რედოქს-პოტენციალის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ, მაგრამ კიდევ რამოდენიმე თვისებას უნდა აკმაყოფილებდეს სითხე, რომ ის გახდეს მისაღები ჩვენი ორგანიზმისთვის.
ასეთ გასათვალისწინებელ და მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს pH პოტენციალი. pH პოტენციალი წყალბადის იონების აქტივობის ხარისხის მაჩვენებელია და რაოდენობრივად გამოხატული წყლის მჟავიანობის ან ტუტიანობის კოეფიციენტია.
როგორც ქიმიის გაკვეთილებიდან ვიცით, გარეგანი ზემოქმედებით, მაგალითად სუსტი ელექტროობის ზემოქმედებით, წყლის მოლეკულა დისოცირებს თავისუფალ იონებად (Н+) და ჰიდროქსილურ ჯგუფად (ОН-). თავისუფალი წყალბადის იონების გაზრდილი რაოდენობა წყალს მჟავიანობას მატებს, ხოლო მომატებული ОН ჯგუფი კი ატუტოვნებს მას.
ნეიტრალური წყლის pH პოტენციალი არის 7, ასეთი წყალი შეიცავს თანაბარი რაოდენობის Н+ და ОН- იონებს ან არ შეიცავს მათ საერთოდ. მჟავა რეაქციის წყლის pH პოტენციალი 7-ის ქვევითაა, ხოლო ტუტე - 7-ის ზევით. ორგანიზმის სითხეები, ძირითადად სუსტი ტუტე რეაქციის მქონენი არიან.
ჯანმრთელი ადამიანის pH პოტენციალი:
- კანი (ოფლი) – pH 4,7
- ნერწყვი – pH 6,4
- შარდი – pH 5,5-6,0
- უჯრედები ნორმაში – pH 7,1
- არტერიული სისხლი pH 7,35-7,45
- ვენური სისხლი pH 7,26-7,36
- ლიმფა pH 7,35-7,40
- უჯრედშორისი სითხე pH 7,26-7,38
- სახსრისშიდა სითხე pH 7,3
- კუჭქვეშა ჯირკვალი – pH 8,8
ჩვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, თანამედროვე საკვების უმეტესობას გააჩნია მჟავა რეაქცია, რაც ზრდის დატვირთვას ორგანიზმზე: ასეთი საკვების გადამუშავებისას და შეთვისებისას რჩება უფრო მეტი მჟავა პროდუქტები. თანაც მჟავიანობა არ არის დაკავშირებული საკვების გემოსთან. თითქმის ყველა გაზიანი სასმელი და ლიმონათი, პასტერიზებული წვენი და სასმელი, ლუდი - ყველაფერს მჟავა რეაქცია აქვთ. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი პროდუქტის pH-მაჩვენებელი.
ზოგიერთი სასმელის და პროდუქტის
pH პოტენციალი
|
|
გაზიანი სასმელი
|
3,16
|
წვენი პაკეტებში
|
3,92
|
დისტილირებული წყალი
|
4,79
|
შავი ჩაი
|
4,26
|
შავი ყავა
|
5,58
|
რძე (უმი)
|
6,19
|
ონკანის წყალი
|
6,55
|
ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი
|
4,6
|
ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი
|
6,68
|
გაღვივებული ხორბლის წვენი
|
7,4
|
კვერცხი (უმი)
|
6,45
|
ხორბლის პური
|
4,89
|
ბეკონი (მოხარშული)
|
4,02
|
ჰამბურგერი (მზა)
|
3,98
|
პიცა
|
4,34
|
საზამთრო
|
6,67
|
ბანანი
|
7,19
|
ყველი
|
5,92
|
ნაყინი
|
5,17
|
შებოლილი ორაგული
|
4,19
|
გასათვალისწინებელია ისიც, რომ pH-ის ყოველი ერთეული მჟავა-ზემოქმედებას 10-ჯერ ზრდის. მაგალითად, სასმელის pH-6-ია, მაშინ მჟავა რაექცია გაზრდილია 10-ჯერ ნორმასთან შედარებით, ხოლო თუ 5-ია, მაშინ 100-ჯერ, თუ 4-ია - 1000-ჯერ. ამის ცოდნა საჭიროა, რომ სწორად გაანეიტრალოთ წარმოქმნილი მჟავა რეაქცია.
თანამედროვე საკვები სულ უფრო ურთულებს ორგანიზმს ტუტე გარემოს შენარჩუნების შესაძლებლობას. ორგანიზმი თანდათან იცვლის თავის რეაქციას, იზრდება გამჟავება და საფუძველი ეყრება დაავადებებს, ჩვენი ორგანიზმი სწრაფად ცვდება - ჩვენ სწრაფად ვბერდებით.
იმისთვის, რომ ორგანიზმმა დაძლიოს ეს პროცესი და შეინარჩუნოს pH საჭირო დონეზე, იგი იწყებს ისეთი ნივთეიერებების გამოყენებას, როგორიცაა ძვლის კალციუმი და მაგნიუმი. ამით pH აღდგება, ხოლო კალციუმის და მაგნიუმის დეფიციტის შედეგად ვითარდება ოსტეოპოროზი და ბევრი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ მიღებული პროდუქტების და სასმელების pH-მაჩვენებელი იყოს ორგანიზმის pH-ის მსგავსი. ეს შეამცირებს მჟავა დატვირთვას ორგანიზმზე და იგი უფრო სიცოცხლისუნარიანი იქნება.
ქვემოთ იხილეთ ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტების ჩამონათვალი:
pH 9,0 - ლიმონი, ნესვი
pH 8,5 - მანგო, პაპაია, ლაიმი, საზამთრო, ოხრახუში, წითელი წიწაკა, ზღვის კომბოსტო, სატაცური, კივი, ტკბილი ყურძენი, მსხალი, ანანასი, ბოსტნეულის წვენები
pH 7,5-8,0 - ვაშლი, გარგარი, სტაფილო, ნიახური, ნიორი, მოცხარი, ატამი, ვაშლ-ატამა, ქლიავი, ზღვის მარილი, ისპანახი, მარწყვი, ბროკოლი და სხვა.
pH 7,0 - ნუში, არტიშოკი, ალუბალი, ქოქოსი, ბოლოკი და სხვა.
ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი, მართალია ჩვენ შეიძლება მოვინდომოთ და მივირთვათ ბევრი ტუტე პროდუქტი, მაგრამ მათი ზემოქმედება ორგანიზმის მთლიან მოცულობაზე უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე სითხის მიღებისას, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი სითხის მიღებას, რომელსაც სასურველი რეაქცია ექნება.
იმისთვის, რომ უფრო კონკრეტულად გაერკვათ ამა თუ იმ პროდუქტის pH-მახასიათებელში უმჯობესია თავად გაზომოთ შესაბამისი პროდუქტი ან სითხე სპეციალური ხელსაწყოთი pH-მზომით ან ლაკმუსის ქაღალდის მეშვეობით. სპეციალისტები გვირჩევენ ხშირად გავაკეთოთ ეს როგორც პროდუქტებისთვის, ისე ორგანიზმის სითხეებისთვის.
იყავით გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ასევე ნახეთ:
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
Комментариев нет:
Отправить комментарий