7.13.2014

იცნობდეთ - კარტოფილი!

კარტოფილი ჩვენი რაციონის ყველაზე ხშირი სტუმარია, მაგრამ რა ვიცით მის შესახებ? ყველას უყვარს მისგან დამზადებული სახვადასხვა კერძი - ფრი, პიურე ან კიდევ უბრალოდ შემწვარი სახით მოსწონს, მაგრამ ვიცით კია, როგორ უფრო სასარგებლოა მისი მიღება, რას შეიცავს ის, როგორ უნდა შევინახოთ და ა. შ.?

კარტოფილის სამშობლო - სამხრეთ ამერიკაა, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება გარეული ჯიშების ნახვა. კარტოფილის კულტურაში შეყვანა დაიწყო 14 ათასი წლის წინ სამხრეთ ამერიკის ინდიელების მიერ. ისინი არა მხოლოდ საკვებად იყენებდნენ მას, არამედ თაყვანსაც სცემდნენ, სულიერ არსებად მიიჩნევდნენ.

დიდი ხანია ჩვენთან კარტოფილი ძალიან პოპულარული კერძია, ბევრს უყვარს იგი, მაგრამ მხოლოდ გემური თვისებების გამო? შეესაბამება კი მისი, როგორც პროდუქტის  სარგებლიანობა მის პოპულარობას?
კარტოფილის შემადგენლობა: კარტოფილი შეიცავს ყველა ცილას, რაც მცენარეებშია, შეუცვლელსაც კი. ის ახლოსაა ცხოველურ ცილებთან, ამინომჟავები კი კარგად  დაბალანსებული, თანაც ტუტე რეაქციის გამო კარტოფილი ნივთიერებათა ცვლის პრობლემებისას სასარგებლოა (პოდაგრა, თირკმლის დაავადებები).

კარტოფილი შეიცავს ნახშირწყლებს, კალიუმს, ფოსფორს, ქრომს, რკინას, ნატრიუმს, ქლორს, ფოლიუმის მჟავას, კალციუმის მარილებს, B და PP ჯგუფის ვიტამინებს, ალუმინს, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, საკვებ ბოჭკოებს, მონო- და დისაქარიდებს, ორგანულ მჟავებს. 100 გრ. ახალ კარტოფილში 20 მგ C ვიტამინია, შემდგომში კი მისი რაოდენობა კარტოფილში მცირდება.

მაღალი კალორიულობის გამო კარტოფილისგან თავი უნდა შეიკავონ სიმსუქნისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა.

კარტოფილის სახეობები:

 კარტოფილი განსხვავდება სახამებლის შემცველობით, რაც მზა კერძის კონსისტენციაზე მოქმედებს. ფხვიერი კარტოფილი გამოირჩევა ფაფუკი, ფქვილისმაგვარი სტრუქტურით და კარგია შესაწვავად და გამოსაცხობად, მაგრამ მოხარშვისას შესაძლოა დაიშალოს. კარტოფილის ჯიშები "დეზირე", "მეფე ედვარდი" და სხვა ნაკლებ სახამებელს შეიცავენ და ინარჩუნებენ ფორმას თერმული დამუშავებისას, რაც იდეალურია სალათებისთვის და მოსახარშად. წვრილი ახალი კარტოფილის მომზადება უმჯობესია ორთქლზე, ხოლო ყვითელ კარტოფილს აქვს კრემისმაგვარი სტრუქტურა, რაც კარგია პიურეს მოსამზადებლად.
ტკბილი კარტოფილი (ბატატი) არის ყვითელი და ნარინჯისფერი. ყვითელი უფრო მშრალი და ნაკლებად ტკბილია, ვიდრე ნარინჯისფერი.
კარტოფილის ნებისმიერი ჯიშის ყიდვისას აარჩიეთ მშრალი, გლუვი კარტოფილები წანაზარდების გარეშე.
კარტოფილი შხამია?ცნობილი ფაქტია, რომ მზის შუქზე კარტოფილი იწყებს გამწვანებას, რაც ფოტოსინთეზს უკავშირდება, მაგრამ ამასთან ერთად მასში წარმოიქმნება შხამი - ალკალოიდი სოლანინი, რომელიც ყველა ცოცხალი არსებისთვის მავნეა. ასეთი კარტოფილის მიღება ადამიანის მოწამვლას იწვევს, ამიტომ ყიდვისას ყურადღებით დაათვალიერეთ კარტოფილი და გამწვანებული კარტოფილი არ შეიძინოთ.
სოლანინი ცვლის კარტოფილის გემურ თვისებებს, მას მომწარო გემოს ანიჭებს.

კარტოფილის შენახვის პირობები: კარტოფილი შეინახეთ კარგად ვენტილირებად ადგილას - არავითარ შემთხვევაში მაცივარში. ძველი კარტოფილი ინახება 2 კვირა; ახალგაზრდა და ტკბილი - ერთი კვირა. მოაცილოთ კანი თუ არა - ეს უკვე თქვენი გემოვნების საქმეა, მაგრამ კანიანად გამომცხვარი კარტოფილი - ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტია.

კარტოფილის სასარგებლო თვისებები: კარტოფილის უჯრედისი არ აღიზიანებს კუჭისა და ნაწლავის ლორწოვან გარსს, მოხარშული კარტოფილი შეგიძლიათ გასტრიტის ან წყლულის გამწვავებისასაც მიიღოთ. კარტოფილის სახამებელი ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას ღვიძლსა და სისხლის შრატში, რაც მის ანტისკლეროზულ თვისებებს განაპირობებს. კალიუმის მაღალი შემცველობის გამო (იგი რეკორდსმენია), გამოყავს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან, რაც ძალიან სასარგებლოა თირკმლის და გულის პათოლოგიებისას, ასევე სასმელის მოყვარულთათვის. თუ ალკოჰოლს კარტოფილს დააყოლებთ, დილით შეშუპებები ნაკლებად იქნება გამოხატული.
განსაკუთრებით სასარგებლოა კარტოფილისა და კვერცხის დიეტა თირკმლის უკმარისობის მარტივი ფორმებისას.

კარტოფილის ნახარში, ასევე კარგად მოხარშული და პიურედ ქცეული, რომელსაც კარგი ტუტე თვისებები გააჩნია - შიმშილობიდან გამოსვლისას მშვენიერი აღდგენითი საშუალებაა.
ეს ნახარში ართრიტებით დაავადებულთათვისაც სასარგებლოა. ნახარშს სვამენ დილით, უზმოზე, დღისით და ძილის წინ. ასეთი მკურნალობისას სასარგებლოა კანიანად გახეხილი უმი 1-2 კარტოფილის მიღებაც.

კარტოფილის წვენს ოდითგანვე იყენებდნენ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას, წიდებისგან ორგანიზმის გასაწმენდად და სხვა.


ხალხურ მედიცინაში კარტოფილით მკურნალობენ: დამწვრობებს, ეკზემას და ა.შ., უმი გახეხილი კარტოფილის აპლიკაციით. ასევე უმი კარტოფილი ვარიკოზული და ტროფიკული წყლულების, სოკოვანი დაზიანებების,  ფურუნკულების, კარბუნკულების, სახის კანის ინფექციების, წითელი მგლურას შემთხვევაში ხსნის ქავილს, ტკივილს, აგრილებს, ხელს უწყობს მათ გაწოვას და შეხორცებას. ასეთი აპლიკაციები ეხმარება მეჭეჭების და გამაგრებული ნანემსრების გაწოვას.

 ზედა სასუნთქი გზების კატარის და ანგინების მკურნალობას ხშირად ცხელი კარტოფილის ორთქლის შესუნთქვით ეხმარებიან. ლარინგიტებისა და ფარინგიტების დროს ყელში კარტოფილის წვენს ივლებენ.

კარტოფილის ყვავილები ძვირფასი სამკურნალო მასალაა სიმსივნეების სამკურნალოდ. კარტოფილის ყვავილების ნაყენი ამცირებს წნევას და აძლიერებს სუნთქვას.

მშრალი და მზისგან დამწვარი კანისთვის მოხარშული კარტოფილი არაჩვეულებრივი კოსმეტიკური საშუალებაა. ამისთვის კანიანად მოხარშულ კარტოფილს სრესენ, ამატებენ ნაღებს ან არაჟანს და თბილს  სახეზე იდებენ.

გაფრთხილება: დაბალი სიმჟავიანობისას, შაქრიანი დიაბეტისას, სიმსუქნისას, ვენერიული დაავადებებისას ან გაძლიერებული სექსუალური აღგზნებისას, ასევე შარდკენჭოვანი დაავადებისას, მეტეორიზმისას  არ მიიღოთ კარტოფილის წვენი. რეგულარულად დიდი რაოდენობით კარტოფილის წვენის მიღება აფერხებს კუჭქვედა ჯირკვლის ფუნქციონირებას.



გამოყენებული მასალა: http://edaplus.info/produce/potato.html, http://www.znaytovar.ru/new1130.html,

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ჯანსაღი კვება - სტერეოტიპების რღვევაა!
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში






Комментариев нет:

Отправить комментарий