარკოტიკთან გათანაბრებულ დამოკიდებულებას - გენურ დონეზე ორგანიზმი უპირატესობას ანიჭებს საკვებს, რომელიც აძლიერებს გემოს შეგრძნებას ენის რეცეპტორების მიერ, ბუნებრივი საკვები აღარ იწვევს სიამოვნებას. თანდათან კი ენის რეცეპტორებიც ატროფირებდება.
- E 261-ის რეგულარული მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს - ალერგიულ რეაქციებს, ასთმას, თირკმელების უკმარისობის, დიაბეტის, აუტიზმის, შაკიკის, ალცჰაიმერის დაავადების და ყურადღების კონცენტრირების ნაკლებობის სინდრომს, ჰიპერაქტივობას, პანიკას, ნაწილობრივ პარალიჩს.
- მეცნიერმა ჯონ ერბმა გააკეთა აღმოჩენა - ნატრიუმის გლუტამატის დაბადებისას შეყვანა ვირთაგვებსა და თაგვებში იწვევს "მსუქანი" ეკზემპლარების "შექმნას" - გლუტამატი 3-ჯერ ზრდის ინსულინის გამოყოფას, რაც სიმსუქნეს იწვევს.
- მეცნიერმა ჯონ ოლნიმ კი გაარკვია, რომ ნატრიუმის გლუტამატის დიდი დოზებით მიღება ვირთაგვებში ნერვული უჯრედების დაზიანებას, გენოტოქსიკურ ეფექტს და ცხოველების უჯრედების ოქსიდანტურ დაზიანებებს იწვევდა, ასევე აზიანებდა დნმ-ს.
- ხიროსი ოგურომ კი თაგვების დაბრმავება და ბადურის გათხელება დაადასტურა გლუტამატის დიდი დოზით მიღებისას.
- 1968 წელს აღწერილია "ჩინური რესტორნის სინდრომი": ცხელება, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა და გულისრევის შეგრძნება, რომელიც ვითარდება აზიური საკვების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით საშიშია ასთმიანი ადამიანებისთვის. სიმპტომების საკომპენსაციოდ რეკომენდირებულია B6 ვიტამინის მიღება.
- აი რა სიმპტომები შეიძლება აღენიშნებოდეს ადამიანს გლუტამატის მიღების შემდეგ: ტკივილი გულ-მკერდის არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, ძილიანობა და სხვა, მართალია ეს სიმპტომები აღინიშნება ძალიან დიდი დოზების მიღებისას.
ნატრიუმის
გლუტამატის გემო იგრძნობა, თუ პროდუქტში მისი კონცენტრაცია 0,03% და მეტი.
პროდუქტებში
მისი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1%-0,8%.
ზრდასრულებისთვის
მისი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 გრ, მოზარდებისთვის - 0,5 გრ - სხეულის
წონის 1 კგ-ზე, მაგრამ არა უმეტეს 9 გრ დღეში!
სამ წლამდე ბავშვების კვება ნატრიუმის
გლუტამატიანი საკვებით არ არის დასაშვები!
ეხლა თქვენ იცნობთ დანამატს E 261, თქვენი გადასაწყვეტია ჩათვლით თუ არა მას მავნე ნივთიერებად, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ამ დანამატის არსებობას ეტიკეტზე, გაითვალისწინეთ ყოველივე ზემოთაღნიშნული, შეამცირეთ ასეთი პროდუქტების რაოდენობა და უპირატესობა ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტებს მიანიჭეთ, ასე დაიცავს
თავს და ახლობლებს ამ დანამატის მავნე ზემოქმედებისგან.
გამოყენებული მასალა:
http://www.clubinf.ru/news_view.php?id=78
http://www.ljpoisk.ru/archive/6083413.html
http://www.ljpoisk.ru/archive/6083413.html
http://www.healthtoday.ru/seo_articles/articles34.html
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ
ჯანმრთელობას!
ასევე ნახეთ:
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი ამ ბლოგზე
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი ამ ბლოგზე
დიდი მადლობა!
ОтветитьУдалить