10.18.2013

მკურნალობა როგორც ხელოვნება

როდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ მკურნალობა ხელოვნებაა? სიმართლე გითხრათ მე მთლად ასე არ ვუდგებოდი ამ საკითხს, მაგრამ ჩემთვის მკურნალობა ყოველთვის გაცილებით მეტი იყო და არის, ვიდრე მხოლოდ დანიშნულების გაკეთება.

დანიშნულებით რომ დავიწყოთ, ჩემი გამოცდილებით, სულაც ერთნაირი ჩივილების მქონე (ეს ხშირად გვხვდება სამედიცინო პრაქტიკაში) პაციენტებში სუბიექტურად, გვულისხმობ ექიმის სუბიექტივიზმს, არ ხდება ხოლმე ერთი და იგივე სამკურნალო სქემის გამოყენება, და ეს, ანამნეზს რომ დავანებოთ თავი,  რაღაც ინტუიციურად ხდება. მე ვიტყოდი, რაღაც შინაგანი ძალით. ვისაც ეს განცდა არ აქვს, შეუძლია გამაკრიტიკოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს მოსაზრებებს ვწერ.

სიმპტომების ლოგიკური ანალიზის შემდეგ არჩევანს არა მხოლოდ ლოგიკის გამოყენებით აკეთებ. მინდა გითხრათ, რომ ამაში უდიდესი როლი პაციენტს აქვს. ჩემთვის არ არის განსხვავება პაციენტებში, როგორც ექიმისთვის ზოგადად, მაგრამ ყველა პაციენტს თავისი საკუთარი გამორჩეული შეგრძნება შემოაქვს ურთიერთობისას და ზუსტად ეს ინდივიდუალობა, რომელიც არა სიმპტომებშია, არამედ თავად პაციენტის პიროვნულ თვისებებში, ზემოქმედებას ახდენს ექიმზე და მის დანიშნულებაზე, ამ შემთხვევაში კი ჩემზე.

აქ, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ პაციენტის ორგანიზმისეული მახასიათებლების ინდივიდუალიზმს, რომლის შესწავლა ხდება გამოკითხვის და  გამოკვლევის მიხედვით.

ამიტომ დანიშნულება, გვინდა ეს თუ არა, ყოველთვის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც გარკვეულწილად ასახავს პაციენტის ინდივიდუალობას. მითუმეტეს, თუ მკურნალობისას იყენებ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს და მეთოდებს - ეს არ წარმოადგენს სირთულეს.

 დანიშნულების შემდგომი მკურნალობის  პროცესიც შემოქმედებითი და ინდივიდუალურია, მაგრამ ეს ინდივიდუალიზმი პირდაპირ დამოკიდებულებაშია პაციენტის ხასიათის, მისი მოთმინების, მიზანდასახულობის და აქტიურობის, განკურნების სურვილთან.

 გგონიათ, რომ განკურნება ყველას უნდა? მერწმუნეთ, ესე არ არის. სიტყვიერად ძალიან ბევრი გამოხატავს ამის სურვილს.. მაგრამ, პაციენტების მხოლოდ მესამედს უნდა რეალურად, რომ გახდეს ჯანმრთელი, დანარჩენები....
როგორც ვთქვი - თქვენი აქტიური როლის გარეშე ვერ გაუმკლავდებით  ჯანმრთელობის პრობლემებს, თუნდაც ექიმი თქვენზე უფრო მონდომებული იყოს თქვენს განკურნებაში!
 ხოლო ექიმი... ექიმი ფაქიზად და ყურადღებით უნდა ქმნიდეს სამკურნალო პროცესს,  სათანადო კონტროლით და პაციენტისთვის სწორი მიმართულების მითითებით...
ექიმის შემოქმედებითობა ამ პროცესის წარმატებულად დაგვირგვინებაში უნდა გამოიხატოს, სამკურნალოდ  მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებაში. საბედნიეროდ ასეთი მეთოდები სულ უფრო მეტია საქართველოშიც, მსოფლიოშიც.

გთავაზობთ გერმანელი ექიმების პეტერ ენტშურასა და იოსებ ლოკემპერის ნააზრევს მკურნალობასთან დაკავშირებით, რომელიც დაიბეჭდა წიგნში: შლაკების გამოდევნა - ჯანმრთელობის გზაა:
 Неоспоримые доказательства выдвигает, например, медицина, но не как наука, а как ИСКУССТВО. Медицина должна уподобляться искусству, так как в природе нет ни од­ного человека, похожего на другого, ни одна снежинка непохожа на другую. В медицине и соответственно в медицинском лечении человека и животного ничто не повторяется одинаково с тем же самым успехом.
Каждое живое существо, будь то растение, животное или человек, является неповторимым индивидуумом. Так будет продолжаться до тех пор, пока ученым не удастся отменить эту богоугод­ную индивидуальность и на ее месте соз­дать гомогенную, постоянно воспроизво­димую массу одинаковых растений, живот­ных и людей. Да сохранит нас от этого Бог, наш собственный здравый смысл, наша сила воли и гражданское мужество!
Зачем сегодня клонируют животных? Смысл и цель этого процесса может заключаться только в одном: создать беспро­блемное и безудержное массовое «производство» с последующим массовым «потребле­нием».  Судя по газетным сообщениям от 07 августа 1997, 44% немцев не хотят жить дольше 80 лет. Эти сообщения должны обрадовать страховщиков пенсионеров и власть имущих.
Мы рады за 18опрошенных, которые очень хотели бы дожить до 100 лет. При этом мы предполагаем, что лишь 18% нашего населения ведут сознательный здоровый образ жизни и ожидают своего «заката», не опасаясь старческих недугов. Остальные 82несомненно убеждены в том, что после 80 приходят болезни и страда­ния. Они, должно быть, склоняются к тому мнению, что жизнь после 80 приносит лишь физические страдания, а не радости.
Скорее всего, они ведут такой образ жизни, что, в конце концов, окажутся правы. Но на самом деле, их представление о старости как о быстром и болезнен­ном разрушении тела, а также о неизбежности этого процесса, все-таки неверно". 

მინდა ამ მშვენიერ სიტყვებს ერთი დავამატო: მკურნალობა, როგორც ვთქვი, უპირველესად დამოკიდებულია პაციენტზე, მის რწმენაზე და მონდომებაზე,  მაგრამ თავად ექიმის უპირველესი ფუნქცია არის არა დანიშნულება ან ანალიზის სწორი გაკეთება, რაც ისედაც ცხადია, არამედ მთავარია პაციენტში აღძრას განკურნების სურვილი და რწმენა.
როდესაც პაციენტი გამოსაჯანმრთელებლად მოტივირებულია - ეს ყველაზე დიდი წარმატებაა ექიმისთვის.
ასეთი იარაღით შეიარაღებული პაციენტის მკურნალობა ყოველთვის გაცილებით უფრო შედეგიანია.
ამრიგად მკურნალობის, როგორც ხელოვნების აღსაქმელად ჩვენ ალბათ მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ვიცოდეთ, საით ვისწრაფით!


 იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий