3.26.2013

ძველების რჩევები



"დაავადება - ეს არის ორმოქმედებიანი დრამა, რომელთა შორის პირველი ვითარდება ჩვენი ქსოვილების მოღუშულ სიჩუმეში ჩამქრალი სანთლებით, -  წერდა ფრანგი მეცნიერი ლერიში. ხოლო როდესაც გამოვლინდება ტკივილი ან სხვა უსიამოვნო მოვლენა - ეს თითქმის ყოველთვის დრამის მეორე აქტია".
 რენე ლერიში მხატვარ მატისის ექიმი გახლდათ.


"არ არსებობს ლოკალური დაავადებები, ცალკეული ორგანოების დაავადებები. დაავადებულია ორგანიზმი მთლიანობაში. არ არსებობს ლოკალური მკურნალობა. არ არსებობს არც ერთი თერაპიული ღონისძიება, რომელიც არ იწვევს ორგანიზმში დიდ ან პატარა ჰუმორალურ ცვლილებას. სულ მცირე თერაპიულ აქტს, სულ უმნიშვნელოსაც კი, მოაქვს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური შედეგები, იწვევს რთულ ქიმიურ მოვლენებს, სითხეების მოძრაობას, ლეიკოციტარულ გადანაცვლებებს, ვაზომოტორულ რეაქციებს" - წერდა ა.ს.ზალმანოვი.

 ა.ს. ზალმანოვი ლენინის და მისი მეუღლის ექიმი იყო, რომელიც 1875-1965 წწ. მოღვაწეობდა, გერონტოლოგი და ნატუროპათი.


"დროა ექიმებმა და ბიოქიმიკოსებმა მოიხმონ ნებისყოფა და საკუთარ თავს მაინც გამოუტყდნენ: ჩვენ არაფერი ვიცით! - და მაშინ თვისება მოიგონო უსარგებლო ტერმინები გაქრება. და მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი იფიქრო, იაზროვნო, შეადარო ფაქტები ქიმიური და თერაპიული ცოდნის ნამსხვრევების უგეგმოდ გამოყენების ნაცვლად".



"ბიოქიმიური რეაქციების სისწრაფე (ერთი გლუკოზის მოლეკულის გამოსაყოფად წამის 1/10-ში 12 რეაქცია), უჯრედის და ენზიმების (ფერმენტების) სამყაროზე ზემოქმედების შეუძლებლობა მოითხოვს მედიკოსების სინდისისგან დაფიქრებას წამლების სარგებლიანობის  და უსაფრთხოებას შეფასებისას".  



ანატომია და ჰისტოლოგია ისწავლება საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი ზუსტი ანატომიური ცოდნა წარმოადგენს მხოლოდ უხეშ ციფრებს ნამდვილი ორგანოების სტრუქტურასა და ზომებზე. როდესაც ყოველ სტუდენტს ეცოდინება, რომ ზრდასრული ადამიანის კაპილარების საერთო სიგრძე აღწევს 100 000 კმ-ს, ხოლო თირკმელების კაპილარების სიგრძე - 60 კმ-ს, რომ ყველა კაპილარის ზომა, ღიასი და ზედაპირზე განართხულის შეადგენს 60 კვ.მ-ს, რომ ფილტვების ალვეოლების ზედაპირი შეადგენს თითქმის 8 000 კვ.მ (ა.კროგის მიხედვით), როდესაც დაითვლიან ყველა ორგანოს კაპილარების სიგრძეს და ყველა ორგანოს ზედაპირის ფართობს, როდესაც შექმნიან "გაშლილ ანატომიას" - ნამდვილ ფიზიოლოგიურ ანატომიას, - კლასიკური დოგმატიზმის და მუმიფიცირებული რუთინის ბევრი ამაყი სვეტი დაეცემა შეტევების და ბრძოლის გარეშე" - ა.ს.ზალმანოვი "ორგანიზმის საიდუმლო სიბრძნე".


სიბერის უჯრედოვანი სკლეროზის გასაღები, ისევე როგორც ყველა სხვა უჯრედოვანი გადაგვარებისას ზოგად პათოლოგიაში, არის არასაკმარისი კაპილარული სისხლის ნაკადი ორგანიზმში. კაპილარული სისხლის მიმოქცევის მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენაც კი ავტომატურად აღადგენს სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში. ნახევრად მკვდარი უჯრედები იწყებენ ნორმალურ ნივთიერებათა ცვლას (მეტაბოლიზმს), თავისუფლდებიან შხამიანი ცვლის ნივთიერებებისგან, მეტაბოლიტებისგან... მეტაბოლიტებისგან თავისუფალ უჯრედებს უბრუნდებათ საკვები ნივთიერებების მიღების თვისებები. აღდგება უჯრედების ფერმენტების მოქმედება, უჯრედების სიცოცხლეც აღდგება".

"თუ თქვენ გაზრდით ჰაერის მოცულობას, ჟანგბადის ნაკადს ტვინისკენ, ჟანგბადის ნაკადს ყველა ორგანოსკენ, თუ თქვენ გახსნით ათეულობით ათასი დახშული კაპილარის სანათურს რეჟიმით (და არა ქიმიით, წამლებით, დასხივებით, ქირურგიით), მაშინ თქვენ არ შეგხვდებათ არც ერთი დაავადება, რომელიც არ იქნება აღმოფხვრილი თქვენი მკურნალობით".

"თერაპია ჰიდროთერაპიის გარეშე - ეს გამომშრალი თერაპიაა, რომელიც მალავს თავის უუნარობას მრავალი შხამიანი და უსარგებლო წამლის ქვეშ".









"ორგანიზმში საინფორმაციო კავშირების დარღვევა ჩვენი დაავადებების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია", - წერდა კაზიმეჟ პიოტროვიჩი.

კაზიმეჟ პიოტროვიჩი - 1997 წელს გამოცხადდა "წლის ადამიანად" გამოგონებისთვის არატრადიციულ მედიცინაში, 2002 წელს წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე, ცერებრალური დამბლით დაავადებულთა შედეგიანი მკურნალობისთვის.

იყავი გონიერო პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ასევე იხილეთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий