1.24.2014

ბრონქული ასთმა - კომპლექსური მიდგომა



ბრონქული ასთმა დაავადებაა, რომელსაც სუნთქვის პერიოდული შეფერხება - შეხუთვა ახასიათებს.

გარეგანი სუნთქვა ორ სასუნთქ მოძრაობას - შესუნთქვას და ამოსუნთქვას შეიცავს. ამ პროცესში აქტიური როლი დიაფრაგმას - ორგანიზმის ყველაზე დიდ კუნთს ეკუთვნის. მე უკვე ვისაუბრე დიაფრაგმის შესახებ, იხილეთ აქ, ამიტომ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ბრონქული ასთმის გენეზსა და მკურნალობაში მისი როლის მეტად გათვალისწინებაა საჭირო.

შესუნთქვა - აქტიური პროცესია,  ამ დროს ხდება დიაფრაგმის თაღის დაშვება, ნეკნებშორისი კუნთების შეკუმშვა, რასაც ნეკნების აწევა და გულ-მკერდის გაფართოვება, ალვეოლებში წნევის შემცირება (იგი ატმოსფერულ წნევაზე ნაკლები ხდება) და ჰაერით ფილტვების შევსება მოყვება. დააკვირდით, დიაფრაგმის შეკუმშვა ფილტვებში ჰაერის მოცულობის 2/3 შეღწევას განაპირობებს.

ამოსუნთქვა კი სხვაგვარად ხდება - ზემოთხსენებული კუნთები დუნდება და გულ-მკერდი უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას. ამიტომ ამოსუნთქვა პასიურია და დამოკიდებულია სასაუნთქი სისტემის ელასტიურ თვისებებზე, მის გამტარობასა და ფუნქციურ მდგომარეობაზე.

ბრონქული ასთმის პრობლემაც ზუსტად ესაა - ბრონქების სანათურის შევიწროვება და ამის შესაბამისად ამოსუნთქვის გაძნელება. ადამიანი ცდილობს სუნთქვის დამატებითი კუნთების ამოქმედებას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის სრულფასოვანი სუნთქვისთვის.

სურათზე ჩანს განსხვავება ჯანსაღ და ასთმით
დაზიანებულ ბრონქიალურ სანათურს შორის
სადღეისოდ ბრონქული ასთმის გამომწვევ მიზეზად ალერგია ითვლება, რომლის განვითარების ველად ავადმყოფი ადამიანის ბრონქების ზედაპირია. აქ ვითარდება სპაზმი, შეშუპება, ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფა, რაც ზრდის ბრონქების კედლების სისქეს და ამცირებს ბრონქების სანათურს. შესაბამისად, თუკი ბრონქების გამტარობა მცირდება, ამოსუნთქვა ძნელდება, ჰაერის ნაწილი რჩება ფილტვებში, და ეს ხდება ყოველი შესუნთქვა-ამოსუნთქვისას, რაც, ბუნებრივია, შესუნთქვასაც აფერხებს.

ამგვარი რეაქცია ვლინება სხვადასხვა გარეგან თუ შინაგან გამღიზიანებელზე: იქნება ეს სუნამო, მტვერი, დაძაბულობა, სტრესი, ტენიანობა, ბაქტერიები, ვირუსები თუ სხვა.

მეორე მიზეზი ბრონქული ასთმის აღმოცენებისა - ინფექციაა, რაც ასევე იწვევს ბრონქებში ანთებითი პროცესის განვითარებას და შესაბამის სიმპტომატიკას. არის ჰოპითეზაც, რომელიც ორივე ფაქტორის მოქმედებას გულისხმობს - ალერგიულ-ინფექციური თეორია.

ასთმის  მკურნალობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა ყველა ღონე მიმართულია ბრონქების გაფართოვებისკენ. კლასიკური საშუალებები გულისხმობს ადრენომიმეტიკების, ბეტა-ბლოკატორების, უმეტესად ადგილობრივი მოქმედების (ინჰალატორები), ასევე ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებას (მძიმე შემთხვევებში), სედატიური, ანტიპარაზიტარული პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ანტიალერგიული ღონისძიებები.

ბრონქული ასთმა ვითარდება შეტევების სახით, რომლის კუპირება  შესაბამისი პრეპარატებით ხდება, ხოლო დამძიმება გულისხმობს შეტევების გახშირებას, ხანდახან ე.წ. სტატუსის ჩამოყალიბებას, როდესაც შეტევებს შორის შუალედი აღარ არის და საჭიროა პაციენტის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

რადგან შეტევების კუპირების სქემა არსებობს, მინდა დამატების სახით ჩავრთო მხოლოდ ის, რაზეც არ არის ყურადღება გამახვილებული არსებული სქემების მიხედვით და რაც აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესებისთვის.

უპირველესად მინდა გამოკვეთილად ავღნიშნო, რომ პაციენტის მკურნალობის მიმდინარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული მისი მდგომარეობის სიმძიმეზე.
მართალია, ბევრი რამის გამოყენებაა შესაძლებელი, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს მწყობრი სისტემის სახე და არ იყოს შემოფარგლული რაღაც ერთჯერადი ღონისძიებებით.

რა თქმა უნდა სამკურნალო ღონისძიებების ინტენსივობა უნდა იზრდებოდეს შეტევების შუალედებში, რადგანაც შეტევის დროს მთავარი მიზანია სუნთქვის აღდგენა. ხოლო შემდგომ, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და იგი შედარებით უკეთ იგრძნობს თავს, უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება.

 მკურნალობა ყოველთვის წარმატებულია მაშინ, როდესაც დაცულია მთავარი პრინციპი - სისხლის მიმოქცევის ოპტიმალობა. ბრონქული ასთმის დროს ხდება სითხის დიდი დანაკარგი, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაძაბვას იწვევს, მცირდება მისი რეზერვები, ამიტომ ამ დაავადების დროს (თუმცა ეს პრინციპი ყოველთვის პრიორიტეტულია) უნდა მოხდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვა.

რას გულისხმობს ეს? უპირველესად შესაბამისი სითხითი მოცულობის შექმნას ორგანიზმში იხილეთ აქ  და ასევე გულის, როგორც ამ სისტემის უმთავრესი მალიმიტირებელი საშუალების, საკვები ნივთიერებებით ოპტიმალურ მომარაგებას. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია გულის კუნთის საკვები ნივთიერებებით მომარაგება - ეს არის მინერალები, გლუკოზა, ამინომჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები. ვიმეორებ, ბრონქული ასთმა საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რასაც თან სდევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მკვეთრი დაძაბვა, ამგვარად ეს ღონისძიებები წარმოადგენს საყრდენ მომენტს ასეთი დაავადების სამკურნალოდ.


მკურნალობის შემდეგი და ასევე წამყვანი მომენტი ალერგიასთან ბრძოლაა, რის აღწერასაც შევეცადე  იხ. აქ.  ყველა ჩემს მიერ ამ სტატიაში აღწერილი მომენტი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ამ დაავადების მკურნალობის დროსაც.

მართალია, ზემოთ უკვე ავღნიშნე დიაფრაგმის შესახებ და სტატიაში თქვენ წაიკითხავთ კიდევაც, თუ როგორ უნდა აღადგინოთ ამ მნიშვნელოვანი კუნთის მდგომარეობა, მაგრამ მინდა ამ მომენტს კიდევ უფრო გავუსვა ხაზი და  თქვენი ყურადღება შევაჩერო სუნთქვით ვარჯიშებზე.

მართალია, ყველანი ვსუნთქვათ, თავი ამ საქმის პროფესიონალები გვგონია, მაგრამ სწორი სუნთქვა უმეტესობამ არ იცის, შესაბამისად დიაფრაგმის როლიც მცირდება, იგი დუნდება და შემდეგ ატროფირდება, რაც შესაბამისად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უპირველეს ყოვლისა კი სუნთქვაზე.

მაშ ასე, არსებობს სუნთქვითი ვარჯიშების სხვადასხვა სისტემა, რითაც შეგიძლიათ
დაინტერესდეთ და აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ კიდეც არა მხოლოდ ბრონქული ასთმის
შემთხვევაში, მაგრამ მოდით ეხლა ჩვეულებრივ
სუნთქვაზე ვისაუბროთ.

სუნთქვა არსებობს გულ-მკერდისმიერი, მუცლისმიერი და შერეული. უმეტესობა სუნთქავს გულ-მკერდით, თუმცა ჯანმრთელობისთვის, კერძოდ კი დიაფრაგმის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია მუცლისმიერი სუნთქვა, როდესაც შესუნთქვისას მუცელი იბერება, ხოლო ამოსუნთქვისას ეშვება. ამ თვისების გამოსამუშავებლად დრო, მონდომება და ყურადღებაა საჭირო, ამიტომ ეხლავე თუ დაიწყებთ და ხშირად გაამახვილებთ ამ ფაქტზე ყურადღებას, ეს უკეთესი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.
დიაფრაგმის სისხლმომარაგების აღდგენა, რაც ამ ვარჯიშებს მოყვება მნიშვნელოვნად შეცვლის ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანების მდგომარეობას.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში არის მოყვანილი მუცლით სუნთქვის ტექნიკა, რაც დაგეხმარებათ ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებაში. როგორც ვიდეოდან გაიგებთ, მუცლისმიერი სუნთქვა არა მხოლოდ დიაფრაგმის, არამედ მუცლის კუნთების გამაგრებაში და ბევრი სხვა პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.



იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

.

1.19.2014

კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი

ვაგრძელებ თხრობას კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის კოდექსზე. თქვენთვის საინტერესო იქნება არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ნაწილი, რომელმაც მას საშუალება მისცა ჯანმრთელობის პრობლემები დაემარცხებინა და ეცხოვრა იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ეს ექიმებმა აღუთქვეს. 
ეს არ არის რთული სისტემა, თუმცა მასში დიდი სიბრძნე და სარგებელია ჩადებული, და თქვენც მოგცემთ ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესების საშუალებას. მხოლოდ ერთი რჩევა - ეს ვარჯიშები რეგულარულად უნდა გააკეთოთ. მერწმუნეთ, შედეგების დიდხანს ლოდინი არ დაგჭირდებათ. 

როგორ ვიყოთ ჯანმრთელები:

პირველი გზა - ყველა საშუალებებით მოიშორეთ დაავადებები და გააგრძელეთ ძველებურად ცხოვრება.
მეორე გზა - მოიშორეთ დაავადებების აღმოცენების მიზეზები, შეცვალეთ ცხოვრების სტილი ისე, რომ დაავადებები აღარ გაჩნდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - " ბოროტება ფესვიანად ამოგლიჯეთ".


ნიშის ექვსი წესი:
პირველი წესი - დაიძინეთ მყარ ზედაპირზე: სხეული ისვენებს, წონა თანაბრად არის გადანაწილებული, კუნთები მაქსიმალურად მოდუნებული, ხოლო ის მცირე ამოვარდნები, რაც ხდება ყოველდღე ხერხემის მალებში თავისთავად გასწორდება. ამას გარდა, მყარი ზედაპირი ინარჩუნებს კანის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ღვიძლს იცავს მოდუნებისგან, რადგან ზედაპირული ვენები ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ დაბრუნებას გულთან, აქტიურდება ღვიძლი და ინტენსიურად ნეიტრალდება ის ნივთიერებები, რაც დღის განმავლობაში დაგროვდა, მამოძრავებელი ნერვები დაცულია არასასურველი დაწოლისა და დაძაბულობისგან. კუჭ-ნაწლავი თავისუფლდება შეკრულობისა და სტაზისგან. გექნებათ კარგი სიზმრები, გონებრივი და ფიზიკური სიმხნევე.
მყარი საწოლი იწვევს ტკივილს მენჯ-ბარძაყის და კუდუსუნის არეში, იგი მით მეტია, რაც მეტია მალების დეფორმაცია, ასეთი ადამიანისთვის რეკომენდებულია ზურგზე წოლით გააკეთოს მოძრაობა "ოქროს თევზი" ან ამოძრაოს ფეხები მარცხნიდან მარჯვნივ მოხრილი მუხლებით. ამ საშუალებით ის შეძლებს შედარებით მოკლე დროში გადალახოს ეს ტკივილი და შეეგუოს მყარ ზედაპირს.
"ნებისმიერი დაავადება, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, ისეთიც კი, როგორც პოტის დაავადება და პოლიომიელიტია ყველაზე კარგად იქნება დაძლეული მყარ ზედაპირზე წოლით" - წერს კაცუძო ნიში.
მყარ ზედაპირზე წოლა გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ იმისთვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ, არამედ გავიწმინდოთ სისხლძარღვები, აღვიდგინოთ ნერვული სისტემა, გამოვიმუშაოთ ხერხემლის კარგი პოზიცია, გავიუმჯობესოთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობა.

მეორე წესი: მაგარი ბალიში
თქვენ წევხართ სწორად და ბალიშს იდებთ ისე, რომ მესამე და მეოთხე მალა იდოს ამ ბალიშზე. ვინც მიუჩვეველია, იმისთვის მტკივნეული იქნება, ამ შემთხვევაში დაიდეთ ზედ პირსახოცი ან რბილი ნაჭერი. ხანდახან კი მოაშორეთ იგი, რომ მიეჩვიოთ უპირსახოცოდ წოლას.
მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ცხვირის ძგიდე არის შინაგანი ორგანოების რეფლექტორული რეგულირების წყარო. მასზე კონცენტრირებულია სხვადასხვა რეფლექსების ცენტრები, ამიტომ მის წერტილებზე დაწოლით შესაძლებელია ბევრი დაავადების მკურნალობა. ამის მაგალითია ნიშადურის შესუნთქვა გულის წასვლის დროს. ეს ხდება იმიტომ, რომ ნერვული სისტემა ღებულობს საჭირო იმპულსს.

დადგენილია, რომ ცხვირის ძგიდე არეგულირებს ფიზიოლოგიურ წონასწორობას ყველა შინაგან ორგანოში.
ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჭინჭრის ცხელება, ასთმა, მიომა, გულის არტერიის დაძაბულობა, სასქესო, ენდოკრინული ორგანოების, პარათირეოიდული ჯირკვლის პათოლოგია, შარდის შეუკავებლობა, ტკივილი მენსტრუაციის დროს, შეკრულობა, ენტერიტები, დიაფრაგმის დასუსტება, თირკმელების, კუჭის, ღვიძლის, ყურის დაავადებები, ასევე გაღიზიანებულობა, მოუსვენრობა, თავბრუსხვევა - დამოკიდებულია ცხვირის ძგიდეზე.
მაგარი ბალიშის გამოყენება ინარჩუნებს ცხვირის ძგიდის ნორმალურ მდგომარეობას და იცავს ბევრი დაავადებისგან.
მაგარი ბალიში კურნავს ტვინის სისხძარღვების ათეროსკლეროზს.
უნდა იწვეთ ზურგზე. ჯერ დაარეგულირეთ კისრის მდებარეობა ხელით და 5 წუთი წოლის შემდეგ იპოვეთ სასურველი მდებარეობა. იგი არის თქვენთვის სწორი.
პირველი 5 დღიდან 3 კვირამდე არის ტკივილი, ხშირდება სიზმრები. ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება, თუ გააკეთებთ ვარჯიშს "ოქრის თევზი".
ბალიშის სიმაღლე უნდა იყოს ისეთი, რომ შეავსოს სიცარიელე კისერსა და ბეჭებს შორის. ამოცანა მდგომარეობს ხერხემლის გასწორებაში. შეგიძლიათ იძინოთ მუცელზეც და გვერდზეც, მაგრამ ძილი უნდა დაიწყოთ აუცილებლად ზურგზე წოლით. 
დიდი ბალიში იწვევს ხერხემლის მოხრას და სუნთქვის დარღვევას, ადამიანი იწყებს ძილს ღია პირით, რის შედეგადაც იწვევს ნუშურების, ყელის, ბრონქების დაავადებებს.

ბალიში შეიძლება იყოს ბამბის, ხის, კენჭების, ჰქონდეს მყარი ღერძი რბილი შეფუთვით, მთავარია იყოს მყარი, მოსახერხებელი და არ იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს.

მესამე ჯანმრთელობის წესი - ვარჯიში "ოქროს თევზი"
დაწექით ზურგზე სწორ ზედაპირზე ან იატაკზე, ხელები წაიღეთ თავის უკან, ფეხები გაასწორეთ მთელ სიგრძეზე, ტერფები უნდა იყოს 90 გრადუსზე სხეულთან მიმართებაში, ფეხის თითები ყოველთვის უნდა იწეოდეს სახისკენ. ქუსლი და თეძო გაძლიერებულად მიაკარით იატაკს. 
ხერხემლის გაწელვა - ჯერ ეთი ქუსლი მიდის წინ, ხელები ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით, ეს ყველაფერი ხორციელდება 7 სათვალავზე. გავიმეოროთ ასე 5-7 ჯერ. შემდეგ ხელები ამოვიდოთ კისრის მალების ქვეშ (იდაყვები მოვხაროთ, მთელი სხეულით მივეკროთ იატაკს: ფეხები შეაერთეთ, ფეხის თითები სახისკენ, ყველა გამოზნექილი ადგილი დავადოთ იატაკს. ამ მდგომარეობაში დაიწყეთ სწრაფი ვიბრაციები მარცხნიდან-მარჯვნივ. ამ დროს ხერხემალი უნდა იყოს უმოძრაო, მოძრაობს მხოლიდ ტერფები და თავი. ეს მოძრაობა უნდა გაკეთდეს ყოველდღე 1-2 წუთის განმავლობაში ან 120-220 თვლის ხანგრძლივობით.
სისტემატიურად გაკეთებული ეს მოძრაობა ასწორებს ხერხემლის პოზიციას და, აქედან გამომდინარე, აბალანსებს კვებას, წმენდას და ნერვულ წონასწორობას. ასწორებს მალების სახსრებს, ათავისუფლებს სისხძარღვებს და ნერვულ დაბოლოებებს ზედმეტი ზეწოლისგან, ატროფირებისგან,  აღადგენს ცირკულაციას, აუმჯობესებს ორგანიზმის ტროფიკას.
აუმჯობესებს ვენების, არტერიერის და გულის მუშაობას,  წმენდს კანს, 
სასრგებლოა ნერვებისა და ფსიქიკური დაავადებებისას.
ფსიქიკური დაავადებების მთავარ პრობლემას ნიში  ხედავდა შეკრულობაში, რომლის დროს იწამლება ორგანიზმი, კაპილარები და ირღვევა გონებრივი ფუნქციები.
ამ ვარჯიშის შესრულებისას  ყოველ კუნთში იზრდება დაძაბულობა, იზრდება სისლის ცირკულაცია. იგი აუმჯობესებს ვენების პულსაციას, განსაკუთრებით ზედაპირულის, რომლის ფუნქციაა გულს დაუბრუნოს სისხლი კანის გავლით, ამიტომ ეს ვარჯიში აუმჯობესებს გულის მუშაობას და წმენდს კანს.
პირველი, მეორე და მესამე წესი გვაძლევს საშუალებას მოვიწესრიგოთ ხერხემალი.

მეოთხე წესი - კაპილარების ვარჯიში
ამ ვარჯიშის შესასრულებლად დავწვეთ მყარ ზედაპირზე, ლოგინზე, იატაკზე, თავის ქვეშ დავიდოთ მაგარი ბალიში ან მუთაქა, შემდეგ ავწიოთ ორივე ხელი და ფეხი ისე, რომ ტერფები იყოს იატაკის პარალელურად (სხეულთან ჰორიზონტალურად). ამ მადგომარეობაში დაიწყეთ ხელების და ფეხების ფერთხვა ერთდროულად. 
ვარჯიში უნდა გააკეთოთ დილას და საღამოს 1-3 წუთი ან 240-360 თვლაში. ეს ვარჯიში კაპილარების ვარჯიში და მკურნალობაა, მათი  შიგნიდან წმენდაა, ამ დროს ხდება სისლის მოძრაობის გააქტიურება მთელ სხეულში, რადგან კაპილარების ქსელი - ერთიანი ქსელია და მისი ნაწილის აქტივაციას მოყვება მთელი კაპილარული ქსელის აქტივაცია. კიდურებში კი ბევრი კაპილარია, ამიტომაც ამბობენ, თუ პრობლემა გულშია - უმკურნალეთ ფეხებს.
თუ პრობლემა გულის მარჯვენა ნაწილშია, დაწექით იატაკზე, აწიეთ მარჯვენა ფეხი 30 გრადუსზე და გაწიეთ იგი წინ, ისე, რომ ამ დროს ქუსლები ტრიალდებოდეს გარეთ კიდევ 30 გრადუსით.
მესამე წესი - ეს ვარჯიში არის იგივე ძუნძული, გულის და სახსრების დაუღლელად, თუ ამ ვარჯიშს გააკეთებთ გახდილ მდგომარეობაში, მას კანისთვის დამატებითი სარგებელიექნება.
ჯანმრთელმა უნდა გააკეთოს ეს ვარჯიში 2 ჯერ, ავადმყოფმა კი ისე ხშირად, როგორც შეუძლია.
კაპილარების აღსადგენად, სამკურნალოდ და გასაწმენდად საჭიროა 12-15 წუთი დღეში 2 ჯერ მისცეთ თქვენს კანს სუნთქვის საშუალება. კარგია კონტრასტული და წყლის პროცედურები.
ეს არის ტოტალური სავარჯოშო ორგანიზმის ყველა სისხლძარღვისთვის.

მეხუთე წესი - ტერფების და მტევნების შეტყუპება.
დაწექით მყარ ზედაპირზე, კისრის ქვეშ დაიდეთ მაგარი ბალიში და შეატყუპეთ ტერფები და მტევნები, გადაშალეთ მოხრილი მუხლები.
წინასწარ:
·         დააწექით ორივე შეტყუპებულ მტევანს 10 ჯერ;
·         გაწიეთ შეტყუპებული მტევნები მაღლა-დაბლა 10 ჯერ მთელ სიგრძეზე;
·         ამოძრავეთ შეტყუპებული მტევნები და ტერფები ერთდროულად წინ და უკან, როგორც გარმონი.
შესრულება: წინასწარი ვარჯიშების შემდეგ განალაგეთ შეტყუპებული მტევნები სხეულის პერპენდიკულარულად, როგორც ანტენა, დარჩით ასე ცოტა ხანს, შემდეგ გადადით ძირითად ვარჯიშზე: დახუჭეთ თვალები, დარჩით ასე 5-10 წუთის განმავლობაში (მტევნები და ტერფები შეტყუპებული და მუხლები მაქსიმალურად გაწეული).

აძლიერებს დიაფრაგმას, რომელიც აწვება ყველა შინაგან ორგანოს და აუმჯობესებს მათ სისხლის მომარაგებას, ათავისუფლებს ვენურ სისტემას, აუმჯობესებს სისხლის გავლას გულისკენ, მუშაობს, როგორც მეორე გული. როდესაც დიაფრაგმა სუნთქვისას ქვემოთ ჩადის, იგი აუმჯობესებს მენჯის ორგანოების მუშაობას. მნიშვნელოვანია კუნთების, ნერვების, სიასხლძარღვების კოორდინაციისთვის, თირლმელზედა ჯირკვლების, სასქესო ორგანოების, თირკმელების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კარგია ფეხმძიმეებისთვის, ასწორებს ნაყოფის ადგილმდებარეობას, ხელს უწყობს ნაყოფის განვითერებას, ამსუბუქებს მშობიარობას.


მეექვსე წესი: ვარჯიში ზურგისა და მუცლისთვის.
მდგომარეობა: დაჯექით სკამის კიდეზე ან იატაკზე მუხლებით, მენჯი ქუსლებზე. ხერხემალი უნდა იყოს აბსოლუტურად სწორი, დაეყრდენით მთელი სხეულით ფეხებს, არ გადაიხაროთ. ყურები პირდაპირ მხრებთან. ენა ეხება სასას, ტუჩები მოკუმული, თვალები გახელილი, სუნთქვა თავისუფალი.
მოსამზადებელი ნაწილი: 1. მხრები აწიეთ რაც შეიძლება მაღლა და დაუშვით 10 ჯერ.
შუალედური ვარჯიში: 1) ხელები გაწიეთ წინ პარალელურად, მოიხედეთ სწრაფად უკან მარცხენა მხრის ზემოდან, შეხედეთ კუდუსუნს, წარმოიდგინეთ ხერხემალი კისრის მალებამდე და ასევე სწრაფად გააკეთეთ იგივე მარჯვება მრის ზემოდან. თავიდან ვერ დაინახავთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ.
2) აწიეთ ხელები ზემოთ პარალელურად, გააკეთეთ იგივე.
ეს უნდა გაიმეოროთ ყოველი მოსამზადებელი ვარჯიშის შემდეგ ერთხელ ყოველ მხარეს.
2. დახარეთ თავი მარჯვნივ და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში - პირდაპირ - 10 ჯერ, შემდეგ იგივე მარცხნივ - 10 ჯერ.
ძირითადი ნაწილი: ხერხემალი გასწორებულია, გადაიტანეთ წონა მარცხნიდან მარჯვნივ ერთდროულად მუცლის შეწევით და გამოწევით.
შუალედური ვარჯიში: ვარჯიშები 1) და 2) გააკეთ თითო ჯერ.
3. დახარეთ თავი წინ 10 ჯერ და უკან 10 ჯერ ბოლომდე, დააბრუნეთ სწორ პოზიციაში.
შუალედური ვარჯიში: ვარჯიშები 1) და 2) გააკეთ თითო ჯერ.
4. მიაბრუნეთ თავი მარჯვნივ-უკან 10 ჯერ, შემდეგ მარცნივ-უკან 10 ჯერ.
შუალედური ვარჯიში: ვარჯიშები 1) და 2) გააკეთ თითო ჯერ.
5. დახარეთ თავი მარჯვნივ (მარჯვენა ყური მიიტანეთ მარჯვენა მხართან), შემდეგ ნელა გაწელეთ კისერი ბოლომდე, გადაიტანეთ თავი უკან ხერხემლამდე (შეამოწმეთ არის თუ არა იგი ბოლომდე მიტანილი), შემდეგ 10 ჯერ მეორე მხართან.
შუალედური ვარჯიში: ვარჯიშები 1) და 2) გააკეთ თითო ჯერ.
6. აწიეთ ხელები მაღლა ერთმანეთის პარალელურად, შემდეგ მოხარეთ იდაყვებში სწორი კუთხით, შეკარით მტევნები მუჭში, გადაწიეთ თავი ბოლომდე, ისე, რომ ნიკაპი ჭერს უყურებდეს. ამ მდგომარეობაში 7 თვლაზე გაწიეთ იდაყვები უკან, მოხრილი ხელები გეჭიროთ მხრების დონეზე, თითქოს აპირებდეთ ზურგის უკან შეერთებას, ხოლო ნიკაპი ერთდროულად აწიეთ ჭერისკენ, თითქოს გინდათ მისწვდეთ მას. 10 ჯერ.
შუალედური ვარჯიში: ვარჯიშები 1) და 2) გააკეთ თითო ჯერ.
შემდეგ გადადით ვარჯიშის ძირითად ნაწილზე.
ვარჯიშის ძირითადი ნაწილი. ზურგისა და მუცლის მოსამზადებელი ვარჯიშების შემდეგ შეამოწმეთ თქვენი პოზა და შეუდექით ძირითად ნაწილს.
გაასწორედ სხეული, გააწონასწორეთ წონა კუდუსუნზე, დაიწყეთ ქანაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ერთდროულად შეწიეთ და გამოწიეთ მუცელი, 10 წუთის განმავლობაში. ეს ვარჯიში გააკეთეთ ყოველ დილა და საღამო. თანაც წარმოთქვით: "მე კარგად ვგრძნობ თავს, ყოველდღე უკეთ და უკეთ ვარ, და უკეთ და უკეთ ვიქნები".
ბევრი საიდუმლოა ჩადებული ამ ექვს წესში, უპირველეს ყოვლისა იგი აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას, ხოლო მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა - ცხოვრების საფუძველია.


    იხილეთ ვარჯიშების ვიდეო ჩანაწერი მისი ერთ-ერთი პოპულარიზატორის მაია გოგულანის მიერ გაკეთებული არაჩვეულებრივი კომენტარებით.



 იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

1.16.2014

წყლის მინერალიზაცია


ზოგადი მინერალიზაცია - ეს არის წყალში გახსნილი ნივთიერებების ჯამური რიცხობრივი მნიშვნელობა. ზოგად მინერალიზაციას შეადგენს წყალში გახსნილი ნივთიერებები  ან ზოგადი მარილშემცველობა, რადგან ეს ნივთიერებები ძირითადად მარილებია. ყველაზე ხშირია არაორგანული მარილები (ძირითადად  კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის და ნატრიუმის  ბიკარბონატები, ქლორიდები და სულფატები) და წყალში ხსნადი ორგანული ნივთიერებების მცირე რეოდენობა.

სასმელ წყალში მარილების შემცველობა განპირობებულია ბუნებრივ წყაროებში მის რაოდენობაზე, რომლებიც ძალზედ ცვალებადია სხვადასხვა გეოლოგიურ რეგიონებში მინერალების განსხვავებული ხსნადობის გამო. 

მინერალიზაციის მიხედვით (მგ/ლ) ბუნებრივი წყლები შესაძლებელია დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:

ულტრამტკნარი < 0,2
მტკნარი 0.2 - 0,5
წყლები შედარებით მაღალი მინერალიზაციით 0,5 - 1,0
მსუბუქი სიმლაშის წყლები 1,0 - 3,0
მლაშე 3 - 10
მაღალი სიმლაშის წყლები 10 - 35
მარილწყალი >35

ულტრამტკნარი წყლები იმ წყაროებშია, რომელთა სათავე მყინვარებიდან მომდინარეობს, ასევე იმ მდინარეებში, რომლებიც გზად წვიმიან ეკვატორიულ ტყეებს გადიან. დედამიწაზე ტბების და მდინარეების უმეტესობა  მტკნარია. უდაბნო და მშრალ მიდამოებში ზედაპირული წყალსაცავების წყალი მომატებული მინერალიზაციის ან მსუბუქად მლაშეა. ზღვის წყალი - მომატებული სიმლაშის წყლის მაგალითია, ღია ოკეანეში იგი 35‰ სხვადასხვა მარილს შეიცავს, მაგრამ უპირატესობა ნატრიუმის ქლორიდს (NaCl) აქვს. შიდა ზღვების მინერალიზაცია შესაძლოა უფრო დაბალი იყოს მასში შამავალი მდინარეებით გამოწვეული გამტკნარების გამო. წყლები, რომლებიც მარილწყალს წარმოადგენენ განლაგებულნი არიან მიწის სიღრმეში, მაგრამ არსებობენ მლაშე ტბებიც, მაგალითად მკვდარი ზღვა.
ბუნებრივი ფაქტორების გარდა, წყლის ზოგად მინერალიზაციაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ საწარმოო, ქალაქების ნალექების შედეგად წარმოქმნილი სანიაღვრე წყლები (როდესაც გამოიყენება მარილი გზების გაყინვისთან საბრძოლველად) და ასე შემდეგ.

სასმელი წყალი კარგია, როდესაც მასში მარილების ზოგადი შემცველობა 600 მგ/ლ. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩვენებით რეკომენდირებულია წყლის მინერალიზაციის ზედა ზღვარი შეადგენდეს 1000 მგ/ლ. 

გარკვეული რაოდენობის მარილების შემცველი მინერალური წყალი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მათი გამოყენება უნდა ხდებოდეს შეზღუდული რაოდენობით. მეორეს მხრივ, ულტრამტკნარი, დისტილირებული წყალი, რომელსაც წყლის გაწმენდის შედეგად ღებულობენ, ასევე არ არის ძალიან სასარგებლო ჯანმრთელობისთვის - ზოგი ექიმი თვლის, რომ მისი მუდმივი მოხმარება იწვევს მარილოვანი ბალანსის დარღვევას და ორგანიზმიდან აუცილებელი ქიმიური ნივთიერებების გამორეცხვას.

მინერალიზაციის მიხედვით ყველა მინერალური წყალი შესაძლოა დავყოთ სამ კატეგორიად:
სამკურნალო,
სუფრის სამკურნალო
სუფრის.

სამკურნალო წყლები - ეს მინერალური წყლებია, რომელთა მინერალიზაცია 8 გრ/ლ-ზე მეტია. ასეთი წყლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით. ამიტომ, თუ ეტიკეტზე მითითებულია მინერალიზაცია 8 გ/ლ-ზე მეტი არ იჩქაროთ მისი ბრმად მიღება

სუფრის სამკურნალო წყლების მინერალიზაცია 2-8 გ/ლ. ასეთი წყლების სამკურნალო თვისებები გამოვლინდება მხოლოდ მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში, რაც ასევე ექიმმა უნდა განგიმარტოთ.

სუფრის წყლის მინერალიზაცია 2 გ/ლ-მდეა. ასეთი წყლების მიღება თავისუფლად არის შესაძლებელი.

ტექნიკური წყლის მინერალიზაციის ნორმები უფრო მკაცრია, რადგან სულ მცირე მარილების კონცენტრაციებსაც კი შეუძლიათ დააზიანონ მოწყობილობები. მარილები ილექებიან მილების კედლებზე და ახდენენ მათი გამტარობის შეფერხებას, წარმოქმნიან ნადებებს.

გამოყენებული მასალა:
http://sistemaozdorovleniya.ru/pit-ili-ne-pit-mineralizaciya-vody-klassifikaciya/
http://www.water.ru/bz/param/common_mineral.shtml

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ:

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში


1.13.2014

არტერიული ჰიპერტენზია - წარმატებული მკურნალობა


არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია, პლანეტის მოსახლეობის უმეტესობისთვის კი კარგად ნაცნობი, რადგანაც ისინი ყველაზე გავრცელებული დაავადებისთვის არის დამახასიათებელი. მე შევეცდები ავღწერო ამ მდგომარეობის განვითარების გზები და ვაჩვენო საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ გართულებები, არამედ მუდმივად მომატებული არეტიული წნევაც კი აირიდოთ.

თავიდან გამოვყოთ ორი ტერმინი - ჰიპერტონია და არტერიული ჰიპერტენზია. ჰიპერტონია - ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება არტერიული ტონუსის (ტონია - ტონუსი) მატებით, ხოლო არტერიული ჰიპტერტენზია - ეს არის არტერიული წნევის (ტენზია - წნევა) მატება არტერიულ ქსელში. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტების მიხედვით ტერმინი არტერიული ჰიპერტონია იცვლება ტერმინით არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს ვითარებას.
არტერიული ჰიპერტენზიის თანამედროვე კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:
ნორმალური წნევა <120/80 მმ ჰდ.სვ.
პრეჰიპერტენზია 121-139/90 მმ ჰდ.სვ.
1 ხარისხი (რბილი ჰიპერტენზია) - 140-159/90-99 მმ ჰდ.სვ.
2 ხარისხი (მოსაზღვრე ჰიპერტენზია) - 160-179/100-109 მმ ჰდ.სვ.
3 ხარისხი (მძიმე ჰიპერტენზია) - 180 და მეტი/110 და მეტი მმ ჰდ.სვ.
იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია - 140 და მეტი/90-ზე ნაკლები მმ ჰდ.სვ.

"ჰიპერტენზიის სტადიები"
 I სტადია გულისხმობს სამიზნე ორგანოებში ცვლილებების არარსებობას.
 II სტადია დგინდება ერთ ან რამოდენიმე სამიზნე ორგანოში ცვლილებების არსებობით.
ჰიპერტენზიისონული დაავადების   III სტადია დგინდება ასოცირებული კლინიკური
მდგომარეობების არსებობისას.

ეს  საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომელსაც კრიზული მიმდინარეობა და შემდგომში წნევის მუდმივად მომატებული ხასიათი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა არ ღირს ხელების ჩამოშვება. არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლა მხოლოდ შესაძლებელი კი არა, აუცილებელია.
დავიწყოთ დაავადების ჩამოყალიბების ეტაპიდან, როდესაც არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომები ძალიან უმნიშვნელოა და გამოვლინდება მხოლოდ არტერიული წნევის ხანმოკლე მატებით.

 იცოდეთ, წნევის მატება უკვე მოწმობს თქვენ ორგანიზმში პროცესის საკმაო ხანგრძლივობაზე და მდგომარეობა უსწრაფეს კორექციას საჭიროებს!

ჩემს წინა სტატიებში მე მუდმივად ვახსენებ ჯანსაღი ცხოვრების სტილის აუცილებლობას, რომელსაც შეუძლია დაგიცვათ მრავალი დაავადებისგან, რომელთა შორის პირველ ადგილზე არტერიული ჰიპერტენზია დგას. მე არტერიულ ჰიპერტენზიას  დაავადებას კი არა, ორგანიზმის სისხლის მომარაგების ოპტიმალობის დარღვევას დავარქმევდი. ორგანიზმი ხომ თვითრეგულირებადი და თვითგანახლებადი სისტემაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლისუნარიანობა. სისხლის მიმოქცევის ოპტიმალობის დარღვევების არსებობისას გარეგანი თუ შინაგანი მიზეზების გამო სისხლმომარაგების სისტემა (გულ-სისხლძარღვთა სისტემა) ცდილობს  არსებული დარღვევის კომპენსირებას სხვადასხვა დონეზე და ეს დიდი ხნის მანძილზე შეუმჩნეველია როგორც თავად პაციენტისთვის, ისე მისი ექიმისთვის (წნევის მატება პერიოდულია).

დარღვეული სისხლმიმოქცევის კომპენსირება ჯერ ადგილობრივ დონეზე მიმდინარეობს, შემდეგ იგი იფიტება, თუ არ მოხდა გამომწვევი მიზეზ(ებ)ის ნიველირება. თუ ეს ფაქტორი ქრება, სისხლის მიმოქცევა აღდგება, წნევა ქვეითდება, თუ არა, კომპენსაცია გადადის ახალ დონეზე, ჰიპერტენზიული რეჟიმი ნარჩუნდება.

артериальная
რა ცვლილებები ხდება პაციენტის მდგომარეობაში ჰიპერტენზიის განვითარების ამ ეტაპზე? ძირითადად ყველა ცვლილება რჩება პაციენტის სუბიექტური შეგრძნებების დონეზე და არ ვლინდება ჩვეული რუტინული ლაბორატორიული კვლებებისას. ესეთი პაციენტები თავს კარგად არ გრძნობენ, მაგრამ საკუთარი მდგომარეობის ზუსტად აღწერა არ შეუძლიათ, რადგან მათი ჩივილები ზოგად ხასიათს ატარებენ და ამის გამო ხშირად ერთი სპეციალობის ექიმიდან მეორესთან გადამისამართდებიან.
მაგრამ დროულად ჩატარებული მკურნალობა - ეს პაციენტის სრული განკურნების გასაღებია, სამწუხაროდ დაავადების ამ ეტაპზე ჰიპერტენზიის გამოცნობა მხოლოდ იმ ექიმს შეუძლია, რომელიც ყურადღებიანია პაციენტის სუბიექტირი ჩივილების მიმართ და რომელიც გააგზავნის მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეტალურ კვლევაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადების განვითარების ამ ეტაპზე კვლევის ფუნქციონალური მეთოდები.

მე თავად ვაწარმოებდი პაციენტების გამოკვლევას ფუნქციონალური მეთოდით -კომპიუტერული იმპედანსომეტრიის გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა ჰიპერტენზიის და არა მხოლოდ მისი ადრეული ეტაპების დროულ გამოვლენას. ეს მეთოდი საბედნიეროდ საქართველოში, თბილისში არსებობს, მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და იგი უნიკალურია, აუცილებელია მისი პოპულარიზაცია და უფრო ფართოდ გამოყენება.

რა ზომების მიღებაა შესაძლებელი დაავადების ამ ეტაპზე? პირველი - ეს არის ორგანიზმის სითხის ბალანსის აღდგენა. ძალიან ხშირია, როდესაც ადამიანები არ ღებულობენ იმ რაოდენობის სითხეს, რაც მათ ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობისთვისაა აუცილებებლი. დარღვევა  ზუსტად ამ მომენტიდან იწყება. თუმცა ყველამ იცის, რომ დღეში 2 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს (სითხის მიღების წესებზე წაიკითხეთ ჩემი წინა სტატიები), მაგრამ რამდენი ადამიანია, ვინც ასრულებს ამ ოქროს წესს? ჩემი პირადი დაკვირვებებით ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა და პაციენტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 5-10% შეადგენს (ესეც მომატებული ციფრია). სითხის უკმარისობა იწვევს სისხლის მომარაგების, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევას, ორგანიზმში ინტოქსიკაციის მატებას და შედეგად პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას.
ბევრი ექიმი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტს სითხის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს, რასაც არ ვთვლი მიზანშეწონილად, განსაკუთრებით შარდმდენების დანიშნვისას, რაც უმეტეს შემთხვევაში გაუმართლებელი, თანაც პაციენტისთვის დამაბნეველი და საზიანოც არის.
სითხის დეფიციტი - ეს ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობას აფერხებს.

ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების გასააქტიურებლად საჭიროა ფიზიკური დატვირთვები, რომლების საშუალებით ჩვენ ვაძლიერებთ სისხლის მიწოდებას იმ რეგიონებთან, სადაც მისი ნაკლებობა არსებობს, ამით ვაუმჯობესებთ ადგილობრივი კომპენსაციის მექანიზმების მუშაობას.
ამრიგად დაავადების ამ ეტაპზე მე ვურჩევდი საჭირო რაოდენობის სითხის (იხილეთ სტატია ორი სიტყვა სითხეზე), დიდი რაოდენობით ხილის და ბოსტნეულის მიღებას, ვიტამინებს და მინერალებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კალციუმი, მაგნიუმი და ვიტამინი С, მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვებს. შესაძლებელია გარკვეული გამოკვლევის ჩატარება რათა ზუსტად დადგინდეს რის დეფიციტს განიცდის ორგანიზმი, ხოლო შემდეგ მოხდეს მისი შევსება. აუცილებელია დადგინდეს სისხლმომარაგების დარღვევის მიზეზ(ებ)ი, რომ მოხდეს მათი ნიველირება, თუ ეს არ მოხდა, არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება არ შეჩერდება, მიუხედავად მიღებული ზომებისა.

თუ არტერიული ჰიპერტენზიის ამ ეტაპზე არ მოხდება ეფექტური ჩარევა, ჰიპერტენზია მუდმივ მოვლენად ყალიბდება.

შემდეგ არტერიული წნევის მატებას რეგულარული ხასიათი ეძლევა და საჭირო ხდება გარკვეული ჯგუფის პრეპარატების რეგულარული მიღება, რომელთა დასახელებებს არ ჩამოვთვლი, რადგანაც ისინი უმეტესობისთვის კარგად ნაცნობია.

 რა ხდება პაციენტის ორგანიზმში დაავადების ამ ეტაპზე? გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადგილობრივი კომპენსატორული შესაძლებლობები ამოწურულია და კომპენსაციას თავის თავზე იღებენ სისხლის მიმოქცევის ცენტრალური მექანიზმები, რომლებიც ორგანიზმში წნევის მატების გზით ცდილობენ სისხლის მომარაგების გაუმჯობესებას მისი დარღვევის ადგილებში. თუ ამ დროს ხელოვნურად დავაქვეითებთ არტერიულ წნევას, მივიღებთ დაზიანებულ რეგიონში სისხლის მიმოქცევის კიდევ უფრო დარღვევას. თუ ეს დაზიანებული რეგიონი თავის ტვინია - ეს გამოიხატება ნევროლოგიური ხასიათის სიმპტომებით, თუ რეგიონი - თირკმელებია - თირკმელების დარღვევებით და ა.შ.

როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია ვიმოქმედოთ დაზიანების რეგიონზე, ასევე აუცილებებლია მივეხმაროთ ორგანიზმს აღადგინოს სისხლმომარაგების კომპენსაციის მექანიზმები. აუცილებელია დაზიანებულ რეგიონს საუკეთესო სისხლმომარაგების პირობები შევუქმნათ, მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს? ეს არის ეტაპი, როდესაც ადგილობრივ ზემოქმედებებთან ერთად აუცილებელია ძალისხმევა მთლიანი ორგანიზმის აღდგენასთან დაკავშირებითაც მივმართოთ, სისხლმომარაგების მთლიანი სისტემისკენ. ასეთ ორგანიზმისეულ ძალისხმევას წარმოადგენს ორგანიზმის სითხის ბალანსის აღდგენა, ცვლის პროცესების აქტივაცია ცხოველქმედების ნარჩენების აქტიური გამოყვანით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ისეთი ნივთიერებების მიწოდებით, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი და სხვა, ერთდროულად დაზიანებული სისხლმომარაგების რეგიონზე (უნდა გამოიკვეთოს) წამლისმიერი ან ფიზიკური ზემოქმედების საშუალებით.

ასეთი მკურნალობა არ იძლევა სწრაფ შედეგებს, რადგანაც ის დროის მონაკვეთი, რომელიც გაიარა დაავადებამ პირველი სიმპტომებიდან მის ჩამოყალიბებამდე არ შეიძლება სრულად აღმოიფხვრას თუნდაც 1 თვის ინტენსიური სწორი მკურნალობით! არა, მოემზადეთ ხანგრძლივი მკურნალობისთვის, რომელიც დადებით შედეგებს მოიტანს, მაგრამ გარკვეულ დროს წაიღებს, რაც დამოკიდებული იქნება თქვენ ორგანიზმში არსებული დარღვევების სიმძიმეზე.


ჰიპერტენზიის განვითარების შემდგომი ეტაპი - ეს გართულებების პერიოდია, როდესაც პირველ პლანზე არა ჰიპერტენზია, არამედ ის ცვლილებები გამოდის, რომელიც სამიზნე ორგანოებში: თვალები, გული, ტვინი, თირკმელები განვითარდა. ეხლა ექიმის წინაშე დგას ურთულესი ამოცანა რამოდენიმე უცნობით - საჭიროა ყველაფრის ერთად და სწრაფად მკურნალობა, რაც არა მხოლოდ რთულია, არამედ თითქმის შეუძლებელია, შეიძლება რამოდენიმე სიმპტომატური ჩარევით შემოიფარგლო, მაგრამ პროცესის შეჩერება ასეთ ქმედებებს არ მოყვება, თუმცა სუბიექტურად შესაძლოა პაციენტმა თავი უფრო კარგად იგრძნოს.
მე კი მხოლოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ბევრჯერ გავიმეორე - არ ჯობია ჯანსაღი ცხოვრების სტილის დაცვა და ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემის აცილება? ეს თქვენი გადასაწყვეტია.

ამრიგად, გამოვიტანოთ დასკვნა, არტერიული ჰიპერტენზიის წარმატებული მკურნალობისთვის პირველ რიგში უნდა დავადგინოთ მისი გამომწვევი მიზეზი, ხოლო შემდეგ ვებრძოლოთ არა ჰიპერტენზიას, არამედ მის მიზეზებს და შედეგებს, ჩვენ შევძლებთ მივეხმაროთ ორგანიზმს წნევის შემცირებაში მხოლოდ მთლიან ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგად და არა თავად წნევაზე ზემოქმედებით. აუცილებელია სითხის ბალანსის აღდგენა და შენარჩუნება, ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით ოპტიმალური მომარაგება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და გულის ფუნქციონირების ხელშეწყობა, რადგან ისინი ასეთ ვითარებაში ექვემდებარებიან დიდ დატვირთვას, სისხლის მდგომარეობის გაკონტროლება და ა.შ., ეს არის ყველაფერი ის, რაც გამოცდილი ექიმის ხელში არტერიულ ჰიპერტენზიასთან ქმედით ბრძოლის იარაღად იქცევა.

შედგენილია ჩემი რუსულენოვანი გვერდის მასალებზე დაყრდნობით:
http://geoka-healthcare.blogspot.com/
http://geoka-healthcare.blogspot.com/2011/02/blog-post_15.html


იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

1.09.2014

უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა.

უშვილობა დიდი პრობლემაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.
საერთაშორისო გამოკვლევების თანახმად, უშვილობის პრობლემა 15-20% წყვილს აქვს, რაც მთლიანად მილიარდ ადამიანს შეადგენს.
მსოფლიოში ყოველ წელს 3,7 მილიონი ბავშვი იბადება ხელოვნური განაყოფიერების გზით.
აღსანიშნავია, რომ უშვილობის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმში.

ცოტა შორიდან უნდა დავიწყო და ალბათ ისევ უნდა გავიმეორო, რომ არაფერი ახალი არ არის ამ საკითხში ისეთი, რაც არ ვიცით. სამწუხარო ზუსტად არის ის, რომ ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგადაც ვიცით, მაგრამ რატომღაც გაკვირვებული და გაწამებული ადამიანების როლი უფრო მოგვწონს. რატომ? მე პასუხი არ მაქვს. პასუხი არ მაქვს არც იმაზე, რატომ თანხმდება ადამიანი სრულიად არაბუნებრივ გამოსავალს, რომელიც გულისხმობს წარმატებას მხოლოდ 30% შემთხვევაში, აზიანებს საკუთარ ჯანმართელობას, იწვევს სხვა ემბრიონების განადგურებას, იხდის უდიდეს თანხებს ყოველი პროცედურისას და ა.შ., როდესაც  ყურადღება უნდა მივმართოთ სხვა, გაცილებით უფრო მარტივი და ლოგიკური, მაგრამ უფრო შრომატევადი გზებისკენ.

ადამიანი არ არის სტერილური ორგანიზმი. ის, ვინც აცხადებს, რომ ორგანიზმი, სისხლი სტერილურია - ალბათ უყურადღებოდ იჯდა პარაზიტოლოგიის და ბიოლოგიის გაკვეთილებზე, სადაც ხსნიდნენ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევის ორგანიზმში შეღწევის გზებს, რომელიც ძალიან ხშირად სისხლში მათ მოხვედრასაც გულისხმობს, ამრიგად, მგონი საკითხის ეს ასპექტი უდაო უნდა იყოს.

რისთვის ვამბობ ამას, იმისთვის, რომ ჩვენი ორგანიზმი აღჭურვილია იმ შესაძლებლობებითაც, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მიკრო, თუ მაკროპარაზიტებს, თუმცა მათი ბოლომდე მოსპობა წარმოუდგენელია და არც არის ამის საჭიროება, რადგანაც ზოგიერთ ადგილებში, მაგალითად კუჭ-ნაწლავში, მათი არარსებობაც ბევრი მოუგვარებელი პრობლემის საწინდარი იქნება. ამრიგად, ჩვენ ვართ ორგანიზმი, რომელიც შედგება მრავალი საკუთარი უჯრედისგან და ბევრი სხვა ორგანიზმისგან. ჯანმრთელობა არის გარკვეული ბალანსი, როდესაც ურთიერთობები ჩვენს უჯრედებსა და უცხო არსებების ორგანიზმებს შორის კომპენსირებულია.

ამასთან ერთად გარკვეული პარაზიტები ჩვენ ორგანიზმში მემკვიდრულად გვერგება და ზოგი შესაძლოა, მეცნიერის მტკიცებით, ჩართული იყოს ჩვენს გენომშიც.

ბალანსი არ ირღვევა მაშინ, როდესაც ჩვენ გონივრულად ვუდგებით საკუთარ ჯანმრთელობას და არ ვცდილობთ მას ვებრძოლოთ სხვადასხვა არაბუნებრივი საშუალებებით, რაც სამწუხაროდ არ ხდება. როდესაც ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების სტილს მივდევთ ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემები გაცილებით მცირდება და ძალიან ბევრი რამ თავისით ქრება. მაგრამ ეს შესაძლებლობაა, სინამდვილე კი ასეთია.

ჯერ კიდევ ჩვილობაში, დაბადების პირველივე დღეებიდან ორგანიზმში შეგვყავს ვაქცინები, რითაც ვამატებთ უკვე მიზანმიმართულად დაავადებების გამომწვევებს და ვარღვევთ ბუნებრივი ბალანსის მდგომარეობას, ვითარდება დაავადებები, გადაგვყავს ბავშვი არაბუნებრივ კვებაზე, რაც ისედაც სუსტ ჩვილის ორგანიზმს უკარგავს დამატებითი დაცვის და საკვები ნივთიერებების ათვისების საშუალებას, ხოლო იმ პრობლემებს, რაც ბავშვს შემდგომში უვითარდება ვებრძვით ხელოვნური, სინთეთიკური პრეპარატებით, რომლებიც უპირველესად მოქმედებენ მისი უჯრედების და დაცვის მექანიზმების საწინაარმდეგოდ.

ჩვენ ვასუსტებთ ორგანიზმს შეგნებულად, ხოლო დაწყებული დაავადების განკურნებას ასევე არაბუნებრივად სწრაფად მოვითხოვთ: სიცხე, თავის ტკივილი არ უნდა იყოს, დაავადება უნდა იყოს კონტროლირებული. მაგრამ ვივიწყებთ მთავარს - სიცხე, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეაქცია, როგორიც არის ხველა,თავის ტკივილი, წნევა - ეს ჩვენი საკუთარი თავდაცვითი რეაქციებია, რომლის გარეშე ჩვენი ჯანმრთელობა ვერ შედგება. ჩვენ ვებრძვით ისევ საკუთარ ორგანიზმს და რისთვის - რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, ხოლო ეს "კომფორტული" მდგომარეობა არასდროს ქრება უშედეგოდ, რადგანაც მხოლოდ მაღალი სიცხე იძლევა პარაზიტების და ინფექციის მოსპობის საშუალებას, მხოლოდ წნევის მატებით ხდება სისხლის მომარაგების დეფიციტის კომპენსაცია - და ჩვენ ამ ინსტრუმენტებს ვართმევთ ჩვენ ორგანიზმს და ამით ვახანგრძლივებთ ჩვენი დაავადების მიმდინარეობას, თუმცა ჩვენთვის  მეტად "კომფორტულად".

ხოლო ქალის ჯანმრთელობა განსაკუთრებული სიფრთხილის და ზრუნვის საკითხი უნდა იყოს, რადგანაც ქალი დედა უნდა გახდეს და იმის გარდა, რომ თავად უნდა იცოდეს ჯანმრთელობის ფასი და მისი შენარჩუნება, ასევე იგი პასუხისმგებელია საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზეც.

აღარ ჩამოვთვლი მავნე გარემო პირობებს, რომლების ზემოქმედება არნახულად დიდია, პროდუქტებს, რომელიც ჰორმონებით, კონსერვანტებით და ანტიბიოტიკებით არის გაჯერებული, დაზიანებულ ეკოსისტემას და კიდევ უამრავ ჩვენთვის კარგად ცნობილ ფაქტებს, რომლების ზემოქმედება ქმნის პირობებს იმისთვის, რომ ადამიანები უფრო მეტად ექვემდებარებიან დაავადებებს, რადგან ყოველივე მოითხოვს შინაგანი რესურსების რეგულარულ გამოყენებას და ორგანიზმი სუსტდება. მოკლედ აპრიორი შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს არის მდგომარეობა, როდესაც ჯანმრთელობა უნდა ყოველდღიური ბრძოლით და შრომით მოიპოვო.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამედიცინო საზოგადოება იმის მაგივრად, რომ ებრძოლოს ამა თუ იმ პათოლოგიას დასაწყის ეტაპზევე,ზრდის ნორმების ნიშნულებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს დაავადებებთან ბრძოლის შესაძლებლობებს, რადგანაც "ნორმას"  არ ებრძვიან, ხოლო დაავადებასთან ბრძოლა ხორციელდება ორგანიზმის რესურსების ნგრევის ხარჯზე, მისი ეკოლოგიის გაუთვალისწინებლობით, რაც, როგორც ვხედავთ, ზიანის მომტანია.

საბოლოოდ რას ვღებულობთ - ერთის მხრივ არაჯანსაღი ადამიანი (ითვლება, რომ ჯანმრთელი ადამიანი არც არსებობს, მაგრამ ასეთი პირობები კიდევ უფრო ზრდის დაავადებულთა რიცხვს), რომელიც არც კი ინტერესდება საკუთარი ჯანმრთელობით, რადგანაც მისი დაავადებები "კომფორტულ" სიმპტომებს არ სცილდება, ხოლო მეორეს მხრივ მედიცინა, რომლისთვისაც ის პატარა ნიშნები, რაც მას უკვე აქვს, ახალი "ნორმის" ფარგლებშია მოქცეული და რეაგირებას არ საჭიროებს. ასე ხდება დაავადების იგნორირება როგორც პაციენტის, ისე ექიმების მიერ, ამას დავამატოთ ის მავნე ჩვევები, რომლებიც ფაქტიურად მასობრივად არის მოდებული: თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, მოუწესრიგებელი სექსუალური კონტაქტები, ყოველივე ამას კიდევ ემატება ის რეალური კვების დეფიციტი, რომელიც ფაქტიურად ყველა ადამიანს აქვს ამა თუ იმ ხარისხში, სტრესები და ემოციური დატვირთვები, ცხოვრების გადატვირთული რეჟიმი.

როდესაც ქალი შვილოსნობის ასაკს მიაღწევს, მასში უკვე საკმაო დარღვევები არის: დარღვეული აქვს სქესობრივი ორგანოების ფუნქციონირება, აქვს ქრონიკული დაავადებები, მრავალჯერადი ანთებები,  ისევ და ისევ ინფექციებით გამოწვეული, ორგანიზმი ფაქტიურად სუსტია და მას აღარ შესწევს უნარი კიდევ ერთ და თანაც უდიდეს დატვირთვას - ფეხმძიმობას გაუძლოს.  ასე ვითარდება მრავალი პრობლემა ადამიანების ორგანიზმში, რომლის დანახვაც ჩვენ არ გვინდა და თავს ჯანმრთელად ან უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემების მქონედ მივიჩნევთ მაშინ, როდესაც კატასტოფა ხდება ჩვენ ორგანიზმში.

ეს პრობლემები იმდენად გლობალურია, რომ მოითხოვს მრავალი საკითხის რეალურ გადახედვას, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული და კონკრეტულად ქალის ჯანმრთელობასთანაც. რა არის გამოსავალი?

ნუთუ ლოგიკურია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს ყოველივე არ არის გასათვალისწინებელი და მივმართოთ მხოლოდ იმ გზას, რაც ხელოვნური განაყოფიერებაა? ხელოვნური განაყოფიერების ყველა უარყოფითი მხარის გათვალისწინებით, რომელზედაც თვალებს ვხუჭავთ?

ხელოვნური განაყოფიერება არ იწვევს არც დედის, არც ნაყოფის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, პირიქით, ასეთ ბავშვებში მეტია დაავადებების, მათ შორის გენეტიკური დაავადებების რისკი, ასეთი ბავშვები ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ფიზიკურ და ფსიქო-მოტორულ განვითარებაში.
ამასთან ერთად მწვავედ დგას პრობლემა არასასურველი ემბრიონების რედუცირებასთან დაკავშირებით, რაც ემბრიონის სიცოცხლის ხელყოფას გულისხმობს ანუ სიცოცხლის უფლება ეძლევა მხოლოდ ერთს ან ორს, როდესაც ნაყოფიერდება გაცილებით მეტი, ხოლო ცოცხალი ემბრიონების მოსპობა ასევე აზიანებს იმათაც, ვისი გაჩენაც არის სასურველი, აღარ ვსაუბრობ ამ პრობლემის მორალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებზე.

რუსეთის მთავარმა პედიატრმა განაცხადა, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვების 75% ინვალიდია. ამის გარდა, პედიატრი ასევე აღნიშნავს, რომ ხელოვნური განაყოფიერება ქალებს ფაქტიურად "ართმევს ჯანმრთელობას".

 თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი ხელოვნურ განაყოფიერებასა და აუტიზმის საშუალო ფორმებთან. მათ დაითვალეს, რომ   461 ბავშვიდან აუტიზმის დიაგნოზით 10,5%  დაბადებულები იყვნენ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის გამოყენებით. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, რადგანაც აუტიზმის საერთო მაჩვენებელი ისრაელში არის 3,5%.


ცინცინატის და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ხელოვნური განაყოფიერება ცვლის გენების ექსპრესიას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მეტაბოლიზმისთვის და ითხოვენ კვლევების გაგრძელების აუცილებლობას. მედიკოსებს ეშინიათ, რომ ბავშვებს "სინჯარიდან" აქვთ მეტაბოლური პრობლემების მომატებული რისკი, რაც ჰიპერტონიის და გლუკოზის დონის ზრდას განაპირობებს.
ასევე კვლევებმა დაადასტურა სერიოზული მეტაბოლური დარღვევები, პლაცენტაში გენების მუშაობასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში ემბრიონის სწორ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

ამრიგად ვფიქრობ ცხადია, რომ ხელოვნური განაყოფიერება საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ძალიან ბევრ კომპრომისებს მოითხოვს, როგორც მომავალი მშობლებისგან, ასევე მედიკოსებისგან, მაგრამ შედეგიც შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს როგორც ნაყოფის, ისე დედის ორგანიზმისთვის. არა მგონია, რომ ეს არის ის გამოსავალი, რომელიც ყველასთვის მისაღები და სასურველია.

ხოლო რაშია გამოსავალი? თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ზემოთქმულს და კარგად დავფიქრდებით ამ პრობლემაზე, მივხვდებით, რომ აუცილებელია რაიმე ფორმით შევიტანოთ სამედიცინო განათლება საერთო საზოგადოებრივ დაწესებულებებში, გავზარდოთ ინფორმირებულობის დონე ქალთა კონსულტაციებში, გავზარდოთ თერაპიული სამუშაო კონსულტაციებში და არ იყოს იგი შემოფარგლული მხოლოდ ანალიზების აღებით, დაიწყოს საქართველოში პროფილაქტიკური მიმართულების სერიოზული განვითარება და ეკოლოგიური მეთოდების ფართო დანერგვა ყველა მიმართულებით და ბოლოს ვისწავლოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილი არის ის, რაც ჯანმრთელობის ყველა პრობლემას მოხსნის. მაშ რაღას ვუცდით? გვინდა არჩევანი ისევ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთოთ?

წყარო: http://www.domrebenok.ru/blog/75-detej-iz-probirki-imeyut-otkloneniya/
             http://andrologin.spb.ru/reforma_3.htm
             http://newsland.com/news/detail/id/954759/

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში