10.29.2013

სუბიექტივიზმი სასარგებლოა?

ყველასათვის ცნობილი ფაქტია კვლევების შედეგებში ცდომილების არსებობა. ყოველ გამოსაკვლევ მეთოდს აქვს თავისი არეალი და შეზღუდვები. მართალია, ტექნოლოგიური გაუმჯობესება სულ მუდმივად მიმდინარეობს, რასაც მოყვება მეთოდების მგრძნობელობის ზრდა, მაგრამ ეს პრობლემა მაინც არსებობს. განსაკუთრებით ეს ეხება ლაბორატორიულ ანალიზებს, სადაც ამას ხელს უწყობს რამოდენიმე ფაქტორი: სისხლის ანალიზის ჩატარებისას არსებული ადგილობრივი პროცესები, განსაკუთრებით თითიდან აღებული ანალიზის დროს; რეაქტივების ხარისხი და მგრძნობელობა, რეაქციის ჩატარების პირობები; ლაბორანტის სუბიექტური თვისებები: ყურადღება, განწყობა და ასე შემდეგ; ექიმის შესაძლო შეცდომა ან უყურადღებობა ანალიზების შეფასებისას და ა.შ.




მკურნალობის პროცესში კი ესხელის შემშლელი პრობლემაა , რადგანაც სამკურნალო პროცესის არასწორი წარმართვის მიზეზი ხდება, ამას ემატება ისიც, რომ ხშირად ანალიზების პასუხი პაციენტის სუბიექტურ შეგრძნებებზე მეტად არის გათვალისწინებული, რაც, ვფიქრობ, არ არის მართებული.

მართალია, ექიმის დიაგნოზი და დანიშნულება ყოველთვის გამომდინარეობს როგორც ობიექტური - ჩატარებული კვლევების, ისე სუბიექტური - პაციენტის შეგრძნებების მიხედვით, მაგრამ ბოლო დროის ტენდენცია - ამ უკანასკნელის სულ უფრო ნაკლებად გათვალისწინებაა. და ეს არის ის საკვანძო მომენტი, რომელიც ხშირად იწვევს მკურნალობის გახანგრძლივებას ან გართულებას. რატომ?

დაავადება თავისი განვითარების დიდ ეტაპს "ჩუმად" გადის იხილეთ აქ მაგრამ ორგანიზმის კომპენსაციის მექანიზმები მის საწყისშივე აქტიურად ებმებიან მოქმედებაში, რასაც შინაგანი რესურსების აქტიური მოხმარება მოყვება, იგულისხმება  საკვები ნივთიერებების ხარჯვის ზრდაც. ხოლო, როდესაც ჩამოყალიბდება დაავადებისთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი ეს უკვე ნიშნავს, რომ საკომპენსაციო მექანიზმები ამოწურულია ან ამოწურვის ზღვარზეა.

ამ ეტაპს სუბიექტურად პაციენტი სხვადასხვა ჩივილებით ადასტურებს: ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, გაღიზიანებულობა, უძილობა, წონის ცვლილებები და ასე შემდეგ. რადგან ეს ჩივილები არის ზოგადი ხასიათის, ექიმი მას ხშირად არსებითად არ აღიქვამს.
თუ ასეთ ადრიან სტადიაზე იქნება გაკეთებული გამოკვლევები, ექიმი ხელის მოსაკიდებელს  ვერაფერს ნახავს, რადგანაც დაავადების სამკურნალოდ არსებობს სქემები (ე.წ. გაიდ-ლაინები), სადაც აუცილებლად უნდა არსებობდეს გარკვეული გამოხატულების სიმპტომი ან სიმპტომები, რისი დადგენაც უკვე იძლევა მკურნალობის შესაბამისი მოდელის დანიშვნის საფუძველს. ამის გარეშე მკურნალობის დაწყების უფლება ექიმს არ აქვს, არადა ეს არის ფუნქციური დარღვევების ეტაპი, ეტაპი, როდესაც მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტური იქნება. (პრინციპში ამ ეტაპის ექიმების ყურადღების მიღმა დარჩენა განსაზღვრას ჩვენს ქვეყანაში პროფილაქტიკური მიმართულების არარსებობას. თუკი ჩვენ მეტ ყურადღებას ამ ეტაპზე გავამახვილებდით მოსახლეობას მკურნალობის ვადები და თანხები მკვეთრად შეუმცირდებოდა, ხოლო ავადობა მნიშვნელოვნად დაიკლებდა.)

პაციენტებთან ურთიერთობისას ასე გამოიყურება ეს პრინციპი (მომყავს პაციენტების მიერ მოტანილი მაგალითები): ერთ შემთხვევაში ექიმმა მთლიანად იგნორირება გაუკეთა პაციენტის მხრიდან არსებულ სუბიექტურ ჩივილებს და სიმპტომების გამკვეთრების შემდეგ დაიბარა, რითაც ხელი შეუწყო დაწყებული დაავადების შემდგომ უპრობლემო განვითარებას. მეორე შემთხვევა, სადაც საჭირო სისხლის გადასხმა არ ჩატარდა დასუსტებულ პაციენტში, რადგანაც ზოგიერთი სისხლის ანალიზის მაჩვენებელი არ ჯდებოდა გაიდ-ლაინით მოწოდებულ ნორმაში.



სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინა კლასიფიცირების და ნორმატივების ჩამოყალიბების მცდელობაში შორდება პაციენტის ინდივიდუალიზმს, რის გამოც პაციენტის ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინება სულ უფრო ნაკლებად ხდება. ამოვარდნილია სამკურნალო პროცესებიდან ეტაპი, როდესაც პაციენტს აქვს მხოლოდ სუბიექტური ჩივილები ანუ ეტაპი, სადაც დაავადება მხოლოდ ფუნქციონალური დარღვევების დონეზეა, ხოლო კომპენსაციის მექანიზმები ამოწურული არ არის. არადა მკურნალობა ზუსტად ამ ეტაპზეა წარმატებული.  

ცნობილი ფაქტია, რომ ცნობილი რუსი ექიმი ბოტკინი, მხოლოდ ერთი შეხედვით ადგენდა პაციენტს რა პრობლემა ქონდა. აღმოსავლურ მედიცინაში დიდი ადგილი უკავია ცნობებს, თუ რომელ ორგანოს რა წარმომადგენლობა აქვს ჩვენს სხეულზე და სახეზე. კანზე არსებული  ესა თუ ის გამოვლინება: სიწითლე, ხალი, ლაქა - ყველაფერი მეტყველებს ორგანიზმში ამა თუ იმ ორგანოში მიმდინარე პროცესებზე, რასაც უმალვე იყენებენ პრაქტიკაში.



პაციენტის კუთხით რომ შევხედოთ ამ მოვლენებს, მისთვის მთავარი შედეგიანი მკურნალობაა, მაგრამ შედეგი არ მიიღწევა არც მხოლოდ ექიმის  და არც მხოლოდ პაციენტის  ძალისხმევით. ეს არის პროცესი, რომელშიც ყველას თავისი როლი და ადგილი აქვს.
 ერთის მხრივ ექიმს, როგორც ამ პროცესის სწორად წარმმართველს, მისი ორიენტირები უნდა იყოს არა ანალიზების გამოსწორება, რაც, ბუნებრივია, არ გამოირიცხება, არამედ პაციენტის თვითშეგრძნების გამოსწორება. აქაც შესაძლებელია ვარიანტები, რადგანაც ხანდახან პაციენტის კარგად ყოფნის შეგრძნება არ არის მისი რეალურად კარგად ყოფნის პირდაპირპროპორციული და ხანაც პირიქით.  მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც შეწუხებული პაციენტი მეუბნება, რომ რაღაც გამწვავება დაეწყო, რაზედაც ღებულობს ჩემს მშვიდ პასუხს, რომ ეს კარგია. :) 

ასევე უმნიშვნელოვანესია პაციენტის როლი, რომელიც თავისი შეგრძნებებით მართავს სამკურნალო პროცესს, რადგანაც ვერც ერთი გამოკვლევა ვერ შეცვლის შეგრძნებებს და რეაქციებს წამლებზე და ზემოქმედებებზე. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, თანაც ცვალებადი. ამიტომ სტანდარტებით და სქემებით მოქმედების დროს აუცილებელია ასევე პაციენტის სუბიექტური ჩივილების და მათი დინამიკის დაკვირვებაც, რასაც ხანდახან გადამწყვეტი როლი აქვს.



ამიტომ ვუსურვებ ექიმებს უფრო ყურადღებით ყოფილიყვნენ თავიანთი პაციენტების მიმართ, არ უგულებელჰყონ მათი სუბიექტური ჩივილები და მეორეს მხრივ პაციენტებს ვუსურვებ დაუკვირდნენ საკუთარ თავს, შეისწავლონ საკუთარი ორგანიზმი, იცოდნენ მისი რეაგირება ამა თუ იმ მოქმედებაზე, საკვებზე, წამალზე, ხშირად გააკეთონ "სასარგებლო" ექსპერიმენტები ასეთი რეაქციების გასარკვევად და ამით საკუთარ ჯანმრთელობას დიდი სარგებელი მოუტანონ.



იყავი გონიერი პაციენტი!გისურვებთ ჯანმრთელობას!

ასევე ნახეთ:
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში




10.28.2013

ალოე

დღეს ჩემი ქალიშვილის დაჟინებული თხოვნით, რომელთანაც ერთად ვცდილობ შევიძინო გარკვეული სასარგებლო გამოცდილება საკვების გამრავალფეროვნების კუთხით, ვიყიდე ალოე. ბავშვობიდან გავიცანი მისი არც თუ ისე კარგი გემოვნებითი თვისებები, რადგანაც ხშირად ვიყავი ავად და ბებია ბევრისთვის ცნობილი რეცეპტით მიმზადებდა წამალს: თაფლი, ალოე, წითელი ღვინო. შემდეგ ალოე მე თვითონ გამოვიყენე ჩემი შვილების მკურნალობისას. ძალიან რთულია ბავშვისთვის ასეთი წამლის მიცემა, ზოგიერთი ხრიკის გამოყენებასაც საჭიროებს-ხოლმე. 

მოკლედ, ალოე, ძალზედ პოპულარული პროდუქტია მკურნალობის სფეროში, ამბობენ, რომ მისი მნიშვნელობა გაიზარდა განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც სხვა სასარგებლო თვისებების მქონე მცენარეების მნიშვნელობა შემცირდა. ამიტომ მოგიწოდებთ შეიტანოთ იგი თქვენს რაციონში და სხვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროცედურებში. ყველა ქალმა ძალიან კარგად იცის ალოეს როლი კოსმეტიკური კუთხით, თუმცა მისი გამოიყენება ბევრად უფრო შორს წავიდა, ვიდრე მხოლოდ მისი კოსმეტიკური შესაძლებლობებია.
aloe
ბევრს აქვს იგი გამოყენებული დამწვრობისას, რასაც ალოე ბრწყინვალედ უმკლავდება. ალოეს წვენი კარგია მონელების დაღვევებისას (შეკრულობა) და მეორე ტიპის დიაბეტის დროს, მაგრამ კიდევ უფრო ცნობილია მისი იმუნიტეტის გაუმჯობესების შესაძლებლობები. ალოე შეიცავს ფერმენტებს, როგორიცაა ამილაზა და ლიპაზა; ანტიოქსიდანტებს, C და E ვიტამინებს, კატალაზას და პეროქსიდდისმუტაზას; B ჯგუფის ვიტამინებს; ქრომს; მაგნიუმს; და ყველა ესენციურ ამინომჟავას. კიდევ ერთი რამ: ალოე ზრდის ნივთიერებების ათვისების უნარს, როგორც წამლების, ისე საკვების.
შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩინური რეცეპტი: ავიღოთ ცოტაოდენი მჟავე წვენი,რაიმე ხილის და ლიმონის წვენი, ალოეს წვენი, დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და მივირთვათ.
შეგვიძლია დავამზადოთ შემდეგი კოქტეილი:
რადგანაც ალოე აძლიერებს ნუტრიენტების ანუ საკვები ნივთიერებების შეწოვას, ეს რეცეპტი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე შტოშის წვენთან კიდევ უფრო სასარგებლო იქნება. ანანასის წვენი კარგად ეხამება ალოეს წვენს და შტოშის სიმჟავეს.
1/2 ჭიქა ანანასის წვენი
1/4 ან 1/2 ალოეს წვენი
2 სუფრის კოვზი შტოშის დაუმტკბარი წვენი
1 სუფრის კოვზი თაფლი
ლაიმი გასაფორმებლად
ავთქვიფოთ ყველაფერი ერთად, დავამატოთ ყინული და მივირთვათ ლაიმით.


ალოე ასევე გამოვიყენოთ კანისა და თმისთვის:
ალოეს მოაშორეთ ფესვი, გარეცხეთ, გათალეთ. გამჭვირვალე შიგთავსი დაჭერით კუბიკებად და კოვზით გადაიტანეთ ჯამში, შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერში. მაცივარში შეინახეთ 2 კვირა, შემდეგ გააკეთეთ ახალი. მაცივარში ყოფნა მას ყვითელ ფერს აძლევს.
ძილის წინ გასუფთავებულ სახეზე წაისვით ალოეს წვენი და გააჩერეთ 15 წუთით, სახე მოადუნეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს მეთოდი ეფექტურია სახის ხარისხის გასაუმჯობესებლად და გამონაყარის სამკურნალოდ.
ხოლო თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად წაისვით მიღებული ალოეს წვენი თმის ძირებში დაბანის შემდეგ, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და ისევ ჩამოიბანეთ.თუ ამ წვენს დაუმატებთ კვერცხს და კვირაში ერთხელ გაიკეთებთ ეს ნიღაბი დაზიანებულ თმასაც აღადგენს.


იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

დაბალანსებული კვების აუცილებლობა


მინდა მკითხველმა კარგად გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია კვება იყოს  დაბალანსებული ხარისხობრივად და არა რაოდენობრივად.
საკვების მთავარი ფუნქცია არის ორგანიზმის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ყველა საჭირო ნივთიერებებით: ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ფერმენტებით და კიდევ ბევრი სხვა რამით.
ჩვეულებრივი კვების პირობებში - იგულისხმევა ის კვება, რომელიც ცვეულებრივად აქვს ადამიანს, არ იძლევა ძირითადი ნივთიერებების - ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დეფიციტს ანუ არავითარი ცვლილებები რომ არ შეიტანოთ თქვენს რაციონში ამ საკვები ნივთიერებების ნაკლებობა არ გექნებათ.
ნაკლებობა არის ისეთი ნივთიერებებისა, როგორიცაა: ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ზუსტად ამ საკვებ ნივთიერებებს უნდა დაუთმოთ.

კვების დაბალანსება არის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობა, რის გარეშეც ჯანმრთელობა არ არსებობს, რადგან არ შეიძლება შენობის აგება აგურების გარეშე! ეს აგურები სწორედ რომ საკვები ნივთიერებებია.

დეფიციტის არსებობას რამოდენიმე მიზეზი აქვს:
  • ნაკლებად მიიღება ის საკვები, რომელიც შეიცავს ამ ნივთიერებებს; 
  • საკვებში არსებობს ნივთიერებების ნაკლოვანება ნიადაგის გამოფიტვასთან დაკავშირებით; 
  • ორგანიზმშიარსებობს მონელების პროცესების დარღვევები;
  • აღინიშნება ნივთიერებების გადამეტებული ხარჯვა, მაგალითად ფიზიკური დატვირთვისას, სტრესისას, ფეხმძიმობისას და სხვა.

ზედმეტი ხარჯვა ხშირად დაკავშირებულია გარკვეული ორგანიზმისთვის მავნე საკვების გადამუშავებასთან, როგორიცაა  შაქარი, ხორცი, კონსერვირებული, შებოლილი პროდუქტები, გაზიანი სასმელები და ა.შ., ამიტომ უმჯობესია ასეთი საკვები გამოირიცხოს ან მკვეთრად შემცირდეს.განსაკუთრებით, როდესაც ადამიანს აქვს რაიმე მწვავე  ან ქრონიკული დაავადება, ასეთი საკვების მიღება კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას, თანაც დაავადება თვითონ იწვევს ამ ნივთიერებებზე მოთხოვნილების ზრდას.

დაავადებების მიზეზი ხშირად ზუსტად ორგანიზმში გარკვეული ნივთიერებების    შექმნილი დეფიციტია, ამიტომ მათი რაოდენობრივი აღდგენა მკურნალობის ერთ-ერთი მიმართულება უნდა გახდეს. რადგან მკურნალობის პროცესში ორგანიზმის ადაპტაციის მექანიზმებს უნდა შეეწყოს ხელი, რასაც აუცილებლად სჭირდება ინსტრუმენტები - საკვები ნივთიერებების სრული კომპლექტი ანუ სრულფასოვანი სწორი კვება.

განა ასე რთულია იყო მეტად ყურადღებიანი იმის მიმართ, რასაც ჭამ, რომ საკვებმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი დანიშნულება? ამით ხომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემებს აიცილებთ. ხანდახან, თუ პროცესი არ არის ძალიან გართულებული მხოლოდ ეს ნაბიჯიც კი საკმარისია ჯანმრთელობის აღსადგენად.


იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

10.25.2013

ორი სიტყვა სითხეზე

ჩემს ნაცნობებს, ახლობლებს და პაციენტებს შესაძლოა გაუკვირდათ, რომ იმაზე, რაც მიმაჩნია მკურნალობის და გაჯანსაღების უპირველეს ნაბიჯად, არ დამიწერია ამდენი ხნის განმავლობაში. არ გაგაწბილებთ და გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რაც გაგიადვილებთ ცხოვრებას და ბევრ წამალზე უარს გათქმევინებთ. დიახ, დღეს სითხის მიღებაზე ვისაუბრებ. არც იმაზეა ლაპარაკი საჭირო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის სითხე, ამიტომ გადავიდეთ კონკრეტულ რჩევებზე.


 სითხის მიღების წესები
ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება სითხის გარკვეული რაოდენობა. ეს რაოდენობა არ არის მუდმივი და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე:
  •             წონა,
  •       ამინდი,
  •         სტრესი,
  •        წელიწადის დრო
  •        ფიზიკური დატვირთვა და ა.შ.

უპირველესად სითხის მიღების რაოდენობა უნდა შეეფარდებოდეს ადამიანის წონას.
რისთვის უნდა მივიღოთ სითხე? სისხლის მოცულობა რომ შექმნას, გამოიტანოს ნარჩენები, დააბალანსოს ნივთიერებათა ცვლა და სხვა.
იმისთვის, რომ დავადგინოთ სითხის საჭირო რაოდენობა არსებობს პეციალური  ფორმულები:
1.  წონა/20-მიღებული ლიტრებში, 
2.  ყოველ 1 კგ-ზე 30 მლ სითხე,
 ეს არის ის რაოდენობა, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს ყოველდღე რეგულარულად. აქვე იმას ვიტყვი, რომ ამ ფორმულებით განსხვავებული რაოდენობა მიიღება, ამიტომ არჩევანი თქვენზეა! შესაძლებლობების მიხედვით!
 მიღების რეგულარობა - აუცილებელი პირობაა!
 დამატებითი ფაქტორები:
  წელიწადის დრო - ზაფხულსა და ზამთარში ადამიანს სჭირდება სახვადასხვა რაოდენობის სითხე, რადგან ზაფხულში  მეტი რაოდენობა იკარგება, ვიდრე  ზამთარში.
ფიზიკური დატვირთვა, რაც მეტია დატვირთვა, მით მეტია სითხის დანაკარგი. სითხის კარგვა იზრდება სხვადასხვა დაავადებებისას, განსაკუთრებით ტემპერატურის მომატებით მიმდინარე დაავადებების დროს, სტრესების, ნერვული გადაღლილობისას, ამინდის ცვალებადობის დროს - ძალიან ხშირია პაციენტების ჩივილი, ასოცირებული ამინდის ცვლილებებთან, რასაც მეტეომგრძნობელობას ან მეტეოდამოკიდებულობას უწოდებენ. ამ პრობლემის კორექცია შესაძლებელია ჩვეულებრივ რაოდენობაზე 500 მლ სითხის დამატებით.
რა სითხე უნდა მივიღოთ? ეს ძალზედ მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან მოსახლეობაში სითხე ძირითადად ასოცირებულია წალთან. რა თქმა უნდა წყალი აუცილებელი და ყველანაირი სითხის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. აქ უნდა განვიხილოთ გარკვეული ასპექტები.


წყალი - რომელი წყლის მიღებაა უფრო მიზანშეწონილი? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველაზე სასრგებლო წყალი არის წყაროს წყალი, რომელსაც ჩვენი წინაპრები "უკვდავების წყაროს" ეძახდნენ.  რა თქმა უნდა ეს წყაროები განსხვავდებიან თავისი შემადგენლობით, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. რომელი წყალი უფრო მისაღები და სასიამოვნო იქნება თქვენთვის ამას ორგანიზმი უთუოდ გაგრძნობინებთ. სასურველია, რომ ესეთი წყალი შეადგენდეს თქვენს მიერ მიღებული სითხის 50%-ს. მისაღებია ბოთლებში ჩამოსხმული წყალი, ონკანის წყალი შეიძლება მივიღოთ 24 საათის (დრო, რომელიც ქლორის აორთქლებას სჭირდება) დაყენების და გაფილტრვის შემდეგ .
ოსმოსური სითხე. რას ნიშნავს ეს ტერმინი. ყველა სითხეს აქვს თავისი ოსმოსური წნევა. ეს არის ამ სითხეში შემავალი ნივთიერებებით შექმნილი წნევა. თუ ოსმოსური წნევა სითხეს არ აქვს  ან იგი დაბალია, მაშინ იგი მალევე (5-15 წუთი) ტოვებს ორგანიზმს გამომყოფი აპარატის ნორმალურად ფუნქციონირების შემთხვევაში.
მარტივი ცდა: აიღეთ 1 ჭიქა წყალი, დალიეთ იგი და დაინიშნეთ დრო, რამდენ ხანში დატოვებს ეს სითხე თქვენს ორგანიზმს. 
ოსმოსური სითხე არ ტოვებს ორგანიზმს ასე სწრაფად, იგი რჩება ორგანიზმში უფრო დიდი ხნით და ზრდის სისხლის მოცულობას, რაც აუმჯობესებს ორგანიზმის სისხლით მომარაგებას.
ცდა 2: აიღეთ 1 ჭიქა წყალი და ჩაამატეთ 1-2 სუფრის კოვზი თაფლი. ასევე დაინიშნეთ დრო, როდესაც ეს სითხე დატოვებს თქვენს ორგანიზმს. ეს დრო გაცილებით უფრო დიდი იქნება, ვიდრე პირველი ცდის დრო.
ამრიგად, სითხის მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ ეს ფაქტორი და ეცადოთ მიიღოთ სითხეები ოსმოსურობის გათვალისწინებით. დაიცავით თანაფარდობა ოსმოსური სითხე/წყალი= 50/50.
ოსმოსური სითხეებია: ბულიონები, წვენები, მინერალური წყალი გაზის გარეშე, თაფლიანი, ვაშლის ძმრიანი წყალი, მურაბიანი წყალი და ა.შ. 

სითხის  მიღება: სითხის მიღებას, რაც არ უნდა გასაკვირი  იყოს აქვს თავისი წესები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.
  •             სითხე არ უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით ერთბაშად: სასურველია მიიღოთ პატარ-პატარა ყლუპებით, ცოტ-ცოტა და ხშირად.
  •            სითხე არ უდა მიიღოთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, უნდა დააყოვნოთ 1-2 საათი საკვების მიღებიდან, ხოლო ჭამადე უნდა მიიღოთ 20-25 წუთით ადრე.
  •            სითხის მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, შემდეგ უნდა შემცირდეს მისი მიღება.
  •       მთელი რაოდენობა უნდა იქნას მიღებული 18 საათამდე, ხოლო ყველაზე კარგია სითხის მიღება დილით გაღვიძების შემდეგ, საუზმემდე. ამ დროისთვის სასურველია სითხის მაქსიმალური მოცულობით მიღება. ძილის წინ სითხის მიღება სასურველი არ არის.


თანაზომიერება სითხის მიღებისას
 ყველა ადამიანის ორგანიზმს სითხე  აუცილებლად სჭირდება, მაგრამ ყველას ორგანიზმი მას ერთნაირად ვერ უმკლავდება, რადგან ეს პირველ რიგში მისი გამომყოფი სისტემის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. ამგვარად, იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს სითხის გამოყოფის პრობლემები უნდა მიიღონ ეს სითხე მისი გამოყოფის პროპორციულად, ანუ როდესაც სითხეს იღებთ, დააკვირდებით მის გამოყოფასაც და თუ ბალანსი არის დარღვეული, ეს გარკვეულ შეზღუდვას აწესებს მისი მიღების რაოდენობაზე, თუმცა მისი მიღების აუცილებლობას არ გამორიცხავს!


სითხის მიღება შარდმდენების დანიშნვისას
განსაკუთრებით მინდა შევეხო სითხის  მიღებას შარდმდენების მომხმარებლებში. არსებობს არასწორი მოსაზრება, რომ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ შარდმდენებს სითხის მიღება ეკრძალებათ. ეს პრინციპი საჭიროებს განსაკუთრებულ განსჯას, რადგანაც ზუსტად ეს მიდგომა იწვევს დაავადებების მკურნალობის სერიოზულ შეფერხებას. მე ზემოთ ავღნიშნე, რომ სითხე ყველა ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება. დაავადებულ ორგანიზმსაც მათ შორის, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული ორგანიზმის სისხლის მიმოქცევა. ლოგიკური მსჯელობაც საკმარისია, რომ მივხვდეთ: თუ არ მიეწოდება სითხე ორგანიზმს და ამას ერთვის მისი რეგულარული ინტენსიური გამოდევნა სისხლის მიმოქცევიდან, როგორ შეძლებს ორგანიზმი საკუთარი სისხლის მიმოქცევის საჭიროებების დაკმაყოფილებას? თუ ეს მას არ შეუძლია შარდმდენების მიღების გარეშე, როგორ შეძლებს ამას შარდმდენების გამოყენებისას? და კიდევ ერთი, იმის გარდა, რომ სითხე ქმნის ჩვენს ორგანიზმში სისხლის მოცულობას, სითხე სჭირდება მას იგივე შარდმდენების სამოქმედოდ, რადგან პრეპარატის მოქმედება ორგანიზმზე  ხორციელდება სითხით და სითხეზე ანუ მოცულობაზე ზემოქმედებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სითხის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმში არის მკურნალობის სწორად წარმართვის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი, რის გარეშეც მკურნალობის ეფექტურობა ყოველთვის  საეჭვო იქნება. 

ასევე მინდა გამოვეხმაურო საკითხს, რომელიც ხშირად მესმის პაციენტებისგან - რატომ არ მწყურდება და თუ არ მწყურდება, რატომ უნდა დავლიო სითხეები?
როდესაც წყურვილი არ არის - წესით ორგანიზმი დაკმაყოფილებულია სითხით, მაგრამ ცხოვრების განმავლობაში ხდება ამ რეფლექსის დათრგუნვა. დღევანდელი ცხოვრება ძალიან გადატვირთულია, ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებულია და ადამიანი მასზე ზემოქმედებით ადაპტაციას განიცდის. ეს ეხება წყურვილის შეგრძნებას და მის რეალიზებასაც. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი თავს იკავებს წყლის დალევისგან. ეს ხდება სამსახურში, სკოლაში, ბაღში. ფაქტიურად ჩვენი ცხოვრების მანძილზე ჩვენი ორგანიზმი სითხის მიღებისგან გადაჩვევას ახდენს.  ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი დღის განმავლობაში საერთოდ არ ღებულობს სითხეს. ასეთი პაციენტის დარწმუნება იმაში, რომ სითხე უნდა მიიღოს, თანაც არც ისე ცოტა, რთულია.
ხოლო, როდესაც ადამიანი იწყებს მეტი ყურადღების გამოჩენას თავისი ორგანიზმის მოთხოვნილებების მიმართ და სითხის მიღებას ისე, როგორც მის ორგანიზმს სჭირდება, ეს შეგრძნება თანდათან აღდგება. სითხე ხდება მისი ჩვეულებრივი მოთხოვნილება: იგი გრძნობს ცოტა დალია იმ დღეს თუ არა, როდესაც ადამიანი საერთოდ არ ღებულობს სითხეს, მისი მიღება უნდა დაიწყოს ნელ-ნელა - 1 ლიტრიდან და შემდეგ 500-500 მლ-ის მატებით. 
აქედან გამომდინარე, წყურვილის საკითხი არის შეგრძნებების დათრგუნვის პრობლემა, რომელზეც პაციენტის და ექიმის ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში მომწერეთ! გპირდებით, ყველა კითხვა არგუმენტირებულ პასუხს მიიღებს!





იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

10.24.2013

ანტიბიოტიკები სამზარეულოში

იცით თუ არა, რომ თქვენს სამზარეულოში არის ანტიბიოტიკების მარაგი? ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, რომ ბალახები, რომელსაც ვიყენებთ საჭმელის მოსამზადებლად იცავენ ჩვენ იმუნურ სისტემას. არის 30-ზე მეტი მცენარე, რომელსაც გააჩნია ანტიბიოტიკების თვისებები. ესეთი ანტიბიოტიკები შეგიძლიათ ნახოთ სასურსათო მაღაზიებში, როგორც მცენარე, სითხის სახით, ასევე როგორც კონცენტრატი. თქვენ შეგიძლიათ არ მიიღოთ სინთეთიკური ანტიბიოტიკი და მიიღოთ მისი ბუნებრივი ფორმა. ზოგი არჩევს გამომშრალს, ზოგი ექსტრაქტს ან ცოცხალ ფორმას. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ საჭიროა მისი რეგულარული მიღება. როგორც ყველაფერ სხვასთან, ისე ბუნებრივთანაც სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზედმეტმა რაოდენობამ შესაძლოა ტოქსიკურად იმოქმედოის თქვენს ორგანიზმზე. ძალიან ბევრი მათგანი არ საჭიროებს დიდ ფართობს და შეგიძლიათ  თქვენი ფანჯრის რაფაზეც მოიყვანოთ.
ამის შემდეგ, როდესაც  საკვებს სანელებლებს დაუმატებთ გეცოდინბებათ, რომ ისინი ბუნებრივად დაეხმარებიან თქვენს ორგანიზმს ბაქტერიებთან და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში.
 ესენი არიან:
რეჰანი
რეჰანი შეიძლება გამოიყენოთ  არასასურველი ბაქტერიების ზრდის საწინააღმდეგოდ. რეჰანის ფოთლებისგან მიღებული ეთერზეთები ამჟღავნებენ ზოგიერთი ბაქტერიების სახეობის დარგუნვის თვისებებს, რომლებიც სინთეთიკური ანტიბიოტიკების მიმართ უგრძნობნი არიან.   ასევე თრგუნავენ ისეთ ბაქტერიებს, როგორიცაა Staphylococcus, Enterococcus და Pseudomonas, რომლებიც არა მხოლოდ ფართოდ გავრცელებულები არიან, არამედ დიდ პრობლემებს ქმნიან მკურნალობაში, რადგანაც  განავითარეს ანტიბიოტიკებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი. რეჰანის ან კვლიავის დამატება ძალიან კარგია ისეთ საჭმელში, როგორც სალათებია, რომელთაც არ სჭირდებათ ტემპერატურული დამუშავება. ცოცხალი რეჰანის და კვლიავის დამატება არა მარტო აუმჯობესებს გემოვნებით შეგრძნებებს, არამედ უსაფრთხოს ხდის საჭმელს.
ორეგანო
ორეგანო ან უფრო სწორედ ორეგანოს ფოთლების ზეთი შედარებულ იქნა სტანდარტული პენიცილინის მოქმედებასთან და მთლიანად ცვლის მას გვერდითი მოვლენების გარეშე. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიბიოტიკების მიერ რეზისტენტულ ბაქტერიებში. ლონგ აილენდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ორეგანო ანადგურებს პროსტატის კიბოს უჯრედებს.
ოხრახუში
ოხრახუშს აქვს რამოდენიმე ანტიბიოტიკის თვისება. ოხრახუშის თესლის ზეთი თრგუნავს 9 სახის ბაქტერიის და სოკოს განვითარებას, ერთ-ერთი მათგანი Staphylococcus-ია.
 ძირა - შეიცავს ძლიერ ანტიბიოტიკ/ანტიმიკრობულ საშუალებას თიმოლს, რომელიც აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას  ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი შეჩვევის შემთხვევაში.
ტარხუნა - ბუნებრივი ანტიბიოტიკი, იცავს საკვებით მოწამვლისგან, საკვების ბუნებრივი კონსერვანტი. გამოიყენება ტუბერკულოზის დროს და კუჭ-ნაწლავში ფერმენტული ნაკლებობისას.
მუსკატი - აქვს ანტიმიკრობული თვისებები, მიმართული E.Coli და Staphylococcus-ის მიმართ. ყველაფერში შეგიძლიათ დაამატოთ დესერტის გარდა.
წიწაკა - შავი, კაიენის, თეთრი და ჩილი ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ბაქტერიებთან საბრძოლველად. რაც უფრო მწარეა წიწაკა, მით უფრო ძლიერია მისი ანტიმიკრობული თვისებები.
კოჭა, ჯანჯაფილი - უფრო ეფექტურია, ვიდრე ანტიბიოტიკები სტაფილოკოკების წინააღმდეგ. შეუძლია მოკლას კიბოს უჯრედებიც. ცნობილია მისი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები, ხსნის კუჭის ტკივილს და გულძმარვას. ხშირად გამოიყენება ცხობისას, ჩაის სახით, შესაძლებელია მიირთვათ დაკრისტალებული კოჭა. 
დაფნის ფოთოლი - მოქმედებს ისევე, როგორც რეჰანი და ორეგანო.
მდოგვი - აქვს ისეთივე თვისებები, როგორც დაფნის ფოთოლს და ძირას, მაგრამ გაცილებით მაღალი ბაქტერიების დათრგუნვის ეფექტით.



იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში