10.28.2013

დაბალანსებული კვების აუცილებლობა


მინდა მკითხველმა კარგად გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია კვება იყოს  დაბალანსებული ხარისხობრივად და არა რაოდენობრივად.
საკვების მთავარი ფუნქცია არის ორგანიზმის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ყველა საჭირო ნივთიერებებით: ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ფერმენტებით და კიდევ ბევრი სხვა რამით.
ჩვეულებრივი კვების პირობებში - იგულისხმევა ის კვება, რომელიც ცვეულებრივად აქვს ადამიანს, არ იძლევა ძირითადი ნივთიერებების - ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დეფიციტს ანუ არავითარი ცვლილებები რომ არ შეიტანოთ თქვენს რაციონში ამ საკვები ნივთიერებების ნაკლებობა არ გექნებათ.
ნაკლებობა არის ისეთი ნივთიერებებისა, როგორიცაა: ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ზუსტად ამ საკვებ ნივთიერებებს უნდა დაუთმოთ.

კვების დაბალანსება არის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობა, რის გარეშეც ჯანმრთელობა არ არსებობს, რადგან არ შეიძლება შენობის აგება აგურების გარეშე! ეს აგურები სწორედ რომ საკვები ნივთიერებებია.

დეფიციტის არსებობას რამოდენიმე მიზეზი აქვს:
  • ნაკლებად მიიღება ის საკვები, რომელიც შეიცავს ამ ნივთიერებებს; 
  • საკვებში არსებობს ნივთიერებების ნაკლოვანება ნიადაგის გამოფიტვასთან დაკავშირებით; 
  • ორგანიზმშიარსებობს მონელების პროცესების დარღვევები;
  • აღინიშნება ნივთიერებების გადამეტებული ხარჯვა, მაგალითად ფიზიკური დატვირთვისას, სტრესისას, ფეხმძიმობისას და სხვა.

ზედმეტი ხარჯვა ხშირად დაკავშირებულია გარკვეული ორგანიზმისთვის მავნე საკვების გადამუშავებასთან, როგორიცაა  შაქარი, ხორცი, კონსერვირებული, შებოლილი პროდუქტები, გაზიანი სასმელები და ა.შ., ამიტომ უმჯობესია ასეთი საკვები გამოირიცხოს ან მკვეთრად შემცირდეს.განსაკუთრებით, როდესაც ადამიანს აქვს რაიმე მწვავე  ან ქრონიკული დაავადება, ასეთი საკვების მიღება კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას, თანაც დაავადება თვითონ იწვევს ამ ნივთიერებებზე მოთხოვნილების ზრდას.

დაავადებების მიზეზი ხშირად ზუსტად ორგანიზმში გარკვეული ნივთიერებების    შექმნილი დეფიციტია, ამიტომ მათი რაოდენობრივი აღდგენა მკურნალობის ერთ-ერთი მიმართულება უნდა გახდეს. რადგან მკურნალობის პროცესში ორგანიზმის ადაპტაციის მექანიზმებს უნდა შეეწყოს ხელი, რასაც აუცილებლად სჭირდება ინსტრუმენტები - საკვები ნივთიერებების სრული კომპლექტი ანუ სრულფასოვანი სწორი კვება.

განა ასე რთულია იყო მეტად ყურადღებიანი იმის მიმართ, რასაც ჭამ, რომ საკვებმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი დანიშნულება? ამით ხომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემებს აიცილებთ. ხანდახან, თუ პროცესი არ არის ძალიან გართულებული მხოლოდ ეს ნაბიჯიც კი საკმარისია ჯანმრთელობის აღსადგენად.


იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий