10.17.2013

მივმართოთ ნიშის

მას მხოლოდ 20 წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს ექიმებმა....
ამ ასაკში ცოტამ თუ შეძლო, ის, რაც ამ ადამიანმა გააკეთა...
პროფესიით ინჟინერმა (ინჟინრებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს მედიცინის განვითარებაში), მან არა მხოლოდ 75 წელი იცოცხლა, არამედ შექმნა არაჩვეულებრივი გამაჯაბსაღებელი სისტემა, რომელიც სისხლძარღვების და სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებაზეა აგებული.

საინტერესო გამოცდილებაა, ასეთი მაგალითი ალბათ ყველა ექიმის სამაგიდო წიგნად უნდა ქცეულიყო, არა?  :(

სამწუხაროდ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც იყენებდა და იყენებს ამ გამაჯანსაღებელ მეთოდიკას გახდნენ ამ სწავლების გამავრცელებლები. მე უკვე ვახსენე, რომ ყველა თავად პასუხისმგებელი უნდა გახდეს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ამიტომ გთავაზობთ ამ დოქტრინის ძირითად ასპექტებს, ხოლო მისი რეგულარული გამოყენება - თქვენი თავისუფალი ნების გამოხატულება ყოფილიყოს!

მაშ ასე,  მე ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკებ ნიშიც სწავლების სხვადასხვა ასპექტებზე, ამჯერად გთავაზობთ ამას:

კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის 5 კანონი:

  • 1.      სისხლის მიმოქცევის გაძლიერება.
  • 2.      ხერხემლის გასწორება: მაგარ ზედაპირზე წოლა, ვარჯიში.
  • 3.      კონტრასტული წყლის და ჰაერის პროცედურები.
  • 4.      სრულფასოვანი კვების კანონების დაცვა.
  • 5.      განწყობა გაჯანსაღებაზე.


"ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია მისი სისხლის შემადგენლობაზე და ორგანიზმში მის თავისუფალ ცირკულაციაზე" .

"კაპილარების დაავადება - ყველა დაავადების საფუძველია". კაცუძო ნიში.

"სისხლის მთავარი მამოძრავებელი განლაგებულია კაპილარებში და არა გულში.
თავს ნებას ვაძლევ განვაცხადო - წერდა კაცუძო ნიში - სანამ თანამედროვე მედიცინა არ უარყოფს ტრადიციულ წარმოდგენებს გულზე, იგი ვერ გამოიცნობს ამ ე.წ. გულის საიდუმლოს და ვერასოდეს შეძლებს თავი დააღწიოს მძიმე დარტყმებს, რომელსაც ადამიანს აყენებენ სულ-სისხლძარღვთა დაავადებები".

 "იდეალური პოზის შესანარჩუნებლად და ხერხემალში დარღვევების გამოსასწორებლად არ არსებობს უკეთესი საშუალება, ვიდრე მყარ სწორ ზედაპირზე ძილი. თუ რბილ საწოლში ძილის მოყვარული მისცემს თავის ნერვებს ამ გზით ატროფირების და პარალიზების საშუალებას, დაავადებები მას დაუპატიჟებლად ეწვევიან"  - წერდა კაცუძო ნიში.

"თერაპია ჰიდროთერაპიის გარეშე - ეს გამომშრალი თერაპიაა, რომელიც მალავს თავის უუნარობას მრავალი შხამიანი და უსარგებლო წამლის ქვეშ" - ეს უკვე ამატებს  ა.ს. ზალმანოვი გამოჩენილი რუსი ექიმი.

სრულფასოვანი სუნთქვის უზრუნველსაყოფად  ჩვენ უნდა ვიზრუნოთ კანის, კაპილარების და დიაფრაგმის მდგომარეობაზე.

აქვე ცოტას ჩავამატებ - საქმე იმაშია, რომ დიაფრაგმის მდგომარეობა - ეს ის საკითხია, რომელიც აბსოლუტურად უყურადღებოდ არის დარჩენილი სამედიცინო საზოგადოების მიერ. არადა ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია.
 დიაფრაგმა არის ჩვენი ორგანიზმის უდიდესი კუნთი, რომელიც ყოფს გულ-მკერდს და მუცლის ღრუს, მასში გადის უმნიშვნელოვანესი სისხლძარღვები და სტრუქტურები, იგი ახორციელებს წნევის ცვალებადობას გულ-მკერდსა და მუცლის ღრუში, ასევე დიდ ზეგავლენას ახდენს სასუნთქ, გულ-სისხლძარღვთა და ლიმფურ სისტემაზე. განსაკუთრებულია მისი მნიშვნელობა ვენების, ღვიძლის ნორმალური სისხლის მიმოქცევისთვის და ა.შ. 
ცნობისთვის, იშვიათია ვენებში შეგუბებითი პროცესების დროს ვინმემ ყურადღება მიაქციოს დიაფრაგმის მდგომარეობას, სამაგიეროდ ვენების ამოკვეთა - ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილებაა.

     დროთა განმავლობაში ხდება დიაფრაგმის ატროფირება, რაც იწვევს ყველა იმ პროცესის დარღვევას, რაზედაც ზეგავლენას ახდენს: ირღვევა სუნთქვის პროცესი, გულის მუშაობა, ვითარდება შეშუპებები ლიმფურ, ვენურ სისტემებში, დარღვევები კუჭ-ნაწლავში და კიდევ ბევრი სხვა.

     დიაფრაგმის კუნთის განვითარებისთვის და მისი ატროფიისგან დასაცავად აუცილებელია სუნთქვითი ვარჯიშების რეგულარული ჩატარება, ხოლო თუ მისი მოძრაობა შეზღუდულია, ნიშის შემდეგი რჩევები გამოგადგებათ. 

დიაფრაგმის მოძრაობის აღსადგენად:

1.      შეამცირეთ ღვიძლის და ელენთის მოცულობა: ყოველი თვის 3 დღე ჭამამდე 1/2 სთ-ით ადრე მიიღეთ ნატრიუმის სულფატი (გლაუბერის მარილი): 1 დღე - 1 ჩ.კ. 4 გრ, 2-3 დღე - 1/4 ჩ.კ. 200 მლ მინერალურ წყალში ან ანადუღარ წყალში. პროცედურა წმენდს ღვიძლის სისხლძარღვებს, ლიმფურ და სანაღვლე კაპილარებს. ღვიძლის მოცულობის შემცირება ავტომატურად იწვევს ელენთის მოცულობის შემცირებას.
2.      სისტემატურად გამოიყენეთ სათბუნებელი ღვიძლის არეზე (საკმაოდ ცხელი) 40 წუთის განმავლობაში 3 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (სამჯერადი კვების შემთხვევაში) მძიმე შემთხვევებში, უფრო მსუბუქ შემთხვევაში - 1-2 ჯერ 2-4 კვირა, ჯანმრთელს არ სჭირდება. 

     რაც შეეხება კვების რეჟიმს, როგორც კაცუძო ნიში ამბობს, ჩვენი კუჭ-ნაწლავი მუშაობს შემდეგ რეჟიმში: 

1.      დილის 12 დან - 20 სთ-მდე - მიმდინარეობს საკვების გადამუშავება.
2.      21-დან დილის 4 სთ-მდე - მიმდინარეობს საკვების ათვისება.
3.      დილის 4-დან 12-მდე - მიმდინარეობს კუჭ-ნაწლავის წმენდა.

ამრიგად საკვების მიღების საათები უნდა იქნას შეზღუდული 12-დან 20-მდე (გაითვალისწინეთ, რომ კუჭ-ნაწლავში საკვების მონელებას კიდევ დრო უნდა, ამიტომ საკვების მიღების ბოლო დრო არის 18-19 საათი).
შემდეგ ხდება მხოლოდ გადამუშავებული საკვების ათვისება და წმენდა.

ჭამე ცოტა და დროულად. კარგად დაღეჭე. ორგანიზმი იკვებება არა მიღებული, არამედ გადამუშავებული საკვებით.

      ურთიერთდამოკიდებულების კანონი - რაც მეტი ტოქსემიური ნარჩენი გროვდება ორგანიზმში, მით მეტია სხეულის მასა და მეტია დაავადებათა განვითარების რისკი.
ტოქსინებს აქვთ მჟავე რეაქცია.

     შენარჩუნების  არც ერთი მეთოდი არ შეიძლება იყოს პრაქტიკული და რაციონალური, სანამ არ იქნება დაფუძნებული პრინციპზე - გაიგო მიზეზი! და მხოლოდ ამის შემდეგ - ჩაერიო ბუნების მუშაობაში, უფრო სწორედ არა ჩაერიო, არამედ უბრალოდ არ შეუშალო ხელი და შეძლებისდაგვარად მიეხმარო - ამას ითხოვს ნიშის ჯანმრთელობის სისტემა.

იმედია ეს მასალა საინტერესო იყო თქვენთვის. თუ გაგიჩნდათ კითხვები, მომწერეთ!

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий