ბანანი შეიცავს სამ ბუნებრივ შაქარს
- სუკროზას, ფრუქტოზას და გლუკოზას, ასევე ბოჭკოებს. ჩვენ ვიცით, რომ ბანანი
გვაძლევს ენერგიის სწრაფ, მყარ და მნიშვნელოვან მატებას. მაგრამ, მხოლოდ ენერგია
არ არის ის, რაც გვკვებავს და გვაჯანმრთელებს. უკვე დამტკიცებულია, რომ ბანანი გვეხმარება მრავალი დაავადების და პრობლემის
მკურნალობასა და პროფილაქტიკაში, თავისი სარგებლიანობის გამო ის არის უპირველესი პროდუქტი მსოფლიოს წამყვანი ათლეტებისთვის - ამის წაკითხვის შემდეგ თქვენ ალბათ იტყვით -
დღეში ერთი ბანანი და აღარავითარი ექიმი აღარ დამჭირდება.
ვნახოთ, როგორ შეუძლია თავმდაბალ
ბანანს დაგვეხმაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გააუმჯობესოს ჩვენი ფიზიკური თუ
მენტალური ჯანმრთელობა:
დეპრესია: MIND-ის მორიგმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა დეპრესიის მქონე პირთა ჯგუფზე, აჩვენა, რომ მხოლოდ ბანანის მირთმევის შემდეგ ისინი თავს გაცილებით უკეთ გრძნობდნენ. ბანანი შეიცავს
ტრიპტოფანს, ცილას, რომელიც სეროტონინად გარდაიქმნება და ადუნებს ორგანიზმს,
აუმჯობესებს განწყობას და, საერთოდაც, ბედნიერების შეგრძნება მოაქვს. ეს კვლევა
დამატებით ამტკიცებს იმას, რომ დეპრესია შესაძლოა სეროტონინის დისბალანსმა გამოიწვიოს. ფაქტია, რომ სეროტონინს
სხვანაირად ბედნიერების ჰორმონს ეძახიან.
შეკრულობა: ბოჭკოების მაღალი
შემცველობის გამო ბანანის რეგულარული მიღება ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების
აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს, რის გამოც საფაღარათო საშუალებების
გამოყენება საჭირო აღარ არის.
წნევა: კალიუმის უჩვეულოდ მაღალი და მარილის დაბალი შემცველობა ბანანს მაღალი წნევის მკურნალობისას ძლიერ
ბუნებრივ საშუალებად ხდის. ხოლო წნევის შემცირებისა და ინფარქტების რისკის შემცირების გამო აშშ-ს საკვებისა და
წამლების ადმინისტრაციაში ბანანის მთელი
ინდუსტრიაა დაშვებული.
ნაბახუსევი: ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე სწრაფი, მარტივი და
ჯანსაღი გზა არის ბანანის კოქტეილის მიღება რძესთან და თაფლთან ერთად. ბანანი
ამშვიდებს კუჭის მოქმედებას და თაფლთან ერთად აღადგენს სისხლში შაქრის დონეს, ხოლო
რძე ამშვიდებს და ატენიანებს კუჭ-ნაწლავს.
წყლული: ბანანი, მისი ტექსტურისა და
სირბილის გამო ხშირად გამოიყენება, როგორც დიეტური პროდუქტი რამოდენიმე ნაწლავური
პრობლემის გადასაწყვეტად. იგი ასევე ეხმარება მაღალი მჟავიანობის ნეიტრალიზებაში
და ამცირებს კუჭის ლორწოვანის ნებისმიერ ანთებას.
გულძმარვა: დადგენილია ბანანის ანტაციდური
მოქმედება. შემდეგში, როდესაც გულძმარვა შეგაწუხებთ , ეცადეთ მიირთვათ ბანანი სწრაფი,
ბუნებრივი და რბილი შვებისთვის.
პმს: ქალებისთვის - ტაბლეტების ნაცვლად უბრალოდ მიირთვით ბანანი. ვიტამინ B6 დიდი შემცველობა მოაწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, რაც მნიშვნელოვანია თქვენი განწყობისთვის.
ნერვული სისტემა: ბანანი შეიცავს ესენციური B ვიტამინების დიდ რაოდენობას, რაც, როგორც ცნობილია, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ავსტრიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ სამსახურში არსებული დაძაბულობა იწვევს ისეთი კომფორტული საკვების სურვილს, როგორიცაა შოკოლადი და ჩიპსები. მათ შეისწავლეს ჰოსპიტალის 5000 პაციენტი და დაადგინეს, რომ ძალიან ბევრ პაციენტს დაძაბული სამსახური ჰქონდა. შედეგი ასეთ დასკვნას იძლევა - " პანიკით გამოწვეული შიმშილის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სისხლში შაქრის დონის კონტროლი ყოველ 2 საათში ერთხელ მაღალი ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღებით". ასე, რომ აუცილებლად უნდა წაიღოთ ბანანი სამსახურში.
ანემია:
ბანანი შეიცავს ბევრ რკინას, რაც
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისხლში ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად და ბუნებრივი იარაღია ანემიის სამკურნალოდ.
მწერების
ნაკბენები: გამოიყენეთ ბანანის კანი, როგორც
მწერების კბენის საწინააღმდეგო კრემი, დაკბენის
შემთხვევაში - ნაკბენზე უბრალოდ წაისვით ბანანის კანის შიდა მხარე. ეს ხერხი ცნობილია,
როგორც შეშუპებისა და ანთების შემცირების ბუნებრივი საშუალება.
ტემპერატურის
კონტროლი: სხვადასხვა კულტურაში ბანანს იყენებენ, როგორც
"გამაგრილებელ" ხილს, რომელიც ამცირებს ფიზიკურ და ემოციურ ტემპერატურას
ფეხმძიმე ქალებში. ტაილანდში, მაგალითად, ფეხმძიმე ქალები რეგულარულად ღებულობენ
ბანანს, რადგანაც მათი ბავშვები გრილი ტემპერატურით გაჩნდნენ.
ცუდად
ყოფნა დილაობით: ბანანის მიღება ძირითად ულუფებს
შორის ზრდის სისხლში შაქრის დონეს და მნიშვნელოვნად ამცირებს დილაობით ცუდად
ყოფნის სიმპტომებს.
ტვინის კვება: 2013 წელს Twickenham-ის სკოლაში ჩატარდა თანამედროვე კვლევა, რომელშიც გამოცდების ჩაბარების პერიოდში მყოფი 200 სტუდენტი მონაწილეობდა და ბანანს საუზმეზე, დილის შესვენებისას და ლანჩზე იღებდა. კვლევის თანახმად ეს მათ მნიშვნელოვნად დაეხმარა კონცენტრაციისა და ენერგიის კუთხით, წინა კვლევებმა კი გამოკვეთეს, რომ კალიუმის მაღალი შემცველობა სწავლის პროცესს უწყობს ხელს, რადგან მოსწავლეები უფრო ყურადღებიანები ხდებიან.
ასე რომ, ბანანს შეუძლია იყოს
ბუნებრივი სამკურნალო საშუალება სხვადასხვა სიტუაციაში. ვაშლს რომ შევადაროთ, იგი
4-ჯერ მეტ ცილას შეიცავს, 2-ჯერ მეტ ნახშირწყლებს, 3-ჯერ მეტ ფოსფორს, 5-ჯერ მეტ Aვიტამინს
და რკინას და 2-ჯერ მეტ სხვა ვიტამინს და მინერალს. იგი ძალიან მდიდარია კალიუმით
და ჯანმრთელობის ექსპერტებისა და პროფესიონალების მიერ აღიარებულია, როგორც არსებულთა
შორის ერთ-ერთი საუკეთესო ღირებულების მქონე საკვები.
გამოყენებული წყარო:
Source : http://www.karenstan.net
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ასევე ნახეთ:
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
Alter-Native : ბანანი - ძველებურად აღარასოდეს შეხედავთ მას! >>>>> Download Now
ОтветитьУдалить>>>>> Download Full
Alter-Native : ბანანი - ძველებურად აღარასოდეს შეხედავთ მას! >>>>> Download LINK
>>>>> Download Now
Alter-Native : ბანანი - ძველებურად აღარასოდეს შეხედავთ მას! >>>>> Download Full
>>>>> Download LINK