10.21.2013

როგორ ტოვებს სული ადამიანის სხეულს ბიოლოგიური სიკვდილის დროს

თარგმანი რუსული საინფორმაციო ინტერნეტ-საიტიდან 

კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ ტოვებს სიცოცხლე სხეულს ბიოლოგიური სიკვდილის მომენტში.
უნიკალურმა კვლევამ დაადასტურა ძველი თქმულება, რომ უეცრად მოკლული ან მაგალითად, კატასტროფაში გარდაცვლილი ადამიანის სხეულს, სული დიდხანს ვერ შორდება. იგი მუდმივად ბრუნდება, განსაკუთრებით ღამით.
გასაკვირი არ არის, რომ ამბები მოჩვენებებზე ძველი დროიდან არსებობენ. ყველაზე ხშირად ისტორიებში აღწერილია უცოდველი მოკლულების ან სიკვდილმისჯილი ბოროტმოქმედების მოჩვენებები.
პროფესორმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა კონსტანტინე კოროტკოვმა შექმნა აპარატი, რომელიც აფიქსირებს აურას.
აპარატი ასკანირებს სხეულს, ხოლო ეკრანზე ჩნდება მისი აურის ფოტო.
- ლურჯი ფერი არის ცოცხალი ჯანმრთელი უბნები, ხოლო უფრო თბილი ფერები, წითელის ჩათვლით - მკვდარი, უმოქმედო ნაწილი.


სურათი აჩვენებს როგორ გადის სული სხეულიდან, ლურჯი ფერი იცვლება თბილი ფერებით (მარცხნიდან მარჯვნივ - სიკვდილამდე, სიკვდილის მომენტში და სიკვდილიდან 3 საათის შემდეგ).
კვლევებიდან ჩანს, რომ სასიცოცხლო ძალა (სული) პირველად მუცლის არეს ტოვებს, შემდეგ კი თავის არეს. ახლადგარდაცვლილი ადამიანის სურათზე ჩანს, რომ აურა ნარჩუნდება საზარდულის და გულის არეში. ხომ ხშირად ხდება, რომ ადამიანის რეანიმირებას ახდენენ დენის მეშვეობით გულის ამუშავებით. რეანიმირება ხდება 5 წუთის მანძილზე, ზოგი მართლაც ცოცხლდება.

-თითქოს ავადმყოფი ან ვიღაც მაღლიდან ფიქრობს - მოკვდეს თუ არა, - ყვება გამოცდილი ქირურგი. - ხანდახან ჩვენ ვხვდებით, რომ ჩვენ კი არ ვაცოცხლებთ პაციენტს, ჩვენ უბრალოდ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, ხოლო გადაწყვეტილება  სადღაც მაღლა მიიღება.
სამი საათის შემდეგ რჩება მხოლოდ საზარდული, სადაც კიდევ რაღაც გვახსენებს, რომ სხეული ცოცხალი იყო. მალე სურათებზე მხოლოდ გარდაცვლილის წითელი სილუეტი რჩება - სულმა  სხეული დატოვა.

ცნობილია, რომ გარდაცვლილის სხეული 21 გრამით მსუბუქდება, მაგრამ სურათებმა აჩვენა, რომ ადამიანის აურა აფიქსირებს სიკვდილის გარემოებებს. ბუნებრივი, წყნარი სიკვდილის შემთხვევაში აურა აქტივობას   ნელ-ნელა კარგავს, სხეული თანაბრად ასხივებს, თუკი ადამიანი გარდაიცვალა უეცრად ან ძალადობრივად, მისი აურა რამოდენიმე დღე-ღამის განმავლობაში "მოუსვენრობას" გამოხატავს და განსაკუთრებით მკვეთრია ღამით.

კონსტანტინე კოროტკოვის დასკვნით, ადამიანის სული სიკვდილი შემდეგ იქცევა ისე, როგორც ამას ძველი დროიდან აღწერს რელიგია. იგი ან წყნარდება და მიფრინავს, ტოვებს თავის ფიზიკურ საცხოვრებელს, ან დროებით რჩება სხეულთან დაკავშირებული, თითქოს მიბმული. მან ჯერ ვერ დახარჯა თავისი ენერგეტიკული რესურსი.

მეცნიერთა კვლევა ამტკიცებს, რომ ადამიანის სხეული - ბიოლოგიური მასაა, რომელიც ცოცხლდება სასიცოცხლო ძალით, რომელიც ავსებს მას სიცოცხლის პერიოდში. როგორც კი ადამიანი კვდება, სიცოცხლის მუხტი - სული - გაუჩინარდება.

აპარატის შემუშავების პროცესში იგი გამოიყენეს ექსტრასენსებზე...და წააწყდნენ საშინელ წინააღმდეგობას, კამერამ გამოკვეთა თაღლითები.
ნამდვილი ექსტრასენსის აურა ძალიან ძლიერია - ამბობს კოროტკოვი. ამიტომ ვისაც შევთავაზეთ ჩვენს მოწყობილობაზე შემოწმება, ყველა მათგანმა უარი გვითხრა.

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий