10.19.2013

ჯანსაღი კვება - სტერეოტიპების რღვევაა.

ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება იმას, რომ ჯანსაღი კვება აუცილებელია როგორც ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ისე ორგანიზმის გასაჯანსაღებლად.

ჩემთვის, როგორც ექიმისთვის გასაგებია, რომ ბევრ ადამიანს  აქვს დაძაბული ცხოვრების ტემპი და ამ ტემპში ვერანაირად ვერ ატევს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ გარკვეული წესებს. მითუმეტეს, თუ ვერ აცნობიერებს ამ წესების მნიშვნელობას მისი ჯანმრთელობისთვის.

მართალია ჩვენ პარადოქსების ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თავად ვართ საკუთარი ჯანმრთელობის შემომქმედნი და უმჯობესია ყველაფერი, რასაც მივიღებთ იყოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, რადგან ირგვლივ თითქმის ყველაფერი არც ისე ჯანსაღია.

პირდაპირ ვთქვათ, იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები აუცილებელია სადღეისოდ არსებული სტერეოტიპების რღვევა, კერძოდ კი კვებასთან დაკავშირებული სტერეოტიპების. რა მაქვს მხედველობაში. აქ გამოკვეთილია ორი ძირითადი სტერეოტიპის მუშაობა: 1 - დაკავშირებული ოჯახურ ტრადიციებთან კვებაში, 2 - კვების ხარისხობრივი პრინციპების სრული იგნორირება და მხოლოდ რაოდენობრივ პრინციპზე ზრუნვა .
დიახ, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ იმ საკვებს, რომელიც ტრადიციულად მზადდებოდა ჩვენს ოჯახებში და არ ვითვალისწინებთ იმას, თუ რა მიიღო ორგანიზმმა ამის შედეგად. აქ არ ვახდენ ოჯახის კვების ტრადიციების დაკნინებას, უბრალოდ მისი კვებითი სარგებლის მომენტზე ვამახვილებ ყურადღებას.

ჯანსაღი კვების ძირითადი პოსტულატი არის ორგანიზმის უჯრედების საჭირო მასალით მომარაგება. ეს არის მიზანი, რომელიც ხშირად მიუღწეველი რჩება, მიუხედავად საკვების მიღების შემდეგ კუჭის სისავსის შეგრძნებისა. აბა გაიხსენეთ, როდის გიფიქრიათ საჭმელის შემხედვარე, რომ ეხლა თქვენი ორგანიზმი ამა თუ იმ ვიტამინს ან მინერალს მიიღებდა? ან რომელი გამორჩა?

ზუსტად რომ ჩვენი გემოვნებითი უპირატესობა მიმართულია იმ საკვებისკენ, რომელიც არაფერს აძლევს ჩვენ ორგანიზმს, ხოლო ის საკვები, რომელიც მართლაც საჭიროა რჩება ჩვენი გემოვნებითი პრიორიტეტების მიღმა, თანაც ეს საგვარეულოდან საგვარეულოს გადაეცემა, ოჯახიდან ოჯახს და ასე მყარდება თაობიდან თაობაში. მაგალითისთვის, ვინ იტყვის უარს ცხელ-ცხელ ხაჭაპურზე უმი გახეხილი სტაფილოს ან ჭარხლის სანაცვლოდ?

 მოკლედ, პრობლემის სათავეც და პრობლემის გადაწყვეტაც ჩვენშია და თუ მოვინდომეთ და ცოტაოდენი გავერკვიეთ იმაში, თუ როგორ დავიცვათ თავი ან თუნდაც შევაჩეროთ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე არასასურველი პროცესები,  ცხოვრებას გავიადვილებთ.


მაშ ასე, ჩამოგითვლით ჯანსაღი კვების რამოდენიმე პრინციპს, რომელთა შესრულება არც ისე რთულია, სამგიეროდ თქვენს ორგანიზმში ნელ-ნელა დაიწყება სასურველი ცვლილებები.

ჯანსაღი კვების მთავარი პრინციპი - ყოველდღიურ რაციონში შევიტანოთ რაც შეიძლება მეტი  ცოცხალი საკვები. 

რა არის ცოცხალი საკვები - დაუმუშავებელი, უმი პროდუქტი, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, მცენარეების თესლი: მზესუმზირა, მიწის თხილი, ნიგოზი, გოგრის თესლი და სხვა. ნებისმიერი თერმული დამუშავება (იგულისხმევა რა თქმა უნდა მცენარეულის) იწვევს მასში შემავალი ნივთიერებების დანაკარგს, რაც მეტია ეს ზემოქმედება, მით ნაკლებია პროდუქტის კვებითი ფასეულობა.

მხოლოდ ცოცხალი საკვების სახით იღებს ჩვენი ორგანიზმი ცილებს, მინერალებს, ვიტამინებს, ფერმენტებს. სხვა შემთხვევაში ხდება მხოლოდ კუჭ-ნაწლავის გადატვირთვა საკვებით, რომელსაც ორგანიზმი ვერ ითვისებს, ამრიგად გამოდის, რომ როდესაც ჩვენს კვებაში არ შედის ცოცხალი საკვები, მაშინ ჩვენი ორგანიზმი შიმშილობს სავსე კუჭის პირობებშიც კი.

როდესაც ორგანიზმი შიმშილობს მასში ირღვევა ბიოლოგიური პროცესების მიმდინარეობა და ვითარდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევები. არაფერი გახსენდებათ? პირველ რიგში ალბათ სიმსუქნეზე იფიქრეთ, არა? ძალიან ხშირად მსმენია ადამიანებისგან, რომ საერთოდ არ ვჭამ ბევრს, მაგრამ ვსუქდებიო. რას უპასუხებდით?

უპირველესად მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რაოდენობას, არამედ ხარისხს, რას ჭამ? იქნებ ვისწავლოთ საკვების შეფასება არა გემოთი, რომელიც სტანდარტულად გვაქვს ჩამოყალიბებული, არამედ შემცველობით, რომ  ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ორგანიზმმა მიიღო ის, რაც მას სჭირდება.

რატომ მაინცდამაინც უმი? ხარშვის პროცესში იშლება ვიტამინები და ფერმენტები, ბოსტნეულიდან წყალში გადადის მინერალების უმეტესობა, ამიტომ წვენი, რომელიც რჩება მოხარშვის შემდეგ უფრო სასარგებლოა, ვიდრე ის მოხარშული ბოსტნეული, რომელსაც საჭმელად ვიყენებთ. თუ ბოსტნეულის თერმული დამუშავება გნებავთ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბოსტნეული უნდა მოიხარშოს რაც შეიძლება მოკლე დროში, ხოლო მისი გამოცხობა უფრო ნაკლებდანაკარგიანია, ამრიგად კარტოფილი გამომცხვარია სასრგებლო და არა მოხარშული, იგივე ითქმის სხვა ბოსტნეულზე.

განსაკუთრებით სასარგებლოა ახლად გამოწურული წვენები: ხილის და ბოსტნეულის. ბევრმა მეცნიერმა (უოკერი, ბრეგი და სხვა) მიუძღვნა ამ თემას თავისი ნაშრომები და ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ უმი წვენების საშუალებით შესაძლებელია: ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, წონის დაკლება, ქოლესტერინის დონის შემცირება, წნევის რეგულირება, კენჭების დაშლა, იმუნიტეტის ამაღლება და ასე შემდეგ.

ეს ინფორმაცია ცნობილია, მაგრამ  ეს საკითხები მაინც რჩება სადღეისო პრობლემად. რატომ? გადაწყვეტა ხომ უკვე დიდი ხანია არსებობს.


ჩვენში ხორცი ძალიან პოპულარული საკვებია, მაგრამ ის არ არის ჯანსაღი კვების პროდუქტი. ხორცის უარყოფითი თვისებები: ორგანიზმში ქმნის მჟავე რეაქციას, კუჭ-ნაწლავში მისი ლპობის შედეგად გამოიყოფა შხამები, რომელთა ნეიტრალიზებას სჭირდება ღვიძლის სერიოზული დატვირთვა, იწვევს ასევე ნაწლავების  დატვირთვას და საკუთარი ბაქტერიებისთვის არასასურველი გარემოს შექმნას, ენერგეტიკულად უარყოფითი ბალანსი აქვს, ხოლო ცილა, რომელსაც ხორცით ვღებულობთ ძნელად ითვისება ორგანიზმის მიერ.

ხორცის გამოყენების სიხშირეს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ მძიმედ მიმდინარე მწვავე ან ქრონიკული დაავადებებისას აუცილებელია მისგან თავის შეკავება, ასევე ეს ეკუთვნის ხორცისშემცველ პროდუქტებს, განსაკუთრებით შებოლილს და დაკონსერვებულს.

ხორცის მიღების შემთხვევაში აუცილებლად დაიცავით ერთი წესი -  რა რაოდენობის ხორცსაც მიიღებთ 3-ჯერ მეტი ცოცხალი პროდუქტის, ძირითადად ბოსტნეულის ან მწვანილის მიღებაა საჭირო.
ხორცის მიღება, როგორც ზემოთ ავღნიშნე, იწვევს შხამების გამოყოფას, რაც ტვირთავს მომნელებელ სისტემას, განსაკუთრებით ღვიძლს, ხოლო ბოსტნეული, მწვანილი, მათში შემავალი მიკროელემენტებით, ფერმენტებით ეხმარება ამ სისტემას დატვირთვის ატანაში, ამით თქვენ თავად შეუწყობთ ხელს ამ ხორცის გადამუშავებას.

შემდეგი ასპექტი -  ხილის ან ბოსტნეულის წვენების რეგულარული მიღებაა. ხილის ან ხილის წვენების მიღება ხდება განცალკევებულად, როგორც ცალკე ულუფა, დროის ინტერვალი შემდეგ ან მანამდე მიღებულ საკვებთან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 საათს.

ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ხილის წვენის შერევამ სხვა საკვებთან არ გამოიწვიოს ლპობის პროცესის განვითარება, რასაც შემდგომში შებერილობა მოყვება.
ამიტომ არ შეიძლება ხილისა და ბოსტნეულის წვენების შერევაც! ბოსტნეულის წვენების მიღება კი ჭამამდე 20-25 წუთით ადრე შეიძლება.

სულ წვენების გამოწურვას სჭირდება 3-5 წუთი და რეგულარული მიღების შემთხვევაში თავად გაოცდებით შედეგებით. რაც შეეხება კონცენტრირებული და დაკონსერვებული წვენების მიღებას - მიუხედევად არსებული წარწერისა წვენის ნატურალურობის შესახებ მოერიდეთ ასეთი სახის წვენების მიღებას, რადგან მათში არსებული კონსერვანტები სრულიად მიუღებელს ხდით მათ ორგანიზმისთვის კვებითი სარგებლიანობის კუთხით.

ჯანსაღი კვების საკითხებზე შემდეგშიც გავაგრძელებ წერას, რადგანაც ეს თემა საკმაოდ დიდი და კარგად გასააზრებელია. ამჯერად ამით შემოვიფარგლები.


იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий