10.28.2013

ალოე

დღეს ჩემი ქალიშვილის დაჟინებული თხოვნით, რომელთანაც ერთად ვცდილობ შევიძინო გარკვეული სასარგებლო გამოცდილება საკვების გამრავალფეროვნების კუთხით, ვიყიდე ალოე. ბავშვობიდან გავიცანი მისი არც თუ ისე კარგი გემოვნებითი თვისებები, რადგანაც ხშირად ვიყავი ავად და ბებია ბევრისთვის ცნობილი რეცეპტით მიმზადებდა წამალს: თაფლი, ალოე, წითელი ღვინო. შემდეგ ალოე მე თვითონ გამოვიყენე ჩემი შვილების მკურნალობისას. ძალიან რთულია ბავშვისთვის ასეთი წამლის მიცემა, ზოგიერთი ხრიკის გამოყენებასაც საჭიროებს-ხოლმე. 

მოკლედ, ალოე, ძალზედ პოპულარული პროდუქტია მკურნალობის სფეროში, ამბობენ, რომ მისი მნიშვნელობა გაიზარდა განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც სხვა სასარგებლო თვისებების მქონე მცენარეების მნიშვნელობა შემცირდა. ამიტომ მოგიწოდებთ შეიტანოთ იგი თქვენს რაციონში და სხვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროცედურებში. ყველა ქალმა ძალიან კარგად იცის ალოეს როლი კოსმეტიკური კუთხით, თუმცა მისი გამოიყენება ბევრად უფრო შორს წავიდა, ვიდრე მხოლოდ მისი კოსმეტიკური შესაძლებლობებია.
aloe
ბევრს აქვს იგი გამოყენებული დამწვრობისას, რასაც ალოე ბრწყინვალედ უმკლავდება. ალოეს წვენი კარგია მონელების დაღვევებისას (შეკრულობა) და მეორე ტიპის დიაბეტის დროს, მაგრამ კიდევ უფრო ცნობილია მისი იმუნიტეტის გაუმჯობესების შესაძლებლობები. ალოე შეიცავს ფერმენტებს, როგორიცაა ამილაზა და ლიპაზა; ანტიოქსიდანტებს, C და E ვიტამინებს, კატალაზას და პეროქსიდდისმუტაზას; B ჯგუფის ვიტამინებს; ქრომს; მაგნიუმს; და ყველა ესენციურ ამინომჟავას. კიდევ ერთი რამ: ალოე ზრდის ნივთიერებების ათვისების უნარს, როგორც წამლების, ისე საკვების.
შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩინური რეცეპტი: ავიღოთ ცოტაოდენი მჟავე წვენი,რაიმე ხილის და ლიმონის წვენი, ალოეს წვენი, დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და მივირთვათ.
შეგვიძლია დავამზადოთ შემდეგი კოქტეილი:
რადგანაც ალოე აძლიერებს ნუტრიენტების ანუ საკვები ნივთიერებების შეწოვას, ეს რეცეპტი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე შტოშის წვენთან კიდევ უფრო სასარგებლო იქნება. ანანასის წვენი კარგად ეხამება ალოეს წვენს და შტოშის სიმჟავეს.
1/2 ჭიქა ანანასის წვენი
1/4 ან 1/2 ალოეს წვენი
2 სუფრის კოვზი შტოშის დაუმტკბარი წვენი
1 სუფრის კოვზი თაფლი
ლაიმი გასაფორმებლად
ავთქვიფოთ ყველაფერი ერთად, დავამატოთ ყინული და მივირთვათ ლაიმით.


ალოე ასევე გამოვიყენოთ კანისა და თმისთვის:
ალოეს მოაშორეთ ფესვი, გარეცხეთ, გათალეთ. გამჭვირვალე შიგთავსი დაჭერით კუბიკებად და კოვზით გადაიტანეთ ჯამში, შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერში. მაცივარში შეინახეთ 2 კვირა, შემდეგ გააკეთეთ ახალი. მაცივარში ყოფნა მას ყვითელ ფერს აძლევს.
ძილის წინ გასუფთავებულ სახეზე წაისვით ალოეს წვენი და გააჩერეთ 15 წუთით, სახე მოადუნეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს მეთოდი ეფექტურია სახის ხარისხის გასაუმჯობესებლად და გამონაყარის სამკურნალოდ.
ხოლო თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად წაისვით მიღებული ალოეს წვენი თმის ძირებში დაბანის შემდეგ, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და ისევ ჩამოიბანეთ.თუ ამ წვენს დაუმატებთ კვერცხს და კვირაში ერთხელ გაიკეთებთ ეს ნიღაბი დაზიანებულ თმასაც აღადგენს.


იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий