იცით თუ არა, რომ თქვენს სამზარეულოში არის ანტიბიოტიკების
მარაგი? ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, რომ ბალახები, რომელსაც ვიყენებთ საჭმელის
მოსამზადებლად იცავენ ჩვენ იმუნურ სისტემას. არის 30-ზე მეტი მცენარე, რომელსაც გააჩნია
ანტიბიოტიკების თვისებები. ესეთი ანტიბიოტიკები შეგიძლიათ ნახოთ სასურსათო მაღაზიებში,
როგორც მცენარე, სითხის სახით, ასევე როგორც კონცენტრატი. თქვენ შეგიძლიათ არ მიიღოთ
სინთეთიკური ანტიბიოტიკი და მიიღოთ მისი ბუნებრივი ფორმა. ზოგი არჩევს გამომშრალს, ზოგი ექსტრაქტს ან ცოცხალ ფორმას. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ საჭიროა მისი რეგულარული მიღება.
როგორც ყველაფერ სხვასთან, ისე ბუნებრივთანაც სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზედმეტმა რაოდენობამ
შესაძლოა ტოქსიკურად იმოქმედოის თქვენს ორგანიზმზე. ძალიან ბევრი მათგანი არ საჭიროებს
დიდ ფართობს და შეგიძლიათ თქვენი ფანჯრის რაფაზეც
მოიყვანოთ.
ამის შემდეგ, როდესაც საკვებს სანელებლებს დაუმატებთ
გეცოდინბებათ, რომ ისინი ბუნებრივად დაეხმარებიან თქვენს ორგანიზმს ბაქტერიებთან და
თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში.
ესენი
არიან:
რეჰანი
რეჰანი შეიძლება გამოიყენოთ არასასურველი ბაქტერიების ზრდის საწინააღმდეგოდ.
რეჰანის ფოთლებისგან მიღებული ეთერზეთები ამჟღავნებენ ზოგიერთი ბაქტერიების სახეობის
დარგუნვის თვისებებს, რომლებიც სინთეთიკური ანტიბიოტიკების მიმართ უგრძნობნი
არიან. ასევე თრგუნავენ ისეთ ბაქტერიებს, როგორიცაა Staphylococcus, Enterococcus და Pseudomonas, რომლებიც არა მხოლოდ ფართოდ
გავრცელებულები არიან, არამედ დიდ პრობლემებს ქმნიან მკურნალობაში, რადგანაც განავითარეს ანტიბიოტიკებისადმი წინააღმდეგობის
გაწევის უნარი. რეჰანის ან კვლიავის დამატება ძალიან კარგია ისეთ საჭმელში, როგორც
სალათებია, რომელთაც არ სჭირდებათ ტემპერატურული დამუშავება. ცოცხალი რეჰანის და კვლიავის
დამატება არა მარტო აუმჯობესებს გემოვნებით შეგრძნებებს, არამედ უსაფრთხოს ხდის
საჭმელს.
ორეგანო
ორეგანო
ან უფრო სწორედ ორეგანოს ფოთლების ზეთი შედარებულ იქნა სტანდარტული პენიცილინის
მოქმედებასთან და მთლიანად ცვლის მას გვერდითი მოვლენების გარეშე. იგი შეიძლება
გამოყენებულ იქნას ანტიბიოტიკების მიერ რეზისტენტულ ბაქტერიებში. ლონგ
აილენდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ორეგანო ანადგურებს
პროსტატის კიბოს უჯრედებს.
ოხრახუში
ოხრახუშს აქვს რამოდენიმე ანტიბიოტიკის თვისება.
ოხრახუშის თესლის ზეთი თრგუნავს 9 სახის ბაქტერიის და სოკოს განვითარებას,
ერთ-ერთი მათგანი Staphylococcus-ია.
ძირა -
შეიცავს ძლიერ ანტიბიოტიკ/ანტიმიკრობულ საშუალებას თიმოლს, რომელიც აძლიერებს ანტიბიოტიკების
მოქმედებას ბაქტერიების
ანტიბიოტიკებისადმი შეჩვევის შემთხვევაში.
ტარხუნა -
ბუნებრივი ანტიბიოტიკი, იცავს საკვებით მოწამვლისგან, საკვების ბუნებრივი კონსერვანტი.
გამოიყენება ტუბერკულოზის დროს და კუჭ-ნაწლავში ფერმენტული ნაკლებობისას.
მუსკატი - აქვს ანტიმიკრობული
თვისებები, მიმართული E.Coli და Staphylococcus-ის მიმართ. ყველაფერში შეგიძლიათ
დაამატოთ დესერტის გარდა.
წიწაკა - შავი, კაიენის, თეთრი და ჩილი
ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ბაქტერიებთან საბრძოლველად. რაც უფრო მწარეა წიწაკა, მით
უფრო ძლიერია მისი ანტიმიკრობული თვისებები.
კოჭა, ჯანჯაფილი - უფრო
ეფექტურია, ვიდრე ანტიბიოტიკები სტაფილოკოკების წინააღმდეგ. შეუძლია მოკლას კიბოს
უჯრედებიც. ცნობილია მისი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები, ხსნის კუჭის ტკივილს და
გულძმარვას. ხშირად გამოიყენება ცხობისას, ჩაის სახით, შესაძლებელია მიირთვათ დაკრისტალებული
კოჭა.
დაფნის ფოთოლი - მოქმედებს ისევე,
როგორც რეჰანი და ორეგანო.
მდოგვი - აქვს ისეთივე
თვისებები, როგორც დაფნის ფოთოლს და ძირას, მაგრამ გაცილებით მაღალი ბაქტერიების
დათრგუნვის ეფექტით.
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ასევე ნახეთ:
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
Комментариев нет:
Отправить комментарий