5.05.2014

ოხ ეს დიეტები...

 უკვე დიდი ხანია  მინდა დიეტებზე დავწერო... ამ თემაზე ბევრჯერ დაუწერიათ, უთქვამთ, მაგრამ ადამიანს ეტყობა სხვადასხვა კუთხით უნდა მიაწოდო ინფორმაცია, რომ გარკვეული აზრი ჩამოუყალიბდეს.

ხშირად ნახავ ინტერნეტში რაღაც ახალ დიეტას, რომელმაც ამა თუ იმ ვარსკვლავს  კილოგრამები დააკარგვინა და მერე ზოგი მეტი, ხოლო მეორენი ნაკლები მონდომებით შეუდგებიან ამ ექსპერიმენტის საკუთარ თავზე გამოცდას.

მინდა ერთი ასეთი რამ გითხრათ: სამწუხაროდ ყოველი ჩვენთაგანი დიეტაზე იმყოფება, უფრო სწორად დიეტაზე ამყოფებს თავის ორგანიზმს, თუმცა ეს ის დიეტაა, რომელიც სიმსუქნეს იწვევს.

მე ხშირად ორგანიზმს ერთ დიდ ქიმიურ ქარხანას ვადარებ, რაც შემთხვევითი არ გახლავთ, რადგანაც ჩვენი საკვები და სასმელი - ის მასალაა, რომელიც ამ ქარხანას ამუშავებს. ჩვენ ორგანიზმში, მის ყოველ უჯრედში მრავალი რეაქცია ხორციელდება, რომელშიც, რასაკვირველია, მრავალი ნივთიერება მონაწილეობს. ამრიგად, იმისთვის, რომ ქარხანამ ოპტიმალურად იმუშაოს საჭიროა, რომ მასალა სრულფასოვნად მიეწოდებოდეს. თუ პარალელს გავაგრძელებთ, მაშინ გამოდის, რომ მასალა - ანუ ჩვენ მიერ მიწოდებული საკვები და სასმელი უნდა შეიცავდეს ყველაფერს, რაც უჯრედებს თავისი რეაქციებისთვის სჭირდებათ, რადგან ამ რეაქციების ერთობლიობა - ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაა.

გადავხედოთ რა სჭირდება ჩვენს უჯრედებს:

დასახელებარეკომენდირებული
ნორმა
მოთხოვნილებათერაპიული
დოზა
ტოქსიკურიბის
ზღვარი
წყალხსნადი ვიტამინები
Cასკორბინის მჟავა60–80 მგ1000 მგ5000 მგ200000 მგ
B1თიამინი2 მგ50 მგ500 მგ
B2რიბოფლავინი3 მგ50 მგ500 მგ
B3
ნიაცინი20 მგ150 მგ1500 მგ
B5პანტოტენის მჟავა10 მგ100 მგ900 მგ
B6პირიდოქსინი2 მგ50 მგ600 მგ
B12კობალამინი2 მკგ100 მკფ4 მგ
PPნიკოტინის მჟავა10 მგ250 მგ500 მგ
ცხიმსხნადი ვიტამინები
Aრეტინოლი5000 МЕ10000 МЕ100000 МЕ500000 МЕ
β-კაროტინი10000 МЕ15000 МЕ200000 МЕ
კაროტინოიდები
Dკალციფეროლი100 МЕ500 МЕ2000 МЕ5000 МЕ
Eα-ტოკოფეროლი30 МЕ400 МЕ800 МЕ3000 МЕ
ტოკოტრიენოლები100 მგ300 მგ
Kფილოქინონები100 მკგ300 მკგ800 მკგ
ვიტამინისმაგვარი ნივთიერებები
Hბიოტინი200 მკგ300 მკგ10 მგ
B9ფოლიუმის მჟავა200 მკგ1000 მკგ1500 მკგ
ლიპოიდური მჟავა450 მგ
Q10კოენზიმ Q10100 მგ
ბიოფლავონოიდები20–50 მგ500 მგ3000 მგ
პაბმ50 მგ200 მგ1500 მგ
ინოზიტი500 მგ1000 მგ3000 მგ
მინერალები
Bბორი2–5 მგ2–5მგг10მგг150 მგ/ლ
Brბრომი0,8 მგ
Vnვანადიუმი20–30 მკგ20–30 მკგ100 მგ
Geგერმანიუმი75 მგ
Feრკინა10–20 მგ10–20 მგ100 მგ100 მგ
Jიოდი150–200 მკგ150–200 მკგ500 მკგ
Kaკალიუმი1–2 გ1–2 გ3 გ7000 მგ
Caკალციუმი800–1200 მგ800–1200 მგ1500 მგ
Siკრემნიუმი20–30 მგ20–30 მგ
Mgმაგნიუმი300–400 მგ300–400 მგ1200 მგ30000 მგ
Mnმანგანუმი2–5 მგ5–10 მგ20 მგ
Cuსპილენძი1–2 მგ1–2 მგ3 მგ
Mdმოლიბდენი50–100 მკგ200 მკგ1000 მკგ
Naნატრიუმი4–5 გ4–5 გ15 გ
Seსელენი50–70 მკგ100 მკგ400 მკგ1000 მკგ
Sგოგირდი500–1000 მგ500–1000 მგ3000 მგ
Pფოსფორი400–1200 მგ2000 მგ
Fფტორი2–4 მგ2–4 მგ
Clქლორი4–5 გ4–5 გ15 გ
Crქრომი50 მკგ200 მკგ1000 მკგ
Znთუთია10 — 20 მგ10 — 20 მგ100 მგ
ცხიმები
Lლეციტინი3 გ3 გ15 გარა
Q3დჰმ და ეპმ1 გ1 გ5 გარა
Q6γ-ლინოლენის მჟავა1 გ1 გ5 გარა
ფოსფატიდინ-სერინი400 მგ


მართალია ტაბულას ვერ დავიმახსოვრებთ, მაგრამ იმის წარმოდგენას მაინც შევიქმნით, თუ რამდენი განსხვავებული ნივთიერებაა საჭირო ორგანიზმში ცვლის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისთვის და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ ნივთიერებების დიდი უმრავლესობა ჩვენ ორგანიზმში ვერ ხვდება.

რა მოსდის ამ შემთხვევაში ქიმიურ ქარხანას? ჩვეულებრივი ქიმიური ქარხანა მყისიერად ჩერდება, რადგან მასალის დანაკლისი ვერ აძლევს საშუალებას შექმნას სრულფასოვანი პროდუქტი. ხოლო რა ხდება ჩვენი ორგანიზმის რთულ სისტემაში: ის ცდილობს ერთი ნივთიერება მეორეთი ჩაანაცვლოს, გამოიყენოს კომპენსაციის მექანიზმები, რადგან ჩვენი ორგანიზმი თვითგადარჩენის რეჟიმში ფუნქციონირებს.

 ზოგ შემთხვევაში ეს წარმატებით ხორციელდება, მაგრამ ჩვენ რეალურად საქმე გვაქვს ხანგრძლივი ხასიათის დეფიციტურ მდგომარეობასთან, როდესაც ორგანიზმში არსებული მარაგები დიდი ხანია ამოწურულია. ასეთი მუდმივი დეფიციტის პირობებში ხდება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მრავალი რეაქციის მიმდინარეობის დარღვევა. კონკრეტულად ის, თუ რომელი რეაქცია ირღვევა, განსაზღვრავს რა სახის დარღვევები წარმოჩინდება. ხშირია მრავალკომპონენტიანი დეფიციტი, ამიტომ დარღვევებიც მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე ხშირი და თვალშისაცემი სიმსუქნეა.

თავს არ მოგაწყენთ სიმსუქნის მექანიზმებზე საუბრით, უბრალოდ ლოგიკურად იმსჯელეთ - აწვდით თუ არა თქვენ ორგანიზმს ნივთიერებების ამ მრავალფეროვნებას შესაბამისი დოზებით? თუ თქვენი პასუხი უარყოფითია, მაშინ გასაკვირი არ არის თქვენს ორგანიზმში ნივთიერებების დარღვევების არსებობა, სიმსუქნე იქნება ეს თუ რაიმე სხვა.

თუ ეს მიდგომა თქვენთვის გასაგებია, მაშინ ისიც გასაგები იქნება, რომ ასეთი დეფიციტების პირობებში კიდევ გარკვეული ნივთიერებების ხელოვნური დეფიციტის შექმნა - ეს ის გამოსავალი არ არის, რომელიც სერიოზულ შედეგს მოიტანს. დეფიციტს დეფიციტი დაემატება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. თუკი დიეტის დროს წონის კლების ფაქტები დაფიქსირდება, შემდგომში ორგანიზმის წონა მაინც  ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება და კიდევ ბევრი პრობლემა იჩენს თავს. ეს იმის გამო ხდება, რომ დიეტა ვერ ახდენს ორგანიზმის პრობლემების დაბალანსებას, მხოლოდ გარკვეული დროით მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე.

დღეს ადამიანების უმეტესობის ყველაზე ხშირ საკვებს ცომეული წარმოადგენს, რომელშიც ძირითადად ნახშირწყლებია. მართალია, ხორბალი საკვებად ერთ-ერთი სასარგებლო მცენარეა, მაგრამ დაფქვისას ის ბევრ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს და შედეგად გამოფიტულ პროდუქტებს ვღებულობთ.

სამწუხაროდ საკვებმა დაკარგა ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით მომარაგების ფუნქცია და რაღაც ბუტაფორიად გადაიქცა. ამის მიზეზი მრავალია: გამოფიტული ნიადაგი, სადაც  მინერალების რაოდენობა შემცირებულია, ხოლო დამუშავებული პროდუქტი შეიცავს ბევრ ხელოვნურ, ორგანიზმისთვის ზიანის მომტან ნივთიერებებს, როგორიცაა შაქრის შემცვლელები, საღებავები, ანტიბიოტიკები, ჰორმონები, შემავსებლები და ბევრი სხვა. ამიტომ საკვები ერთ-ერთი სერიოზული ასპექტია ორგანიზმში არსებული დეფიციტების შექმნაში, რადგან ის ხელოვნური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება, კიდევ უფრო ზრდიან ორგანიზმის ხარჯს, რადგან მათი ნეიტრალიზებისთვის დამატებით გარკვეული რეაქციების განხორციელება უხდება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმს, პროდუქტების თავსებადობას და სხვა, რასაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი კი არის, რომ საკვები მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამ ნივთიერებების შეთვისებაა, რისთვისაც აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა საკვების მიღების დროს.

ამრიგად,  საკვები უმეტეს შემთხვევაში ვერ ასრულებს თავის ძირითად დანიშნულებას - ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელი ნივთიერებებით სრულფასოვან მომარაგებას.

ასე რომ ორგანიზმისთვის მოთხოვნების საკმარისი მრავალფეროვნებაც, ისევე, როგორც რაოდენობის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, პირიქით, ხდება დეფიციტების გამწვავება და ორგანიზმს ხშირად კომპენსაციის რეჟიმში მუშაობა უწევს. ასეთ პირობებში არ არის გასაკვირი არც სიმსუქნის, არს სხვა დაავადების არსებობა.

უკვე გასაგებია, რომ გამოსავალი არა რაიმე საკვების შეზღუდვაში ან მოჭარბებულად მიღებაშია, არამედ რაციონალური კვების პირობების შექმნაშია. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ - გავზარდოთ ბუნებრივი პროდუქტების მიღება. ეს ნაბიჯი მოგეხმარებათ შეავსოთ მინერალების, ვიტამინების, ფერმენტების რაოდენობა. ძალიან მნიშვნელოვანია უმი პროდუქტების ხშირი და რეგულარული მიღება, რადგან თერმული დამუშავება ამცირებს პროდუქტებში ნივთიერებების რაოდენობას. თქვენ იცით, რომ ფერმენტების უმეტესობა 40 გრადუსზე კარგავს თავის თვისებებს, ასევე ტემპერატურა შლის ვიტამინებსაც.

რადგანაც ნიადაგი გამოფიტულია, ბუნებრივია, საჭიროა რაოდენობრივად გაიზარდოს ხილის და ბოსტნეულის მიღება. ეს სირთულეს არ წარმოადგენს, როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ მათი გაწურვის საშუალებას, ამიტომ ახლადგამოწურული წვენები - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია ასეთი პრობლემის გადასაწყვეტად. წვენებში გაცილებით მეტი ნივთიერებების კონცენტრირება ხდება, ვიდრე ეს ცალკეულ პროდუქტშია, ფიზიკურად იმდენი ხილის და ბოსტნეულის ჭამას ადამიანი ვერ მოახერხებს, როგორც ეს მათი გამოწურვისას მიღებული წვენით ხდება. დღეში შეიძლება რამოდენიმეჯერ მიირთვათ ასეთი წვენები და თქვენი ორგანიზმი უზრუნველყოფილი იქნება საჭირო საკვები ნივთიერებების უმეტესობით.

განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე წვენები, რომელიც შეგიძლიათ მწვანილის, ისპანახის, კიტრის და სხვა პროდუქტისგან გამოწუროთ. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ეს სტატიები და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი რეცეპტი, იხ. ჩემი ორი სტატია მწვანე წვენებზე.

ყოველივე ზემოთ თქმულს მინდა კიდევ დავამატო სწორი კვების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, რის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების საკითხში. ჩემთვის არახალია სითხის მიღების თემა, მაგრამ სითხეები, განსაკუთრებით კი წყალი, არის ის გარემო, რომელშიც ვითარდება ჩვენი ორგანიზმის ყველა რეაქცია. მისი ნაკლებობა აფერხებს ამ რეაქციების წარმართვას, ხოლო მხოლოდ წყლის საკმარისად მიღებაც კი ნივთიერებათა ცვლაზე სასიკეთოდ მოქმედებს.

ასევე არ დაივიწყოთ რეგულარული ფიზიკური დატვირთვები, რაც აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ორგანიზმის რეაქციებს, ამაგრებს ძვლებს და კარგ განწყობაზე მოყავს ადამიანი. რეგულარული, თუნდაც მსუბუქი ვარჯიშები დიდ სიკეთეს მოუტანს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას და მთლიანად ორგანიზმს.

ამიტომ, ვისაც ჭარბი წონა გაწუხებთ და დაიბენით დიეტების ამორჩევისას, გირჩევთ, დაანებეთ თავი ისედაც დაძაბულ რეჟიმში მომუშავე ორგანიზმისთვის დამატებითი სირთულეების შექმნას, მითუმეტეს, ხანდახან ეს სირთულეები შესაძლოა უმძიმესი გართულებებით დაგვირგვინდეს. რაციონალურად იკვებეთ, მიაწოდეთ ორგანიზმს მისთვის აუცილებელი რესურსები და სითხეები, ივარჯიშეთ, გააკეთეთ ეს ყოველდღე, რეგულარულად და შედეგებიც არ დააყოვნებს, რადგანაც ორგანიზმი თავად მოაგვარებს მასში არსებულ პრობლემებს, მხოლოდ ხელი შეუწყეთ მას.




იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ჯანსაღი კვება - სტერეოტიპების რღვევაა!
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში





 

Комментариев нет:

Отправить комментарий