3.16.2014

მწვანე წვენების 10 არაჩვეულებრივი რეცეპტი. 2


ანანასის და ოხრახუშის წვენი 


 გქონიათ მომენტები, როდესაც იმდენს მიირთმევთ, რომ თავს სიტყვას აძლევთ მეტი აღარასოდეს ჭამოთ? დიახ, ამისთვისაც არის წვენი.
არის საშუალება თავი უკეთ იგრძნოთ მონელებისთვის სასარგებლო ინგრედიენტების გამოყენებით. სადა, მწვანე რუკოლა წიწაკისებრ მწვავე დარტყმას ახორციელებს ორგანიზმზე, ხოლო ანანასი ცნობილია თავისი მეტეორიზმის საწინააღმდეგო ეფექტით. ახალი ოხრახუში და კიტრი კი დაეხმარება ორგანიზმს სითხეების  გამოყვანით.



პორცია: 1
1 ცალი საშუალო კიტრი
1 ჭიქა დაჭრილი ახალი ანანასი
1 ჭიქა რუკოლა
1 ცალი საშუალო გრეიფრუტი
2 გაფრცქვნილი ლიმონი
კოჭას პატარა  ნაჭერი
1/3 ჭიქა ახალი ოხრახუში
1 მწვანე ვაშლი
 
ყველაფერი გაატარეთ წვენსაწურში. მოურიეთ და დაუყოვნებლივ მიირთვით.

საკვები ნივთერებები (პორციულად):   222 კალორია, 6 გ ცილა, 69 გრ ნახშირწყლები, 1,5 გ ბოჭკო, 44 გრ შაქარი, 1 გრ ცხიმი, 0 გრ ნაჯერი ცხიმები, 28 გრ ნატრიუმი.



კოჭას და მწვანე სალათის წვენი

ეს წვენი შეიცავს მწვანე ფერის ოთხ ნაირსახეობას, მაგრამ მთავარი ბაბუაწვერაა. ბაბუაწვერა ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდირებული ბალახია, რომელიც ეხმარება ღვიძლს დეტოქსიკაციაში და ინულინის ხსნადი ბოჭკოების დიდ მარაგს შეიცავს, რომელსაც სისხლში შაქარზე დადებითი ზემოქმედება აქვს. ამ სასიამოვნო ყვავილის ფოთლები -  ბეტა კაროტინის და A ვიტამინის მდიდარი წყაროა, დაიწყეთ მისი წვენების მიღება. ასევე შეგიძლიათ მისი ფესვებით ღვიძლისთვის გამწმენდი ჩაი მოიმზადოთ.

პორცია: 1

1 თავი მწვანე სალათი 
2 მსხვილი ნიახურის ღერო 
1 შეკვრა ჭარხლის ფოთლები
2 ტკბილი ჯიშის ვაშლი
1/2 გაფრცქვნილი ლიმონი
კოჭას პატარა  ნაჭერი
1 ჭიქა ბაბუაწვერას ფოთლები
 
ყველაფერი გაატარეთ წვენსაწურში. მოურიეთ და დაუყოვნებლივ მიირთვით.



საკვები ნივთერებები (პორციულად):   183 კალორია, 8 გ ცილა, 59 გრ ნახშირწყლები, 3 გ ბოჭკო, 32 გრ შაქარი,  2 გრ ცხიმი, 0 გრ ნაჯერი ცხიმები, 167 გრ ნატრიუმი.




ჭარხლის ფოთლების და კოჭას წვენი


როდესმე ჩაგიტარებიათ დეტოქსიკაცია? გასინჯეთ ჭარხლის ფოთლები, რომლებიც სავსეა B-ჯგუფის ვიტამინებით და მინერალებით, რაც თქვენ თმებს და თვალებს გააჯანსაღებს. კოჭა ბიძგს მისცემს მომნელებელ სისტემას, ხოლო ანანასი არის ბუნებრივი ანტიჰისტამინების - ბიოფლავონოიდ ქვერცეტინის მდიდარი წყარო.
დაამატეთ ოხრახუში ქმედებების გასაძლიერებლად, თუ ოდესმე დაგიღეჭავთ მისი ღერო, მაშინ გეცოდინებათ, რონ იგი სუნთქვის საუკეთესო გამაგრილებელია, მაგრამ იგი ასევე აცოცხლებს მთელ ორგანიზმს: ოხრახუში ცნობილია, როგორც დეტოქსიკანტი და დეოდორანტი.  




პორცია: 1

1 მწვანე ვაშლი
4 მწვანე სალათის ფოთოლი
კოჭას პატარე ნაჭერი
1 გაფრცქვნილი ლიმონი
1 შეკვრა ჭარხლის ფოთოლი
1 ჭიქა ახალი ოხრახუში
1 საშუალო სტაფილო
ყველაფერი გაატარეთ წვენსაწურში. მოურიეთ და დაუყოვნებლივ მიირთვით.


საკვები ნივთერებები (პორციულად):   125 კალორია, 6 გ ცილა, 38 გრ ნახშირწყლები, 1,5 გ ბოჭკო, 19 გრ შაქარი,  1,5 გრ ცხიმი, 0 გრ ნაჯერი ცხიმები, 152 გრ ნატრიუმი.



ჭარხლის ფოთლების ლიმონათი

ეს არ არის ჩვეულებრივი ლიმონათი. ის გადავსებულია C ვიტამინით და რაფინირებული შაქარის ნატამალიც  არ გააჩნია: უბრალოდ მწიფე მსხალი, მწვანე ვაშლი და ცოტაოდენი თაფლი.

პორცია: 1
1 შეკვრა ჭარხლის ფოთლები
1 საშუალო მსხალი
2 ცალი გაფრცქვნილი ლიმონი
2 მწვანე ვაშლი
1 სუფრის კოვზი ახალი თაფლი

ყველაფერი გაატარეთ წვენსაწურში. მოურიეთ და დაუყოვნებლივ მიირთვით.

საკვები ნივთერებები (პორციულად):   269 კალორია, 5 გ ცილა, 86 გრ ნახშირწყლები, 2 გ ბოჭკო, 57 გრ შაქარი,  1 გრ ცხიმი, 0 გრ ნაჯერი ცხიმები, 118 გრ ნატრიუმი.


კრეს-სალათის, ჭარხლის და პიტნის წვენი

შებერილობას გრძნობთ? დალიეთ ეს ბორდოსფერი-მომწვანო წვენი. ბეტაინი, რომელიც ჭარხალს აძლევს ფერს, ისეთი ძლიერმომქმედია, რომ წნევის დაწევა შეუძლია. ხოლო ახალი პიტნა ჰაერის ბუშტების გაჩენას თრგუნავს. 
მაგრამ შებერილობის მოხსნის საიდუმლო იარაღი იაპონური ბოლოკია, რომელიც გავს გიგანტურ თეთრ სტაფილოს და ცემპიონივით ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ეს შარდმდენი საშუალებაა, რომელიც თირკმელებს სითხისგან გათავისუფლებაში ეხმარება, თანაც საკმაოდ სწრაფად.



პორცია:1
2 ცალი სტაფილო
1 საშუალო ჭარხალი, გარეცხილი და გაფრქცვნილი
1 შეკვრა კრეს-სალათის ფოთლები
1/2 საშუალო იაპონური ბოლოკი
1/3 ჭიქა ახალი პიტნა
 
ყველაფერი გაატარეთ წვენსაწურში. მოურიეთ და დაუყოვნებლივ მიირთვით.



საკვები ნივთერებები (პორციულად):   118 კალორია, 8 გ ცილა, 34 გრ ნახშირწყლები, 1,5 გ ბოჭკო, 19 გრ შაქარი,  0,5 გრ ცხიმი, 0 გრ ნაჯერი ცხიმები, 228 გრ ნატრიუმი.

გამოყენებული მასალა:
 http://www.prevention.com/food/healthy-eating-tips/green-juice-recipes?s=1?cm_mmc=Facebook-_-Prevention-_-food-healthyeatingtips-_-greenjuicerecipes

მინდა დავამატო კიდევ ორი სიტყვა იმაზე, რომ ძალიან ბევრ პროდუქტს და მცენარეს ჩვენ არ ვიცნობთ, როგორც საკვებ ნივთიერებას. მართალია ჩვენს მაღაზიებში მომრავლდა  სხვადასხვა უცხო პროდუქტი, მაგრამ ინფორმაციის სიმცირის გამო ვერ ვიყენებთ მათ სათანადოდ, თანაც ეს მცენარე ან პროდუქტი შესაძლოა არც იყოს უცხოური, მაგალითად ბაბუაწვერას ფოთლები, კრეს-სალათი და სხვა. ვეცდები ამ კუთხითაც მოგცეთ ინფორმაცია ასეთი პროდუქციის სარგებელისა და მოხმარების შესახებ, რომ მეტი სასარგებლო პროდუქტი მოხვდეს თქვენს რაციონში და დადგეს თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.  





იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!



ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ჯანსაღი კვება - სტერეოტიპების რღვევაა!
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში





Комментариев нет:

Отправить комментарий